შჩესნი: ” “არსენალმა” პრემიერ ლიგა რომ მოიგოს, იდიოტი აღმოვჩნდები”

ვოიცეხ შესნიმ, რომელსაც “რომას” კარის დაცვა აბარია, თავის ყოფილ კლუბზე, ლონდონის “არსენალზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მეთოფეთა” მატჩებს მუდმივად ადევნებს თვალს.

“რასაკვირველია, მე მათ თამაშებს თვალს ვადევნებ. რა თქმა უნდა მინდა, რომ “არსენალმა” პრემიერ ლიგა მოიგოს, ამის შესახებ უოლკოტსაც ვუთხარი. თუმცა, მართალია ისიც, რომ ამ შემთხვევაში მე იდიოტი გამოვალ.

ბევრი ფიქრობს, რომ პრობლემა მე ვიყავი, თუმცა ეს ასე არაა. ჩემამდეც იყვნენ მეკარეები, თუმცა მათაც არ მოუგიათ ეს ტიტული. 

მე “არსენალის” ფანი ვარ და ძალიან გამიხარდება, თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან, თუმცა ამავდროულად მცირე იმედგაცრუებასაც ვიგრძნობ.”

“ასტონ ვილას” შტაბს ინგლისის ბანკის ყოფილი მმართველი შეუერთდა

ინგლისის ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, მერვინ კინგი “ასტონ ვილას” დირექტორთა სიაში ჩაეწერა.

პრემიერ ლიგაში “მხოხავი” კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კინგი , რომელიც შეეცდება კლუბი ააღორძინოს, მთელი სიცოცხლის მანძილზე გულშემატკივრობდა “ასტონ ვილას”.

“ვილას” დირექტორმა, სტივ ჰოლისმა განაცხადა: ” მერვინი კლუბის შტაბში მუშაობას დათანხმდა, რაც ძალიან მსიამოვნებს. ის ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ჩვენს კლუბს და იცის, თუ რა გვჭირდება.”

პრემიერ ლიგის კლუბების დანახარჯმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწია

პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.

Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.

თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.

 

პელეგრინი: “ტიტულისთვის ბრძოლა “ლესტერისთვის” უფრო ადვილია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი თვლის, რომ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში “ლესტერს” გარკვეული პრივილიგიები გააჩნია.

“ჩვენ 4 ფრონტზე ერთდროულად გვიწევს ბრძოლა, რაც ნამდვილად რთული რამ არის. ამ შემთხვევაში, ლესტერისთვის” უფრო ადვილია პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა. 

მიუხედავად ამისა, მე მაინც იგივე პოზიციაში ვამჯობინებ ყოფნას. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მომავალი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. ცხრილის სათავეში მოქცევა მომდევნო ორ მატჩშიც შეგვიძლია.თუმცა, ამისათვის შესაბამისად  გვმართებს თამაში.”

შეგახსენებთ, რომ “სანდერლენდთან” გასვლითი მატჩის შემდეგ, “ქალაქელებს” “მელიებთან” უწევთ შერკინება “ეტიჰადზე”.

გულშემატკივრებმა რუნი ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ინგლისელი გულშემატკივრების კლუბის წევრებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი ეროვნული ნაკრების გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფორვარდმა ხმათა 37% მიიღო. აქედან გამომდინარე, რუნიმ ეს ტიტული უკვე მეოთხედ მიიღო.

2015 წელს 30 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამყარა და გუნდთან ერთად ევრო 2016-ზე გავიდა.

პრიზს უეინი მხოლოდ მარტში მიიღებს, როდესაც ინგლისის ნაკრები შეიკრიბება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „წითელი ეშმაკების“ ლიდერი პრემიერლიგის ყველა დროის მეორე ბობმარდირიც გახდა.

კლოპი: „ინგლისის ნაკრებს ზამთრის პაუზის გარეშე ევრო 2016-ზე გაუჭირდება“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნებს, რომ ინგლისის ნაკრებს ევრო 2016-ზე წარმატების მიღწევა შეუძლია. ამავდროულად, გერმანელი სპეციალისტის აზრით, პრემიერლიგის კალენდარში ზამთრის შესვენება უნდა იყოს.

