მზარდ საქართველოს გივი ბერიშვილი უკაპიტნებს

საზაფხულო სარაგბო სეზონის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თბილისის თასამდე ერთი კვირით ადრე ტრადიციულად სეზონს მზარდი საქართველო გახსნის, რომელიც 3 (19:00 საათზე) და 6 ივნისს (18:00 საათზე) რუსთავის სარაგბო სტადიონზეუელსურ წვეულ (invitational) გუნდს  ‘ქროშეიზს’ (Crawshay’s WRU president’s XV) დაუპირისპირდება. ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია და იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი არ გაუშვებს ხელიდან ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის თამაშის ხილვის შესაძლებლობას და რუსთავის სარაგბო სტადიონის სავსე ტრიბუნებიდან უქომაგებს ‘მზარდ საქართველოს’.

 

ქროშეიზი, რომელიც დაარსებიდან, 1922 წლიდან ტურნეებს მთელს მსოფლიოში მართავს. მზარდ საქართველოსთან სათამაშოდ კლუბი უელსის შიდა პირველობისსელექციით იქნება წარმოდგენილი (Principality Premiership), რომელსაც ინგლისში მოთამაშე ორი მორაგბე დაემატება. მზარდი საქართველოს 2-მატჩიანი სერიის ვიზ-ა-ვი თბილისში დღეს, 31 მაისს  ჩამოდის.

 

მზარდ საქართველოს მინდორზე გივი ბერიშვილი უკაპიტნებს

გუნდი, მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობით 27 მაისს შეიკრიბა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზასა და მარტყოფის სარაგბო სტადიონზე ემზადება. წინა კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ორი სიახლეა, კერძოდ სამწვრთნელო შტაბმა გუნდში დამატებით 20-წლამდელთაგან მესამე ხაზელ დავით პაპავაძეს (გორის ჯიქი), ხოლო 7-კაცადან გარემარბ ირაკლი გეგენავს (ბოლნისის ყოჩები) უხმო.

 

მზარდ საქართველოს 2-მატჩიან სერიაშვი კი, ლოკომოტივის მესამე ხაზელი, ბორჯღალოსანი გივი ბერიშვილი უკაპიტნებს.

გივი ბერიშვილი

კლუბი: ლოკომოტივი

პოზიცია: 6/7/8

დაბ: 10/05/1987

კეპი: 14

 

მზარდი საქართველო რაზმი:

ხაზი: ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), იოსებ კიკვაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ბოლნისის ყოჩები), ირაკლი გეგენავა (ბოლნისის ყოჩები), ანზორ სიჭინავა (აკადემია), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (გორის ჯიქი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), სანდრო მინდიაშვილი (ლელო სარასენს)

 

შერკინება: ზურაბ ჯულაყიძე (ლელო სარასენს), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ, საფ.), ირაკლი მირცხულავა (ტარბ, საფ.), ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), ბადრი ალხაზიშვილი (ლელო სარასენს), ნოდარ ჭეიშვილი (ლა’სენ, საფ.), სანდრო ქოიავა (ლელო სარასენს), ოთარ გიორგაძე (აია), დაჩი კოპაძე (ლელო სარასენს), გურამ შენგელია (გორის ჯიქი), მიხეილ გაჩეჩილაძე (კარკერან, საფ.), ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), დავით პაპავაძე (გორის ჯიქი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

 

სამწვრთნელო შტაბი:

ლევან მაისაშვილი – მთავარი მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი – მწვრთნელი, ივანე ერგემლიძე – ფიზ.მომზადება, სერგო ბერიაშვილი – ექიმი, გიორგი მურადაშვილი – ფიზიო, დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, პაატა მაისურაძე – მენეჯრი

Rugby.GE

ზაფხულის სარაგბო სეზონს მზარდი საქართველო გახსნის

2015 წელი სავსეა სხვადასხვა ტესტ თუ ამხანაგური მატჩებით. წინ მსოფლიო თასია, ხოლო მანამდე კი ავჭალის სტადიონი 13, 17 და 21 ივნისს ‘მსოფლიო რაგბის’ ყოველწლიურ ტურნირს – თბილისის თასს უმასპინძლებს, რომელსაც ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილავს. წლევანდელ ტურნირში ჩვენი ნაკრები ურუგვაის, მზარდ ირლანდიასა და იტალიას ეთამაშება.

თბილისის თასამდე სეზონს მზარდი საქართველო ხსნის

თბილისის თასის წლევანდელ გათამაშებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში რაგბის საზაფხულო სეზონს მზარდი საქართველოს ნაკრები გახსნის. შარშან გუნდმა ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს უმსაპინძლა, ხოლო წლეულს ორ მატჩიან სერიაში უელსურ ‘ქროშეიზს’ დაუპირისპირდება (უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტის 15-ეული). მატჩები 3 და 6 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. პირველი რკენა 19 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე მატჩი კი 18 საათზე. ორივე შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი არ გაუშვებს ხელიდან ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის საქმეში ხილვის შესაძლებლობას.

„ტრადიციულად ზაფხულში მზარდი საქართველო ორ თამაშს მართავს, რომელიც წინ უსწრებს თბილისის თასს. ეს არის კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი საშუალება იმისა, რომ ჩვენი უახლოესი რეზერვი შევამოწმოთ საქმეში. ქროშეიზი საკმაოდ ძლიერი გუნდია. პრაქტიკულად უელსის შიდა ჩემპიონატის ნაკრებს წარმოადგენს და ცხადია ძალიან ძლიერი და ჩვენთვის სასარგებლო მეტოქე იქნება.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კაშვირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ. მან ასე დასძინა: „ვფიქრობ, რომ ორი ძალიან საინტერესო მატჩი გველის. სამწუხაროდ თბილისის სარაგბო სტადიონებზე ივნისის ტურნირისთვის და ნაკრების სამსოფლიო შეკრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ორივე თამაში რუსთავში გაიმართება. ვფიქრობ, რომ რაგბის ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად თბილისიდანაც ბევრი ქომაგები ჩავლენ და ისიამოვნებენ მაღალი დონის რაგბით.“

მოწინააღმდეგე

ქროშეიზი უელსური წვეული (Invitational) გუნდია, რომელიც 1922 წელს უელსელმა სამხედრო მოსამსახურემ, ჯოფრი ქროშეიზმა ინგლისურ სამხედრო ნაწილებთან სათამაშოდ შექმნა. მას შემდეგ გუნდი ტურნეებს მთელს მსოფლიოში მართავს. მზარდ საქართველოსთან სათამაშოდ კლუბი უელსის შიდა პირველობის სელექციით იქნება წარმოდგენილი (Principality Premiership), რომელსაც ინგლისში მოთამაშე ორი მორაგბე დაემატება. უელსის რაგბის კავშირის განცხადებით ეს ტურნე განიხილება, როგორც კარგი შესაძლებლობა უელსსა და საქართველოს შორის არსებული კავშირების გამყარებისათვის.

