ინგლისის ნაკრების პრესსამსახური სექსიზმში დაადანაშაულეს

ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისისა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის (დ.დ. 1:0) შემდეგ ინგლისის ნაკრების პრესსამსახური იძულებული გახდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სექსისტური შინაარსის შემცველი სტატუსი წაეშალა.

“დღეს ჩვენი ლომები დედების, მეუღლეებისა და ქალიშვილების როლს უბრუნდებიან, თუმცა ისინი კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლნენ – გმირები”, – ეწერა პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.

FA Status

10 საუკეთესო გოლის აღნიშვნა ინგლისის პრემიერ ლიგაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ათი საუკეთესო გოლის აღნიშვნა დაასახელა.

10. უეინ რუნი

9. მარიო ბალოტელი

8. ემანუელ ებუე

7. რობერტო დი მატეო

6. ჯიმი ბულარდი

5. ერიკ კანტონა

4. რობი ფაულერი

3. ემანუელ ადებაიორი

2. თემურ ქეცბაია

1. იურგენ კლინსმანი

10 ფეხბურთელი, რომლებიც მიმდინარე ზაფხულს პრემიერ ლიგაში ყველაზე მოთხოვნადია

როგორც ყოველთვის, ამჟამადაც, პრემიერ ლიგის მოყვარულებს წინ ცხელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის აქტივობები ელით.

Fanebi.Com შემოგთავაზებთ 10 ფეხბურთელს, რომლებზეც ამ ზაფხულს პრემიერ ლიგის გუნდებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

პოლ პოგბა – “მან.სიტის” ნახევარდაცვის აშენება ამ ფეხბურთელზე სურს. “ჩელსი” ფრანგის სანაცვლოდ ოსკარს და ფულს ჩამოდის. “ბარსელონა” 80 მილიონს იძლევა.

სავარაუდო ღირებულება – 71 მილიონი ფუნტი.

მსურველები: “მან.სიტი”, “მან.იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ბარსელონა”.

რაჰიმ სტერლინგი“ლივერპული” დიდი ხანია ვაჭრობს ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვაზე. ამჟამად, გუნდს ინგლისელის სწრაფად გასხვისება სურს, რათა ახალი თავდამსხმელის ფული ჩაიგდოს ხელში.

სავარაუდო ღირებულება – 50 მილიონი ფუნტი

მსურველები: “ჩელსი”, “მან.სიტი”

სერხიო რამოსი ცნობილმა ესპანელმა მცველმა მადრიდის დატოვება გადაწყვიტა. 28 წლის მცველს არჩევნის გაკეთება ორ მანჩესტერულ გუნდს: “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მან.სიტის” შორის მოუწევს.

სავარაუდო ღირებულება: 35 მილიონი ფუნტი.

კრისტიან ბენტეკე ბელგიელი უფრო მაღალ დონეზე გადავიდა და უკეთესს გუნდში თამაში მოისურვა. განსაკუთრებით, ბენტეკე “ლივერპულს” სჭირდება. ბალოტელი, ლამბერტისა და ბორინის შემხედვარე, გუნდს სჭირდება უკეთესი ფორვარდი, ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად.

სავარაუდო ღირებულება: 32.5 მილიონი ფუნტი.

მსურველები: “ლივერპული”, “ტოტენჰემი”, “ჩელსი”.

არდა თურანიპრემიერ ლიგის ოქროს მედლის მფლობელებს ფილიპე ლუისისა და ფულის ხარჯზე თურქი შემტევის შეძენა სურთ. ამავე დროს, არდა ესპანეთის ჩემპიონებსაც სურთ.

სავარაუდო ღირებულება: 28 მილიონი ფუნტი

მსურველები: “ჩელსი”, “მანჩესტერი”, “ბარსელონა”.

მორგან შნეიდერლინი – ფრანგის ოცნება “მანჩესტერში” კარიერის გაგრძელებაა, მაგრამ კლუბი ვერ “საუთჰემპტონს” ტრანსფერის თანხაზე ვერ შეუთანხმდა. “ტოტენჰემი” მხარეების მოლაპარაკებებს თვალს ადევნებს და პრობლემების შემთხვევაში, საკუთარ ბედს ცდის.

