მზარდი საქართველო V ინგლისის საგრაფოები XV – მეორე მატჩი

მზარდი საქართველოს ნაკრები ხვალ ორ მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას გამართვას ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან. მატჩი კვლავ რუსთავის სარაგბო მოედანზე გაიმართება, რომელიც18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს და მისი შეძენა სტადიონზეა შესაძლებელი.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც 4 ივნისს გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით 48:23 დასრულდა. თამაშის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრების რიგებში პირველი ლელოს ავტორმა,რეზი ჯინჭველაშვილმა ტრავმა მიიღო – მან ადრინდელის მსგავსად, კოჭი დაიზიანა. მალევე ტრავმის გამო გიორგი ჯიმშელაძემ დატოვა მოედანი, ხოლო მოგვიანებით კი საბა ნიკოლავამ.

რაზმში რამოდენიმე ცვლილებაა

აღნიშნული ტრავმების გამო, მზარდი საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ორ მოთამაშეს უხმო შეკრებაზე – ხვალინდელ მატჩში ფულ ბეკის პოზიციაზე თბილისის ლოკომოტივისა და ეროვნული ნაკრების 15 ნომერი – ბექა წიკლაური გაირჯება; მარქაფაში კი, არმიელ გიორგი ზაქაშვილსვიხილავთ, რომელიც ტრავმირებული ნიკა პატარაიას ნაცვლად იქნება, რომელმაც წინა შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო. მზარდი საქართველოს შერკინებას გიორგი ჭყოიძე შეკრავს. მიღებული ზიანი სერიოზული არ გამოდგა  რეზი ჯინჭველაშვილისათვის და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და ამიტომ ხვალ მას მარქაფაში 21 ნომრით ვიხილავთ. მის ნაცვლად მატჩს მგეზავის პოზიციაზე მამუკა ნინიძე დაიწყებს.

ვარჯიშის ფოტოები >>>

8 ივნისი, 18:00 საათი – რუსთავის სარაგბო სტადიონი

მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა XV წინააღმდეგ II მატჩი

ქართული რაზმი

შერკინება

1. თორნიკე ლომიძე, 2. დავით ხიდეშელი, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. ლაშა ლომიძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი მჭედლიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გიორგი ჭყოიძე

ღერძი

9. ალექსანდრე მინდიაშვილი, 10. მამუკა ნინიძე

ხაზი

11. მურაზ გიორგაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 14. ლევან გოგოლაშვილი, 15. ბექა წიკლაური

მარქაფა

16. გიორგი ლომთაძე, 17. გიორგი ზაქაშვილი, 18. გურამ კავთიძე, 19. ბაჩუკი გუჯარაიძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. რეზი ჯინჭველაშვილი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. მიხეილ გაჩეჩილაძე

Rugby.Ge

მზარდი საქართველო ხვალ ღია ვარჯიშს მართავს

გუშინდელი მატჩის შემდეგ, მზარდი საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს დღეს  განტვირთვის დღე ჰქონდათ. ხვალიდან გუნდები 8 ივნისის მატჩისათვის მზადებას შეუდგებიან.

ხვალ ღია ვარჯიშია

6 ივნისს მზარდი საქართველოს ნაკრები, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიში 17:00 საათზე დაიწყება, რომელზე დასწრებაც ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის შეუზღუდავია.

ინგლისელ და ჭაბუკ ქართველ მორაგბეთა ერთობლივი ვარჯიში

ფოტოები >>>

დღეს, ინგლისის საგრაფოთა ნაკრების მოთამაშეები, კიკეთში იაკობ გოგებაშვილის სკოლის რაგბის კლუბ იუნკერებს ესტუმრნენ, სადაც კლუბის 15 და16 წლის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშეს. სახალისო ვარჯიშის შემდეგ ინგლისელები და იუნკერები ორ შერეულ გუნდათ გაიყვნენ და ‘თაჩ-რაგბი’ ითამაშეს.

8 ივნისს მეორე რკენაა

შეგახსენებთ, რომ 2 მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოტა ნაკრებებს შორის 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება რაგბის კავშირსა და რუსთავის სტადიონზე. 7 და 8 ივნისს ბილეთები მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.

Rugby.GE

ოუენი მუნდიალის ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის.

„არგენტინის ნაკრებს მუნდიალის მთავარ ფავორიტად ვთვლი. არგენტინელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც სერხიო აგუერო და ლეო მესი უდგანან სათავეში.

მათთან მატჩში ძალიან ძნელი იქნება კარის მშრალად შენახვა. არგენტინის ნაკრები პრაქტიკულად სახლში თამაშობს, ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ამ სიმაღლესა და ამინდს.

