მგზავრები-არმიამ სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა

სუპერლიგის მე-5 ადგილის მფლობელი „მგზავრები-არმია“ გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 92:90 დაამარცხა და ჩემპიონატში საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა. შარშანდელი ფინალისტი და ვერცხლის პრიზიორი „ქუთაისი“ კი მე-6 ადგილს დასჯერდა.

ბერიშვილის გუნდმა გმირული გამარჯვება მოიპოვა, რადგან თამაშის მსვლელობისას არმიელები 22 ქულით ჩამორჩებოდნენ. ქუთაისელთა ყველაზე დიდი ლიდერობა მეორე მეოთხედის მე-4 წუთისთვის დაფიქსირდა, როცა მასპინძლები 46:24 იგებდნენ.

მესამე მეოთხედის მეორე წუთზე კი კვლავ ქუთაისელებს ჰქონდათ სოლიდური ლიდერობა – 64:44, რის შემდეგაც სტუმართა ჯერიც დადგა. „მგზავრები-არმიამ“ მესამე პერიოდი 22:18 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს 8 ქულიანი დეფიციტით შეხვდა. არმიელები გუნდურად თამაშობდნენ, რაც გახდა კიდეც თამაშის შემობრუნების მიზეზი.

ქუთაისელებს აკლდათ სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, ასევე, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი, რის გამოც 4 მოთამაშეს – ანატოლი ბოისას, დავით ბარბაქაძეს, ვახტანგ ქადარიას და ლევან გრძელიძეს შეუცვლელად მოუწიათ თამაში. ეს დაეტყო ქუთაისელთა თამაშის ხარისხს, მასპინძლები გადაიღალნენ და გადამწყვეტ მეოთხედში „მგზავრები-არმიამ“ მატჩის მოგება მოახერხა.

საბოლოოდ, არმიელებმა 92:90 იმარჯვეს და როგორც თავში ვთქვით, სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულეს. თბილისურ გუნდში ექვსმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა დავით იოსელიანის ანგარიშზეა. 15-15 ქულა მიითვალეს რევაზ ათანელიშვილმა და კახა ჯინჭარაძემ, 13-13 ტატო ჩაჩიბაიამ და დავით მაისურაძემ. “ქუთაისში“ 29 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ბარბაქაძე, ხოლო ვახტანგ ქადარიამ თავი 20 ქულას და 23 მოხსნას მოუყარა.

7-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, სტარტს 22 მაისს, ფინალურ სერიასთან ერთად აიღებს.

ქუთაისმა სოხუმს ოვერტაიმში სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ, გადამწყვეტ მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა „ქუთაისსა“ და „სოხუმს“ შორის. ეს გუნდები მეოთხედფინალური სეიიდან გავარდნენ და ბრძოლას სუპერლიგის 5-8 ადგილებისთვის აგრძელებდნენ.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის ბოლო 2 გუნდილიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „ა“ ლიგის 2 საუკეთესო გუნდთან სერიებს გამართავენ. შესაბამისად – 5 და 6 ადგილებზე გასულ გუნდებს გადასასვლელ სერიებში მონაწილეობა არ მოუწევთ და სუპერლიგაში ადგილს პირდაპირ შეინარჩუნებენ.

სწორედ 5-6 ადგილებისთვის მატჩში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ „სოხუმი“ და „ქუთაისი“. სრია 2 გამარჯვებამდე იყო და გუნდებმა აქამდე თითო მოგება გაცვალეს. მე-3, გადამწყვეტ მატჩში დიდი პაექრობა გაიმართა. შეხვედრის გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ექსტრახუთწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და სერიაში გაიმარჯვეს. ქუთაისელებს 29 ქულით ზაურ ფაშაევმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 26 ქულა დააგროვა სლოვენიელმა მირზა სარალიამ, რომელმაც წინა 2 შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. 13 ქულა და 16 მოხსნა ჰქონდა ანატოლი ბოისას. სოხუმელთაგან 21 ქულითა და 10 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა პეილეი პელემ, ხოლო ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.

„ქუთაისი“ მე-5 ადგილისთვის მატჩში „მგზავრები-არმიას“ შეხვდება, რომელმაც „ოლიმპს“ სერია 2:0 მოუგო. მე-7 ადგილისთვის მატჩში კი „ოლიმპი“ და „სოხუმი“ ითამაშებენ.

