ლუკაკუ: “ჩემთან მუშაობა არც ისე ადვილია”

რომელუ ლუკაკუმ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მასთან მუშაობა არც ისე ადვილი საქმეა და “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ახალ დონეზე გადაყვანისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა მწვრთნელს დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისათვის. მაშინაც კი, როდესაც ცუდი პერიოდები მქონდა, ის ჩემს გვერდით იდგა. მან ახალ ეტაპზე გადამიყვანა.

როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვცდილობ ყველაფერი ვისწავლო და მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგჯერ არის კარგი და ცუდი პერიოდები, მაგრამ ყოველთვის იმის ცდაში ვარ, რომ გუნდს დავეხმარო.

მინდა ჩემს თანაგუნდელებს მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაში დავეხმარო. მიმდინარე სეზონში ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ,” – აცხადებს ბელგიელი თავდამსხმელი.

პრემიერ ლიგა: 36-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 36-ე ტური. მისი მთავარი მოვლენა ის იყო, რომ “ტოტენჰემი” სტუმრად “ვესტ ჰემთან” დამარცხდა და ტიტულისთვს ბრძოლას, ფაქტობრივად, გამოეთიშა. თავისი შეხვედრა მოიგო “ჩელსიმ”, რომელიც შვიდი ქულით უსწრებს “სპურსებს” და მომდევნო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას ინაღდებს. “მანჩესტერი” “არსენალთან” დამარცხდა, ვერც კლოპის პიჭებმა მოიგეს.

Goal.Com-ი საინტერესო ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

მეკარე: ფორსტერი

მცველები: კლიში, ოტამენდი, ლუისი, ჯოუნსი

ნახევარმცველები: მატიჩი, ჯაკა

შემტევი ნახევარმცველები: ლანცინი, დე ბრუინი, მაჰრეზი

თავდამსხმელი: ვოუკსი

 

 

 

კონტე: “ეს ჩემპიონატი სრულიად განსხვავდება ესპანური და იტალიური ლიგებისგან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რომლის გუნდიც ძალიან ახლოსაა ინგლისის ჩემპიონობასთან, პრემიერ ლიგაზე ისაუბრა.

“ეს ჩემპიონატი სრულიად განსხვავდება იტალიური ან ესპანური ლიგებისაგან. პრემიერ ლიგაში ძალიან რთულია თამაში, უძლიერესი ჩემპიონატია.

თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა იბრძოლო, რათა სეზონის ბოლოს ევროპაში თამაშის უფლება მოიპოვო. რაც ძალიან რთულია.

ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს ნაკრებისთვისაც, რადგანაც სეზონის ბოლოს ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები არიან, მუნდიალზე ან ევროპის ჩემპიონატზე ასეთ მდგომარეობაში ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა კი ადვილი ნამდვილად არ არის.

იძულებული ხარ ყოველ მატჩში ბოლომდე ითამაშო, ბოლომდე დაიხარჯო. თუ საკუთარ ძალებში არ ხარ დარწმუნებული და თვლი, რომ საშუალო დონის გუნდში ხარ, წაგებისთვის ხარ განწირული,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

“მანჩესტერ სიტიმ” “კრისტალ პალასს” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე სემ ალარდაისის “პალასი” მიიღო და კარგი საფეხბურთო გაკვეთილიც ჩაუტარა.

ქალაქელებმა სტუმრები ხუთბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. გოლები სილვას, დე ბრუინის, ოტამენდის, სტერლინგისა და ვინსენ კომპანის ანგარიშზეა.

შედეგად, “სიტის” ანგარიშზე 35 ტურში დაგროვებული 69 ქულაა და ახლა მესამე პოზიციაზე იმყოფება, “არწივები” კი 38 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან.


“მანჩესტერ სიტი”: ვილი კაბალიერო; გაელ კლიში, ნიკლას ოტამენდი, ვინსენ კომპანი, ფერნანდინიო; იაია ტურე; ლეროი სანე (ნავასი 84′), სილვა (საბალეტა 68′), დე ბრუინი, სტერლინგი; გაბრიელ ჟეზუსი (იჰეანაჩო 84′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვორდი, კელი (დელანი 76′), პატრიკ ვან ანჰოლტი, შლუპი; მაკკართური, მილივოიევიჩი, პანჩეონი; ზაჰა, ბენტეკე, ტაუნსენდი (ლიი 58′)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


“ვესტ ჰემმა” “ტოტენჰემს” ჩემპიონობის შანსები მოუსპო(ვიდეო)

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩში სლავენ ბილიჩის “ვესტ ჰემმა” საშინაო არენაზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ტოტენჰემი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი ლანცინიმ, თამაშის 67-ე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

შედეგად, “ტოტენჰემის” ჩემპიონების შანსი მინიმუმამდე დავიდა, “ვესტ ჰემი” კი უმნიშვნელო სამი ქულის წყალობით ახლა მეცხრე პოზიციას იკავებს.


“ვესტ ჰემი”: ადრიანი; კოლინსი, რაიდი, ფონტე; კრესველი, კუიატე, ნოუბლი, ბირამი; ლანცინი, აიუ; კალერი

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

“ტოტენჰემი”: უგო ლორისი; უოკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი (დემბელე 67′), დეივისი; დაიერი, ვანიამა (იანსენი 76′); ერიქსენი, დელე ალი, სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


Sky Sports-ის მკითხველი სენსაციურ მოგებასთან ძალიან ახლოსაა

ბრიტანული გამოცემის, Sky Sports-ის მკითხველი სენსაციურ მოგებასთან ძალიან ახლოსაა.

