ბენზემამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ დაზიანებასთან დაკავშირებით სამედიცინო შემოწმება გაიარა, იუწყება „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებსაიტი. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთების ტრავმა აქვს.

ამჟამად ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ის „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვერაში თამაშს. “სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ირველი მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში ზინედინ ზიდანმა ბენზემას ნაცვლად მოედანზე ხესე გამოიყვანა.

ბენზემა ტრავმირებულია და უახლოეს მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა აქვს. ამის გამო ბენზემა ორ მარტს „ლევანტესთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს, რათა ტრავმა მოიშუშოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი შემდეგ კვირამდე ვერ გამოჯანმრთელდება, მკურნალობას 3-4 კვირის განმავლობაში გააგძელებს, შესაბამისად, „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფიონალის გნამეორებით შეხვედრასაც გამოტოვებს, იუწყება ესპანური „მარკა“.

„ატლეტიკოსთან“ პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ბოლო მატჩში ბენზემა პირველი 45 წუთის შემდეგ შეცვალეს.

საფრანგეთში გამოკითხულთა 70% ბენზემას ევრო-2016-ზე გამგზავრებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთში სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ჯამში 70% ევრო-2016-ზე ქარიმ ბენზემას მონაწილეობას ეწინააღმდეგება, იუწყება „L’Equipe“.

სოციოლოგებმა 18 წლამდე ასაკის 996 საფრანგეთს მოქალაქე გამოკითხეს. მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ფეხბურთის მოყვარული უწოდა, 60% ბენზემას ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონია.

რადა ამისა, 67%-ს ზოგადად საფრანგეთის ერონული ნაკრების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამავდროულად, მხოლოდ საფეხბურთი გულშემატკივართა შორის 54%-ს, პირიქით, დადებითი დამოკიდებულება გააჩნია.

„ვალენსიას“ ფანები ბენზემას გასაღიზიანებლად „ვალბუენას“ სკანდირებდნენ

„ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის გუშინდელი მატჩის დროს „ღამურების“ ფანები მადრიდელთა თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას გასაღიზიანებლად მატიუ ვალბუენას სახელს სკანდირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას სახელი ვალბუენას სექსუალურ სკანდალში ფიგურირებს. ამის გამო ქარიმი საფრანგეთის ნაკრებიდანაც მოკვეთეს.

„ვალენსიასთან“ ხსენებულ შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში სწორედ ბენზემამ გახსნა.

ბენიტესმა ბენზემას მხარი დაუჭირა

„ლიონის“ ნახევარმცველის მატიე ვალბუენას საქმის გამო საფრანგეთს ნაკრების მიღმა დარჩენილი ქარიმ ბენზემას სიტუაციის შესახებ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის მოთამაშეს სრული ხმარდაჭერა განუცხადა.

„აზრს გამოვთქვამ, რომელსაც „რეალში“ ყველა ეთანხმება: ქარიმს მხარს 100%-თ ვუჭერთ. ბენზემა ჩინებული ადამიანია, რომელიც გუნდის მიმართ სამაგალითოდ იქცევა. ეს ძლიერი ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია., იმედია, ქარიმი გოლების გატანას გააგრძელებს, რაც მას დაამშვიდებს და „რეალს“ სარგებელს მოუტანს. მე ეს საკითხი უფრო მაინტერესებს“, – ციტირებს ბენიტესს ფრანგული „Lefigaro“.

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთის თაობაზე

როგორც მოგახსენეთ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატიე ვალბუენას საქმეში მონაწილეობისთვის თავდამსხმელი ქარიმ ბენზნემა ნაკრებიდან მოკვეთა. ამას მადრიდის „რეალი“ გამოეხმურა, რომელმაც ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

„რეალი“ ამის გამო წუხს, თუმცა ქარიმ ბენზემასთან მიმართებაში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ამავდროულად მოთამაშეს მხარდაჭერას უცხადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალურად: ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ნახევარმცველ მატიე ვალბუენას მუქარის საქმეში მონაწილეობის გამო საფრანგეთის ნაკრებიდან ოფიციალურად მოკვეთეს, რის შესახებაც დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნოელ ლე გრეტმა სპეციალურ პრესკოფნერენციაზე განაცხადა.

„ქარიმ ბენზემა ნაკრებში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ეს პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდიე დეშამს შევატყობინე. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ის განაცხადში არც მარტში და არც ევრო-216-ზე იქნება“, – განაცხადა ლე გრეტმა.

ბენზემა და ბეილი პსჟ-სთან ვერ ითამაშებენ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში თავდამსხმელ ქარიმ ბენზემასა და ნახევარმცველ გარეთ ბეილის გამოყენებას ვერ შეძლებს, რის შესახებაც ესპანური „მარკა“ წერს.

ორივე ფეხბუთელს ტრავმა აქვს და პარიზულ კლუბთან მატჩის წინ ეს მოთამაშეები გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებენ. ბენზემა საფრანგეთისა და სომხეთის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა, უელსელმა კი „ლევანტესთან“ მარცხენა ფეხის კუნთების ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ პსჟ-ს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სამ ნოემბერს მიიღებს.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით იბრაჰიმოვიჩს გაუსწო (ვიდეო)

დონეცკის „შახტარის“ კარში გატანილი გოლი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელისთვის ქარიმ ბენზემასთვის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 43-ე გამოდგა.

სათქმელია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში გოლების ეს რაოდენობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც დაიკავა.

ამრიგად, ორი ეს მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეცხრე პოზიციას იკავებს.

იხილეთ ბენზემას გოლი:

ბენზემა მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თავის გუნდს მინიუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

როგორც გამოცემა „მარკა“ წერს, ფორვარდმა „მილანთან“ ამხანაგური მატჩის დროს თეძოს ტრავმა მიიღო.

ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო ტურში „რეალი“ გასვლაზე ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდება. მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება.

ვენგერმა ბენზემას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ბოლო დროს ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვით, მისი კლუბი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელით ქარიმ ბენზემათი ინტერესდება. ფრანგი სპეციალისტის თქმით, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. აქამდე პრესა ვარაუდობდა, რომ ლონდონელებმა „რეალს“ 40 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

„არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია, თუმცა მსგავსი არაფერი ხდება. არსებული შემადგენლობით კმაყოფილი უნდა ვიყო“, – განაცხადა ვენგერმა პრესკონფერენციაზე.

ბენზემა „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბემზემამ „იუვენტუსთან“ უეფას ჩემპოიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი იმ მოთამაშეებს შორის მოხვდა, რომლებიც კარლო ანჩელოტიმ ტურინში არ წაიყვანა.

„იუვესთან“ გასვლით შეხვედრისთვის „ბლანკოსის“ სრული განაცხადი ასე გამოიყურება: კასილიასი, ნავასი, პაჩეკო, ვარანი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, კარვახალი, არბელოა, მარსელო, ნაჩო, კროოსი, ხამესი, ბეილი, ლუკასი, ისკო, ილიარამენდი, რონალდუ, ხესე და ჩიჩარიტო.