რუსთავი ნახევარფინალში გავიდა

2015-05-08 „დინამოს“ შემდეგ მეორე გუნდი, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა „რუსთავია“. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო მებრძოლ „ოლიმპს“ და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რუსთაველებმა სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და მისი მოგება როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს შეეძლო. სპორტკოპლექს „არენაში“ გამართულ მატჩში რუსთაველებმა იმარჯვეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოლიმპელები თამაშის განმავლობაში ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გაცილებით გამოცდილმა რუსთაველებმა იმარჯვეს და სერიის მშრალი ანგარიშით – 3:0 მოგებით ნახევარფინალში გავიდნენ. ნახევარფინალში რუსთაველების მეტოქე ცნობილია. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი ქვემოქართლელები ნახევარფინალში „დინამოს“ შეხვდებიან.

მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართა ბათუმშიც, სადაც სათამაშოდ ქუთაისი ჩავიდა და დრამატულ ორთაბრძოლაში იმარჯვა. შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე „ქუთაისი“ 5 ქულით ამარცხებდა ზღვისპირულ გუნდ, თუმცა დარჩენილ დროში თითქმის შეუძლებელი შეძლეს ბათუმელებმა და საბოლოოდ 76:73 იმარჯვეს.

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობისაა

ქუთაისის საკრებულომ გადაწყვეტილებით ქალაქსი ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა გააკეთა.

“გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს არის ძალიან საამაყო გადაწყვეტილება, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ”, – განაცხადა 30 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დვალმა.

რამაზ შენგელია 1973-76 წლებში ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში კლუბის მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. გამორჩეული იყო იყო თბილისის “დინამოში”, სადაც 283 მატჩში 120 გოლის გატანა შეძლო.

მხეიძე: „ეს შეცდომის დაშვების სამაგალითო მომენტია“

„ქუთაისის“ მწვრთნელმა მედეა მხეიძემ „შსს არმიასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა.

„ბოლო ტური ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. თამაშს მოწყურებულებისთვის შეხვედრა საინტერესო გამოდგა. გვეგონა, ფსიქოლოგიურად უფრო დაძაბული თამაში იქნებოდა. ჯამში, მატჩით ვისიამოვნე, რადგან ბევრი მომენტი შეიქმნა, გუნდებმა კარგი და სწორი კალათბურთი ითამაშეს.

რაც შეეხება შეხვედრის ფინალს, ესაა სამაგალითო მომენტი იმისა, თუ როგორ დაუშვა შეცდომა და წააგო შეხვედრა. დღევანდელი კალათბურთი ისეთი სწრაფია, რომ ბრძოლა ბოლო წამამდეა საჭირო.

„არმიას“ გამაჯვებას ვულოცავ და პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მთლიანი სეზონი ისეთი იყო, რომ ყველა გუნდს შორის გამოკვეთილი ლიდერის გამოყოფა რთულია“.

ტუღუში: „პლეიოფში ყველა მატჩი რთულია“

„შსს არმია“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის წარმომადგენლებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს. წარმოგიდგენთ „აშშ არმიის“ მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის კომენტარს.

„დღევანდელი მატჩი ძალიან რთული გამოდგა. ორივე გუნდი პლეიოფისთვის ემზადება და საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენებას ვცდილობდით. „ქუთაისი“ ძლიერი მეტოქეა, მიმდინარე სეზონში მას პირველად მოვუგეთ.

პლეიოფის არც ერთი ეტაპი ადვილი არაა. თანაც, არის შანსი, კვლავ ნახევარფინალში შევხვდეთ.

დღევანდელი მატჩის მნიშვნელობაზე მსაჯების განხილვაც მეტყველებს, იმ ქულასაც დიდი მნიშვნლობა ჰქონდა. მოსაგებად ორი ქულა გვჭირდებოდა.

„ქუთაისს“ პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, გუნდი ამ ეტაპს ჯანმრთელი შეხვდება“, – განაცხადა ტუღუშმა.

„შსს აკადემიამ“ „ქუთაისს“ ბოლო წამზე მოუგო

დღეს საქართველოს სუპერლიგის რეგუალრული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ყველაზე საინტერესო „შსს აკადემიისა“ და „ქუთაისს“ შორის გაიმართა. იმერული კლუბი გამარჯვების შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩნებდა.

