აზარმა ვილიანს გასახდელთან ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

გუშინ პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ჰალ სიტის”, ანგარიშით, 2-0 მოუგო. გოლები ვილიანმა და კოშტამ გაიტანეს.

შეხვედრის შემდეგ კონტეს შეგირდები კარგ ხასიათზე იყვნენ, რაც ამ ვიდეოშიც აისახა.

კლინსმანი: “მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად?”

გუშინ ინგლისის ნაკრების თავკაცი, სემ ელერდაისი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც იცით, იგი დიდი სკანდალში გაეხვა.

ამის შემდეგ, უმალვე, ვაკანტურ პოსტს ბევრი სპეციალისტი დაუკავშირეს, მათ შორის ამერიკის ნაკრების მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი.

გერმანელმა გავრცელებულ ხმებს სოციალური ქსელის საშუალებით უაპსუხა.

“მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად? ეს არ შეეფერება სიმართლეს. ახლა არაფერზე ვფიქრობ გარდა იმ მატჩისა, რომელშიც 11 ოქტომბერს კოლუმბიის ეროვნულ გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ,” – განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა და აშშ-ის ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა.

მომავალ ზაფხულს აბრამოვიჩი “ჩელსიში” დიდ ცვლილებებს გეგმავს

საინტერესო ინფორმაცია ვრცელდები ლონდონის “ჩელსისთან” დაკავშირებით. როგორც იცით, გუნდის მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა გასულ ზაფხულზე მთავარი მწვრთნელი შეცვალა და გუნდში ანტონიო კონტე მოიყვანა.

როგორც ირკვევა, რუსი ბიზნესმენი შემადგენლობის მხრივაც დიდი ცვლილებებს გეგმავს.. მომავალ ზაფხულზე, რომან აბრამოვიჩის მთავარი სამიზნეები “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი და “რომას” ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი იქნებიან.

ირკვევა, რომ “არისტოკრატების” ბოსმა, შესაძლოა, ისეთი მოთამაშეები გაუშვას გუნდიდან, როგორებიც არიან: ფაბრეგასი, ოსკარი, ივანოვიჩი და მატიჩი.

“დიდი სემი” გამოიჭირეს – ალარდაისს დაკავებული პოსტიდან ათავისუფლებენ

სემ ალარდაისი ამ წუთებში “უემბლიზე” იმყოფება, სადაც ის ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მეთაურებთან სამსახურის შენარჩუნების მიზნით აწარმოებს მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცის მონაწილეობით გადაღებულ ვიდეოს ეხება, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს “სანდერლენდის” ყოფილი მწვრთნელი ბიზნესმენისათვის 400,000 ფუნტიან ტრანსფერთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.

“დიდ სემს” ეგონა, რომ საქმე რეალურ ბიზნესმენებთან ჰქონდა. ის აღმოსავლეთშიც კი წავიდა მოლაპარაკებების საწარმოებლად იმ ბიზნესმენებთან, რომლებიც სინამდვილეში შენიღბულ ჟურნალისტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც 10-თვიანი გამოძიების ბოლომდე მიყვანას აპირებდნენ და მოახერხეს კიდეც.

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FA-ს დირექტორი გრეგ კლარკი და აღმასრულებელი დირექტორი მარტინ გლენი კატეგორიულად მოითხოვენ ალარდაისის დაკავებული პოსტიდან განთავისუფლებას. ამ საქმეში თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს FA-ს შტაბის წევრებმა დენ ეშვორთმა და დევიდ გილმა, თუმცა მთავარი მაინც კლარკის გადაწყვეტილება იქნება.

როგორც იცით, ალარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად ივლისში დაინიშნა. კონტრაქტის თანახმად, მას წელიწადში 3 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დამატებოდა.

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტური დასრულდა. იგი ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩებით გამოირჩა.

Goal.Com-ი გვთავაზობს პრემირ ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდს.

ჟოზე მოურინიო: “რუნი “ლესტერთან” ძირითადში იმიტომ არ დავაყენე, რომ…”

დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მათგანში ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” მასპინძლობს.  აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა უეინ რუნი “წითელი ეშმაკების” ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ერთ-ერთ ლიდერს შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინა.

ნახსენებ ფაქტთან დაკავშირებით, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სეუ ჟოზეს ჰკითხეს, რატომ მოიქცა ასე. მისი პასუხი კი ასეთი იყო: “ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე “ზორიას” ვეთამაშებით. თუ რუნი ახლა არ ითამაშებს, ის მომავალი მატჩისთვის დასვენებული იქნება. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!” – განაცხადა “განსაკუთრებულმა”.

