ჩხუბით დასრულებული პორტუგალია – საქართველო (ვიდეო)

საქართველო ფუტსალის ნაკრების პორტუგალიაში სტუმრობა სკანდალით დასრულდა. ალიკ სარქისიანის ნაკრებმა ადგილობრივ გუნდთან ორი ამხანაგური შეხვედრა დასრულდა. სამწუხაროდ, მეორე მატჩი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

პორტუგალიური პრესის ცნობით, მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, როდესაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჩვენი ნაკრების სათადარიგო მოთამაშეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ქართველების შეპასუხება მოჰყვა. საბოლოოდ შეხვედრა მასობრივი არეულობით დასრულდა.

 

ავთო ებრალიძის გუნდს სასწაული გოლი გაუტანეს

25 ოქტომბერს, პორტუგალიის ჩემპიონატში “მორეირენსესა” და “ჯილ ვისენტეს” შორის გამართულ მატჩში (2:0), “მორეირენსეს” ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

აქვე, გეტყვით იმასაც, რომ “ჟილ ვისენტეს” ძირითად შემადგენლობაში იყო ავთანდილ ებრალიძე, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს.

დანიელ აგერმა თანაგუნდელი ნოკაუტში ჩააგდო

14 ოქტომბერს, დანიისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1) დანიელ აგერმა თანაგუნდელს ბურთი მოარტყა.

კრიშტიანო რონალდუ თანაგუნდელებმა კინაღამ გაგუდეს

14 ოქტომბერს, დანიისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.

რა თქმა უნდა, პორტუგალიელ ფეხბურთელებს გოლი ძალიან გაუხარდათ…



“მე თქვენს კითხვას არ ვუპასუხებ!” – რონალდუს პასუხი ჟურნალისტს

11 ოქტომბერს, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ჩატარებული მატჩის (2:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ მოხდა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კრიშტიანო რონალდუს კითხვა დაუსვა, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა კი მას პასუხი არ გასცა, რადგან ის ფიქრობდა არხი CMTV არ არსებობდა.

ახალგაზრდა პორტუგალიელის შესანიშნავი გოლი ჰოლანდიელთა კარში

9 ოქოტმბერს, ჰოლანდიისა და პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კარლოს მანემ მეტოქეს მშვენიერი გოლი გაუტანა.

შესანიშნავი მაკრატელა პორტუგალიიდან

პორტუგალიაში “ბრაგასა” და “ესტორილს” შორის გამართულ მატჩში შესანიშნავი გოლი გავიდა.

საქართველოს – პორტუგალია: შემადგენლობები ცნობილია

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ესაა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი, რომლის მოგებაც საქართველოს აუცილებლად სჭირდება. დღეს, დილის ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა. ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია, რომელმაც უნგრეთთან წინა მატჩში ფეხი ამოიბრუნა.

პორტუგალიას რაც შეეხება, ამ ნაკრებმა ყველა აქამდელი შეხვედრა ერთი და იმავე შემადგენლობით ითამაშა და ასე იქნება საქართველოსთან მატჩშიც.

 

gbf.ge

საქართველოს ნაკრებმა ოვერტაიმში პორტუგალიას ერთი ქულით აჯობა

ევროპის 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში, მეტოქე ერთი ქულით დაამარცხა.

ყველაფერი იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის ცუდად დაიწყო, პირველი მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 24:14 დათმეს, ხოლო მეორე მეოთხედი 21:12 წააგეს. საბოლოოდ, დიდი შესვენებისთვის სტუმრები 45:26 მარცხდებოდნენ.

მესამე და მეოთხე მეოთხედებში ქართველებმა იმდენი მოახერხეს, რომ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში 78:78 დაფიქსირდა. ოვერტაიმში კი, უკეთესები კოკოშკოვის კალათბურეთელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც პორტუგალიელებს ერთი ქულით აჯობეს.

საუკეთესო საქართველოს ნაკრების რიგებში ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. მასზე 5 ქულით ნაკლები თორნიკე შენგელიამ დააგროვა.

რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ რიგებში საუკეთესო 26 ქულით ჟოზე და სილვა იყო.

პორტუგალია – საქართველო 90:91 (ოვერტაიმი)

პორტუგალია: და სილვა (26 ქ. 3 მ. 3 პ.), ფერნანდესი (17 ქ. 2 მ. 8 პ.), სოარესი (13 ქ. 9 მ. 2 პ.), პინტო (11 ქ. 1 მ. 2 პ.), ლიმა (9 ქ. 2 მ. 4 პ.)

საქართველო: ფაჩულია (25 ქ. 9 მ. 2 პ.), შენგელია (20 ქ. 5 მ. 3 პ.), სანიკიძე (10 ქ. 13 მ. 3 პ.), ბურჯანაძე (7 ქ. 4 მ.), სანაძე (4 ქ.)

ოუენი: „ალბათ, რონალდუ ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა“

მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა კრიშტიანუ რონალდუს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა.

“ჩემი აზრით, რონალდუ, ალბათ, ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. სწრაფია, გოლებს იტანს, ორივე ფეხით შეუძლია თამაში, თავით შესანიშნავად ურტყამს.

