პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ხარჯავს ყველაზე მეტს ზამთრის ტრანსფერებში?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და კლუბებს შეუძლიათ გაყიდონ ან დაიმატონ სასურველი ფეხბურთელი. საინტერესოა, პრემიერ ლიგის რომელი კლუბები აქტიურობენ ყველაზე მეტად ამ პერიოდში…

transfermarkt.co.uk-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იანვრის თვეში ყველაზე მეტი (2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოქმედებაში შევიდა) ლონდონურმა “ჩელსიმ” დახარჯა პრემიერ ლიგის გუნდებიდან – 238.45 მილიონი ფუნტი.

“არისტოკრატთა” ექს-თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ 2015 წლის იანვარში 26.35 მილიონ ფუნტად ხუან კუადრადო შეიძინა, 2013/14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი მან დაახლოებით 50 მილიონი დაახარჯა მატიჩის, მუჰამედ სალაჰისა და კურტ ზუმას ტრანსფერებს.

2011 წლის იანვარში კი კარლო ანჩელოტიმ 50 მილიონი გამოყო ფერნანდო ტორესის ტრანსფერისათვის, ხოლო 21.25 მილიონი – დავიდ ლუისისისათვის.

777777777

“დიდი ექვსეულის” დომინირება

გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მხარჯავთა ექვსეულს “დიდი ექვსეულის” გუნდები შეადგენენ – “სიტი” მეორეზეა დახარჯული 144.59 მილიონით, რომელსაც “ტოტენჰემი” (123.22 მლნ.), “ლივერპული” (119.72 მლნ.), “არსენალი” (93.51 მლნ.) და “მანჩესტერ იუნაიტედი” (93.47 მლნ.) მოსდევენ.

ცხრილის ბოლოში კი “ბარნლი” იმყოფება, რომელმაც ბოლო 14 ზამთარში სულ რაღაც 14.29 მილიონი ფუნტი დახარჯა. “ვესტ ბრომმა” – 15.44 მილიონი.

გაყიდული ფეხბურთელები

მართალია, “ჩელსი” ყველაზე მეტს ხარჯავს ზამთარში, მაგრამ ამის უფლებას “არისტოკრატებს” ის ფაქტიც აძლევთ, რომ სეზონის ამ პერიოდში ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი ფული სწორედ მათ ხაზინაში შედის.

2003/04 წლებიდან მოყოლებული, “ლურჯებმა” 150.94 მილიონი იშოვეს ზამთარში. ლონდონელებს “ლივერპულელები” მოსდევენ მიღებული 92.67 მილიონი ფუნტით. შემდეგ კი “ტოტენჰემი” (54.90 მლნ.) და “სუონსი” (46.46 მლნ) მოდიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე დადასტურებულია ოსკარის ტრანსფერი, რომლის წყალობითაც აბრამოვიჩის ყულაბა კიდევ 60 მილიონი ფუნტით უნდა გამდიდრდეს, ეს კი “ლურჯებს” კიდევ უფრო დააწინაურებს ზემოთაღნიშნულ სიაში.

პოჩეტინო: “პრემიერ ლიგის ყველა დანარჩენ გუნდს სჭირდება, რომ “ჩელსი” დავამარცხოთ”

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, 5 იანვარს ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდება. “სპურსები” შეეცდებიან, რომ ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდის 13-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულონ.

“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 44 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ნახსენებ შეხვედრაში პრემიერ ლიგის დანარჩენ კლუბებს მისი გუნდის წარმატება სურთ.

“ჩელსი” საოცარ ფორმაშია. თუმცა, ბოლო შეხვედრებში ჩვენც შესანიშნავად ვასპარეზობთ. რთული შეხვერდა იქნება. ძალიან კარგი და დროული შანსი მოგვეცა იმისათვის, რომ მეტოქის წარმატებული სერია შევწყვიტოთ და ცხრილში სხვაობა შევამციროთ.”

“ვფიქრობ, ჩემპიონატის ყველა დანარჩენ გუნდს სურს, რომ  “ჩელსი” დავამარცხოთ.”

“წინ დიდი გამოწვევაა. გვინდა, რომ სეზონის ბოლოს ოთხ საუეთესო გუნდს შორის ვიყოთ,” – განაცხადა არგენტინელმა მწვრთნელმა.

მოიესი: “გაგვიჭირდება, რომ სასურველი ფეხბურთელები “სანდერლენდში” გადმოსვლაზე დავითანხმოთ”

ინგლისის პრემიერ ლიგაში “სანდერლენდი” მე-18 ადგილე იმყოფება და მას უსაფრთხო ზონასთან 2 ქულა აშორებს. გუნდი კრიზისშია და მას აშკარად ესაჭიროება ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება. თუმცა, “სანდერლენდის” პრეზიდენტმა, ელის შორთმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იანვარში კლუბს ტრანსფერებისთვის არც ისე დიდი თანხა აქვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა.