“უოტფორდი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”; 5 რამ, რაც ამ მატჩიდან ვისწავლეთ

გუშინ პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ერთმანეთს “უოტფორდი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორიტები, რა თქმა უნდა, “წითელი ეშმაკები” იყვნენ, რომლებსაც ამ მეტოქესთან 30 წელი არ ჰქონდათ წაგებული. ამას რომ თავი დავანებოთ, მოურინიოს შეგირდებმა წინა ტურში მანჩესტერული დერბი დათმეს და ახლა მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კლუბმა საშინელი თამაში აჩვენა და “უოტფორდთან”, ანგარიშით, 1-3 დამარცხდა.

ამ თამაშში ძალიან ბერვი რამ გამოიკვეთა. Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ხუთი მთავარი საკითხის განხილვას, რაც “უოტფორდისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებიდან ვისწავლეთ.

1. “იუნაიტედს” უკანა ხაზში დიდი პრობლემები აქვს.

ფოტო, რომელიც დე ხეას და კრის სმოლინგის შეუთანხმებელ მოქემდებას ასახავს. ამ მომენტში ორმა თანაგუნდელმა ერთმანეთს შეუშალა ხელი, რამაც “მანჩესტერის” კართან სიტუაცია ძალიან დაძაბა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სმოლინგის პირველი შეხვედრა იყო ამ სეზონში. შარშანდლისგან განსხვავებით, ინგლისელი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. ეს ჟოზე მოურინიოს დამატებით სადარდელს უჩენს: ვინდა დააყენოს დაცვის ცენტრში ბაილთან ერთად? ბლინდი? ჰოლანდიელი ნამდვილად არაა ცენტრალური მცველი და არ გააჩნია ყველა ის საჭირო და ძირითადი თვისება, რომელიც მეკარის წინ მოთამაშე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. კრისი კი, როგორც ვთქვით, ჯერ არაა ფორმაში.

ვნახოთ, როგორი დაცვით ითამაშებს სეუ ჟოზე მომდევნო შეხვედრებში.

2. “უოტფორდი” ახალ სეზონში განსხვავებული მიზნისთვის იბრძოლებს.

მეხუთე ტურის შეხვედრაში ნამდვილად გამოჩნდა, რომ “უოტფორდს” ბოლო პერდიოდის ყველაზე კარგი შემადგენლობა ახლა ჰყავს. ესაა ძალიან დაბალანსებული და შეკრული კოლექტივი, რომელსაც ბევრი თვისებით “ლესტერ სიტისაც” კი შევადარებთ.

პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ეტენ კაპუთი, რომელმაც გუშინ “წითელი ეშმაკების” კარის ბადე შეარხია და მისი გუნდი დააწინაურა. ფრანგი ნახევარმცველი “უოტფორდის” დირიჟორია, სწორედ ის იწყებს სახიფათო შეტევებს. მოკლედ, ახლა კაპუ ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშისგან, რომელიც  შარშან “ტოტენჰემში” იყო.

“უოტფორდის” დამრტყმელ ძალას წარმოადგენს დუეტი, რომელიც ტროი დინისა და ოდიონ იგალოსგან შედგება. ამ უკანასკნელმა გუშინ “მანჩესტერს” მეორე ლურსმანი ჭაარჭო 24-ე წუთზე. რაც შეეხება დინის, იგი 7 წელია ამ გუნდში თამაშობს და ყოველთვის პროდუქტიულია.

არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვის ბურჯი, პრიოდლი, რომელიც ნამდვილად საიმედო უკანახაზელია. ასევე, სუნიგა, რომელმაც გუშინ მატჩის მიწურულს გაიტანა, ბოლო ჭანჭიკი გამოაძრო მოურინიოს მანქანას და წერტილი დაუსვა ყველაფერს.

3. “მანჩესტერის” ეს ნახევარდაცვა არ მუშაობს!

შეხვედრის შემდეგ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა და თქვა, რომ დავალებულ საქმეს იგი ნამდვილად ვერ უმკლავდება. ფრანგს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მან 5 შეხვედრაში, რომელიც “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩაატარა, ვერცერთი გოლი გაიტანა და ვერცერთი ასისტი მიიწერა ანგარიშზე. იგი ძალიან გვაგონებს იმ ფელაინის, რომელიც “ევერტონში” გუნდის ლიდერი იყო, შემდეგ “მანჩესტერში” გადავიდა და პირველ სეზონში მოედნის ცენტრში ხესავით იდგა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ბელგიელი 32.4 მილიონ ევროდ იყიდეს ინგლისელებმა. პოგბაში კი 3-ჯერ (და კიდევ უფრო მეტი) თანხაა გადახდილი. მას დროზე ესაჭიროება გონს მოსვლა.