ამ უკანასკნელმა სეზონის დაწყების წინ გუნდების სავარაუდო პოზიციები იწინასწარმეტყველა. გამართლების შემთხვევაში გამოცემას 12,165-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს მისთვის.

მკითხველის პროგნოზი:

1 – “ჩელსი”
2 – “ტოტენჰემი”
3 – “მანჩესტერ სიტი”
4 – “ლივერპული”
5 – “იუნაიტედი”
6- “არსენალი”
7 – “ევერტონი”
8 – “საუთჰემპტონი”
9 – “ვესტ ჰემი”
10 – “ლესტერი”
11 – “სტოკი”
12 – “ვესტ ბრომი”
13 – “უოტფორდი”
14 – “ბორნმუთი”
15 – “კრისტალ პალასი”
16 – “მიდლსბრო”
17 – “სუონსი”
18 – “სანდერლენდი”
19 – “ბარნლი”
20 – “ჰალ სიტი”

ამჟამად სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება:

ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემმა” იმარჯვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ტოტენჰემი” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის პირველ მა ათმა წუთმა გადაწყვიტა, როდესაც დელე ალიმ და ჰარი კეინმა მოახერხეს ჩეხის კარში გოლების გატანა.

შედეგად, “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის სხვაობა 17 ქულამდე გაიზარდა.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიე; ვანიამა, დაიერი; სონი (დემბელე 79′), დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“არსენალი”: პეტრ ჩეხი; გაბრიელი (ბელერინი), კოშელნი, მონრეალი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, რემსი, ჯაკა (უელბეკი 65′), გიბსი; ოზილი, სანჩესი; ოლივიე ჟირუ (ტეო უოლკოტი 81′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სუონსის” ვერ მოუგო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო არენაზე უელსური “სუონსი” მიიღო, რომელიც ჩემპიონატში დარჩენისათვის იბრძვის.

მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. გოლები უეინ რუნიმ და გილფი სიგურდსონმა გაიტანეს.

შედეგად, “სუონსიმ” უსაფრთხო ზონაში მყოფ “ჰალ სიტისთან” არსებული სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი ამ დროისთვის 65 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ლუკ შოუ (ვალენსია 9′), დეილი ბლინდი, ერიკ ბაილი (დარმიანი 61′), იანგი; კერიკი, ანდერ ერერა; მარსიალი, უეინ რუნი (მხითარიანი 80′), ლინგარდი; რეშფორდი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“სუონსი”: ფაბიანსკი; ნოტონი, ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი; კი (ფერი 61′), ბრიტონი, ქეროლი; აიუ, ლორენტე, სიგურდსონი

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი


კონტე: “პრემიერ ლიგის მოგება ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება!”

ლონდონის “ჩელსის” პრემიერ ლიგაში 75 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ “ტოტენჰემს” ოთხი ქულით უსწრებს. ორივე კლუბს ექვსი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.

ანტონიო კონტემ ინგლისის ჩემპიონობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მოგება ყოველთვის ძალიან რთული და დასაფასებელია.

“დიახ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა იქნება! ზოგადად, ინგლისში ტიტიულის მოგება ძალიან რთულია. ამის გაკეთება როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელისთვის და მთლიანად კლუბისთვის უდიდესი წარმატებაა.”

“ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს სეზონი არის შესანიშნავი შანსი, მივაღწიოთ დიდ წარმატებას.”

“წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

გოჭები მოედანზე: როგორ გამოხატეს პროტესტი ინგლისელმა გულშემატკივრებმა? (ფოტო)

“ჩარლტონისა” და “ქოვენთრის” გულშემატკივრებმა საკუთარი ხელმძღვანელების, ლონდონური კომპანია Sisu-სა და ბელგიელი ბიზნესმენის, როლან დიშატლის მუშაობა გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ამ დროისთვის ინგლისის რიგით მესამე დივიზიონში ასპარეზობენ. თუმცა, უკვე დადასტურებულია, რომ “ქოვენთრი” მომავალ სეზონში მეოთხე დივიზიონში დაქვეითდება.

მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებმა საპროტესტო მარში მოაწყეს, დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას კი მოედანზე სათამაშო გოჭები გადაყარეს. მსაჯი იძულებული გახდა, ორჯერ შეეჩერებინა თამაში, რათა მოედანი გაეწმინდათ.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

პრემიერ ლიგა: 32-ე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. საგულისხმოა, რომ პირველი შვიდი გუნდიდან ექვსმა (“არსენალი” დღეს სტუმრად “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდება) მათგანმა უკვე ითამაშა და ყველამ მოიგო თავიანთი შეხვედრა. წარმატებული სერია დაასრულა “ლესტერ სიტიმ”, რომელიც გასვლაზე “ევერტონთან” დამარცხდა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ბრავო, ოვიედო, დუკურე, შოუკროსი, ელმუჰამადი, ბერაჰინო,ნდონგი, მარიაპა, ლარსონი, რონდონი, ვარდი.

 

 

პრემიერ ლიგის 31-ე ტური: ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ოთხ და ხუთ აპრილს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. წააგო “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც ლიდერ “ჩელსისთან” დამარცხდა. ასევე, ვერ მოიგეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. ამ უკანასკნელმა ფრე “ევერტონთან” გაგორა.

ნახსენები და სხვა შეხვედრებიდან  გამომდინარე, Goal.Com-ი 31 ტურის ყველაზე ცუდი მოთამაშეების სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

კაბალიერო, დევისი, როხო, უილიამსი, გიბსონი, ჯოუნსი, არნაუტოვიჩი, ადამი, ვეინალდუმი, ჩადლი, ლუკაკუ.