შეხვედრა „შსს აკადემიას“ უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მეორეწ წუთისთვის ქუთაისელებს წუთშესვენების აღება მოუწიათ – ამ პერიოდისთვის ისინი 8:2-ს აგებდნენ.

პირველი ემოთხედის დარჩენილ დროში მასპინძლებმა სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს და მეორე ათწუთიანი პერიოდისთვის ანაგრიშთ 20:12 იგებდნენ. მეორე მეოთხედში სტუმრებმა სხვაობა ექვსამდე შეამცირეს. დიდი შესვენების წინ შშს-ელები ანგარიშთ 37:31 იგებდნენ. პირველი ნახევრვის ბოლოს გიორგი შარაბიძისა და აბდულა ნ დოიეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

მიმდინარე სეზონში ქუთაისელებს მეორე ნახევრიდან თამაში რამდენიმეჯერ გაუუმჯობესებიათ, რაც დღესა მოხდა. მესამე მეოთხედში მათ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, გადამწყვეტ ბოლო მეოთხედში კი წინ 5 ქულითაც იყვნენ და თითქოს შეხვედრა მათი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში – 68:68 იყო – ქუთაისელებმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენეს, კონტრშეტევაში წასული თბილისელების შეტევის ბოლოს კი იმერელთა ფართან ერეულობითმიხეილ ბერიშვილმა ისარგებლა და ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა. რამდენიმეწამიანი დისკუსიის შემდეგ მსაჯებმა ამ ბურთის ჩათვლა გადაწყვიტეს და, შესაბამისად, გამარჯვება კოტე ტუღუშის გუნდმა აღნიშნა.

გამარჯვებულთა მხრიდან 20 ქულით, 4 მოხსნითა და 6 პასით გიორგი ცინცაძე გამოირჩა, ხოლო „ქუთაისის“ რიგებიდან“ 18 ქულითა და 6 პასით საუკეთესო ზაურ ფაშაევი იყო. გამორჩეული სტუმართა მხრიდან აბდულა ნ დოიეც იყო, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ჯამში 14 მოხსნა მიითვალა.

„შსს აკადემია“ – „ქუთაისი“ 70:68 (20:12, 17:19, 14:17, 19:20)

„შსს აკადემია“: ცინცაძე (20 ქ. 4 მ. 6 პ.), შარაბიძე (15 ქ. 10 მ.), მეტრეველი (14 ქ. 8 მ.), ლომოური (8 ქ. 9 მ.), როგავა (6 ქ. 5 მ. 2 პ.), ბერიშვილი (4 ქ. 3 მ. 1 ა.)
„ქუთაისი“: ფაშაევი (18 ქ. 11 მ. 6 პ.), ნ დოიე (14 ქ. 14 მ. 1 პ.), სარალია (12 ქ. 6 პ.), ლომინაშვილი (8 ქ. 1 მ. 1 პ.), დავით ბარბაქაძე (7 ქ. 2 პ. 2 მ.), გრძელიძე (5 ქ. 3 ნ, 2 პ.), გიორგი ბარბაქაძე (3 ქ. 2 მ. 2 პ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 98:69

„სოხუმი“ – „დინამო“ 74:113

მედეა მხეიძე: „დიდი მადლობა კრიტიკისთვის“

„ქუთაისის“ მწვრთნელმა მედეა მხეიძემ „დინამოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„დინამოს“ მსურს მადლობა გადავუხარო, რადგან სამივე მატჩი ძალიან დაძაბული და კარგი იყო, იმ მხვრივ, რომ ძლიერი გუნდების თამაშისას კალათბურთელთა და მწვრთნელთა შესაძლებლობებში ვრწმუნდებით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ორი წაგების შემდეგ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდით. ვერ ვიტყვით, რომ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი შეცდომა დავუშვით. ფაქტობრივად, „დინამოს“ უპირატესობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაღალი მოთამაშეები გვყავს. ფარზე ბურთის მოხსნა და სწრაფი შეტევები – ის კომპონენტებია, რომელთა დახმარებითაც მოვიგეთ.

ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს კლუბში და მის გარშემოა. საინტერესო იყო, „დინამოსთან“ ორი წაგების შემდეგ როგორ ვითამაშებდით.  ასევე დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ეს გუნდის ხვალინდელი დღეზეც აისახება “, – განაცხადა მხეიძემ.

ხოშტარია: „ეს მარცხი ტრაგედია არ არის“

„დინამო“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა სპორტკომპლექს „არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში განვლილი შეხვედრა შეაფასა.