ქროშეიზის ქართულ ტურნეზე უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დენის გეთინმა განაცხადა: „საქართველო ამაყი ქვეყანაა სადაც რაგბს თამაშობენ. გარდა იმისა, რომ დაგეგმილი მატჩები ჩვენს ორ ქვეყანას კიდევ უფრო დაახლოებს, აღნიშნული ტურნე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში რაგბის განვითარებისათვის ხელის შესაწყობად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ტურნეში უელს ქროშიეზი წარმოადგენს და მოუთბენლად ველით მომავალ ორ თამაშს.“

საქართველოში გუნდს უელსური ‘ქარმართენ ქუინზის’ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუი თონქინი უხელმძღვანელებს: „ქართული სელექცია საკმაოდ ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით ძლიერი შერკინება ეყოლებათ. ისინი ნამდვილად არაფერს დაგვითმობენ და ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. ჩვენც ძლიერი ფორვარდებით მივემგზავრებით, რომელთა ძირითად ბირთვს უელსის პირველობის ფინალისტი კლუბების პონთიფრიზისა და ებოუ ვეილზის მოთამაშეები წარმოადგენენ.

„თუმცა ქროშეიზის სტილსა და ტრადიციებს, რომ არ ვუღალატოთ და შესაბამისად ღია, ლაღი და სწრაფი რაგბი, რომ ვითამაშოთ გუნდში რამდენიმე კარგ მორბენალსაც ვუხმეთ. მართალია ძალიან რთული იქნება 26 მოთამაშით ოთხ დღეში ორი მატჩის ჩატარება, მაგრამ ამ ტურნეში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მოთამაშეები და მენეჯმენტი მოუთმენლად ველით საქართველოში ჩასვლას.“

ქროშეიზ XV-ს რაზმი:

ხაზი: გევინ დეისი (კაპ) (პონთიპრიზი), გერენთ ოდრისქოლი (ნიუპორთ), ჯემი დევისი (ნის), ელიოტ ფრუენ (ნიუპორთ), პატრიქ თეფლეი (ბედფორდ ბლუზი), ჰლივარქ აფ მირჰდინ (ნიუპორთ),დავიდ ლოქიარ (პონთიფრიზი), მეთიუ ჯეკობზი (ჰლანდოვერი), დევიდ ლენგდონი (ებოუ ვეილ), ქიარან მიქ (ნიუბრიჯი), თომ ჯეიმზ (ნის), ჯასთინ ჯეიმზ (ჰლანდოვერი).

შერკინება: ლუის სმაუთ (კარდიფი),ჯონ ლავენდერ (ებოუ ვეილ), რიჩარდ ვილქს (ბედვას), ჰიუ დაუდენ (პონთიპრიზი), როს დევისი (დონქასთერ, ინგ.), ქირონ ჯენქინს (პონთიპრიზ), დემიენ ჰად (ებოუ ვეილ), ედამ ბრაუნ (ნიუპორთ), ეშლი სვით (ეოუ ვეილ), დენ გოდფრი (პონთიპრიზ), დერი მეთრავერს (ბედვას), შონ მაილზ (ჰლანდოვერი), ედ სიგერი (მოუზლი, ინგ.), რის შელარდ (პონთიპრიზ).

მზარდი საქართველო შეიკრიბა

2-მატჩა სერიისათვის მოსამზადებლად მზარდი საქართველო 27 მაისს შეიკრიბა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზასა და მარტყოფის სარაგბო სტადიონზე ივარჯიშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდში მსოფლიო ალაფიდან დაბრუნებულ 7 ოცწლამდელს უხმო. გუნდის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ ბორჯღალოსან ჯაბა ბრეგვაძეს, რომელსაც მიღებული ტრავმის შედეგად წელიწადზე მეტია რაც ნაკრების კვართი არ მოურგია. სერიისთვის მასიაშვილმა ასევე ვაჟა ხუციშვილს, გივი ბერიშვილსა და ირაკლი მირცხულავას უხმო. ეს უკანასკნელი გუნდს 30 მაისს შეუერთდება.

ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მთავარი მწვრთნელი:„ტრადიციულად საზაფხულო სეზონს მზარდი საქართველო ვხსნით. სერიისთვის მზადებისას იყო ერთი უხერხული მომენტი – ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ პირველი თამაში უნდა გვეთამაშა 21-წლამდე ასაკობრივი ზღვარით. შესაბამისად სელექციის კუთხითაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ალაფაზე 20-წლამდელების თამაშს და ძირითადად პირველი თამაშისთვის ამ ბიჭებისგან ვაპირებდით გუნდის დაყენებას, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ უელსელებმა კაცთა გუნდით გადაწყვიტეს ჩამოსვლა და ჩვენც გათვლას ახლა სხვა მოთამაშეებზეც ვაპირებთ.

„მოწინააღმდეგეს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს. მოგეხსენებათ უელსის პირველობის სელექციაა და ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. 2012 წელს, მაშინდელი ‘ა’ ნაკრებით ორი თამაში მოვუგეთ უელსის მსგავს სელექციას და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მოტივაციით იქნებიან და ყველაფერს გააკეთებენ სერიის მოსაგებად.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი მოთამაშე გამოჩნდეს და უფრო გაფართოვდეს ეროვნული ნაკრების სასელექციო სია. სწორედ ეს დანიშნულება აქვს ამ ნაკრებს და სერია ამ მიზანს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ.

„გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ პირველობაში მოთამაშე ბიჭებს შინ მიეცემათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. მზარდი საქართველო 25-წლამდე ასაკობრივი ცენზის სელექციას წარმოადგენს, თუმცა გვყავს რამდენიმე შედარებით უფროსი ასაკის მორაგბე. მაგალითად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რეკომენდაციით ვუხმეთ ჯაბა ბრეგვაძეს, რომელსაც ხანგძლივი რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ გვინდა მიეცეს თამაშის შესაძლებლობა. მინდა ავღნიშნო, რომ თამაშის და მაღალ დონეზე თავის წარმოჩენის შანსი ყველას მიეცემა. დანარჩენი კი ბიჭებზე და ჩვენზე, სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული.“

მზარდი საქართველო რაზმი:

ხაზი: ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), იოსებ კიკვაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ბოლნისის ყოჩები), ანზორ სიჭინავა (აკადემია), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (გორის ჯიქი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), სანდრო მინდიაშვილი (ლელო სარასენს)

შერკინება: ზურაბ ჯულაყიძე (ლელო სარასენს), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ, საფ.), ირაკლი მირცხულავა (ტარბ, საფ.), ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), ბადრი ალხაზიშვილი (ლელო სარასენს), ნოდარ ჭეიშვილი (ლა’სენ, საფ.), სანდრო ქოიავა (ლელო სარასენს), ოთარ გიორგაძე (აია), დაჩი კოპაძე (ლელოს სარასენს), გურამ შენგელია (გორის ჯიქი), მიხეილ გაჩეჩილაძე (კარკერან, საფ.), ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

სამწვრთნელო შტაბი:

ლევან მაისაშვილი – მთავარი მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი – მწვრთნელი, ივანე ერგემლიძე – ფიზ.მომზადება, სერგო ბერიაშვილი – ექიმი, გიორგი მურადაშვილი – ფიზიო, დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, პაატა მაისურაძე – მენეჯრი

Rugby.GE

„მერანის“ მესამე ფრანგული ტურნე

წმ. გიორგის სკოლის რაგბის კლუბი ,,მერანი’’ საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც 30-31 მაისს მონაკოს საერთაშორისო ბავშვთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. „მერანი“ 10 და 12 წლამდელთა გუნდებით იქნება წარმოდგენილი.

ეს ბავშვების მესამე ფრანგული ტურნირია, წინა 2-ში მათ საპრიზო ადგილები დაიკავეს. საერთაშორისო ტურნირი მონაკოს პრინცესის პატრონაჟით ტარდება და ,,ლუი მე-2 არენაზე’’ გაიმართება.

Rugby.GE

მიქაუტაძე ბარბაროსებში

მსოფლიოს უძველეს წვეული გუნდი ’ბარბაროსები’ ირლანდიასა (28 მაისი) და ინგლისს (31 მაისი) ეთამაშებიან. წელს ბარბარობის დაარსებიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გუნდს ამჯერად ყოფილი ოლ ბლექი და წარსულში ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობი დინი უხელმძღვანელებს.

ბარბაროსებში წლეულს ჯო როქოთოქოს, ადამ ჯოუნზს, ტუსი პისის და პროფესიულ კარიერაში ბოლო მატჩების სათამაშოდ, 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულს, ახალ ზელანდიელ ბრედ თორნს უხმეს.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ რობი დინსმა „ბააბასის“ შემადგენლობაში ბორჯღალოსნებისა და ფრანგული ტოპ 14-ის ტულონის მეორეხაზელ, კონსტანტინე მიქაუტაძეს უხმო, რომელიც დავით კაჭარავას, დუდუ ქუბრიაშვილის, დავით ზირაქაშვილისა და მამუკა გორგოძისშემდეგ რიგით მეხუთე ბორჯღალოსანია, რომელიც ბარბაროსთა შავ-თეთრ კვართს მოირგებს.

Rugby.GE

‘ამსტერდამ სევენსის’ ქრონიკები

‘ამსტერდამ სევენსი’ დასრულდა და მეორე ეშელონის თასი ბიჭებს თბილისში მოაქვთ. მართალია, 7-კაცა I დონეზე სათამაშოდ გაემგზავრა, მაგრამ ერთი თამაშის წაგების გამო, ბიჭებმა მხოლოდ II დონეზე შეძლეს მონაწილეობის გაგრძელება.

რაც შეეხება 7-ქალას, გოგონებმა რამდენიმე თამაშის მოგება ვერ შეძლეს და ფინალში გასვლის შანსიც ვერ მოიპოვეს, თუმცა ამსტერდამის პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა, ევროპის ჩემპიონატისდივიზიონისკენ მიმავალ გზაზე, მათთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მზადებამ მართლაც წარმატებით ჩაიარა, რადგანაც გოგონებს გათამაშება საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწიათ.

 

7-ქალა

7-ქალას პირველი თამაში ‘სუზის ლეიდის’ის წინააღმდეგ ჩვენი გოგონების დამარცხებით დამთავრდა(0:26), ვერც პარიზელ გოგონებს შეებნენ სათანადოდ და მათთანაც  5:19 დათმეს. ტურნირის პირველი დღე ნამდვილად წარუმატებელი გამოდგა და მესამე თამაშიც დიდი სხვაობით დასრულდა –  ‘მეფელ ლიფსმა’ 50 ქულით გვძლია (0:50).

მეორე დღე გოგონებმა სულ სხვა შემართებით დაიწყეს და სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი დათმეს – რუმინელებთან ჭიდილი რთული გამოდგა, რის გამოც 12:15 წავაგეთ. თუმცა ორი მოგებული თამაში ‪’ნორვეგიელ ვიკინგეტებსა’ (7:5) და ‘დემბასთერ ლეიდისთან’ (33:5) დამაჯერებლად მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, 7-ქალამ ტურნირში მონაწილეობის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და ნახევარფინალი სხვებს დაუთმო.

