მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ბელგიამ ინლგისს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, “ბელგიელი წითელი ეშმაკები” მერვედფინალში იაპონიას კი დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ბრაზილია ან მექსიკა ელით. ასევე, ბადეში, მათ მხარეს არგენტინა, საფრანგეთი, პორტუგალია და ურუგვაი არიან. ხოლო, მეორეადგილოსანი ინგლისი მერვედფინალში კოლუმბიის დამარცხების შემთხვევაში, შემდეგ, შვედეთს ან შვეიცარიას დაუპირისპირდება. ასევე, ფავორიტებიდან, მის მხარეს, რეალურად, მხოლოდ ესპანეთია.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბელგიამ ინგლისი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდება.
“ბელგიელი წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ეს გამარჯვება ძალიან კარგი ასპარეზობის შედეგია. შენ ვერ დაგეგმავ იდეალურ სცენარს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი ურთულესი ტურნირია. ხედავთ, რომ ფავორტიები გამოეთიშნენ გათამაშებას. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ. ახლა გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე მატჩამდე. ვუპირისპირდებით იაპონიას, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად ამისთვის,” – ამბობს მარტინესი.
დღეს მსოფლიოს ჩემპიოონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ინგლისი პანამას უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ 5:0-ს იგებს. ბრიტანელთა შემტევმა, ჯესი ლინგარდმა 36-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით შეაგდო გოლი.
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, დელე ალიმ, “სამი ლომის” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის “ტოტენჰემელმა” მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ინგლისელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, სწორედ ამ მატჩში დაიზიანა მან მუხლი.
ნაკრების ყველა სხვა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის, რომელშიც საუთგეიტის ბიჭები პანამის დებიუტანტ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი ჰარი კეინი კრიშტიანუ რონალდუს ბოლოდროინდელ გმირობას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ტუნისთან მატჩში ისიც შეძლებს სამი გოლის გატანას.
“ჰო, ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მომაქცია. რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია და ასეთივე თამაში ჩაატარა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩემს თავზე და გუნდზე ვარ კონცენტრირებული. იმედი მაქვს, რომ მეც შევძლებ ჰეთ-ტრიკის გაფორმებას და მას გავუთანაბრდები.
ოთხი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატს ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალს. პრემიერ ლიგაში არც ისე ბევრი თამაში მქონდა ჩატარებული ტიმ შერვუდის ხელმძღვანელობით.
შემდეგ პოჩეტინო მოვიდა და ჩემი პროგრესიც დაიწყო. ძალიან სასიამოვნო პერიოდი განვლე და ახლა აქ ვარ. მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე და მუნდიალზე ვითამაშებ,” – აცხადებს კეინი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. ამ მომენტში ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მყოფთა შორის კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი არიან. ისინი ერთმანეთს ტიტულისთვის და ნახსენებ ბრძოლაში დიდი პლუსის დაწერისთვის შეებრძოლებიან.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. გუნდები უკვე უკრაინის დედაქალაქ კეივში იმყოფებიან.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ჩემი გადასაწყვეტია, ვინ დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, სულაც არ ვფიქრობთ, რომ ისინი, ვინც სკამზე დარჩებიან, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. როგორც ისკომ თქვა, სულაც არაა სასიამოვნო, მაგრამ, მიწევს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი ყველა ფეხბურთელი კარგია, თუმცა გვაქვს გუნდური ფილოსოფია. შესაძლოა, ვიღაც იმედგაცრუებული დარჩეს, თუმცა ყველამ იცის, რომ გუნდის ნაწილია. ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც მოედანზე თავიდანვე ვერ გავლენ. მაგრამ, კონკრეტულ მომენტში ეს ფეხბურთელები მაინც შეიტანენ წვლილს კლუბის წარმატებაში.”
ფრანგს ჰკითხეს, რა არის ზედიზედ მესამედ ფინალში მოხვედრის საიდუმლო.
“ძალიან ბევრი შრომა და დიდი ტალანტი. ფინალში ერთხელაც რომ გახვიდე, არც ესაა მარტივი. მე ვარ სხვისი მეტოქე და მომწონს ჩემი პოზიცია. ევრი მუშაობა გვიმაგრებს ზურგს. თუ იმას გააკეთებთ, რასაც ჩვენ, ანუ იშრომებთ ბევრს, შეგიძლიათ, იმავეს მიაღწიოთ. ფავორიეტბი არ ვართ – 50-50-ზეა. თუმცა, აუცილებლად კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა მოვიგოთ. საერთოდ არაფერში არ ვართ ფავორიტები. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, მით უმეტეს, ფეხბურთში. აქ არის ორი გუნდი. შენ კი გიწევს, გაიგო, როგორ აპირებს შენს დაზიანებას ოპონენტი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრა საფრთხე და აკონტროლო თამაში. როცა ბურთი გაქვს, უნდა ავნო მეტოქეს. გასულ შეხვედრებში რთული მომენტები გვქონდა. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ვეცდებით, შევაჩეროთ და შევუქმნათ საფრთხე მეტოქეს,” – ამბობს ზიდანი.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში რომის “რომა” სტუმრად, მერსესაიდის “ლივერპულთან” ანგარიშით, 2-5 დამარცხდა. დღეს იტალიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში “კიევოს” სძლიეს (4-1). მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო ჟურნალისტებს ესაუბრა და “ლივერპულთან” დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.
“აუცილებელია, რომ ჩვენი ფიზიკური და მენტალური ენერგია აღვიდგინოთ. ოთხშაბათს, მატჩი ისე უნდა დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად. ბოლო დროს ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა ვირწმუნოთ, ეს ფუნდამენტალურია!” – ამბობს “რომას” თავკაცი.
5 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ინგლისის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი სიმი საიოტიმ და გია ნიყვაშვილმა შეასრულეს, თითო გოლი კი, რონინიომ და ლევან კობაიძემ გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებებს შორის 4 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
“ლივერპულთან” დამარცხების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველი გოლის დროს მსაჯმა შეცდომა დაუშვა. მეორე კი საოცარი გოლი იყო. შესვენების შემდეგ, მომენტები შევქმენით და კარგადაც ვითამაშეთ. ერთის გატანა გვჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. არ შემიძლია, ამაში ვინმე დავადანაშაულო. ქამბექი ყოველთვის რთულია. ახლა, წინ მორიგი 90 წუთი, ან მეტია.”
“გიუნდოგანი სტერლინგის ნაცვლად? იმიტომ, რომ მეტი პასი, ბურთის უფრო ხშირი კონტროლი ყოფილიყო… სწორედ ამიტომ. სწორედ, მატჩის გასაკონტროლებლად გავაკეთე ეს ყოველივე. იყო თუ არა შეცდომა? 0-3 წავაგეთ,” – ამბობს პეპი.