პრემიერ ლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად ქრის ჰიუტონი დაასახელეს

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად “ბრაიტონის” დამრიგებელი, ქრის ჰიუტონი დაასახელეს.

“ბრაიოტნმა”, რომელიც ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს, თებერვლის თვეში “ვესტ ჰემისა” (3:1) და “სუონსი სიტის” (4:1) დამარცხება შეძლო, გასვლაზე კი ფრე ეთამაშა “სტოკ სიტის” (1:1).

გეტყვით იმასაც, რომ არანაკლებ წარმატებული გამოდგა ქრის ჰიუტონის სტარტი მარტის თვეში – მისმა გუნდმა საშინაო არენაზე ცუდ ფორმაში მყოფი “არსენალის” დამარცხება შეძლო (2:1).

“ლაიფციგის” დირექტორი: “პრემიერ ლიგაში 30 მილიონის გადახდა უკვე უფასო ტრანსფერად აღიქმება”

“ლაიფიციგის” სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის თავისებურებები ერთმანეთს შეადარა და ინგლისური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკასაც გაჰკრა კბილი.

“ნამდვილად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგა ბუნდესლიგაზე უკეთესი ჩემპიონატია. მხოლოდ, ტოპ-6 გუნდი არის უკეთესი, რადგანაც იქ ექვსი “ბაიერნი” თამაშობს.

ინგლისში კი ტრანსფერში 30 მილიონის გადახდა უფასო ტრანსფერად აღიქმება, ბუნებრივია, განსხვავება ძალიან დიდია,” – აცხადებს რანგნიკი.

გასული წლის აღმოჩენა, ახლადდაარსებული “ლაიფციგი” ბუნდესლიგის 25 ტურში დაგროვებული 39 ქულით ახლა მეექვსე პოზიციას იკავებს.

კარიკატურა: არსენ ვენგერი დნება

არსენ ვენგერის “არსენალი” საშინელ ფორმაშია. ლონდონელებმა ზედიზედ ორჯერ “მანჩესტერ სიტისთან” ანგარიშით, 0:3 წააგეს მატჩები. მათ ერთ მარცხი ფინალში იწვნიეს, მეორე – პრემიერ ლიგის მორიგ შეხვედრაში.

ომარ მომანის კარიკატურა აღნიშნულ თემაზე ასეთია

ევრო-2016-ზე ჩადენილი დანაშაულისთვის რუს ფანს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საფრანგეთის ქალაქ მარსელში მომხდარი ინციდენტის (ფანების ჩხუბი რუსეთი-ინგლისის მატჩის წინ) გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. Sky Sports-ის ცნობით, დღეს კიდევ ერთ რუს “ჰულიგანს” გამოუტანეს განაჩენი.

გერმანიის მთავრობამ დაკავებული რუსი დამნაშავე საფრანგეთის მთავრობას გადასცა. 31 წლის მამაკაცს სხეულის მძიმე დაზიანებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს სასჯელი და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ფრანგი პოლიციელები ინგლისელ კოლეგებთან იძიებდნენ ამ საქმეს და მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის თვეში შეძლეს დამნაშავის ვინაობის დადგენა.

რაკიტიჩი: “ლონდონში გასატანად და მოსაგებად ჩამოვედით”

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

შეხვედრის შესახებ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ისაუბრა.

“ისე უნდა ვითამაშოთ, რომ კატალონიაში გასამართ შეხვედრაზე არ ვიფიქროთ. უნდა შევეცადოთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვალინოთ და აუცილებლად გავიტანოთ. სწორედ ესაა მიზანი. სტუმრად გატანილი გოლი ბევრს ნიშნავს. შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.

“მესი კარგ ფორმაშია. არასდროს მინახავს, სატრენაჟორო დარბაზში მას ამდენი ევარჯიშოს. ლეო გუნდისთვის ყველაფერს იღებს, რომ ფორმაში იყოს. ეს კი ჩვენ გვეხმარება – ის გვჭირდება. ვიმედოვნებ, მასთან ერთად ყველა შეხვედრას ვითამაშებ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრებით,” – ამბობს ხორვატი.

“ტორპედომ” “ოლექსანდრია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქულ შეკრებაზე. ამჟამად იმერლების მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდი, “ოლექსანდრია” იყო.

დაძაბულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი გატანა გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. შესაბამისად, ქართულმა გუნდმა ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ეს “ტორპედოსთვის” ანტალიაში გამართული მეორე ამხანაგური თამაში იყო. მანამდე მათი მეტოქე ყაზახური “აქტობე” გახლდათ, სადაც კახა ჩხეტიანის შეგირდები ანგარიშით, 0:2 დამარცხდნენ.

იხილეთ გუშნდელი მატჩის მიმოხილვა

 

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი

გვარდიოლა: “ხალხი თვლის, რომ “სიტის” მხოლოდ ფული გააჩნია და ამით აღწევს წარმატებას”

“მანჩესერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ზოგი თვლის, რომ ჩვენი წარმატების საიდუმლო ხოლოდ ფულია. ისინი მიიჩნევენ, “სიტის” მხოლოდ ის გააჩნია და სხვა არაფერი. არა და, ჩვენ გვაქვს განვითარების სწორი გზა, სტრუქტურა და ვნება იმისა, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ. ყველა კლუბი მუშაობს იმისთვის, რომ შემადგენლობა გაძლიერდეს. შეხედეთ ლაპორტს, ბევრი იტყვის: “ვაუ, რა ცენტრალური მცველია!” ზოგი ამბობს, რომ ის ძვირია. შეიძლება ასეცაა, შეიძლება ძალიან იაფია – ამას დრო გვიჩვენებს!”