სავარაუდო ღირებულება: 25 მილიონი ფუნტი

მსურველები: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი”.

ჩარლი ოსტინი პრემიერლიგის შუაადგილოსნებს 25 წლის შედეგიანი შემტევის დამატება სურთ, რომელიც შესაძლოა, ერთ წელში თავისუფალი აგენტი გახდეს.

სავარაუდო ღირებულება – 15 მილიონი ფუნტი

მსურველები: “ნიუკასლი”, “ვესტ ბრომვიჩი”, “ვესტ ჰემი”, “კრისტალ პალასი”.

ასმირ ბეგოვიჩი – ბოსნიელის გარშემო ყველაფერი ნათელია. ბეგოვიჩი “ჩელსის” უხამს წინადადებას: წელიწადში 4 მილიონს დათანხმდა. ასმირს ლონდონელები სათადარიგო მეკარედ მიიჩნევენ.

სავარაუდო ღირებულება – 8 მილიონი ფუნტი.

მსურველები: “ჩელსი”, “ასტონ ვილა”.

იოჰან კაბაი – პარიზულ გრანდში ფიასკოს შემდეგ, კაბაი მზადაა პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად. “ვესტ ჰემი” მიიჩნევს, რომ ფრანგი მათ ევროტურნირებზე საოცრად გააძლიერებს.

სავარაუდო ღირებულება: 17 მილიონი ფუნტი.

მსურველები: “ვესტ ჰემი”, “ნიუკასლი”, “კრისტალ პალასი”.

იდრისა გიეე – “ასტონ ვილა” აქტიურად მუშაობს სენეგალელი შემტევის ტრანსფერზე. ნიჭიერი აფრიკელის ტრანსფერისთვის “მარსელი” და “საუთჰემპტონიც” იბრძვიან.

სავარაუდო ღირებულება: 9 მილიონი ფუნტი

მსურველები: “ასტონ ვილა”, “საუთჰემპტონი”, “კრისტალ პალასი”, “მარსელი”.

ვინ ითამაშებს ტოპ ჩემპიონატებში? ყველაფერი წამყვანი ლიგების ახალწვეულებზე

Fanebi.com წარმოგიდგენთ გუნდებს, რომლებმაც დასრულებული სეზონის შედეგად წამყვანი ევროპული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგებში მოიპოვეს თამაში უფლება.

 

ინგლისი

“ბორნმუთი” 

რუსი ბიზნესმენის, მაქსიმ დიომინის ფინანსური ძალისხმევით “ბორნმუთი” ბოლო წლებში მოძლიერდა და მოკლე პერიოდში მესამე დივიზიონიდან პრემიერლიგაში აღზევდა.

გუნდის დამრიგებელი, ედი ჰაუ ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ჟოზე მოურინიოსაც კი აჯობა. “ბორნმუთი” მან 31 წლის ასაკში ჩაიბარა და ინგილისის ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება.

პრემიერლიგაში აღზევების შემდეგ “ბორნმუთის” მესვეურებმა აქტიური სატრანსფერო მუშაობა დაიწყეს და გუნდი არტურ ბორუცით, კრისტიან ატსუთი და ჯოშუა კინგით გააძლიერეს.

 
“უოტფორდი”

გუნდის მფლობელი ცნობილი მომღერალი, ელტონ ჯონი იყო. შემდეგ ბრიტანული სცენის ვარსკვლავმა “უოტფორდი” პოცოების იტალიურ ოჯახს მიჰყიდა. ამჟამად ელტონ ჯონი გრემ ტეილორთან ერთად გუნდის საპატიო პრეზიდენტია.

პრემიერლიგას “უოტფორდი” ახალი მწვრთნელით ხვდება. კიკე სანჩეს ფლორესი, რომელიც ესპანურ და პორტუგალიურ კლუბებთან მუშაობითაა ცნობილი, მომდევნო სეზონიდან ძალებს ინგლისის ელიტაში მოსინჯავს.