“ელისმა და მე ვისაუბრეთ ფეხბურთელების დამატებაზე. ახალი სპორტსმენების შეძენის სურვილი და საჭიროება დიდია, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ძნელია, შუა სეზონში მცირე ბიუჯეტით მე-18 ადგილზე მყოფ გუნდში გადმოსვლა ვინმეს სთხოვო.”

“ფეხბურთელებს უბრალოდ უნდა ვუთხრთ: “ჩვენ თქვენ გვჭირდებით.” ვნახოთ, რა გამოვა,” – განაცხადა მოიესმა.

პრემიერ ლიგა: მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა. საკუთარი მატჩი მოიგო ტურნირის ლიდერმა – “ჩელსიმ”, რომელსაც უკვე 49 ქულა მოუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” მინიმალური ანგარიშით სძლია და 43 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ვალდესი, კრისველი, აკე, კეჰილი, ვალენსია, აივობი, პოგბა, ვილიანი, გრეი, ალი, კეინი. 

იხილეთ ფოტო

 

დაბრუნდება თუ არა კოუნტინიო “სიტისთან” შეხვედრაში?

“ლივერპულის” ფეხბურთელმა, ფილიპე კოუნტინიომ 26 ნოემბერს “სანდერლენდის” წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მის შემდეგ აღარ უთამაშია.

მერსესაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კოუნტინიოს დაბრუნებაზე ისაუბრა.

“31 დეკემბერს “მანჩესტერ სიტისთან” რთული დაპირისპირება გველის. ზუსტად ვიცი, რომ კუნტინიო ამ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ალბათ, ბრაზილიელს ვერც შემდეგ შევხერაში, “სანდერლენდის” წინააღმდეგ ვიხილავთ,” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

“ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონს” სტუმრად გადაუარა (ვიდეო)

28 დეკემბერს პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “საუთჰემპტონი” და ლონდონის “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში, მე-2 წუთზე ვან დიკმა გახსნა ანგარიში და მასპინძლები დააწინაურა.  მე-19-ზე დელე ალიმ “ტოტენჰემის” ჩამორჩენა აღმოფხვრა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ჰარი კეინმა წინ გაიყვანა სპურსები. ხოლო, 85-ე და 87-ე წუთებზე სონმა და ალიმ შეძლეს თავის გამოჩენა საბოლოოდ, “ტოტენჰემმა” ანგარიშით, 4-1 იმარჯვა და 18 ტურის შემდეგ, 36 ქულით მე-5 ადგილზეა. რაც შეეხებათ “წმინდანებს”, ისინი 24 ქულით მე-8 პოზიციას სჯერდებიან.

 

ოფიციალურად: “სუონსიმ” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “სუონსის” უკვე ყოფიილი მთავარი მწვრთნელი, ბობ ბრედლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამერიკელი მწვრთნელი 2016 წლის ოტომბერში დაინიშნა უელსური კლუბის მწვრთნელად. ორთვე-ნახევრის მანძილზე გუნდმა მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო პრემირ ლიგაში. ინგლისის ჩემპიონატში “სუონსი” 12 ქულით მე-19 ადგილზეა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს.

ლევან მჭედლიძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ”

25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გათამაშების გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, Fanebi.Com მჭედლიძეს “ემპოლიზე”, შესაძლო ტრანსფერსა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

– ბოლო დროს კარგ ფორმაში ხართ. ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთმინება გამაჩნია. ეს ის თვისებაა, რომელიც ადრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში, არ მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ის, რომ ამდენი ხანი სკამზე ზიხარ, შეიძლება, რაღაცის ღირსი ხარ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ამას ვერ იღებ და ვერ გიფასდება შრომა სათანადოდ. მაგრამ ეს ფეხბურთში ბუნებრივია.

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ბარიერი, რაღაც მხრივ, გადავლახე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამიკეთებია. ეს ორი შეხვედრა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც გარანტირებული მაქვს. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ეს ორი მატჩი უნდა იყოს ბიძგის მომცემი იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს.

– უშუალოდ, “ემპოლის” მდგომარეობაზე გადავიდეთ. სერია ა-ში მე-17 ადგილზე ხართ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებთ…

– კი, ეს სიტუაცია დღევანდელი “ემპოლისთვის” სრულიად ლოგიკურია. ყოველი სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და არ გავარდეთ სერია A-დან. სხვა ამბიცია გუნდს არ აქვს. თუმცა, გეტყვით, რომ ამბიცია თვითონ ფეხბურთელში უნდა დაიბადოს. თუ შენ, მოედანზე გასვლისას, მოგებისთვის არ ხარ მზად და ფიქრობ, მხოლოდ იმას, რომ გადარჩე, ძალიან გაგიჭირდება ამ მიზნის მიღწევა. ჩემი აზრით, “ემპოლის” ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე მეშვიდე წელია გუნდში ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი ტალანტის და ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ კლუბში.

