ლესკოტი ქეცბაიას აეკ-ში ითამაშებს

თემურ ქეცბაიას აეკ-მა ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ჯოლეონ ლესკოტი დაიმატა. 34 წლის ფეხბურთელმა ათენურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლესკოტი აეკ-ში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს, ამ დროის მანძილზე კი 800 000 ევროს და დამატებით, ბონუსებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლესკოტი სხვადასხვა დროს “ვულვზის”, “ევრტონის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩის” ღირსებას იცავდა. ბოლოს, ის “ასტონ ვილაში” ირიცხებოდა, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიპში დაქვეითდა. ასევე, ტანმაღალ მცველი 2007-2013 წლებში ინგლისის ნაკრებშიც იძახებდნენ.

1

2

3

როგორი გოლი გაუტანა “სპარტას” ფეხბურთელმა “აპოელს” (ვიდეო)

10 დეკემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, თემურ ქეცბაიას “აპოელმა” საკუთარ მოედანზე პრაღის “სპარტა” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის 63-ე წუთზე, სტუმართა ფეხბურთელმა ჯულისმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა.

თემურ ქეცბაია “აპოელის” მთავარი მწვრთნელი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ამიერიდან კვიპროსულ “აპოელს” გაწვრთნის. 47 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, “აპოელი” ყაზახურ “ასტანასთან” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ამის შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანებლობამ პორტუგალიელი სპეციალისტი დომინგუშ პასიენსია დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების გარდა, ქეცბაიას კვიპროსულ “ანორთოსისსა” და ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” უმუშავია.

10 საუკეთესო გოლის აღნიშვნა ინგლისის პრემიერ ლიგაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ათი საუკეთესო გოლის აღნიშვნა დაასახელა.

10. უეინ რუნი

9. მარიო ბალოტელი

8. ემანუელ ებუე

7. რობერტო დი მატეო

6. ჯიმი ბულარდი

5. ერიკ კანტონა

4. რობი ფაულერი

3. ემანუელ ადებაიორი

2. თემურ ქეცბაია

1. იურგენ კლინსმანი

თემურ ქეცბაია ინგა გრიგოლიას: “ვიცი, რომ ჩვენი თამაშები არ გაინტერესებდათ”

ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიამ თემურ ქეცბაიას კითხვა სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით დაუსვა.

ფეხბურთელმა, რომელიც მოედანს არ ტოვებდა, თემურ ქეცბაიას მიბაძა (ვიდეო)

18 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატში, “ჩაჰლეულმა” საკუთარ მოედანზე “სტიაუა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის 92-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელს, მილოშ მარკოვიჩს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც მას მოედანი უნდა დაეტოვებინა. თუმცა, მარკოვიჩი მინდორზე დარჩა და ისე იქცეოდა, თითქოს წითელი ბარათი არც მიეღოს.

საბოლოოდ, მან მოედანი მაინც დატოვა, ხოლო წითელი ბარათის მიღების გამო გაბრაზებულმა ჯავრი სარეკლამო ბანერებზე, თემურ ქეცბაიას სტილში იყარა.

“ნიუკასლ” ფრანკ დე ბური ჩაიბარებს?

“აიაქსის” მთვარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური, შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად ინგლისში გაემგზავროს.

ჰოლანდიელი სპეციალისტის სამსახურით “ნიუკასლია” დაინტერესებული, თუმცა დე ბურს “აიაქსის” მიტოვება შუა სეზონში არ სურს და ინგლისელთა წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ისინი სეზონის დამთავრებამდე მოიცდიან. გავრცელებული ინფორმაციით “ნიუკასლში” ამ ვარიანტს განიხილავენ და დროებით მწვრთნელად ჯონ კარვერს მოიაზრებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ პრესაში “ნიუკასლის” მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად თემურ ქეცბაიაც სახელდებოდა.

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” მწვრთნელობა სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია მზადაა “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალან პარდიუმ “ნიუკასლი” დატოვა და “კრისტალ პალასს” მიაშურა. როგორც ცნობილია, ნიუკასლელთა მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ქეცბაიაცაა.

