“ბარსას”, “იუვეს” და “ბაიერნის” რეკორდები, ვილაშ-ბოაშის გათავისუფლება და გასულ უქმეებზე მომხდარი სხვა საინტერესო ფაქტები.
1. ვილაშ-ბოაში გათავისუფლებულია
“ლივერპულთან” გამართული მატჩი პორტუგალიელი სპეციალისტისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გამანადგურებელი მარცხი შემდეგ (0:5), ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ვილაშ-ბოაშის გათავისუფლება გადაწვყიტა. როგორც “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება, კონტრაქთი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეა გაწყვეტილი. ამ მომენტისათვის, ლონდონელები მეშვიდე ადგილზე არიან და მათ აქტივში 27 ქულაა.
2. რეკორდსმენები
სამმა ევროპულმა გრანდმა გასულ უქმეებზე რეკორდი დაამყარა.
“ბარსელონამ” “ვილიარეალის” ძლევით პრიმერაში პირველი ადგილი შეინარჩუნა. კატალონიელები ჩემპიონტას 54 ტურის მანძილზე ლიდერობენ, რაც რეკორდულ შედეგ წარმოადგენს.
ტურინის “იუვენტუსმა” საშინაო შეხვედრაში “სასულოს” ძლევით იტალიის ახალი რეკორდი დაამყარა. ტურინელებმა ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგეს ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ საკუთარ კარში.
მიუნხენის “ბაიერნმა” “ჰამბურგს” სძლია (3:1). რაც იმას ნიშნავს, რომ “რეკორდმაისერმა” 16 ტურში 44 ქულას მოუყარა თავი, რაც აქამდე არნახული შედეგია ბუნდესლიგაში.
3. რონალდუმ მუზეუმი გახსნა
ცოტა გადავუხვიოთ წმინდა საფეხბურთო თემატიკას. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა რონალდუმ მადეირაზე საკუთარი მუზეუმი გახსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 2008 წლის “ოქროს ბურთი” და 28 წლის პორტუგალიელის 125 სხვა ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რონალდუს სპეციალური ოთახიც აქვს გამოყოფილი 2013 წლის “ოქროს ბურთისთვის”.
4. “ატლეტიკოს” მიღწევა
ესპანური პრიმერას კიდევ ერთი აღსანიშნავი მატჩი მადრიდში გამართული “ატლეტიკო” – “ვალენსია” იყო. მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს და “ბარსელონასთან” ერთად აგრძელებენ სატურნირო ცხრილში ლიდერობას. ატლეტიკომ 16 ტურში 43 ქულას მოუყარა თავი. საინტერსოა, რომ აქამდე ასეთი შედეგი “რეალისა” და “ბარსელონას” გარდა არცერთი სხვა გუნდს არ ჰქონია.
5. განადგურებული მეთოფეები
ინგლისურ პრემიერლიგაში აღნიშვნის ღირსია ლიდერის, “არსენალის” გამანადგურებელი მარცხი. მეთოფეები “მანჩესტერ სიტიმ” დაამწუხრა. პირველ ტაიმში სტუმრები ასე თუ ისე იბრძოდნენ, მაგრამ “სიტიმ” მეორე ნახევარში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება.