ხერმან ბურგოსი: “კარგი იქნება, თუ კასილასის დაბადების დღე მეკარეების დღე გახდება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარია მწვრთნელის ასისტენტს ხერმან “მონო” ბურგოსს სურს, რომ კასილასის დაბადების დღეს მეკარეების დღე ეწოდოს.

როგორც იცით, იკერს რამდენიმე დღის წინ “პორტუს” ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობს.

“პირველ რიგში, მინდა, კასილასს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ 20 მაისი (კასილასის დაბადების დღე) მეკარეების დღე გახდება”, – უთხრა 50 წლის მწვრთნელმა beIN Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ხერმან ბურგოსი მოთამაშის კარიერის დროს თავადაც მეკარე იყო.

იურგენ კლოპის “მფრინავმა ლივერპულმა” “პორტუ” არ დაინდო (ვიდეო)

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მერსესაიდული “ლივერპული” დაუბრუნდა და ეს დაბრუნება შესაფერისად აღნიშნა – იურგენ კლოპის ბიჭებმა პორტუგალიური “პორტუ” გაანადგურეს.

ინგლისელების თამაში, როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან ახლოს იყო უნაკლო პერფრომანსთან. ფეხბურთელები ზედმიწევნით ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებებს და შედეგიც მიიღეს – 0:5.

ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე გაიხსნა, რასაც ჯორჯინიო ვეინალდუმის საგოლე გადაცემასა და სადიო მანეს ბრწყინვალე დარტყმას უნდა ვუმადლოდეთ. მუჰამედ სალაჰმა მალევე მოახერხა ძალიან ლამაზი გოლის გატანა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში სენეგალელმა მანემ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (53′ 85′). თავისი და ამავდროულად საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა რობერტო ფირმინომაც (69′).

ასე რომ, “ენფილდელებს” მეოთხედფინალამდე ერთი ფორმალური მატჩი აშორებთ. ფორმალური მატჩი, რომელშიც კიდევ ერთხელ შესრულდება ლეგენდარული “YNWA”.

იურგენ კლოპი: “დიახ, ეს უნაკლო შესრულება იყო “ლივერპულის” მხრიდან”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “პორტუსთან” მოგებული მატჩი (0:5) ბრწყინვალედ შეაფასა და თავისი ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის შეაქო.

“დიახ, ეს სრულყოფილი შესრულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენი გუნდი ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საქმეს და თითქმის ყოველ ასპექტში სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით – კარგად ვიცავდით თავს, აგრესიულად ვთამაშობდით, ბურთსაც ვინარჩუნებდით და სივრცეებსაც ვითვისებდით.

ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. გამოვარჩევდი ენდრიუ რობერტსონის შესრულებას, რომელმაც, როგორც იქნა, იპოვა თავისი თამაში. საუკეთესო კი, რა თქმა უნდა, სადიო მანე იყო რობერტო ფირმინოსთან ერთად.

ხვალინდელი გასეირნება? არა, ალკოჰოლს არ ეკარებიან. ეს სულ სხვა თაობაა და ამის პრობელმა არ გვაქვს. შეუძლიათ უფრო დიდი ხანი დარჩნენ საღამოს, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ყველაფერს ძილი ურჩევნიათ,” – აცხადებს კლოპი.

აგენტი: “კასილასი “ლივერპულში”? სიგიჟეა”

სხვადასხვვა გამოცემების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 36 წლის იკერ კასილასი შესაძლოა “ლივერპულში” გადასულიყო.

ესპანელი ფეხბურთელის აგენტმა Radio Renascenca-თან ისაუბრა: “კასილასი “პორტუში” მშვიდადაა და საკმაოდ ბედნიერია. არავის უკვირს, რომ ყველა ფეხბურთელს სურს თამაში. დარწმუნებული ვარ, იკერი და სერჟიუ კონსეისაუ ყოველდღე საუბრობენ, როგორც მწვრთნელი და ფეხბურთელი. ხშირად ვკითხულობ ინფორმაციას პრესაში თითქოს ჩემს კლიენტს კლუბის დატოვება სურს. ყველას დამშვდებისაკენ მოგიწოდებთ, ეს ყველაფერი სიცრუეა. კასილასი “ლივერპულში”? სიგიჟეა”, – აცხადებს კარლო კუპროტია.

კასილასსა და მთავარ მწვრთნელ შორის არსებულ უთანხმოებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სერჟიუ კონსეისაუმ იკერი შეხვედრის დროს ტელეფონის გამოყენებაში დაადანაშაულა.

ზამთარში “პორტუ” იკერ კასილასის გაყიდვას შეეცდება

პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “პორტუს” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იკერ კასილასის გაყიდვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალის” ექს-მეკარეს ბევრი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა, მან კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე გააკეთა არჩევანი.

El Pais-ის ცნობით, ბოლო დროს კასილასს პორტუგალიურ კლუბში გარკვეული პრობლემები ჰქონდა – როგორც ცნობილი ხდება, ის ვარჯიშებზე შესაფერისად არ მუშაობდა და მობილური ტელეფონის გამოყენებაშიც გამოიჭირეს მაშინ, როდესაც ეს აკრძალული იყო.

შეგახსენებთ, რომ კასილასი “პორტუში” “რეალიდან”, 2015 წელს გადავიდა და პორტუგალიელები მას საკმაოდ დიდ ხელფასს უხდიან (წელიწადში 5 მილიონი ევროს ოდენობის).