„ინგლისში საკმაოდ ბევრი მატჩია. ბევრი ტურნირი ტარდება, დასვენება კი არ არის. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ეს წარმატების საწინდარი არაა. ინგლისის ნაკრებმა კარგი სამუშაო შეასრულა და ტიტულის მოგებაც შეუძლია, რადგან მაღალი დონის მოთამაშეები გყავს, თუმცა შესვენების გარეშე ისინი ერთ წელიწადს ითამაშებენ. სხვა გუნდებს კი პაუზა აქვთ. რა თქმა უნდა, დასვენების გარეშე წარმატების მიღწევის შანსი არის, მაგრამ ეს რთულიც იქნება“, – განუცხადა კლოპმა გამოცემა „მირორს“.

“ლესტერი” ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

19 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ რანიერის გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. “ლესტერი” პირველი კლუბი გახდა, რომელიც ერთ შობას პრემიერ ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი შეხვდა, ხოლო მომდევნო წელს, ამ დღესასწაულს პირველ ადგილზე მყოფი ხვდება.

პატო: „პრემიერლიგაში თამაში მსურს“

„სან-პაულუს“ თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ აღიარა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა.

„ინგლისში გადავიდოდი, რადგან პრემიერლიგას მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატად ვთვლი.

ევროპაში ახალი კარიერული ეტაპის დაწყება მსურს. მინდა, ეროვნული ჩემპიონატი მოვიგო და ჩემპიონთა ლიgაზე წარმატებას მვიაღწიო.

აქამდე ვილიანს, ფირმინოს, კოუტინიოსა და დავიდ ლუისს ვესაუბრე. ვფიქრობ, ბრაზილიელებს ინგლისში თამაში შეუძლიათ“, – აღნიშნა პატომ.

ჯო კოულს სჯერა, რომ „ჩელსი“ ამ სეზონში პრემიერლიგას მოიგებს

„ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯო კოული თვლის, რომ ლონდონურ კლუბს საცემპიონო ტიტულის მოგების შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

„ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი, ეს თამაში სწორედ ამიტომ უყვართ. ვერ ვიტყვით, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. არცერთ გუნდს ყველას დამარცხება არ შეუძლია. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად სიურპრიზებითაა სავსე. უახლოესი კვირები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩელსიმ“ მოურინიოს მუშაობის საშუალება უდნა მისცეს. ვფიქრობ, მასზე უკეთესად ამ სიტუაციას ვერავინ გაუმკლავდება. ახლა „ჩელსი“ მძიმე მდგომარეობაშა. ინგლისში ყოველი მატის მოგება სულ უფრო და უფრო რთულია“, – განაცხადა კოულმა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “ეს ფიფას ყველაზე დიდი სირცხვილია”

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა ფიფას დიდი სირცხვილი იყო. არჩევნები ზუსტად ხუთი წლის წინათ, 2010 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. დღესდღეობით შვეიცარიის პროკურატურა იძიებს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობდა 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნების პროცესი, რომელიც ერთ დღეს ჩატარდა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ფიფას ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო და ამ განცდით უნდა ვიცხოვროთ მინიმუმ კიდევ შვიდი წელი. თუ შვეიცარიის პროკურატურა არჩევნების პროცესში დარღვევებს აღმოაჩენს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ შვეიცარიული მხარის და FBI-ს ერთობლივი გამოძიებით უკანონო ფინანსური ოპერაციები გამოვლინდება, ხალხი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას მოითხოვს.

თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს, შევნიშნავთ, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ყატარისთვის მიეცათ. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ იმ პერიოდში ყველაფერი სუფთად არ ჩატარებულა. ყველამ ვიცით, რომ ფიფას ინსპექცია ზაფხულში გაუსაძლისი სიცხის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ახლა იძულებულნი არიან, რომ ტურნირი ზამთარში გდაიტანონ. გარდა ამისა, მაშინდელი აღმასრულებელი კომიტეტის ბევრ წევრს ან შეუჩერდა საქმიანობა ან მათზე გამოძიება მიმდინარეობს”, – ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

16 წლის ინგლისელმა გერმანიის ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

20 ნოემბერს, ინგლისისა და გერმანიის 17-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერთ-ერთი გოლი 16 წლის ნიალ ენისმა გაიტანა.

საფრანგეთთან ინგლისს ორი ფეხბურთელი დააკლდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მაიკლ კერიკი და „ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

ორივე ფეხბურთელს მცირე ტრავმა ჰქონია და ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბმა რისკის თავიდან ასაცილებლად ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ინგლისი – საფრანგეთის მატჩი ოთხშბათს, 18 ნოემბერს, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა „უემბლიზე“ გაიმართება.