იენს ლემანი და მანუელ ალმუნია ლონდონის “არსენალში” 2008-2010 წლებში გამოდიოდნენ.
ალმუნიამ ჟურნალისტებთან გერმანელ მეკარესთან ერთად ლონდონურ კლუბში გატარებული დრო გაიხსენა.
“როცა დრო გადის, შენ წარსულს იხსენებ და ყველაფერი სასიამოვნოდ გახსოვს. მინდა, ვთქვა, რომ, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, იმ ბრძოლისა, რომელიც მე და ლემანს ძირითადი შემადგენლობისთვის გვქონდა, მასთან ერთად მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. იღბლიანი ვიყავი, რომ იენსთან ერთად დროს ვატარებდი.”
“ვისწავლე, როგორ უნდა მოიქცე მოედანზე, როგორ უნდა მოეპყრო ფეხბურთელებს., როგორ უნდა გამოიყურებოდე უფრო ძლიერი. ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ ესაა,” – ახადებს ალმუნია.