“ტოტენჰემი” “პორტუს” მცველში 25 მილიონ ევროს იხდის

პორტუგალიური “პორტუს” მარჯვენა მცველმა, რიკარდუ პერეირამ შესაძლოა, კარიერა ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი იმის შანსი, რომ ზაფხულში “მამალთა” რიგები კაილი უოკერმა დატოვოს, მის შემცვლელად კი მაურისიო პოჩეტინო სწორედ პერეირას მოისაზრებს.

რიკარდუ პერეირას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, “ტოტენჰემი” მზადაა მის სანაცვლოდ ეს თანხა გაიღოს.

“პორტუს” მარჯვენა მცველმა ბოლო ორი სეზონი “ნიცაში” გაატარა, სადაც მან 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.

იკერ კასილასი პრემიერ ლიგაში?

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, იკერ კასილასმა, რომელიც ამჟამად პორტუგალიური “პორტუს” ღირსებას იცავს, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

საკმაოდ ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, As-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვეტერანმა მეკარემ უკვე მიაღწია შეთანხმებას მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელებთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ლივერპულში” გადასვლის შემთხვევაში, იკერ კასილასს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებაც ექნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “პორტუს” მაისურით გამართულ 43 მატჩში ესპანელმა მეკარემ მხოლოდ 23 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

სუბისარეტა “მარსელში” კასილასის მიყვანას აპირებს

ანდონი სუბისარეტას “მარსელი” “პორტუს” ესპანელ ლეგენდას, იკერ კასილასს აკვირდება.

A Bola-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი მზადაა, “რეალის” ექს-ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

იკერ კასილასსა და “პორტუს” შორის არსებული მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

შეგახსენებთ, რომ სუბისარეტა “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტიდან 2015 წლის იანვარში გაანთავისუფლეს, გასულ წელს კი მან იგივე პოსტი ფრანგულ კლუბში ჩაიბარა.

“რეალი” ფელიპე მონტეიროს აგენტს შეუთანხმდა

პორტუგალიური “პორტუს” მცველმა, ფელიპე მონტეირომ შესაძლოა, კარიერა მადრიდის “რეალში” გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდული გრანდის წარმომადგენლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ბრაზილიელი ფეხბურთლის აგენტთან. ახლა მხოლოდ “პორტუსთან” დარჩენილი რამდენიმე საკითხის მოგვარებაა საჭირო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “თეთრები” ბრაზილიელში კეპლერ პეპეს ჩამნაცვლებელს ხედავენ, რომელიც უკვე კარგა ხანია, ძველებურად ვეღარ თამაშობს.

“პორტუსა” და მონტეიროს შორის არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონს შეადგენს. თუმცა, შესაძლოა, ტრანსფერისთვის 25 მილიონიც საკმარისი აღმოჩნდეს.

ფრანგული კლუბი იკერ კასილასის გადაბირებას აპირებს

“მარსელის” ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ფრანგულ კლუბში ახალი ხედვებიც მიიტანა.

მადრიდული, საკმაოდ გავლენიანი გამოცემა, AS გვარწმუნებს, რომ “ბარსელონას” ყოფილ დირექტორს კლუბში “რეალის” ექს-მეკარის, იკერ კასილასის მიწვევა სურს, რომელიც ამჟამად “პორტუს” ღირსებას იცავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგები კასილასის ტრანსფერის განხორციელებას არა ზამთარში, არამედ მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებენ, როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

იკერის ალტერნატივად კი კლუბი “ტულუზას” 17 წლის მეკარეს, ალბან ლაფონას განიხილავს.

კასილიასი: „ჩემპიონთა ლიგის ფინალს ფავორიტი არ ჰყავს“

„პორტუს“ ამჟამინდელი და „რეალის“ ექს-მეკარის იკერ კასილიასის აზრით, მის ყოფილ გუნდსა და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ ფინალურ მატჩის ფავორიტის დასახელება შეუძლებელია.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ფავორიტები არ არსებობენ. 16 წლის წინ „ვალენსიას“ შევხვდით, მაშინ ბევრი ფავორიტად მეტოქეს მოაიზრებდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ.

თამაშში უამრავი ასეთი ფაქტორია. შესაძლოა, მათ გასაგებად თქვენ თავად უნდა ითამაშოთ.

ესპანური ფეხბურთისთვის და მადრიდისთვის კარგია, რომ ფინალში ისევ ეს ორი გუნდი თამაშობს. მე მადრიდიდან ვარ და, მსურს, ამ ქალაქის მიმართ ყოველთვის პოზიტიური ყურადღება არსებობდეს“, – ციტირებს კასილიასს ესპანური „მარკა“.

კასილიასმა „ბარსელონას“ შედეგებზე ისაუბრა

„პორტუს“ მეკარის იკერ კასილიასის თქმით, მისთვის „ბარსელონას“ ბოლოდროინდელი შედეგები მოულოდნელია.

„არ ვიცი, „ბარსელონას“ გასახდელში როგორი ატმოსფეროა, იქ არასდროს ვყოფილვარ. როდესა ბურთი კარში არ მიდის, კრიზისი იწყება. სამი კვირის წინ ვერ დავიჯერებდი, რომ „ბარსელონას“ მსგავსი მოუვა. მიხარია, რომ „რეალი“ „ბარსას“ მიუახლოვდა და ტიტულისთვის იბრძოლებს. რამდენიმე კვირის წინ ეს შეუძლებელი იყო“, – ციტირებს კასილიასს „Football Espana“.