რუნი? გუნდის ლიდერი? არაფერი ეტყობა, საერთოდ! გუნდის ლიდერმა მაშინ უნდა ივარგოს, როცა კოლექტივს ძალიან უჭირს წარმატების მიღწევა. მან ინდივიდუალური ოსტატობოს ხარჯზე უნდა შექმნას რაღაც და ამით დაეხმაროს თანაგუდნელებს. მაგრამ, რუნი ამ ყველაფრისგან გუშინ ძალიან შორს იყო. მას ბევრჯერ ჰქონდა ბურთი, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა.

მოკლედ, ტრიო: რუნი, ფელაინი, პოგბა – არ მუშაობს!

4. ლუის ვან გაალის გავლენა ისევ იგრძნობა!

ერთი თვის წინ ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერის” ფეხბურთელებზე თქვა: “მათ ტვინებში არის ისეთი რაღაცებიც, რაც ავტომატურად მუშაობს და რისი შეცვლაც ძალიან რთულია.” მისი ნათქვამი წაგებულ შევხედრებში ახდა.

ბოლო სამ წარუმატებელ მატჩში ნამდვილად იგრძნობა, რომ ზოგი ფეხბურთელი ისევ ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდის სტილში თამაშობს. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მთლიანად კოლექტივზე.

5. “მანჩესტერი” რასაც არ უნდა აკეთებდეს, რეშფორდს მუდამ სარგებელი მოაქვს

გუშინ მარკუსმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ესაა თავხედი, აგრესიული და სწრაფი ახალგაზრდა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაც საინტერესოს შექმნას. იგი არ ერიდება ავტორიტეტებს და ნებისმიერი გუნდის კარის აღებაზეა დაგეშილი.

რეშფორდის ერთ-ერთი კარგი თვისება ისაა, რომ, რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს “მანჩესტერი”, ინგლისელი მაინც მოწოდების სიმაღლეზეა და ცდილობს ინდივიდუალურად გააკეთოს სასარგებლო რამ.

იგი ძალიან განსხვავდება ანტონი მარსიალისგან, რომელიც მარკუსზე გამოცდილი, თუმცა, უსარგებლოა.

პრემიერ ლიგა: მეხუთე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის მეხუთე ტური, სადაც ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართა.

Goal.Com-ი გვთავაზობს ამ ტურის ყველაზე ცუდ გუნდს.

პრემიერ ლიგა: მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

პრემიერ ლიგის მეხუთე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და პირველი ადგილი შეინარჩუნდა. მას მხოლოდ ორი ქულით “ჩამორჩა” ევერტონი. ასევე, მოიგო “ლესტერმაც”.

სანახაობრივი ტურის შემდეგ, Goal.Com-მა სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა.

როგორ აღნიშნეს ოქრიაშვილმა და თანაგუნდელებმა “კრასნოდარის” გამარჯვება? (ფოტო)

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” საკუთარ მოედანზე “როსტოვს”
დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მესამოცე წუთიდან ჩაერთო თამაშში. “კრასნოდარმა” “როსტოვს”, ანგარიშით, 2-1 მოუგო.

ოქრიაშვილმა და მისმა გუნდელებმა ასე აღნიშნეს წარმატება

ჩემპიონთა ლიგა: I ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ცხრა შეხვედრა გაიმართა და ამით დასრულდა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურიც.

Goal.Com-ი ამ კვირის საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს.

იან ობლაკი; ლუკას პისჩეკი, ზანკა, სოკრატისი, ალექსანდერ კოლაროვი; ჯოშუა კიმიხი, ანდრე გომეში; მარკ ობრაიტონი, ლიონელ მესი, ნეიმარი; სერხიო აგუერო.

პრემიერ ლიგის მეოთხე ტური: TOP 11 (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის მეოთხე ტური. სამი ლიდერიდან ორმა  – “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიედმა” ქულები დაკარგეს და ახლა ინგლისის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს “მანჩესტერ სიტი”. გარდა ამისა, შარშანდელი ჩემპიონი, “ლესტერ სიტი” “ლივერპულთან” განადგურდა. მოკლედ, ძალიან საინტერესო ტური გამოვიდა.

Goal.Com-ი გვთავაზობს ნახსენები ტურის საუკეთესო თერთმეტი მოთამაშისგან შემდგარ გუნდს.

პეტერ ჩეხი; ბეინსი, პტამენდი, დევისი, სმიტი; გეიე, დეფური; დე ბრუინი, ფირმინო, სონი; ლუკაკუ.