 

7-კაცა

7კაცას პირველი რკენა ’ჰელს ბელსთან’ ჩვენი ბიჭების გამარჯვებით დასრულდა (53:0). ფრანგებთან გამართული მეორე თამაშიც არანაკლები წარმატებით ჩატარდა და‘ლორაინის’ წინააღმდეგ ჩვენმა ბიჭებმა 19:7 ითამაშეს. თუმცა ტურნირის პირველ დღეს სამიდან ერთი მაინც წავაგეთ – ‘გერმანია ‘ბ’ 12 : 10  7-კაცა. სწორედ ამის გამო იყო, რომ  პირველი ეშელონიდან მეორეში გადავინაცვლეთ და ფინალისთვის ბრძოლა მხოლოდ ამ დონეზე განვაგრძეთ.
თუმცა ბიჭების მოტივაცია ამას არ შეუსუსტებია და მეორე დღეს არც ერთი თამაში არ წაუგიათ. ‘გუილაინ ჰერდს’ 7:38 და ‘ბასქ ქანთრი 7’-ს 19:5 სძლიეს, რითიც ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს და არც იქ დაზოგეს თავები.
ბიჭებმა ‘ამსტელვიინს’ 36:5 მოუგეს და კიდევ უფრო გაზრდილი სხვაობით შეძლეს ფინალში  თასის დასაკუთრება იტალიური 3/4 დი-ემის’ 45:5 ძლევით. მოწინააღმდეგე გუნდი მილანის წვეულ  7-კაცა გუნდს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად ევროპელ მორაგბეებს გუნდში სათამაშოდ უხმობს და იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო 7კაცად ითვლება.

 

ამრიგად დასრულდა ამსტერდამის არაოფიციალური სამოყვარულო ტურნირი. მეორე ეშელონის თასი ჩვენია. ‪‎7კაცა ამსტერდამ სევენსის’ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ევროპის გრანპრის სერიებისთვის მოსამზადებელი ეტაპი უდაო წარმატებით დასრულდა.

Rugby.GE

ქართული რაგბის ისტორიაში პირველად …

ქართველმა 20-წლამდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბიპროგრესირებს და მსოფლიო რაგბის 2016 მსოფლიო ჩემპიონატში, 12-გუნდა ელიტაშითამაშიუფლება დამსახურებულად მოიპოვეს!

 

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა და მათი უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი ფინალურ მატჩში აღმოჩნდა. კანადამ ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, მაგრამ ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს აჯობეს შერკინებაში, ღია თუ ფეხით თამაშში და მეტოქე ლამაზ სტილში დაამარცხეს, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებიც იყო, მაგრად ითამაშა ყველამ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურობის მაგალითი აჩვენა და რომ არა ზემოთნახსენები შეცდომები, ანგარიში ბევრად უფრო დიდი იქნებოდა.

 

საქართველოს ნაკრებმა შვიდჯერ დაამიწა ლელოში და 3-4-ის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ შეტევები წინთამაშის გამო ჩაიშალა. ქართველმა მორაგბეებმა ჩაატარეს უმაღლესი დონის თამაში და 26 მაისს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, დილის 03:20 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა დაიმსახურეს.

 

გუნდმა ითამაშა დიდი მონდომებით და აჩვენა ლაღი რაგბი, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა და კანადელთა ყველა მონდომებას ღირსეული პასუხი გასცა.

 

ფინალის პირველი წუთებიდან

 

მატჩის დებიუტში კანადამ შემოგვიტია, მაგრამ მათი აქტიურობა სულ რაღაც ორი წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მე-5 წუთზე ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ შეტევა ლელოდან 5 მეტრში წინთამაშის გამო ჩაიშალა. დებიუტშივე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება მეტოქისას მაგრად ერეოდა, კანადა დერეფანში ხშირად სცოდავდა და ამით ქართველმა მამორაგბეებმა კარგად ისარგებლეს.

 

მე-10 წუთზე შერკინებამ იმძლავრა და მეტოქეს დაახლოებით 10 მეტრით უკან დაახევინა, მერე ვასილ ლობჟანიძე სამ მბოჭავს გაექცა და შეტევა გიორგი კვესელაძემ გააგრძელა, რომელიც დაახლოებით 10 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს. საქართველოს ნაკრებმა შერკინება ირჩია, მაგრამ ბურთის ცუდად შეგდების გამო ეს შეტევა ჩაიშალა.

 

ქართველები თამაშს სწრაფად შლიდნენ და ხელდახელ უტევდნენ. ირაკლი სვანიძესფეხით გადაკიდებული ბურთები კარგად ამოჰქონდა. მე-14 წუთზე ლობჟანიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ჯარიმის უპირატესობით ვისარგებლეთ და ბურთი ხაზს იქით გაიგზავნა. დერეფნის მოგებას კარგი მოლი მოყვა, რომელმაც კანადელთა წინააღმდეგობის მიუხედავად 5 მეტრი დაფარა და მიხეილბაბუნაშვილმა შეხვედრის პირველი ლელო მე-15 წუთზე დააფიქსირა. რეზიჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა. სამაგიეროდ, მას ფეხით კარგად გადაჰქონდა აუტში ბურთი და ცენტრიდან ოვალი 5-მეტრიან ზონაში რომ გაგზავნა, დერეფანს კვლავ მოლი მოყვა და ამჯერად ლელო გიორგი მელიქიძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმაგარდასახვა უნაკლოდ შეასრულა – 12:0

 

ორიოდე წუთში ჯინჭველაშვილმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-იდან ლელოში ბურთი ფეხით ჩაკიდა, რომელიც გიორგი კვესელაძემ დაამიწა, მაგრამ რეფერიმ გარემარბი დამრტყმელზე წინ იყოო და ლელო გააუქმა. მალე ოთარ გიორგაძემ გაჭრა ხაზი კარგადაც იარა, მაგრამ რომ შებოჭეს დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა – მის ნაცვლად მოედანზეთორნიკე ზოიძე შემოვიდა. 34-ე წუთზე კანადელებმა ცუდად მოაწოდეს დერეფანი, ბურთი ქართველებს დარჩათ და ხელდახელ შეტევით კვესელაძე  მცველთან ერთ-ერთზე დარჩა, მათ გაექცა და ანგარიში 17:0 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 37-ე წუთზე ჩრდილოამერიკელები მეორედ შეცდნენ დერეფანში, ამჯერად დავით პაპავაძემშეუტია და ლელოს დაახლოებით 3 მეტრამდე მიუახლოვდა, იქიდან ორი დარტყმის შემდეგ კი, მიზანს შეცვლაზე შესულმა თორნიკე ზოიძემ უწია. ჯინჭველაშვილი ზუსტი იყო – 24:0! აქ საქართველოს ნაკრები მოდუნდა, მბალმა რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ჰორგანმა კუთხიდან გარდასახა – 24:7 პირველი ტაიმის შემდეგ.

