რონალდუმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დღევანდელი ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა საწვრთნელი პროცესი დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად დაიწყო, თუმცა გახურების შემდეგ მოედანი დატოვა და ფიზიოთერაპევტს მიაშურა. მედიკოსებმა რონალდუს მარცხენა მუხლზე ყინული დაადეს. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პორტუგალიელთა კაპიტნის თამაში აშშ-ისა (23 ივნისი) და განის (26 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 0:4 განადგურდა.

 

მარადონა: “პეპე არაპროფესიონალი ფეხბურთელია”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების მცველ პეპეს “სულელი” და “არაპროფესიონალი” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (4:0), პეპემ 37-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

“პეპე ნამდვილად სულელურად მოიქცა. მართალია, პეპეს გაძევებაში დიდი როლი მიულერმაც ითამაშა, მაგრამ პორტუგალიელი პროფესიონალი ფეხბურთელივით არ მოქცეულა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ის არაპროფესიონალია”, – ამბობს მარადონა.

გაბრაზებული რონალდუ მსაჯის წინააღმდეგ

16 ივნისს, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანო რონალდუ მსაჯს გაუბრაზდა.

ჩამქრალი პორტუგალია და განმტკიცებული ფავორიტის სტატუსი

გუშინდელი დღის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანიამ პორტუგალიელები უშანსოდ დაამარცხა. 

ლიოვის შეგირდებმა პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა კითხვა მოხსნეს მატჩის შედეგთან დაკავშირებით. ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩის მეორე ნახევარი უბრალო ფორმალობად იქცა.

პირველ ნახევარში პენალტი და გაძევება გერმანიის ნაკრებთან ნებისმიერ გუნდს გატეხავდა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ამჯერად გასატეხიც არ ყოფილა არაფერი. პორტუგალია მანამდეც უფერული იყო და არც გაძევების შემდეგ უცდია რაიმეს შეცვლა.

ნებისმიერ გუნდს და მით უმეტესს ისეთს, სადაც პეპე თამაშობს, რომელსაც საკუთარ თანაგუნდელზეც კი შეუძლია თამაშის წესის დარღვევა,  10 კაცით დარჩენის შემთხვევაში გარკვეული გეგმა უნდა ჰქონდეს. თუმცა, პაულუ ბენტუს ის არ ქონია, ან მისი იდეები მოთამაშეებმა ვერ გადაიტანეს მინდორზე.

ერთი სიტყვით, პორტგულიელთა თამაშში არანაირი სიახლე არ შეინიშნებოდა. ეს გუნდი ინერციით მომავალ მანქანს ჰგავდა, რომელიც სიჩქარის ასაკრეფათ მორიგი დაღმართის იმედად არის დარჩენილი.

“დაღმართის” ფუნქციას გუნდში კრიშტიანუ ასრულებს. პორტუგალიელთა შვიდიანი ისევე დაიკარგა მოედანზე, როგორც ბენტუს გუნდის სხვა მოთამაშეები, რაც შედეგზეც მომენტალურად აისახა.

გერმანულმა მანქანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე, პროფესიონალიზმი და ხასიათის სიმტკიცე. მუნდიალზე პირველი ჰეთ-თრიკის შედგა, რომლის ავტორი მიულერი გახდა. გუშინდელი მატჩის შემდეგ გერმანელთა ფავორიტული სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდა.

გერმანია 4-0 პორტუგალია

გოლები: მიულერი 12′ ; ჰუმელსი 32′ ; მიულერი 45′ ; მიულერი 78

გაძევება: პეპე 37′ 

ჯერომ ბოატენგი: „რონალდუ სრულად ჩავკეტეთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

გერმანელი მცველი ჯერომ ბოატენგი ტურნირზე პირველი ჩატარებული მატჩით კმაყოფილია.

„მეტოქეს თავიდანვე პრესინგი მოვუწყეთ. გუნდურად შესანიშნავად ვითამაშეთ. კრიშტიანუ რონალდუ სრულად ჩავკეტეთ. მას სერიოზული პრობლემები ექმნებოდა, როცა ბურთს ფლობდა. ჩვენ მას თავისუფალ სივრცეს არ ვაძლევდით“, – განაცხადა ბოატენგმა.