“ნიუკასლში” მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები. რა თქმა უნდა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობით მეც ვარ დაინტერესებული. ბევრი არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ კლუბს უარს ეტყვის. მე ყოველთვის მზად ვარ, “ნიუკასლის” ხელმძღვანებლობას ვესაუბრო.

ხშირად მითქვამს, რომ ინგლისში მუშაობა მსურს და ვფიქრობ, ეს კარგადაც გამომივა. კლუბში არაერთი წელი ვიმუშავე, სადაც ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოვახერხე. ასევე, ეროვნულ ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ვწვრთნიდი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს”, – უთხრა ქეცბაიამ Sunday Sun-ს.

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” შემადგენლობაში რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული და შეიძლება, ითქვას, მას ამ გუნდის გულშემატკივრები არაერთხელ გაუხარებია.

“ნიუკასლი” დიდი კლუბია, რომელსაც გასაოცარი გულშემატკივრები ჰყავს. ეს კლუბი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. “ნიუკასლის” მაისურით ოთხი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე. სურვილი მაქვს, აქ ისევ დავბრუნდე. ამ კლუბს თასების მოგება და ევროტურნირებზე კარგად თამაში შეუძლია”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

ქართველი, რომელიც თემურ ქეცბაიას პაროდიას აკეთებს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აკეთებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას პაროდიას ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი.

ცვლილებები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში “დინამო” თბილისის წევრმა ირაკლი ძარიამ ტრავმა მიიღო და პოლონეთთან მატჩისთვის შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა. მას ბერძნული “ოფის” წევრი გიორგი მერებაშვილი შეცვლის. გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება საჩხერის “ჩიხურას” მეკარე მაქსიმე ქვილითაია. “ოთელოსის” წევრი როინ კვასხვაძე მამის გარდაცვალების გამო სავარჯიშო პროცესის გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უთანაგრძნობს სპორტსმენს და მის ოჯახს.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი
(„ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

GFF.GE

გიორგი მერებაშვილი: “ამოვიდა ყელში უკვე”

ბერძნული “ოფის” ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 28 წლის ფეხბურთელი წერს, რომ მას ნაკრებში შანსი არასოდეს მისცემია.

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ მომდევნო მატჩისთვის გამოიძახა. ნაკრებში გამოძახებულებს შორის ვერ მოხვდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

“ერთ რამეს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, რომ ზედმეტი კითხვებისგან აღარ შემაწუხოთ. ნებისმიერ ადამიანს სადაც უნდა იქ დავუჯდები და დაველაპარაკები. ნაკრებში შანსი არასოდეს მომცემია და ყველგან დავწერ, ამოვიდა უკვე ყელში. თქვენ თუ შანსს ბოლო 15-25 წუთს ეძახით და ისიც იმ ადგილას თამაშს, სადაც ყველაზე ცუდად გამომდის, ესეიგი შანსი მართლაც ვერ გამომიყენებია”, – წერს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის 9 თებერვალს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა. თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.