 

მსოფლიომდე 40 წუთით ადრე

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ფეხით თამაში გაჩაღდა, რითაც ხეირი საქართველოს ნაკრებმა ნახა, კანადა დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა ის 3 ქულად აქცია. ორიოდე წუთში ქართველები დაჯარიმდნენ და კარის წინ 15 მეტრიდან ჰორგანმა ჯარიმა გაიტანა. ამის პასუხად ქართველებმა 49-ე წუთზე მეხუთე ლელო მიითვალეს და გამარჯვებულის ვინაობაც ნაადრევად გადაწყვიტეს. ლობჟანიძემ მარჯვნივ გრძელი პასით გარღვევაზესვანიძე გაიყვანა, რომელმაც სისწრაფეში უპირატესობა შექმნა და ანზოერ სიჭინავასდროული გადაცემა გაუკეთა, რომელიც ბოლო მომენტში კი შებოჭეს, მაგრამ ლელოს ხაზს მაინც მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

 

თამაში რომ განახლდა ბექა კაკაბაძემ მოულოდნელად შეუტია, იერიში პაპავაძემ გააგრძელა და ბურთი მეტოქის 22-ში დაიკარგა, მაგრამ ფეხით გადმოკიდებული ბურთიკვესელაძეს მიუვიდა, რომელმაც თავადაც ფეხით გადაიკადა და თავისი მეორე და ნაკრების მეექვსე ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა და 39:10. კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი სხვაობის მიუხიდევად არ გატყდნენ, მოულოდნელად მათ შერკინებაში იმძლავრეს, მერე ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბრედლიმ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 

ქართველებმა მოინდომეს და ლამაზი ლელოც გაიტანეს. სვანიძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ლელომდე 7-8 მეტრში შეაჩერეს, რამდენიმე უშედეგო დარტყმის შემდეგლობჟანიძემ ჯინჭველაშვილს გაუტანა ბურთი, რომელმაც ფეხით გადაიკიდა და ძელებსშუა დაამიწა. მისი გარდასახვა ზუსტი იყო. კანადამ ჩამორჩენა ლელო-გარდასახვით 64-ე წუთზე შეამცირა, მერე რეფერიმ 68-ე წუთზე ნიკა ნეფარიძეგაასინბინა, მაგრამ ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი, 78-ე წუთზე კარგი შეტევა წამოიწყეს, ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ჯინჭველაშვილმა 35 მეტრიდან საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 49:24 და მსოფლიოს ქართულ რაგბზე სასაუბროდ კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა.

 

თასი ცოცხალი ლეგენდისგან

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სიხარულს ვერც საქართველოს ნაკრების მოთამაშეები თუ სამწვრთნელო შტაბი და ვერც ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე უხვად შეკრებილი ქართველი ქომაგი მალავდა. მთელი თამაშის მანძილზე ინტერნეტ სთრიმით მიმდინარე პირდაპირი რეპორტაჟისას ხმამაღლა და უწყვეტად ისმოდა „ლელო, ლელო, საქართველო“, რაც ბიჭებს უდიდეს სტიმულს მატებდა და ისედაც ვეებერთელა მოტივაციას უატასმაგებდა. ნამატჩევს მსოფლიო რაგბის ჟურნალისტმა ნაკრების კაპიტან,ბადრი ალხაზიშვილთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმდენი ქართველი ქომაგის შეგროვდაო, რომ გეგონება თამაში შინ ითამაშეთო, რაზეც ალხაზიშვილმა მიუგო, რომ ძალიან ბედნიერი იყო ასეთი მხარდაჭერით და ქართველ ქომაგებს ხმამაღლა, ქართულ ენაზე „დიდი მადლობა“ შესძახა. მან ასევე განაცხადა: „ენით აღუწერელი გრძნობაა. ასეთი თამაში ჯერ არ მოგვიგია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ძალიან კარგი და ლამაზი რაგბი, ყოველგვარი ზედმეტი აგრესიის გარეშე და დიდი მადლონა მინდა გადავუხადო კანადას ამისათვის. დიდი მადლობა ჩემ გუნდს, უზმოდ ამაყი ვარ ჩვენი მოთამაშეებით.“

 

ტურნირის კულმინაციამდე ჯერ ვერცხლის მედალოსანთ დაჯილდოვების ცერემონია იყო. კანადელთა 20-წლამდელებს საცერემონიო სცენისკენ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ტაშითა და ოვაციებით საპატიო დერეფანში მიაცილებდნენ. ჩრდილოამარიკელები მედლებით მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა დააჯილდოვა. დადგა ჩემპიონთა რიგი. ოქროს მედლებით დამშვენებულებმა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გაავსეს სცენა და ყველა სანატრელი თასის მოლოდინში იყო, ხოლო თასი ჩვენს კაპიტანს შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანენელი და ირლანდიელი ლომების ცოცხალმა ლეგენდამ, ჯონ ჯეფრიმ, იგივე‘თეთრმა ზვიგენმა“ გადასცა.
ელიტაში მინიმუმ 2 წლით

 

ეს გამარჯვება უდაოდ დიდი წარმატებაა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ის, რისთისაც ქართული რაგბის არა ერთი თობა იბრძოდა და შრომობდა. ამრიგად ალაფის ფინალში გამარჯვებით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გაისად ინგლისში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ათი რის წინ გაირკვა, რომ 2017 წელს ამ ჩემპიონატს უკვე საქართველო უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ელიტაში მინიმუმ ორ წელს გაატარებენ და მათი შრომისმოყვარეობითა და მწვრთბელთა შტაბისა და საქართველოს რაგბის კავშირის დაუღალავი შრომით, ისინი იქ ადგილს დაიმკვიდრებე.