არგენტინელებს დაცვაში აქვთ გარკვეული ხარვეზები, თუმცა მათ იციან, როგორ დაიყვანონ ხიფათი მინიმუმამდე. დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელები უფრო მაღალ დონეზე დგანან, ვიდრე დანარჩენი გუნდები“, – ოუენის სიტყვებს Sportlobster-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელებს მეტოქეებად ირანის, ნიგერიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებები ჰყავთ.

ბექა დოგრაშვილი

მზარდი საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

დაიწყო ბილეთების გაყიდვა ორ საერთაშორისო მატჩზე მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრებს შორის.

ბილეთები დღეიდან ყოველდღიეურად 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს რაგბის კავშირსა და რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ერთდროულად შესაძლებელი ორივე მატჩის ბილეთის შეძენა. თითოეული ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ორი საერთაშორისო მატჩი – მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრებს შორის გაიმართება 4 და 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე. 4 ივნისს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 8 ივნისს კი 18:00 საათზე.

საქართველოს მეორე ნაკრების – ‘მზარდი საქართველოს’ მოწინააღმდეგე, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები თბილისში დღეს ჩამოდის. ხვალ, 3 ივნისს ორივე გუნდი რუსთავის სარაგბო სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

11 საათზე ინგლისელები ივარჯიშებენ, ხოლო მზარდი საქართველო კაპიტნის ვარჯიშს 17:00 საათზე გამართავს, რომელზეც ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება დაწყებიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში.

გუნდების სამატჩო რაზმები შეხვედრამდე 24 საათით ადრე დასახელდება.

Rugby.GE

ხიზანიშვილი – “ლიდსი” თუ “ბლექბერნი”?

შესაძლოა, თურქული “ქაისერისპორის” 32 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისის ჩემპიონლიგაში ვიხილოთ, ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

2013-14 წლების სეზონში, “ქაისერისპორმა” თურქეთის სუპერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რაც შეეხება ზურას, მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა თურქებმა მას ახალი ხელშეკრულება შეთავაზეს.

როგორც ირკვევა, ხიზანიშვილის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური კლუბები იჩენენ, რომელთა შორის “ლიდსი” და მისი ყოფილი გუნდი “ბლექბერნია” ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონლიგის გასულ სეზონში “ლიდსმა” მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო “ბლექბერნი” მე-8 პოზიციას დაჯერდა.

დიტო ჭიჭინაძე

ინგლისის ნაკრების სასაცილო მცველი

საკმაოდ სასაცილო რამ მოხდა ინგლისისა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, რასაც ვიდეოში თავად იხილავთ.

ტრიბუნიდან ნასროლი “ქაღალდის თვითმფრინავი” ფეხბურთელს მოხვდა

30 მაისს, ინგლისისა და პერუს ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (3:0), საკმაოდ სახალისო რამ მოხდა.

რას უხსნის ინგლისელთა მწვრთნელი სტივენ ჯერარდს…

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვთნელი აუხსნას სტივენ ჯერარდს რაღაც სახალისო მოძრაობებით.

მზარდი საქართველო – ინგლისის საგრაფოები XV

  • მზარდი საქართველო V ინგლისის საგრაფოები XV
  • და 8 ივნისი
  • რუსთავის სარაგბო სტადიონი
  • ბილეთის ფასი 1 ლარი
  • დასაწყისი – I მატჩი 19:00 სთ, II მატჩი 18:00 სთ

4 და 8 ივნისს, რუსთავის სარაგბო სტადიონი ორ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს – მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრების წინააღმდეგ.

საპასუხო ვიზიტი

საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო, როდესაც საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20-წლამდელთა გუნდი ეწვია. წლეულს, ქართველი 19-წლამდელები საპასუხო ვიზიტად ინგლისში გაემგზავრნენ და ორი შეხვედრა გამართეს 20-წლამდელებთან. 21 მაისს ინგლისელმა 20 წლამდელებმა გაიმარჯვეს 36:10, ხოლო 24 მაისს კი ქართველმა 19 წლამდელებმა 23-22 სძლიეს მასპინძლებს.

საქართველოსა და იგნლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება. 2 ივნის საქართველოში, საერთაშორისო ტურნეს გასამართად ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები გვესტუმრება. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისინი ორ შეხვედრას გამართავენ მზარდი საქართველოს ნაკრებთან (ყოფილი A ნაკრები).

საერთაშორისო გამოცდილება და რაგბის განვითარება

„ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20 წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის მატჩი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის გაფორმდა სამწლიანი შეთანხმება – 19 წლამდელები, საპასუხო ვიზიტით გაემგზავრნენ ინგლისში; წლეულს, ინგლისისსაგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოვა საქართველოში 4 და 8 ივნისს მზარდსაქართველოსთან სათამაშოდ და უკვე გაისად, კვლავ გვესტუმრებიან ინგლისელი 20 წლამდელები.

“ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისათვის. ასეთი დონის მატჩბით, ჩვენი მორაგბეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ხურციძემ.

 

მატჩების ბილეთები

თითო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენ. შესაძლებელია ერთდროულად ორივე მატჩის ბილეთის შეძენა.

ბილეთების გაყოდვა 2 ივნისიდან, ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთები გაიყიდება რუსთავის სარაგბო სტადიონზე და საქართველოს რაგბის კავშირში ყოველდღე 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. სათამაშო დღეს, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე.

 

მზარდი საქართველო – 26 კაციანი რაზმი

          სახელი, გვარი                კლუბი

1.       თორნიკე ლომიძე             ოში

2.       ნიკა პატარაია                    ლელო

3.       ზაზა ნავროზაშვილი       ბორდო

4.       დავით ხიდაშელი            ყოჩები

5.       გიორგი ლომთაძე             ლელო

6.       სანდრო ქოიავა                  ლელო

7.       გიორგი ჭყოიძე                  ლელო

8.       ელგუჯა სურგულაძე        ლელო

9.       გურამ კავთიძე                   ლიონი

10.   ლაშა ლომიძე                        მონპელიე

11.   გიორგი მჭედლიშვილი      ჯიქები

12.   გურამ შენგელია                   ჯიქები

13.   გიორგი ბაბუნაშვილი         აია

14.   რეზი ჯინჭელაშვილი         აია

15.   ალექსანდრე მინდიაშვილი   ლელო

16.   გიორგი ტალახაძე                ლელო

17.   თორნიკე ცერცვაძე              ლელო

18.   ლევან გოგოლაშვილი         ყოჩები

19.   გიგა გაგოშვილი                   არმია

20.   გიორგი ჯიმშელაძე             არმია

21.   გიორგი აფციაური               არმია

22.   მურაზ გიორგაძე                  არმაზი

23.   ვასილ ლობჟანიძე                არმაზი

24.   საბა ნიკოლავა                       არმაზი

25.   მიშა გაჩეჩილაძე                   აჟეტმო

26.   ბაჩუკი გუჯარაიძე               სენ ნაზერი

 

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი

მწვრთნელები – ილია მაისურაძე, დიდიე ბესი

ფიზ.მომზადება – ირაკლი ჭყონია

ექიმი – ოთარ სირაძე

მენეჯერი – დავით ჯალაღონია

Rugby.ge

ბუფონი: „ინგლისსა და ურუგვაიზე მეტი ეტაპის დაძლევა შეგვიძლია“

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში გასვლა მისი გუნდის მინიმალური ამოცანაა.

„თუ მინიმუმ 1/4 ფინალში მოვხვდებით, ტურნირს ჩვენთვის წარმატებულად ჩავთვლით. რა თქმა უნდა, ნაჩვენები შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერასდროს იქნები. ამ მომენტისთვის არ შემიძლია ვთქვა, რომ ფინალში გასვლას მოვახერხებთ.

ჩვენმა გუნდმა უფრო სტაბილურად თამაში უნდა დაიწყოს და ის მატჩები მოიგოს, რომლებშიც ფავორიტად ითვლება. ზოგჯერ, როდესაც ფავორიტები არ ვართ, გულშემატკივრებს სიურპრიზებს ვთავაზობთ. ამ მომენტისთვის იმ გუნდთა კატეგორიას მივეკუთვნებით, რომელთაც სატურნირო ბადეში ინგლისსა და ურუგვაიზე მეტი ეტაპის დაძლევა შეუძლია.

რაც შეეხება ტურნირის ფავორიტებს, მათ შორის ბრაზილიას, ესპანეთს, გერმანიასა და არგენტინას დავასახელებდი“, – განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლამაზი საჯარიმო ინგლისელი ფეხბურთელის შესრულებით

გასულ დღეებში, ინგლისისა და ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ინგლისელმა ფეხბურთელმა ლამაზი საჯარიმო გაიტანა.

ინგლისის საგრაფოები U20 22-23 საქართველო U19 – II მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს

პირველი მატჩის შემდეგ, ინგლისელთა მწვრთნელი საკადრისი პასუხის მოლოდინში იყო ქართველი 19 წლამდელებისაგან და ამ მოლოდინმა გაუმართლა – წუხელ, 24 მაისს ვოქალ პარკზე, პატარა ბორჯღალოსნებმა პირველ მატჩში 36-10 დამარცხების შემდეგ, 23-22 უპასუხეს ინგლისის საგრაფოთა 20 წლამდელთა ნაკრებს.

