ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ იკერ კასილასი თანახმაა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სათადარიგოთა რიგებში იყო.
შეგახსენებთ, რომ იკერს ბოლო წლების განმავლობაში საქმეები კარგად არ მისდის, მან “რეალი” დატოვა და “პორტუს” შეუერთდა. კონტინენტის პირველობაზე “ფურია როხას” ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა იქნება.
“კასილასს ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, თუმცა ის სათადარიგო მეკარე იქნება. იკერი უნიკალური მოთამაშეა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი წელი გაატარა. ვფიქრობ, ის ნებისმიერი ესპანელი ფეხბურთელისათვის მისაბაძი უნდა იყოს”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Daily Mail.