 

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა

 

VII ადგილისთვის პორტუგალია – ჰონკონგი 47:21, V ადგილისთვის ფიჯი – ნამიბია 36:24, III ადგილისთვის ურუგვაი – ტონგა 44:43

 

ნამატჩევს
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „რომ გითხრათ, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ, იგივეა რომ არაფერი ვთქვა… ძალიან ამაყი ვარ! უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება და კარგ, ძალიან ძლიერ გუნდთან უპირობოთ გაიმარჯვეს და რაც მთავარია ითამაშეს ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და თანამედროვე რაგბი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უკვე ვდგავართ იმ გზაზე როდესაც ვთამაშობთ თანამედროვე, სრულყოფილ რაგბს და ძალიან ვუახლოვდებით მსოფლიო წამყვან სარაგბო ქვეყნებს ამ თვალსაზრისით.

 

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ სამწვრთნელო შტაბს! ძალიან მეამაყებიან ეს ბიჭები და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მივეცით მათ ამ წლების განმავლობაში შანსი და მათ უდიდესმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი – ვულოცავ ილია მაისურაძეს, ზურა ამონაშვილს, ლადო კილასონიას, გაგა გურეშიძეს, ირაკლი ჭყონიას,და გიორგი ნადარეიშვილს; სამედიცინო სტაფს – ვახტანგ წიკლაურს, ირაკლი შაორშიძესდა ლიამ რობისნონს; გუნდის ვიდეო ანალიტიკოსს დავით რამიშვილს და გუნდის მენეჯერებს ოთარ იაშვილსა და ირაკლი ხუნდაძეს. ასევე ვულოცავ რაგბის კავშირის დელეგაციას, რომელიც იქ იმყოფება; ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ყველა თაობის მორაგბეს, რომელთა ოცნებამაც შეისხა ფრთები და დღეს ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც ბედნიერს ხდის ყველა ქართველ მორაგბეს. ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ ჩვენ გულშემატკივრებს! ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ უდიდეს მხარდაჭერას და როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს დღეს ვუპასუხე – მათი სიხარული და ბედნიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის!

…ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად …ალბათ არაფერი

„ჩემ ქვეყანას ვულოცავ, იმიტომ, რომ არც თუ ბევრი სიხარული გვაქვს სამწუხაროდ ცხოვრებაში და ამ ბიჭებმა, ამ საოცარმა გუნდმა მწვრთნელებიანად, რაგბის კავშირის თანამშრომლებიანად, რომლებსაც აგრეთვე ცალკე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის, ასეთი სიხარული აჩუქეს საქართველოს.  როდესაც ხედავ, გრძნობ და გესმის, რომ მთელი საქართველო ბედნიერია – ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად? … ალბათ არაფერი.

 

„აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგმოისათვის საქართველოს მთავრობას, სპოსნორებს და საქველმოქმედო ფონდ ‘ქართუს’. მადლობას ვუხდი მთელ ქართულ მედიას, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდში დგას – ყველა ჟურნალისტს ვინც გაზეთებში, ვებ გვერდებსა თუ ბლოგებში წერს; ტელე-ჟურნალისტებს, წამყვანებსა და პროდიუსერებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებსა, სპორტულ თუ სხვა თოქ-შოუებში მუდამ აშუქებენ ჩვენს წარმატებებს – ეს მათი გამარჯვებაც არის. აქვე არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო –  რბილად, რომ ვთქვა მე და ქართული რაგბის ქომაგებს გაგვიკვირდა, რომ ასეთი დონის ტურნირი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადმოსცა.

… ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს

 

„ჩვენ დღეს ისტორიის ერთი დიდი ფურცელი გადავშალეთ. ელიტაში ვართ! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკვე უზარმაზარი პასუხეისმგებლობაა. რამდენიმე დღე გავიხაროთ, ამის ღირსები ნამდვილად არიან ბიჭები, მწვრთნელებიც და ჩვენ ყველა, მაგრამ ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს. უნდა დავიწყოთ თავიდან შრომა რადგან მოპოვებულს შენარჩუნება უნდა. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ სადაც სრულიად სხვა სტანდარტებია. იქ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება. დიდი დღეა ქართული რაგბისთვის! დიდი დღეა ჩვენი სამშობლოსათვის და ვულოცავ ყველას, სულით და გულით! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

…მსოფლიო რაგბის აღფრთოვანება

„ბოლოს ერთსაც გეტყვით – რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა, რომელმაც უბრალოდ კი არ მომილოცა მოგება, არამედ იყო აღფრთოვანებული ქართველი მორაგბეების თამაშით და თამაშის ხარისხით. ასევე მითხრა, რომ მის გვერდით იჯდა შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ლეგენდა ჯონ ჯეფრი, რომელიც ასევე ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას. მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების შეფასება ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა სიძნელეების გადალახვა გვიწევს არა მარტო ჩვენთან, არამედ გარეთაც. ის რაც ვიღაცისთვის არის ადვილი, ჩვენთვის ათმაგად ძნელია. როდესაც ისინი ვინც მსოფლიო რაგბში პოლოტიკას ქმნიან, ხედავენ ამას, აფასებენ და რაც იშვიათად ხდება, აღფრთოვანებულნიც არიან და ამას არ მალავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

Rugby.GE

სცადე, ითამაშე, დარჩი

მსოფლიო რაგბის პროექტი ‘გაეცანი რაგბს’ ამჯერად ვაზისუბანში იმკვიდრებს ადგილს. პროექტის მიზანს წარმოადგენს, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის რაგბის პოპულარობის გაზრდით და სახალისო თამაშების გამართვით, საქართველოში რეგისტრირებულ ბიჭ და გოგო მორაგბეთა  რაოდენობის გაზრდა.

163-ე სკოლას რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი 21 მაისს ესტუმრა, სადაც რაგბის სახალისო ფესტივალი გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასამდე მოწაფემ მიიღო – ბიჭებიც და გოგონებიც თანაბრად იყვნენ ჩართული ყველა გასართობ თამაშსა თუ რაგბის სახალისო თამაშობებში. თავის მხრივ, ბავშვებმა კი თავიანთი უნარ-ჩვევები და რაგბის მიმართ სიყვარული სხვადასხვაგვარად წარმოაჩინეს.