cats

დაბრუნება დანდიში

 თორმეტი წლის შემდეგ პირველად, თემურ ქეცბაია საფეხბურთო კლუბ “დანდის” სტადიონზე დაბრუნდა. ამჯერად, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თემურ ქეცბაიას კარიერაში ერთადერთი შოტლანდიური კლუბიდან სპეციალური წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო. საგანგებო წერილში სამი ქართული გვარი იყო ნახსენები; სწორედ ის მოთამაშეები, რომლებსაც “დანდის” მაისურით უთამაშიათ. მათ შორის გიორგი ნემსაძე, ზურა ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია. კლუბის ხელმძღვანელობა დროულად იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში მატჩამდე ხუთი დღით ადრე ჩადიოდა და მეორე ოფიციალური მატჩისთვის გლაზგოში მოემზადებოდა. პარალელურად, შოტლანდიურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სპეციალური სტუმრის სტატუსით მისი ყოფილი კლუბის სტადიონზე მიიწვია. ვიზიტი ქალაქ დანდიში 8 ოქტომბერს შედგა და მხოლოდ  ორ საათს გაგრძელდა. თემურ ქეცბაიას დანდიში სტუმრობას მედიის მხირდან დიდი ინტერესი ახლდა. გლაზგოდან დანდის მიმართულებით გამგზავრებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიურ ტელევიზიებთან  ისაუბრა. მთავარი კითხვის შინაარსი კი, მარტივი იყო –  რა ემოციით ბრუნდებოდა 12 წლის შემდეგ თემურ ქეცბაია მისი ყოფილი კლუბის სტადიონზე საპატიო სტუმრის სტატუსით. გლაზგოდან დანდიმდე ჩასვლას ავტომობილით დაახლოებით 90 წუთი სჭირდება. ერთი საფეხბურთო მატჩის დროის ამოწურვის შემდეგ, ჩვენი ავტომობილით დანდის სტადიონს მივადექით. სტადიონის ოფისში  კლუბის ამჟამინდელი კომერციული დირექტორი სტივ მარტინი შეგვიძღვა. სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, მთელმა შემადგენლობამ “დანდის” სათამაშო მოედანზე გადაინაცვლა. ღონისძიების ფოტორეპორტიორად სწორედ ის ადამიანი მუშაობდა,რომელმაც 2001 წელს თემურ ქეცბაიას “დანდიში” გადასვლის და ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია გადაიღო. შოტლანდიელი ფოტორეპორტიორისგან ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამახსოვრო ფოტო მიიღო საჩუქრად. კლუბის ხელმძღვანელთან ერთად კი, “დანდის” ახალი მაისურით ფოტოსესია შედგა. თემურ ქეცბაია მის ყოფილ კლუბში სპეციალური საჩუქრით ჩავიდა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა “დანდის” მუზეუმს სიმბოურად საქართველოს ნაკრების ექვსნომრიანი მაისურა უსახსოვრა. თემურ ქეცბაია  2001/2002 წლების სეზონში შოტლანდიის პრემიერლიგაში ექვსნომრიანი მაისურით თამაშობდა.
“დანდის” ლეგენდების სპეციალურ მისაღებ ოთახში გამართული ლანჩის შემდეგ, შოტლანდიურმა კლუბმა 46 წლის ქართველ სპეციალისტს სპეციალური სასმისი უსახსოვრა, სადაც თემურ ქეცბაიას სახელი და მისი შოტლანდიაში გატარებული თარიღებია აღბეჭდილი. ქალაქ დანდიში ვიზიტის ბოლოს შკჱნეჭშ-მა  თითქმის ნახევარსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც შოტლანდია-საქართველოს მატჩის დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს ბოლო ნაწილი ქალაქ დანდის ზღვის დონიდან უმაღლეს ადგილზე შედგა, სადაც პატარა შოტლანდიური ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობა აღიქმება.
თემურ ქეცბაია – “ამ სტადიონზე 12 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი და მიხარია, რომ აქ ჯერ კიდევ ახსოვთ ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც “დანდიში” თამაშობდნენ. ამ შოტლანდიურ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გავატარე, მაგრამ დღესაც კარგად მახსენდება აქ გატარებული პერიოდი. შოტლანდია, ინგლისი ეს იშვიათი ქვეყნებია სადაც ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. ძალიან დიდი მადლობა “დანდის” ხელმძღვანელობას ამ ღონისძიებისთვის და მოწვევისთვის”.
სტივ მარტინი – “დანდის” კომერციული დირექტორი:
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დანდის დღეს თემურ ქეცბაია ესტუმრა. მან ჩვენი კლუბისთვის ბოლოს 2002 წელს ითამაშა, მაგრამ მისი თამაში დღესაც ყველას კარგად ახსოვს. ის კარგი ფეხბურთელი იყო. დღეს სიმბოლური საჩუქარი გადავეცით, როგორც გამორჩეულ ფეხბურთელს, რომელიც მას ჯერ კიდევ 12 წლის წინ ეკუთვნოდა”.
სფფ-ის პრესსამსახური
ოთარ გიორგაძე, შოტლანდია