მესუთ იოზილი: “ამასთან შეგუება მიწევს”

მესუთ იოზილმა მის ამჟამინდელ კარიერაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა, გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილია.

“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი სამუშაოს შესრულებისას ასი პროცენტით ვიხარჯები ხოლმე. ვცდილობ, მოედანზე ყველაფერი დავტოვო. ჩემთვის ფეხბურთში მთავარი ეს არის. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი საქმით დიდი სიამოვნებას ვიღებ. რა მოხდება მომავალში, ამას მალე ვიხილავთ.”

“ყველაზე კარგად, მოედანზე ჩემი თავის შესაძლებლობები მე ვიცი. ყველა ხვდება, რომ საყვარელი პოზიცია გამთამაშებლის ადგილია. თუმცა, ბოლო ხანებში მწვრთნელი მარჯვენა ფლანგზე მათამაშებს. ამასთან შეგუება მიწევს და ვცდილობ, სწორედ აქ გამოვავლინო დადებითი თვისებები,” – აცხადებს იოზილი.

პეპ გვარდიოლა: “როცა აგუერო ამ რეკორდს დაამხობს, მან ვახშამზე უნდა დაგვპატიჟოს”

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ბარნლის” დაუპირისპირდა და 3:0 სძლია. 30-ე წუთზე გოლი გაიტანა კუნ აგუერომ, რომელიც მისთვის “მან. სიტის” მაიუსრით ყველა ტურნირზე გატანილ გოლებში 177-ე აღმოჩნდა. ამ შედეგით იგი გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, ერიკ ბრუკს.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ესაუბრა. კატალონიელმა არგენტინელი შემტევის მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება.

“კუნს სამი კვირა გაუცდა და ახლა ფორმაში ჩასადგომად სათამაშო წუთები ესჭიროებოდა. მან ეს მიიღო და შედეგიანადაც გამოიყენა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეკორდს გაუტოლდა. ხოლო, მას მომავალში აუცილებლდა დაამხობს. როცა ამას გააკეთებს, ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა კლუბის ყველა დროის ბომბარდირი ხდები. ბედნიერები ვართ, რომ ამ მომენტს შევესწრებით. მან რაღაცით უნდა აღნიშნოს ეს ფაქტი. შესაძლოა, ვახშამზეც დაგვპატიჟოს. კიდევ ერთი გოლი… ეს შესაძლოა, მალე ან გვიან მოხდეს,” – აცხადებს გვარდიოლა. 

“ტოტენჰემი” – “ლივერპული”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

22 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” “უემბლიზე” მერსესაიდის “ლივერპულს” მიიღებს.

Goal.Com-ი აღნიშნული გუნდების სიმბოლურ შერეულ შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, დევისი, ვერტონგენი, სანჩესი, გომესი, კოუნტინიო, ვინკსი, სისოკო, სალაჰი, კეინი, ერიკსენი.

 

აზარი: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების ძალა შეგვწევს”

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში შარშანდელი სეზონივით, ვეღარ ბრწყინავს. “ლურჯებს” ამჟამად 13 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას სჯერდებიან.

გუნდის ერთ-ერთა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში ყოველ კვირაში მატჩების ჩატარება უფრო ადვილი იყო. მაშინ ჩვენი ფიზიკური კონდიციები შეადერბით მაღალ დონეზე იდგა. ახლა სიტუაცია შეცივალა. თუმცა, საჭიროა ამ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მალე ვადაპტირდეთ. იმავე საფეხურზე ვდგავართ. უბრალოდ, კიდევ უფრო დიდი მონდომებაა საჭირო. განსხვავება ამ და გასულ სეზონებს შორის ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერები არიან.”

“ვიცით, რომ პრემიერ ლიგა გრძელი ჩემპიონატია. მზად ვართ და ვიცით, წინ რთული ბრძოლა გველის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

ანტონიო კონტე: “პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” რომის “რომა” მიიღო და უხვგოლიანი ფრე, 3-3 დააფიქსირა.

დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებს “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“გულახდილად  ვიტყვი, შეხვედრის დიდი ნაწილი ცუდად ვითამაშეთ, რაზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ. მინდოდა, დამეცვა ჩემი გუნდი. პირველ რიგში, ამის გაეკეთება მსურდა იმით, რომ წინ ავწეულიყავით, ცენტრალური მცველები მაღლა, ცენტრში ასულიყვნენ და მეტოქეზე მთელი გუნდით შეგვეტია. თუმცა, ჩვენ თეორიული ცოდნა ვერ გამოვიყენეთ, დამახასიათებელ სტილში ვერ ვითამაშეთ.”

“ვფიქრობ, შედეგი სამართლიანი იყო. პირველი ტაიმში 2-0-ს ვიგებდით, თუმცა შემდეგ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა მწვრთნელი ხარ, შენ უნდა მოძებნო პრობლემის გადაჭრის გზა. შესაძლოა, ეს სწორი, ან მცდარი იყოს, თუმცა რთულ სიტუაციაში სწორედ შენ იცი ყველაზე კარგად, რა სჭირდება გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ვაქებ ჩემს ფეხბურთელებს: მათ თავი არ დაზოგეს და ბოლომდე ეცადნენ წარმატების მიღწევას,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი: “რაც დავიმსახურეთ, ყველაფერი მივიღეთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მარიბორის” წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა და მეტოქეს ანგარიშით, 7-0 გადაუარა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ესაუბრა.