ფოტოები>>>

‘გაეცანი რაგბს’ მსოფლიო რაგბის გლობალური პროექტია, რომელიც საქართველოში 2013 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.  პროგრამა  სამ ფაზას მოიცავს – სცადე, ითამაშე და დარჩი რაგბში. ეს პროექტი  სასკოლო რაგბის განვითარებისა და გაძლიერების გზით მოსწავლეებისათვის  ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და რაგბის მიმართ ინტერესის გაღვივებას ითვალისწინებს.  ამ გზით მომავალში ლიცენზირებულ მორაგბეთა რაოდენობა გაიზრდება.

 

“ ‘გაეცანი რაგბს’ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება, რაც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების ჩართულობას რაგბში. ამ პროექტის ეგიდით, 163-ე სკოლაში ფესტივალი  ჩატარდა, რისი ინიციატივაც თავად სკოლამ გამოხატა. მონაწილეობა 100-მდე ბავშვმა მიიღო. იმედი გვაქვს, რომ სხვა სკოლებიც გამოეხმაურებიან ჩვენს პროექტს, მიიღებენ მონაწილეობას და ჩაერთვებიან რაგბში. ეს თამაშები არის აბსოლუტურად უსაფრთხო და სახალისო. ამ პროექტით თამაშის გლობალიზაცია ხდება. ვცდილობთ, ქართველ ბავშვებს რაგბის ფასეულობები გავაცნოთ.“ – განაცხადა ივანე დავითაშვილმა, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის თანამშრომელმა,  ‘გაეცანი რაგბის’ კოორდინატორმა.

Rugby.GE

7-კაცა ‘ამსტერდამ სევენსზე’ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ამსტერდამ სევენსის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა, რომელიც 22, 23 და 24 მაისს გაიმართება.  ამსტერდამის არაოფიციალური სამოყვარულო ტურნირი, როგორც 7-კაცას, ისე ქალთა ნაკრებების მასპინძელია.

ჩვენი 7-კაცელები ამსტერდამში ფრანგულ და გერმანულ კლუბებს ერკინებიან. სამწვრთნელო შტაბი ამ ასპარეზობას ევროპის გრანპრის სერიებისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

„ამსტერდამის ტურნირისთვის ვემზადებით. ტურნირს რამდენიმე დონე აქვს და ჩვენ პირველი დონის ფარგლებში მივდივართ. ეს ტურნირი მნიშვნელოვანია იმით, რომ შემდეგი გასვლა უკვე ოფიციალურ ტურნირზე ევროპის გრანპრის სერიების მოსკოვის ეტაპზე გვაქვს და ამტერდამის შვიდკაცაზე მონაწილეობა, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდის გენერალური რეპეტიცია იქნება.“ განაცხადა ზაზა ლეჟავამ, 7-კაცას დაცვის მწვრთნელმა.

„ეს ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო ასპარეზობაა ევროპაში, რომელზეც ყოველ წელს დავდივართ. ფაქტობრივად, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი ევროპის გრანპრის სერიებისთვის, რომელიც ივნისში დაიწყება მოსკოვში და შემდეგი ეტაპი  ლიონში მოყვება. ამიტომ ამ პერიოდში, ამსტერდამის ტურნირზე გამგზავრება ჩვენი მოთამაშეების უკეთესად შეფასების საშუალებას მოგვცემს. ამის მიხედვით უკვე დავაკომპლექტებთ მოსკოვის ეტაპის შემადგენლობას.

გვყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომლებსაც კონკრეტულად ამ ტურნირზე გამოვცდით და აქედან გამომდინარე უკვე იმ ჯგუფის შეკვრას შევუდგებით, რომელიც ევროპის ტურებსა და  ოლიმპიადის შესარჩევზეც მიიღებს მონაწილეობას.“ განაცხადა პალიკო ჯიმშელაძემ,7-კაცას დაცვის მწვრთნელმა.

ფოტოები >>>

 

7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა ‘ამსტერდამ სევენსზე’:

 

1.      ბახვა კობახიძე, ბათუმი

2.      ნიკო აფციაური, ბოლნისის ყოჩები

3.      დავით ლოსაბერიძე, აია

4.      ბექა ურჯუკაშვილი, ლიმოჟი  (სფრ.)

5.      ზურაბ ძნელაძე, ლოკომოტივი

6.      დიმიტრი კალანდაძე, ლოკომოტივი

7.      შავლეგ მახარაშვილი, ბოლნისის ყოჩები

8.      ლევან გოგოლაშვილი, ბოლნისის ყოჩები

9.      ირაკლი გეგენავა , ბოლნისის ყოჩები

10.  ირაკლი ყიასაშვილი, ლელო სარასენს

11.  თორნიკე თეგეტაშვილი, რუსთავის ხარები

12.  ლადო მიმინოშვილი, ბათუმი

 

სამწვრთნელო შტაბი:

 

მთავარი მწვრთნელი – კახა ალანია

მწვრთნელი – ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი – პალიკო ჯიმშელაძე

მენეჯერი – ნოდარ ანდღულაძე

ფიზ. მომზადება – ივა ერგემლიძე

ვიდეო ანალიტიკოსი – სანდრო ჭეიშვილი

ალაფის ფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები ნეკერჩხლებს ერკინებიან

ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში გამარჯვებით, ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ქართული რაგბის ისტორიაში პირველად გავიდნენ ამ ასპარეზობის ფინალში. მესამე ტურის, ფინალში გადასასვლელ რკენაში ჩვენმა ნაკრებმა მასპინძელ პორტუგალიელებს 19:11 სძლიეს.

ურუგვაის 46:12 და ფიჯის 30:13 ძლევის შემდეგ, მწვრთნელებმა გუნდის რამდენიმე ლიდერს ფინალური მატჩის წინ დასვენების საშუალება მისცეს. მიუხედავად ამისა, ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო. საქართველოს ნაკრები მეტოქეს კლასით აღემატებოდა, ინდივიდუალურად ქართველი მორაგბეები პორტუგალიელებზე უკეთესი იყვნენ, ამას დაუმატეთ დომინირება შერკინებაში, დერეფანსა და მოლში და აბა პორტუგალიას.