 
“ნორვიჩი”

პრემიერლიგაში დაბრუნებული “ნორვიჩის” მთავარი ვარსკვლავი ნეიტან რემონდია. 20 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ პრემიერლიგაში გამოჩნდა და ინგლისური საფეხურთო საზოგადოება მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. შემდეგ ტექნიკური ვინგერი თავის კლუბს ჩემპიონშიპში გაყვა და გუნდს დაბრუნებაში დაეხამრა.

“ნორვიჩს” ახალგაზრდა ნიჭიერი მწვრთნელი, ალექს ონილი წვრთნის, რომელიც შოტლანდიაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა 2015 წლის იანვარში კი 33 წლის ასაკში ჩაუდგა “ნორვიჩს” სათავეში.

 

გერმანია

 

“ინგოლშტადტი”

კლუბი დაარსებიდან მხოლოდ 11 წელს ითვლის, თუმცა ავტოკონცერნ აუდის სახით მას ძალიან ძლიერი სპონსორი ჰყავს, რაც კლუბის ამბიციებზეც აისახება.

“ინგოლშტადტის” მთავარი მწვრთნელი გერმანიაში ნაკლებად ცნობილი რალფ ჰაზენჰიუტლია, თუმცა მისი ასეისტენტი მიჰაელ ჰენკეა, რომელსაც გერმანიაში დიდ პატივს ცემენ. ოტმარჰ ჰიტცფელდთან ერთად მან გერმანიის 7 ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ორი გათამაშების მოგება შეძლო.

გუნდის ლიდერი 23 წლის პასკალ გროსია, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში 7 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 22 ჯერ გაატანინა. კლუბის მიერ გატანილი გოლების დაახლოებით ნახევარზე სწორედ მისი უშუალო მონაწილების შედეგია.

“დარმშტადტი”

გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ 5 მილიონია, რაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგისთვისაც ძალიან მცირე თანხაა. ასეთი ბიუჯეტი ქართული კლუბებისთვისაც კი არ არის მიუღწეველი ოცნება.

თუმცა, გუნდი მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული. “დარმშტადტი” უკანასკნელი სამოყვარულო კლუბია, რომელსაც ბუნდელიგაში უთამაშია. ეს 70-იან წლებში ხდებოდა.

საინტერესოა, რომ “დარმშტადტის” ფორვარდი ზაილერი წვერს მთელი სეზონის განმავლობაში არ იპარსავდა და წარმატებას სწორედ ამას უკავშირებდა.

 

ესპანეთი

 

“ბეტისი”

“ბეტისს” ყველაზე პროდუქტიული თავდამსხმელთა დუეტი ჰყავს. რუბენ კასტრომ და ხორხე მოლინამ სეგუნდაში 51 გოლის გატანა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ პრიმერადან გავარდნის შემდეგ ორივე ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის ერთგული დარჩა და კარიერის გაგრძელება სეგუნდაში გადაწყვიტეს.

“ბეტისის” კარს “რეალის” ყოფილი მეკარე, ანტონიო ადანი იცავს, რომელიც მადრიდულ კლუბში მოურინიოს მუშაობის დროს პირველ ნომრადაც მოიაზრებოდა და ცოტა უცნაურიც იყო, რომ მას პრიმერაში ვერ ვხედავდით.

“ბეტისის” წამრატებაში დიდი როლი ინგლისიდან დაბრუნებულმა მწვრთნლემა, პეპე მელმა ითამაშა.

 

“სპორტინგი”

კლუბის მწვრთნელი ყოფილი “ბარსელნელი” აბელარდოა, რომელიც იოაჰან კრუიფის დროს კატალონიელთა ძირითადის მოთამაშე იყო. მისი სამწვრთნელო კარიერა კი “სპორტინგში”, ახალგაზრდული გუნდებიდან დაიწყო. მთავარი მწვრტნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი 2014 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში წარმატებას მიაღწია. გუნდის მთავარ ტალანტად 20 წლის კარლოს კასტროს მიიჩნევენ.

პრიმერაში სეგუნდა დივიზიონიდან აღზევებული მესამე გუნდი პლეიოფის შემდეგ გახდება ცნობილი რომლის ფინალშიც ერთმანეთს ლას პალმასი და სარაგოსა დაუპირისპირდებიან.