“თამაში აქტიურად დავიწყეთ. ეს სწორი ტემპი იყო. მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით. პირველი ტაიმი შვენივრად ჩავატარეთ და ეს ტემპი მეორე ნახევარშიც შევინარჩუნეთ. რაც დავიმსახურეთ, ყველაფერი მივიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითქმის ყველა ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. შესანიშნავად ვითამშეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ვიმედოვნებ, სასურველ მიზნებს მივაღწევთ,” – აცხადებს ინგლისელი.

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“ლივერპული”: მინოლე, გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი, სალაჰი, ფირმინო, კოუნტინიო.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, დარმიანი, ერერა, მატიჩი, იანგი, მხითარიანი, მარსიალი, ლუკაკუ.

მოურინიო: “ენფილდის” ატმოსფერო ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”

“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”

“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.

ვენგერი: “იანვარში შესაძლოა, სანჩესი და იოზილი გავყიდოთ”

ლონდონის “არსენალი” პრემიერ ლიგაში ამ სეზონშიც ვერ ამართლებს იმ მოლოდინს, რაც გულშემატკივრებს აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის გადაწყვეტილებაზე, დარჩნენ თუ არა კლუბში. მათ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურებათ.

“მეთოფეთა” მთავარმა მწვრნელმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ორი ლიდერის წასვლა-დარჩენის თემაზე ისაუბრა.

“ყველა შესაძლებელ ხერხს მოვსინჯავთ, რომ იოზილი და სანჩესი ჩვენთან დარჩნენ. როგორც დავასკვენი, ამ ეტაპზე მესუთს აქ თამაში სურს. თუმცა, არც ეს საქმეა მარტივად. იმედი მაქვს, ყველაფერი საპირისპიროდ შემობრუნდება და ფეხბურთელებს შევინარჩუნებთ. ჯერ რამის ზუსტად თქმა ძალიან რთულია. ნამდვილად არაა გამორიცხული, იანვარში ორივე ფეხბურთელი გავყიდოთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ფრანგი.

პიტერ კრაუჩს გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანენ

“სტოკ სიტის” თავდამსხმელი, პიტერ კრაუჩი 2018 წლის გინესის რეკორდების წიგნში შევა იმ ადამიანის სტატუსით, რომელსაც ყველაზე მეტი თავური გოლი აქვს ინგლისის პრემიერ ლიგაში გატანილი.

როგორც იცით, კრაუჩს არაერთ ინგლისურ კლუბში აქვს ნათამაშები (“ასტონ ვილა”, “საუთჰემპტონი,” “ლივერპული”, “პორსმუტი”, ტოტენჰემი და “სტოკი”), ამ დროის მანძილზე კი მან 51-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის თავური დარტყმით დალაშქვრა.

36 წლის პიტერ კრაუჩმა ალან შირერის რეკორდი (46 თავური გოლი) 2015 წლის მაისში დაამხო და მას შემდეგ ნელი ნაბიჯებით აუმჯობესებდა ამ ბრწყინვალე მიღწევას.

“დიდებული გრძნობაა! დიდებულია, როდესაც პრემიერ ლიგაში საკუთარი რეკორდი გაქვს, ამით ძალიან ვამაყობ,” – აცხადებს კრაუჩი, რომელსაც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში 436 მატჩი აქვს ჩატარებული.

ობამეიანგი: “პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი არასდროს გამჩენია”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მას არასდროს უფიქრია კარიერის ინგლისურ პრემიერ ლიგაში გაგრძელებაზე, მიუხედავად მანჩესტერული კლუბებიდან წამოსული ინტერესებისა.

“არასდროს მიფიქრია პრემიე ლიგაში გადასვლაზე, ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, ეს ჩემპიონატი არ მიზიდავს. რაც შეეხება ჩინურ სუპერ ლიგას, იყო ეს ვარიანტიც, მაგრამ ჩემის აზრით, იქ გადასვლა პროფესიონალიზმის კუთხით მცდარი ნაბიჯი იქნებოდა.

ყველაფერთან ერთად, “ბორუსიაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ და იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებთ. “ბორუსია” ჩემი ოჯახია,” – აცხადებს 28 წლის ფეხბურთელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ობამეიანგმა უკვე შეძლო რვა გოლის გატანა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის შვიდ მატჩში და ბომბარდირთა დავასაც სწორედ ის ლიდერობს.

“ტოტენჰემმა” “ჰადერსფილდი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური ახლადგადმოსული “ჰადერსფილდისა” და ლონდონის “ტოტენჰემის” დაპირისპრიებამ გახსნა, რომელიც “დეზების” დამაჯერებელი გამარჯვებით, 0:3 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ლონდონელთა ლიდერმა, ჰარი კეინმა თამაშის მეცხრე წუთზე გახსნა, შვიდი წუთის შემდეგ კი დეივისმა მოახერხა თავის გამოჩენა. 23-ე წუთზე ინგლისელმა გოლეადორმა დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი სისოკომ, დამატებით დროში დააფიქსირა – 0:4.

შედეგად, “ტოტენჰემმა” მესამე ადგილზე გადაინაცვლა 14 ქულით, “ჰადერსფილდი” კი მეათე ადგილის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. მომდევნო ტურში პოჩეტინოს ბიჭები გასავარდნ ზონაში მყოფ “ბორნმუთს” მიიღებენ, “ჰადერსფილდი” კი “სუონსის” ეწვევა.