“ვფიქრობ, სეზონის პირველი ნახევარი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო. ამაზე კარგად თამაში ძალიან რთულია. თუმცა, თუნდაც, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, სადაც ყველაფერი წუთებში შეიძლება, გადაწყდეს, გაცილებით დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ,” – აცხადებს პეპი.

პრემიერ ლიგის რეკორდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

30 იანვარს “მანჩესტერ სიტიმ” ბილბაოს “ატლეტიკის” მცველი, ემერიკ ლიაპორტი დაიმატა. 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა “ქალაქელებთან” 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტრანსფერით პრემიერ ლიგამ თავისი წინა რეკორდი გააუმჯობესა.

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა 2018 წლის ზამთარში 279.1 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

“არსენალმა” “კრისტალ პალასს” სძლია (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში “კრისტალ პალასმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო.

დაძაბულ დაპირსპირებაში ანგარიში 25-ე წუთზე შკოდრან მუსტაფის დარტყმის შედეგ გაიხსნა. მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ვილფრედ ზაჰას პასის შემდეგ ანდროს თაუნსენდმა გათანაბრება შეძლო. ამის შემდეგ იყო ალექსის სანჩესის გაბრწყინება. ჩილელმა 62-ე და 66-ე წუთებზე, შესაბამისად, ალექსანდრ ლაკაზეტისა და ჯეკ უილშირის პასების წყალობით მოახერხა დუბლის შესრულება და “არსენალი” ორბურთიანი უპირატესობით წინ გაიყვანა.

89-ე წუთზე ჯეიმს ტომკინსმა ერთამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს და შეხვედრაც დათმეს. საბოლოოდ, 3-2 “მეთოფეების” სასარგებლოდ.

ამ მოგების შემდეგ “არსენალი” 37 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. “კრისტალ პალასს” 18 ქულა აქვს და ცხრილში მეთექვსმეტეა.

 

პრემიერ ლიგის საუკეთესო თერთმეტეული Goal.Com-ის ვერსიით (ფოტო)

პრემიერ ლიგის პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა. პირველ ადგილს “მანჩესტერ სიტი” მყარად იკავებს და ქალაქელები მიმდინარე სეზონში გულშემატკივრებს საუცხოო თამაშს სთავაზობენ, ამიტომაც არავის გაუკვირდება, რომ სწორედ გვარდიოლას გუნდიდანაა Goal.Com-ის სიმბოლური ნაკრების ბირთვი.

მეკარე: დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”).
მცველები: უოლკერი, ოტამენდი, დელფი, (ყველა “მანჩესტერ სიტი”), ტარკოვსკი (“ბარლნი”).
ნახევარმცველები: დე ბრუინი, დავიდ სილვა, ფერნანდიონიო (ყველა “სიტი”).
თავდამსხმელები: სანე (“სიტი), სალაჰი (“ლივერპული”), სტერლინგი (“სიტი”).

ვიეირა: “არსენალში” მყოფმა ზოგიერთმა მოთამაშემ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი”

პატრიკ ვიეირა ლონდონის “არსენალში” 1996-2005 წლებში თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდში არსებულ სიტუაციასა და მომავალზე ისაუბრა.

“ბოლო წლებში “არსენალი” საკმარისად კარგად არ გამოიყურება. ეს საკმარისად კარგი არაა არც კლუბისთვის, არც გულშემატკივრებისთვის. ლონდონურ გრანდს გაცილებით მეტის მიღწევა შეეფერება. როცა წარსულში იგებდი, რა თქმა უნდა, გინდა, ახლაც მიაღწიო გამარჯვებას. გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ. ეს საკითხი სწრაფად უნდა მოგვარდეს.”

“ამის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი შევსება. თუნდაც, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ “მანჩესტერ სიტის” დონის გუნდი დაამარცხო. მჯერა, “სიტი” იქნება ისეთი კლუბი მომავალ წლებში, რომ მისი ძლევა სრულიად შესაძლებელი იყოს. ამისთვის, სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სხვანაირად, “არსენალი” ისევ ამ გზით ივლის,” – აცხადებს სენეგალელი.

პრემიერ ლიგის ყველაზე “ცუდი” თერთმეტეული Goal.Com-ის ვერსიით (ფოტო)

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Goal.Com-მა პრემიერ ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ყველაზე “ცუდი” სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

ამ თერთმეტეულში იმ ფეხურთელებმა მოიყარეს თავი, რომლებმაც მიმდინარე სეზონი იმედები ვერ გაამართლეს და მათგან ყველა მეტს ელოდა.

მეკარე: ჰარტი (“ვესტ ჰემი”).
მცველები: სოარესი (“საუთემპტონი”), ლინდელოფი (“მან. იუნაიტედი”), ვილიამსი (“ევერტონი”), როუსი (“ტოტენჰემი”).
ნახევარმცველები: რენატო სანჩესი (“სუონსი”), შელვი (“ნიუკასტლ იუნაიტედი”), ბაკაიოკო (“ჩელსი”).
თავდამსხმელები: მხითარიანი (“მან. იუნაიტედი”), ბენტეკე (“კრისტალ პალასი”), სანჩესი (“არსენალი”).