 

როგორი ხელი ჩამოართვა იოაჰიმ ლიოვმა კრიშტიანო რონალდუს

16 ივნისს, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა.

გერმანია — პორტუგალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა თავდამსხმელი ტომას მიულერი დასახელდა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 35 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

გერმანიამ პორტუგალიას აჯობა

გერმანიის ნაკრებმა პორტუგალიას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 12-ე წუთზე პენალტით მიულერმა გახსნა. 32-ეზე ჰუმელსმა ლიოვის გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. ამ მომენტიდან 5 წუთში პორტუგალიელები 10 კაცით დარჩნენ. უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი პეპემ მიიღო.

45-ე წუთზე მიულერმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გერმანელები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარში გერმანელების უპირატესობა გაგრძელდა. 78-ე წუთზე მიულერმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

პრევიუ: გერმანია – პორტუგალია

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატჩი გერმანიის და პორტუგალიის ნაკრებები ჩაერთვებიან. 

G ჯგუფის მატჩები ფავორიტების ურთიერთშეხვედრით იწყება. ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფიდან გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.

მატჩის წინ მთავარი კითხვა კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობას და სათამაშო ფორმას ეხება. ნათელია, რომ პორტუგალია კრიშტიანუსთან ერთად და მის გარეშე ორი განსხვავებული გუნდია.

პრობლემები გერმანელებსაც აქვთ. ცნობილია, რომ მუნდიალს მარკო როისი გამოტოვებს. ნოიერს, ლამს და შვაინშტაიგერს მცირე ტრავმები ჰქონდათ, თუმცა იოაჰიმ ლიოვი მათ მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებს.

სახიფათო პორტუგალიასთან გერმანელთა მწვრთნელი დიდი ალბათობით უპირატესობას დაცვაზე ორიენტირებულ ნახევარმცველებს მიანიჭებს. შესაზლოა, ჰედირას ფილიპ ლამი შეუწყვილდეს.

პორტუგალიელებს რონალდუს გარდა სერიოზული პრობელმები არ აქვთ. პაულუ ბენტუს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ყავს.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Germany_Portugal_GEO1

კრიშტიანო რონალდუს მუნდიალის მიმდინარეობისას 50 პირადი მცველი იცავს

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანო რონალდუს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე 50 პირადი მცველი იცავს.

ესპანური MARCA-ს ცნობით, ბრაზილიაში, როდესაც რონალდუ პორტუგალიის ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე იქნება, მის გარშემო 15 პოლიციელი უნდა იყოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როცა პორტუგალიის ნაკრები ერთი ადგილიდან მეორე ადგილის მიმართულებით გადაადგილდება, რონალდუს თან ორი ჯავშნიანი მანქანა, ცხრა მოტოციკლისგან შემდგარი ესკორტი, ერთი ვერტმფრენი და ასევე, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები უნდა ახლდეს.

ედუარო: „რონალდუ გერმანიასთან ითამაშებს“

პორტუგალიის ნაკრების მეკარის ედუარდოს თქმით, გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გერმანიასთან თამაშს შეძლებს.

ორშაბათს პორტუგალიელები მუნდიალს სწორედ გერმანელებთან შეხვედრით დაიწყებენ. აქამდე არაერთი წყარო რონალდუს მხრიდან მატჩის შესაძლო გამოტოვებაზე წერდა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კრიშტიანუ აღნიშნული შეხვედრისათვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

„კრიშტიანუ რიგზეა. ჩვენთან ერთად მან უპრობლემოდ ივარჯიშა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის იგი 100%-თ არის მზად“, – განაცხადა ედუარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუსთვის მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა

14 ივნისს, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშის მიმდინარეობისას, მოედანზე ქალბატონი შეიჭრა, რომლის შეჩერება დაცვის თანამშრომლებმა მალევე მოახერხეს.

როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, დაცვის თანამშრომბლებმა გულშემაკივარს დაზიანება მიყანეს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.