 

იტალია

“კარპი”

2000 წელს ეს გუნდი დაიშალა. განახებულმა “კარპიმ” სერია ბ-ს საგზური 2013 წელს მოიპოვა, ახლა კი ელიტაში შეძლო აღზევება. აღსანიშნავია, რომ გუნდის სახელფასო ფონდი სულ რაღაც 2,5 მილიონი ევროა. ტრანსფერებზე კი 100 000 ევრო დაიხარჯა. “კარპის” საშინაო არენა 4000 მაყურებელს იტევს. მიუხედავად ასეთი მოკრძალებული მაჩვენებლებისა გუნდმა სერია ბ-ს მოგება შეძლო.

“კარპის” გულშემატკივრებში ყველაზე “პოპულარული” პერსონა კლუბის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტოა. სეზონის მსველობისას პრესას ლოტიტოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ჩაუვარდა ხელში, სადაც ის ამბოდა, რომ კლუბის სერია ა-ში აღზევებდა ეკონომიკური კატასტროფა იქნებოდა, რაც მისთვის სამწუხარო რეალობად იქცა.

“კარპის” წარმატების მთავარი შემოქმედი პირები მწვრთნელი ფაბრიციო კასტორი და სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი არიან.

 

“ფროზინონე”

“ფროზინონე” სერია ა-ს დებიუტანტია. კლუბს იტალიური ფეხბურთის ყველაზე ძლიერ ლიგაში არსებობის ისტორიაში ჯერ არ უთამაშია.

კარპის” მსგავსად “ფროზინონეც” ფინანსური პრობლემების დაიშალა და აღდგენის შემდეგ სერია ბ-ში თამაშის უფლება 2006 წელს მოიპოვა. მომდევნო სეზონიდან კი უძლიერესთა შორის მოსინჯავს ძალებს.

 

“ბოლონია”

ევროპული კლუბითვის ცოტა უცნაურია, მაგრამ “ბოლონიას” მფლობელი კანადელი ბიზნესმენი ჯოი საპუტოა, რომელმაც კლუბი 2014 წელს შეიძინა. საინტერესოა, რომ ამავდროულად ის მლს-ში მოთამაშე მონარეალის კლუბის სპონსორიცაა, რომლის ღირსებას “ბოლონიას” ყოფილი მოთამაშე მარკო დი ვაიო იცავს.

“ბოლონიას” გამოცდილი დელიო როსი წვრთნის. სპეციალისტმა გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და სერია ა-ს საგზურის მოპოვებაც მოახერხა.

ოფიციალურად: „ნიუკასლს“ ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი უთავკაცებს

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის სტივ მაკლარენის დანიშვნა დაადასტურა.

54 წლის სპეციალისტთან კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების რვა წლამდე გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ამ პოსტზე მაკლარენი ჯონ კარვერს შეცვლის. ინგლისელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „დერბი ქაუნთი“ იყო, რომლის ხელმძღვანელობამ ის მაისის ბოლოს გაათავისუფლა.

ინგლისელებმა ზეპ ბლატერი და ირლანდიელები “დატროლეს” (ვიდეო)

დღეს ირლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ინგლისელმა ფანებმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და ირლანდიელები “დატროლეს”:

“ზეპ ბლატერმა თქვენი სტადიონისთვის ფული გადაიხადა”, – წაიმღერეს “ავივაზე” შეკრებილმა ინგლისელებმა.

შეგახსენებთ, ფიფამ აღიარა, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას კრედიტის სახით 5 მილიონი დოლარი მისცა. აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგთა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა.

 

პროგნოზისტთა კონკურსი (ირლანდია — ინგლისი)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 43-ე საკონკურსო კვირის მესამე მატჩის კითხვები, რომელიც ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ირლანდია – ინგლისი

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

ინგლისელი ფეხბურთელის შესანიშნავი ფინტი (ვიდეო)

ოთხშაბათს, ინგლისისა და მექსიკის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ინგლისელთა ფეხბურთელმა ჩუბა აკპომმა შესანიშნავი ფინტი გააკეთა.