რაც შეეხება ამ სეზონს, ცუდად დავიწყეთ. შემდეგ იყო გამონათებაც, თუმცა ბოლოს ძალიან ცუდი მარცხი ვიგემეთ. ამ უკანასკნელ შეხვედრაზე იძახიან, რომ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. 8-ში “პალერმოს” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე ქვემოთაა. ეს მატჩი ემპოლიში, ჩვენს კედლებში გაიმართება და იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

– რას გვეტყვი “ემპოლის” თავდამსხმელებზე, მაგალითად, ჯილარდინოსა და მაკარონეზე, რომლებიც თქვენს კონკურენტებად ითვლებიან?

– ეს კონკურეცია ძალიან მომგებიანი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. როცა მსოფლიო ჩემპიონის გვერდზე გიწევს ასპარეზობა, როცა მაკარონეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, უყურებ მათ, სწავლობ ბევრ რამეს და იზრდები. დაუნახავი უნდა იყო, რომ თქვა: “მე ისინი არ მჭირდებიან.” პირიქით, გამოცდილი თანაგუნდლებისგან ბევრი რამ შევიძინე. გავიხსენოთ, თუნდაც, მიკოლი, კავანი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სიტუაცია, რომელშიც ცდილობ ყველაფერი გააკეთო შენი კონკურენტის სასტარტო შემადგენლობიდან ამოსაგდებად, გეხმარება, გაიზარდო და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

– კავანი ახსენე… გაქვთ ედინსონთან კონტაქტი?

– კი, კი. რა თქმა უნდა. კავანი, პასტორე… მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს სპორტსმენები, თითქოს, გულშემატკივრებისთვის მიუღწეველი და მიუკარებლები არიან, თუმცა ამ დროს უნდა გითხრათ ასეთი რამ: რაც უფრო მეტი აქვს მიღწეული ფეხბურთელს, მით უფრო უბრალოა. შეიძლება, შეგხვდეს მოთამაშე, რომელიც საშუალო დონეზე ასპარეზობს, თუმცა აქვს დიდი ამბიცია და ვერ მალავს მას. მაგრამ, არიან სპორტსმენები, რომლებიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, ვერ მიხვდები, რომ თამაშობენ, მაგალითად,  პსჟ-ში, “მილანში”, “რომაში”, “ნაპოლიში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. გავიხსენოთ მარიო რუი და სხვები.

2

– შენი აზრით, ის ზედმეტი ამბიცია, რომელიც ახსენე, რამდენად აქვთ საშუალო დონეზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს? თუნდაც, ნაკრების წევრებს? თუ აქვთ, მაშინ, რამდენად უშლის ეს თვისება ხელს მათ განვითარებაში? 

– რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელს არ აქვს ამბიცია, ეს წამგებიანია. თუ შენ თავში არ ხარ დარმწუნებული და არ ისწრაფვი დიდი მიზნებისკენ, ეს ცუდია. თუმცა, არის მეორე საკითხი: მიმაჩნია, რომ ამბიცია თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა შეინახოს და არ უნდა გამოამჟღავნოს. ასევე, შენში უნდა იყოს შენივე შესაძლებლობების შესაბამისი ამბიცია. თუ მოთამაშეს ზედმეტი ამბიცია დაებადა, ე.ი. იძირება და საქმე კარგად არ მისდის. რაც შეეხება ჩვენს მოთამაშეებს, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ და იმხელა ტალანტი აქვთ მათ, რომ ევროპაშიც კი გაგიჭირდება მათი მსგავსის ნახვა. იმედი მაქვს, რომ ამ ნიჭს გამოამჟღავნებენ, რაც სრულიად ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.

– როგორც ვიცით, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. რა ვარიანტები გაქვს და აპირებ თუ არა”ემპოლის” დატოვებას?

– როცა ამხელა ჩემპიონატში ორ მატჩში სამ გოლს იტან და, მით უმეტეს, ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხდება, ნორმალურია, რომ შენს მიმართ ინტერესს კარგი კლუბები იჩენენ. მსიამოვნებს, რომ ინტერესი არის ჩემს მიმართ. ეს ინტერესი კი არის სტიმული, რათა უფრო მოვინდომო, ბევრი ვიშრომო და განვვითარდე. თუმცა, მე დღესდღეობით ვარ “ემპოლის” ფეხბურთელი, ვარ საკუთარი საქმის პროფესიონალი! 8 იანვარს წლის პირველი თამაშია და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა გუდნმა წარმატებას მიაღწიოს.