მატჩის ფოტოები >>>

მატჩის დასასრულისკენ, ინგლისელებმა თითქოს გამოსტაცეს სტუმრებს გამარჯვება მას შემდეგ რაც ფრთაზე მოთამაშე ჯექ როსითერის ლელომ ანგარიში 20-20 გახადა და შეცვლაზე შემოსულმა როდრი ედემსონმა ეს ლელო გარდასახა, მაგრამ მასპინძლები რაქში დაჯარიმდნენ. საქართველოს 19 წლამდელთა 15 ნომერმა, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ამ უშეღავათო ბრძოლაში თავის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

 

ინგლისელები საპასუხო შემოლეწვას ელოდნენ ქართველებისგან, მას შემდეგ რაც შელფორდში, პირველ მატჩში 36-10 დაამარცხეს ისინი. ქართველმა შუამარბებმა, დევი დევსურაშვილმა დათემურ ირემაძემ გვარიანად ავიწროვეს მასპინძლები, მაგრამ პირველი ლელო ფრთაზე მოთამაშე,დავით გულიტაშვილმა დადო, რომელიც მგეზავმა, რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

 

ინგლისელებმა სტუმრებს ნახევარ საათში უპასუხეს – მესამე ხაზელმა ჯექ ელქოქმა ქართველების დაცვა 5 მეტრიან ხაზზე გაჭრა და ლელო დადო, რომლის გარდასახვა მასპინძლებმა ვერ შესძლეს. შესვენებამდე უმცროს ბორჯღალოსნებს ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიეცათ, რომელიცჯინჭველაშვილმა ზუსტად შეასრულა და შესაბამისად გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 10-5 გავიდნენ.

 

მატჩის განახლებიდან შვიდი წუთის შემდეგ, რეზი ჯინჭველაშვილმა სამი ქულა მიამატა ქართულ ყულაბას, რითაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მაგრამ მასპინძლებმა სხვაობა ერთ ქულამდე მალევე შეამცირეს – ფრთამ, ქუაქუ ასიედუმ, ქართველების გადმოკიდებული ბურთი წამოიღო, რითაც ბურჯს, ჯექ ქალვერჰაუსს შეტევისთვის სივრცე შეუქმნა. დაახლოებით 8 წუთში კი, ლელოს ავტორი ქალვერჰაუსი და ქართველი ბურჯი, თორნიკე მატარაძე გაასინბინეს, მას შემდეგ რაც ერთმანეთს მუშტები უთავაზეს ერთ ერთი ეპიზოდის დროს.

 

ინგლისელი 20 წლადელები მატჩის მსვლელობისას პირველად 73 წუთის შემდეგ, ედემსონისჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მალევე, ბაბუნაშვილის ლელოთი უპასუხეს, რომელიც თვითონვე გარდასახა.

 

რისითერმა კვლავ იმარჯვა და ლელო დაამიწა, ედემსონმა გარდასახა და ინგლისელები 22-20 დაწინარდნენ მატჩის დასრულებმადე რამოდენიმე წუთით ადრე. ამით ქართველების წინააღმდეგობა არ გატეხილა და მალევე, რაქში არასწორი თამაშის გამო დანიშნული ჯარიმა ბაბუნაშვილმა ზუსტად შეასრულა, რითაც მასპინძლებს ხელიდან გამოსტაცა გამარჯვება.

 

‘ეს იყო რაგბის გამარჯვება’ – ნამატჩევს განაცხადა იგნლისელთა მწვრთნელმა, ბობ ჰუდმა. მისი აზრით, ეს ტურნე მთლიანობაში ორივე გუნდის მოთამაშეებისათვის ძალზედ სასარგებლო იყო და ასეთი დონის მატჩების შემდეგ, ინგლისელი მოთამაშეები თავიანთ კლუბებს უკეთეს მორაგბეებად დაუბრუნდებიან. მან ასევე დასძინა:

 

„მინდა განვაცხადო, რომ ქართველებმა ნამდევილად დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ პირველ ნახევარში ვერ მოვახერხეთ შესაბამისი ზეწოლის განხორციელება, რამაც მატჩის ბედზე იმოქმედა. მე ქუდს ვიხდი ქართველი მორაგბეების წინაშე, რადგან მათ რამოდენიმე დღეში შესძლეს თამაშის შემოტრიალება! არც ჩვენ ვითამაშეთ ცუდად, უბრალოდ მონახაზის ზედმიწევნით შესრულება ვერ შევძელით.

 

„დღეს ქართველმა მორაგბეებმა კარგ გამარჯვებას მიაღწიეს. საერთო ჯამში ოთხი ურთიერთ შეხვედრიდან მათ პირველი მოიგეს და სახლში დამსახურებული სიხარულით გაემგზავრებიან. ისინი მატჩის ბოლო წუთამდე თავდაჯერებულად თამაშობდნენ, თუმცა ჩვენც მოვახერხეთ რამოდენიმე ეპიზოდის შექმნა.

 

„ორივე გუნდის მორაგბეებმა თამაშის სხვა და სხვა სტილი ნახეს და რაც მთავარია, ისინი დაუმეგობრდნენ ერთმანეთს.“

Rugby.Ge