ტოპ ჩემპიონატებიდან გავარდნილი გუნდები

Fanebi.com ტოპ ჩემპიონატების იმ გუნდებზე გიამბობთ, რომლებიც გასული სეზონის შედეგებით თავისი ქვეყნების უმაღლეს დივიზიონებს დაემშვიდობნენ.

 

ინგლისი

სეზონის მსვლელობისას პრემიერ ლიგის გასავარდ ზონაში “ასტონ ვილამ”, “ლესტერმა” და “სანდერლენდმაც” მოასწრეს ყოფნა, თუმცა საბოლოოდ მესამე და ბოლო საგზური “ჰალ სიტის” ერგო. პირველ წრეში გუნდი ძალიან დამძიმებული ჩანდა, მაგრამ მეორე ეტპაზე ნდოიეს ტრანსფერმა “ჰალის” შეტევა გააძლიერა და გამოაცოცხლა, თუმცა სეზონის დასკვნითი ნაწილი “ვეფხვებმა” ჩააგდეს. სტივ ბრიუსის გუნდმა უშანსოდ დარჩენილ “ბარნლისთანა” საშინაო შეხვედრა დათმო, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საბოლოო ცხრილის ჩამოყალიბებისას.

“ბარნლი” გასული სეზონის სტარტზე განწირულად ჩანდა. მართალია, შონ დაიჩის გუნდი ყველასთან ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ “ბარნლის” დაბალმა საშემსრულებლო ოსტატობამ და მცირე ბიუჯეტმა გაცილებით ძლიერ გუნდებს კონკურენცია ვერ გაუწია.

არავის არ გაკვირვებია ქპრ-ს გავარდნა. პირველი წელი არაა, რაც ლონდონელები საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსით შედეგს ვერ აღწევენ. ჰარი რედნაპმა ზაფხულში ტრანსფერებზე ბევრი დახარჯა, თუმცა “მანჩესტერიდან” მოსულმა რიო ფერდინანდმა სეზონი ჩააგდო, ისევე როგორც მთელმა გუნდმა. ავადმყოფობის გამო რედნაპის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი გუნდში მდგომაროება კიდევ უფრო გართულდა. რედნაპის ნაცვლად მოსულმა კრის რემსიმ გუნდისთვის ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო.

 

გერმანია

ბუნდესლიგის მომდევნო სეზონში გულშემატკივრებია “ფრაიბურგს” და “პადერბორნს” ვერ იხილავენ. თუმცა, კრისტიან შტრაიხის გუნდის გავარდნას ლოგიკურს ვერ ვუწოდებთ. “ფრაიბურგის” გულშემატკივრებისთვის ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ მათმა გუნმდა სეზონი ნორმალურად ჩაატარა. ცუდი არ იყოს არ ფრაიბურგელთა სატრანსფერო პოლიტიკა. მაგრამ მათი საყვარელი გუნდი მაინც მეორე ლიგაში აღმოჩნდა.

ამის მთავარი მიზეზი “ფრაიბურგის” მიერ ბოლო წუთებზე კონცენტრაციის დაკარგვა გახდა. მატჩების დასკვნით ნაწილში გუნდმა ძალიან ბევრი ქულა გაატანა ქარს. მათ შორის კონკურენტებთან – “მაინცთან”, “პადერბორნტან” და “ჰამბურგთან” მნიშვნელოვან შეხვედრებში. სწორედ აღნიშნული ექვსი ქულა არ ეყო “ფრაიბურგს” საუკეთესოთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად.

“პადერბორნის” გავარდნა კი მოსალოდნელი იყო. მეორე ბუნდესლიგაშიც კი ეს გუნდი ლიდერებს შორის არასდროს განიხილებოდა. შესაბამისად, საუკეთესოთა შორის ფაქტობრივად იგივე შემადგენლობით მოთამაშე გუნდი პირველივე ტურებიდან განწირული იყო. თუმცა, მათ სახელოდ უნდა ითქვას, რომ “პადერბორნს” ადგილის შენარჩუნების შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა.