წარმოგიდგენთ თბილისელთა თავკაცის ირაკლი ხოშტარიას კომენტარს.

„ორი კვირის განმავლობაში „ქუთაისთან“ სამი მატჩი ვითამაშეთ. თასზე ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ ვამბობდი, რომ ეს ძლიერი გუნდია, რომელთანაც ადვილი თამაში ვერ გამოვა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ რთული მატჩი გვექნება. რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, თუმცა მეტოქეს კარგ თამაშს ვერ დავუკარგავ. ეს მარცხი ტრაგედია არ არის, რეგულარულში მხოლოდ მეორედ დავმარცხდით. ხვალიდან შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა „დინამოს“ დამრიგებელმა.

„ქუთაისმა“ „დინამოს“ მოუგო

საქართველოს სუპერლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის „დინამოსა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირებით დაიწყო. პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების თამაში ამჯერადაც საინტერესო უდნა ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას თბილისელებმა ქუთაისელებს თასზე აჯობეს და შემდგომ ეტაპზეც გავიდნენ.

პირველ მეოთხედში იმერელმა მოთამაშეებმა თბილისელებს ორი ქულით – 17:19 აჯობეს. თითქოს მეორე მეოთხედში ხოშტარიას გუნდმა თამაში გამოასწორა, რაც ტაბლოზეც აისახა – „დინამოელებმა“ მეორე ათი წუთი 23:16 მოიგეს და დიდი შესვენების წინ მათ სასარგებლოდ 40:35 დაფიქსირდა.

თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ სტუმრებმა მოუმატეს და მესამე მეოთხედი მეტოქეს 9 ქულით აჯობეს, რამაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. ბოლო მეოთხედის წინ ქუთაისელები ანგარიშით 56:52 იგებდნენ. ხოშტარიას გუნდს ბოლო ათ წუთში თითქოს შანსი გაუჩნდა – მეტიც, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე „დინამო“ ერთი ქულით დაწინაურდა, თუმცა გამოუყენებელმა საჯარიმო სროლებმა თავისი გავლენა იქონიეს. 72:75 და „ქუთაისმა“ თასზე მარცხისთვის რევანში აიღო.

საუკეთესო იმერელთა რიგებში 16 ქულით ზაურ ფაშაევი აღმოჩნდა. „დინამოელთა“ მხრიდან გარიკ შერმანი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 19 ქულა შეადგინა.

„დინამო“ – „ქუთაისი“ 72:75 (17:19, 23:16, 12:21, 20:19)

„დინამო“: შერმანი (19 ქ. 10 მ. 1 პ. 1 ჩ.), ლონდარიძე (13 ქ. 8 მ. 2 პ. 3 ჩ. 4 დ.), პოპოვიჩი (13 ქ. 2 მ. 3 პ. 4 ჩ.), ლეჟავა (11 ქ. 2 პ.), გამყრელიძე (9 ქ. 6 პ. 1 ჩ.)

„ქუთაისი“: ფაშაევი (16 ქ. 9 პ. 1 ჩ. 1 დ.), ბოისა (15 ქ. 2 მ. 4 პ. 1 დ. 1 ჩ.), ნდოე (13 ქ. 8 მ. 3 ჩ. 8 დ.), ბარბაქაძე (10 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ.)

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

გარიკ შერმანი _9067464747

 

გარიკ შერმანი _906746

 

დინამო-ქუთაისი_58374747

 

ანატოლი ბოისა_978047

 

დინამო-ქუთაისი_5839588

“დინამომ” “ქუთაისთან” გაიმარჯვა

საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს თბილისის “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

მატჩი თანაბრად დაიწყო, თუმცა კვიმსაძის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რაც პოპოვიჩთან მცირე ინციდენტს მოყვა, „დინამოს“ უპირატესობა შესამჩნევი გახდა და პირველი პერიოდის ბოლოს ხოშტარიას შეგირდები 10 ქულით, 22:12 იგებდნენ.

მეორე მეოთხედში ნდოიეს კარგი თამაშით სხვაობა 5 ქულამდეც კი შემცირდა. დიდი შესვენების წინ კი ანგარიში 35-27 იყო თბილისელთა სასარგებლოდ.