კრიშტიანუ ამტანია და ყველა მატჩს ატარებს. ისეთი რამ არ არსებობს, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია“, – ოუენის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

 

ბიზნესი პორტუგალიურად — როგორ არსებობს „ბენფიკა“

პორტუგალიური „ბენფიკა“ წამყვანი ევროპული კლუბებისთვის ერთგვარ დისტრიბუტორად ჩამოყალიბდა. აქამდე ეს ფუნქცია „პორტუს“ ჰქონდა მორგებული, თუმცა „არწივებმა“ ბოლო პერიოდში მართლაც გამოიჩინეს თავი კარგი სატრანსფერო პოლიტიკით. ხუმრობა ხომ არ არის, უკანასკნელ თვეში „ბენფიკამ“ ტრანსფერების მეშვეობით თითქმის 100 მილიონი ევრო იშოვა.

ევროპაში პორტუგალიურმა კლუბებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ იყიდონ იაფად ფეხბურთელი და რამდენიმე წლის შემდეგ ტოპკლუბში ძვირად გაყიდონ. რამდენიმე წლის წინათ ასეთ ტრანსფერებში „პორტუს“ ბადალი არ ჰყავდა. დღესდღეობით „ბენფიკას“ ფეხბურთელები იმდენად პოპულარულები არიან, რომ ივლისის შუა პერიოდში გუნდი სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. დიდი ალბათობით, აგვისტოს ბოლომდე „ბენფიკას“ კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებს. ასაკის გამო, სხვა კლუბთა მიერ დაინტერესება არ „ემუქრებათ“ მხოლოდ ლიმას, ლუიზაოსა და მაქსი პერეირას.

საინტერესო კითხვაა, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბენფიკაში“?! ნიჭიერი მოთამაშეებისთვის ლისაბონური კლუბი ერთგვარ ტრამპლინად ჩამოყალიბდა. „ბენფიკას“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო კლუბებში გაყიდონ. მაგალითად ისეთი მოთამაშეების დასახელებაც ღირს, როგორებიც არიან რამირესი, დავიდ ლუისი და ფაბიო კოენტრაუ, რომლებიც „ჩელსიში“ და „რეალში“ გაიყიდნენ. ეს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს „ბენფიკას“ მთავარი კოზირი გახლავთ. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეები სიამოვნებით მიდიან პორტუგალიურ კლუბში.

„ბენფიკა“ თავის ფეხბურთელებს ტრანსფერზე არ აყენებს, მყიდველი თავად გამოდის კონტაქტზე. ბუნებრივია, ასეთი სქემა პორტუგალიური კლუბისთვის უფრო მომგებიანია. „ბენფიკა“, „პორტუ“ და „სპორტინგი“ ყველაზე ადვილად ქმნიან უცნობი ფეხბურთელებისგან ნამდვილ ვარსკვლავებს. მაგალითად, „ბენფიკას“ სკაუტები უკანასკნელ სეზონში დიდ ყურადღებას უთმობდნენ სერბ მოთამაშეთა ბაზარს. ყველაზე კარგ საილუსტრაციო მაგალითად „პარტიზანის“ 19 წლის მოთამაშე ლაზარ მარკოვიჩი გამოგვადგება. ლისაბონელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, თითქოს მათ სატრანსფერო პოლიტიკაში მარკოვიჩი არც ეწერებოდა, თუმცა ერთ წელიწადში სერბ ფეხბურთელს ლეო მესის მემკვიდრედ თვლიდნენ და „ლივერპულმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროც გაიღო.

„წელს უფრო მეტმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ვიდრე ჩვეულებისამებრ ხდება ხოლმე, თუმცა ასეთ თანხად გაყიდვა წარმატებაა. დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბები სულ უფრო მეტად ინტერსედებიან ჩვენი მოთამაშეებით“, – ამბობს „ბენფიკას“ თავკაცი ჟორჟე ჟეზუში.

კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, თუ რატომ არ იტოვებს „ბენფიკა“ ამ ფეხბურთელებს თავისთვის?! ასე ხომ წარმატების მეტი შანსი იქნება?! თუმცა, ლისაბონელებს წარმატება არც ახლა აკლიათ. რამდენიმე თვეში აწყობილი გუნდით ჟეზუშმა არამხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატი, არამედ ქვეყნის ორი სხვადასხვა თასი მოიგო, გავიდა ევროპის ლიგის ფინალშიც, სადაც „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. რატომ ელევა კლუბი ასე ადვილად ლიდერებს? საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიური კლუბები მხოლოდ ევროსარბიელიდან და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობენ. მცირე თანხას იღებენ სატელევიზიო ტრანსლაციების და მარკეტინგის ხარჯზე. „ბენფიკაში“ ყველაზე მაღალი ხელფასი გუნდის თავკაც ჟორჟე ჟეზუშს აქვს, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფეხბურთელთა მაქსიმალური ჯამაგირი ერთნახევარი მილიონი ევროა.

ფეხბურთელი რამდენად იყიდა „ბენფიკამ“ რამდენად გაყიდა „ბენფიკამ“ სად გადავიდა
როდრიგო 6 მლ ევრო 30 მლნ ევრო „ვალენსია“
მარკოვიჩი 10 მლ ევრო 25 მლ ევრო „ლივერპული“
ობლაკი 3,9 მლ ევრო 16 მლ ევრო „ატლეტიკო“
გომეში 15 მლ ევრო „ვალენსია“
გარაი 5,5 მლ ევრო 6 მლ ევრო „ზენიტი“
მიტროვიჩი 1,1 მლ ევრო 1,8 მლ ევრო „ფრაიბურგი“

 

ახალგაზრდა პორტუგალიელის ულამაზესი გოლი უნგრეთის ნაკრების კარში

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთის ნაკრები ანგარიში 6:1 დაამარცხა.

პორტუგალიელთა მესამე გოლი, რომელიც ჟელსონ მარტინსმა გაიტანა, ძალიან ლამაზი გამოდგა.