 

იტალია

2003/04 წლების სეზონიდან პირველად სერია ბ-ში დაქვეითდა “კალიარი”. კლუბის წარუმატებლობა ხელმძღვანელობის ცუდ მუშაობასთან პირდაპირ კავშირშია. “კალიარიმ” სეზონი ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ჩეხი სპეციალისტის თავკაცობით გუნდმა მხოლოდ ორი მატჩი მოიგო. გუნდს ვერც ჯანფრანკო ძოლას დაბრუნებამ უშველა. კლუბის ლეგენდამ მწვრთნელის ამპლუაში ვერ გაამართლა და “კალაირის” კვლავ ზემანი დაუბრუნდა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. სარდინიელების შემტევმა ფეხბურთმა ვერ გაამართლა.

“ჩეზენას” გავარდნა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ამ გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი გულშემატკივრებიც კი საუკეთესო ვარიანტად ადგილის შენარჩუნებას ისახავდნენ მიზნად. სეზონის მსვლელობისას “ჩეზენამ” 18 მატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო და ჩემპიონატი მხოლოდ 4 მოგებით დაასრულა. თუმცა, ასეთი გაქანების გუნდშიც კი გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ს სხვა გუნდების ინტერესი მიიპყრო. ეს ფრანგი გრეოგრე დეფრელია, რომელიც 9 გოლით გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა.

ყველაზე დასანანი კი რა თქმა უდნა “პარმას” გავარდნაა. გასულ სეზონში გუნდი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, თუმცა ზაფხულში უეფას ლიზენცია ვერ მიიღო, რის შემდეგ მფლობელმა ტომაზო გირარდიმ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდა. ფეხბურთელები უხელფასოდ თამაშობდნენ, რის გამოც “პარმა” წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს. თუმცა, ასეთ ვითარებაშიც კი რობერტო დონადონის შეგირდებმა ბოლომდე იბრძოდნენ და საკმაოდ ბევრ გუნდს პრობლემებიც შეუქმნეს.

 

ესპანეთი

“ეიბარის” ისტორია “პადერბორნის” შემთხვევას ჰგავს. ბასკებს პრიმერაში თამაშის გამოცდილება აქამდე არ ქონიათ და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონს ძალიან მცირე ბიუჯეტით შეხვდნენ. გაისკა გარიტანოს სამწვრთნელო ნიჭისა და მეკარე ხაბი ირურეტას შესანიშნავი თამაშის წყალობით “ეიბარმა” პირველი წრე მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა მეორე წრეში გუნდი გადაიწვა. წაგებათა ორი ხანგრძივი სერიის შემდეგ გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა “ეიბარმა” იქიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

“ალმერია” ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა “ვალენსიასთან” დათმო და პრიმერასაც სავსებით ლოგიკურად დაემშვიდობა. გასულ სეზონში “ალმერია” სეგუნდაში დაქვეითებას გადაურჩა, მაგრამ მწვრთნელ ფრანსისკოს წელს იდეები აღარ ეყო და გუნდს დეკებმერში დაემშვიდობა.

“კორდობას” გავარდნა კი სეზონის სტარტზე იკითხებოდა. პრიმერაში გუნდი სეგუნდაში დაკავებული მე-7 ადგილით გავიდნენ. პლეი ოფში კი არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ. ასეთ სიტუაციაში “კორდობას” მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა, თუმცა ეს სასწაული არ მოხდა და კორდობელები პრიმერას მოხლოდ 3 მოგებული მატჩით დაემშვიდობნენ.

ინგლისის პრემიერ ლიგის სიმბოლური ნაკრები (2014-15)

საფეხბურთო პორტალმა Football Daily-მ პრემიერ ლიგის დასრულებული სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ინგლისის მე-9 დივიზიონში შესანიშნავი გოლი გაიტანეს (ვიდეო)

ინგლისის რანგით მეცხრე დივიზიონში, “ბარტონ თაუნსა” და “დეისი ჰილს” შორის გამართულ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები

დასრულდა პრემიერ ლიგის 2014/2015 სეზონი და Goal.Com-მა მიმდინარე წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

yv