განსაკუთრებით დაძაბული მესამე პერიოდი გამოდგა, როდესაც ქუთაისელებმა ზედიზედ სამი სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს, თუმცა ლეჟავას დროული სამიანით „დინამომ“ მატჩის სადავეების შენარჩუნება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა –

ქუთაისელთა შემადგენლობაში ყველაზე ედეგიანი დავით ბარბაქაძე იყო, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა ნდოიეს. ქუთაისელთა ლეგიონერის ანგარიშზე 11 მოხსნა და 9 ქულა არის. „დინამოს“ წარმატებაში კი დიდი წვლილი ლეგიონერებმა შეიტანეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით პოპოვიჩი გახდა, ხოლო შერმანმა 21 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

განმეორებით შეხვედრას ქუთაისი 13 მარტს უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში გვქონდა.  დადებითი ის არის, რომ მოვიგეთ. მიუხედავად ცუდი თამაშისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. მაქვს იმედი, რომ მოვუმატებთ და იმ შეცდომებს, რომლებიც გვქონდა, აღარ დავუშვებთ. გასვლითი თამაში საკმაოდ რთულია, თუმცა შევეცდებით შეცდომები შევამციროთ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

მიხეილ კობეშავიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): რაც ქუთაისში ჩამოვედი მწვრთნელად, ასეთი საშინელი თამაში არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ვნახავთ ჩანაწერს, გავაანალიზებთ და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს. ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა არ მინდა.

დინამო-ქუთაისი_76709448658 დინამო-ქუთაისი_767094646 დინამო-ქუთაისი_7670944 გამყრელიძე_90953 ბესიკ ლეჟავა_9786746 შერმანი_707502 შერმანი_7075025757

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

„მერანთან“ ნავსის გასატეხად

5 მარტს, მიმდინარე პირველობის მორიგ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ არენაზე მარტვილის „მერანს“ მიიღებს. 15:00 საათზე დასაწყისი თამაშის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენს ვებგვერდზე შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ამ სეზონში „ტორპედოს“ ყველა საშინაო მატჩზე დასწრება უფასოა.

ჩვენი მომდევნო მეტოქე გასულ 17 ტურში დაგროვილი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. სანამ მეორე წრეს დაიწყებდა, სადაც სასტარტო მატჩები თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“(2:2) და „ცხინვალთან“(0:2) ჩაატარა, „მერანმა“ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა. უკრაინელი თავკაცის, ვლადიმერ ლობასის გუნდმა რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან ერთად უცხოურ შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩი გამართა.

მიმდინარე სეზონში ქუთაისელები 3-ჯერ შეხვდნენ მარტვილელებს, ჩემპიონატში მეტოქემ 3:1 მოგვიგო, თასზე კი, მერანელები ჩვენმა გუნდმა 1/8 ფინალიდან გამოთიშა გათამაშებას(3:0, 3:4). გთავაზობთ ამ მატჩების პროტოკოლებს:

„მერანი“ – „ტორპედო“ 3:1 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=250

„მერანი“ – „ტორპედო“ 0:3 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=261

„ტორპედო“ – „მერანი“ 3:4 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=263

დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ 3 ფეხბურთელი – თენგიზ ჩიკვილაძე, გივი იოსელიანი და ბექა ტუღუში დააკლდება, რომლებმაც ჩემპიონატის წინა ტურში მესამე ყვითელი ბარათები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ჩათვლით, ჩემპიონატში „ტორპედოს“ ზედიზედ 11 თამაშია, რაც არ მოუგია, „მერანმა“ კი, 5 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება.

აქვე მარტვილის „მერანთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორისუმაღლეს ლიგასა და ეროვნულ თასზე 14 მატჩია გამართული, რომელთაგან 7 „ტორპედომ“ მოიგო, 5 – „მერანმა“, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა – 25:17.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში „ტორპედომ“ „მერანი“ უდიდესი ანგარიშით – 5:1, 2014 წლის 18 აპრილს დაამარცხა, საპირისპიროდ კი, ანგარიშით 0:3 ორჯერ იწვნია მარცხი.

ქვემოთ გთავაზობთ „მერანის“ წინააღმდეგ ზემოხსენებულ შეხვედრებში ტორპედოელ მეგოლეებს.

4 გოლი – ოთარ კვერნაძე

3 გოლი – თენგიზ ჩიკვილაძე

2 გოლი – ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი

1 გოლი – რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლილექვთაძე, მამუკა ღონღაძე, ვაჟა ტაბატაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, ნიკო კვასხვაძე.

FCTorpedo.GE