– რომელი ჩემპიონატებიდანაა შემოთავაზება?

– არის პრემიერ ლიგა, სერია A, ესპანეთის ვარიანტიც, რომელშიც, ჯერჯერობით, არც ვერევი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩავიდე იტალიაში, გუნდს შევუერთდე და ერთად გავაგრძელოთ კონკრეტული მიზნებისთვის ბრძოლა.

3

– ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ. თამაშის ხარისხი გამოსწორდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. როგორ შეაფასებ განვლილ შეხვედრებს და რას გვეტყვი მომავალ თამაშებზე?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ გულდაწყვეტილი ვარ ჩემი გამოუყენებელი მომენტის გამო. ეს ძალიან განვიცადე. ახლა რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გოლს გავიტან, თუმცა გაცილებით კარგად გამოვიყენებ მსგავს შანსს. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები იმ შემთხვევაში ვერ გავამართლე. მოლდოვის ნაკრებთან გაცილებით მოტივირებული ვიყავით. მინდოდა, რომ აუცილებლად გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუმცა ხელი მცირე ტრავმამ შემიშლა.

იმედი მაქვს, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. ეს ოთხი მატჩი ჩემთვის ცოტა მოულოდნელობაც იყო. უცებ მოვახდინეთ გარდატეხა და ბევრის ყურადღებაც მივიპყრეთ. ბოლოს და ბოლოს, ირლანდიასთან და უელსთან ასეთი კარგი თამაშის გამო, სტუმრად ხალხი ტაშს გვიკრავდა. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ყველა უყურებს: ჩემი კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. როცა იტალიაში ჩავედი, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით ყველა გაკვირვებული იყო. უელსის შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ, 5:0 უნდა მოგეგოთო. თუმცა, ხდება ხოლმე, არის ჩავარდნები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ, ესეც გამოცდილებაა და რაღაც მხრივ კარგია.

ვისწავლეთ ის, რომ, როცა პირველ ტაიმში გაქვს ოთხი ასპროცენტიანი მომენტი და ვერცერთ მათგანს იყენებ, კიდევ უფრო უნდა გააძლიერო აგრესია და უფრო მეტად შეუტიო. 24 მარტს სერბეთთან გასამართ შეხვედრაში წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბევრ ადამიანს ჩვენი აღარ ჯერა. არ უნდა გვეწყინოს, რომ გულდაწყვეტილი ხალხი აღარ მოვა სტადიონზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ.

“არსენალის” დირექტორი: “პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება”

ლონდონის “არსენალის” აღმასრულებელი დირექტორი, ივან გასიდისი თვლის, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლო დღემდე უცნობი იქნება.

“პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჩვენი სტარტი საკმაოდ დამაიმედებელი იყო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ბოლო შედეგების გამო იმედგაცრუებულები ვართ (“ევერტონი” და “მანჩესტერ სიტი”).

ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ არსებული გუნდი შეძლებს და ყველა ხარვეზს გამოასწორებს.

პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ტიტულისთვის პრეტენზიას რამდენიმე გუნდი აცხადებს, რომელთა შორისაც ჩვენ ერთ-ერთი ვართ. პოზიტიურად უნდა ვიყოთ მომავლის მიმართ განწყობილნი, შეგვიძლია 2017 წელი წარმატებულად ვაქციოთ.” – განაცხადა მან.

პრემიერ ლიგა: სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში უკვე ჩატარდა 17 ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის დასრულდა სეზონის პირველი ნახევრის შეხვედრები.

Goal.Com-ი სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

კარიუსი, მასუაკუ, მორგანი, ჰუტი, ბარაგანი, აიბი, ფელაინი, მაჰრეზი, ძაძა, იანსენი, ლონგი.

კონტეს “ბაიერნის” ვარსკვლავი სურს

ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს ბოლო ხანებში არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი.

როგორც Don Balon-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით ინტერესდება და მასში სერიოზული თანხის (50 მილიონი ფუნტი) გადახდას აპირებს. “არისტოკრატები” ვიდალის გადაბირებას მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.

 

29 წლის ფეხბურთელის გაშვებას ისიც უწყობს ხელს, რომ ბავარიელებს რენატო სანჩესი და ჯოშუა კიმიხი ჰყავთ, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.

დაველოდოთ ზაფხულს და იმას, მიაღწევს თუ არა ანტონიო კონტე საწადელს.

პრემიერ ლიგა: მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტური.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

რანდოფლი, ბერტრანდი,როხო, კეჰილი, კოულმენი, დე ბრუინი, იაია ტურე, ალენი, როდრიგესი, იბრაჰიმოვიჩი, სტერლინგი.