ფინალამდე 80 წუთით ადრე

მატჩის დებიუტში პორტუგალიამ გარკვეული დროით ბურთი დაგვიმალა, მერე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ კარიდან ოდნავ მარჯვნივ, დაახლოებით 18 მეტრიდან ვერ იხეირა. საქართველოს ნაკრები პირველად რომ გადავიდა მეტოქის ნახევარზე ჯარიმის უფლება მოიპოვა და რეზი ჯინჭველაშვილმაც ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარის წინ 30 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ქართველებმა მეტად მოინდომეს და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნეს. შეტევა პორტუგალიელთა 22-ის წინ დანიშნულ შერკინებას მოყვა, რომელშიც ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს უკან დაახევინეს, მერე დავით პაპავაძემ შეუტია, 5-მეტრიანი ზონიდან მესამე-მეოთხე დარტყმის შემდეგ კი, ოთარ გიორგაძემ ლელოს ხაზი გადაკვეთა და რეზიჯინჭველაშვილმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა. ჯინჭველაშვილმა დაახლოებით 50 მეტრიდან ჯარიმით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია. 28-ე წუთზე უპირატესობა ქულებში მაინც აისახა. პორტუგალიის შერკინება, რომ ვერ დადგა, ვასილ ლობჟანიძემ თავისფალი სწრაფად გაითამაშა, მარცხენა ფრთაზე გრძელი გადაცემის შემდეგ ჯინჭველაშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო თავადვე გარდასახა – 14:0.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრები მოეშვა და პორტუგალიამაც შეტევებს მოუხშირა. რეფერიმ ზედიზედ ორჯერ რომ დაგვაჯარიმა, მეტოქემ კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე მსაჯმა ისევ ჯარიმები უსტვინა, მასპინძლებმაც ბურთი ყველაზე ჯერზე სწრაფად გაათამაშეს და საბოლოოდ ალამთან ლელოში დაამიწეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 14:8 დასრულდა.

მეორე ნახევარი 

როგორც ჩანს, მწვრთნელებმა შესვენებისას ბიჭები შეახურეს და მეორე ტაიმი ქართველებმა მძლავრად დაიწყეს. 5 მეტრში ბურთის სწრაფად გათამაშების მცდელობა შეცდომით დასრულდა, შემდეგ შემთხვევებში მსაჯმა შეტევებში დაგვაჯარიმა და პორტუგალიის ლელოც დროებით გადაურჩა დამიწებას. 55-ე წუთზე კი, ქართველთა შერკინებამ რომ იძალა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, ხოლო ჯარიმის უპირატესობით აღებულ მომდევნო შერკინებაში მსაჯმა უკვე საქართველო დააჯარიმა. ტაიმის შუაში რეფერიმ შერკინებაში კიდევ ერთხელ განსაჯა ქართველთა საწინააღმდეგოდ და პორტუგალიას ჯარიმით ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო.

მალე აქეთ ისევ დაგვაჯარიმეს. მასპინძლებმა მორიგი ჯარიმა სწრაფად რომ გაათამაშეს ხაზი გაიჭრა და ლელოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველებმა დაზღვევაზე გადასვლა მოასწრეს და შემტევი 5 მეტრში უკნიდან შებოჭეს. ამას საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა მოპყვა, ანზორ სიჭინავა ბურთს კარგად მიყვა, მცველთან ჭიდილში ბოლო 10 მეტრი დაფარა ანგარიში 19:8 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და პორტუგალიამ 72-ე წუთზე კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მათ შორეული ჯარიმით შეეძლოთ ბოლო წუთებისთვის სიმწვავის შეძენა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, ხოლო დარჩენილმა დრომ მშვიდად ჩაიარა.

მატჩის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის ჟურნალისტთან ჩვენი ნაკრების კაპიტანმა,ბადრი ალხაზიშვილმა შემდეგი განაცხადა: „ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით. პორტუგალიამ ძალიან ძლიერად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ კარგი და კორექტული თამაშისათვის.“

ამ დროს ჯერ არ იყო გარკვეული მეორე ფინალისტის ვინდაობა და შესაბამსიად შემდეგი კითხვა იყო იმაზე თუ ვინ ერჩევნა საქართველოს მოწინააღმდეგედ – ტონგა თუ კანადა, რაზეც ალხაზიშვილმა უპასუხა, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრულია და ბიჭები ერთმანეთის მხარ და მხარ დგანან, ისინი ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეძლებენ კარგ თამაშს.

ჭაბუკ ბორჯღალოსანთა და ნეკერჩხალთა რკენა მსოფლიოს საგზურისათვის

ამრიგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები “ალაფის” ფინალშია და ელიტაში აღსაზევებლად წლის უმთავრეს ჯახში კანადას შეხვდება, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ტონგას 13:11 სძლია. ჩრდილოეთამერიკელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და ინდივიდუალური ძლიერად მოთამაშე კუნძულელები რამდენჯერმე წითელ ზოლში შეაჩერეს. ტაიმი 3:10 წაგების შემდეგ, ტონგამ მეორე ნახევარში ჯარიმით და ლელოთი წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ გარდასახვა არცთუ ცუდი პოზიციიდან არაზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს კანადამ მოინდომა და ლელოც დადო, მაგრამ რეფერიმ ბურთი ვერ დავინახეო. ჩრდილოელები არ გატყდნენ და 22-ში ჯარიმის უფლება მიიღეს, რომლითაც წინ გაიჭრნენ – 13:11. ბოლოს კანადამ კონტრშეტევაზე ლამის იქით იხეირა, უბრალოდ, ჯარიმის კარში დარტყმას ბურთის აუტში გაგზავნა არჩია და 24 მაისს, ჩვენი დროით 20 საათზე ეს მებრძოლი გუნდი ქართველთა მეტოქე იქნება.

 

ნამატჩევს      

ზურა ამონაშვილი, 20-წლამდე ბორჯღალოსნების მწვრთნელი:

„შედეგით რათქმაუნდა კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში ფინალში გასვლას მივულოცავ ჩვენ ბიჭებს და საქართველოს. ეს ძალიან ძალიან სასიხარულოა – აქამდე ალაფაზე მესამე ადგილზე უკეთესი შედეგი არ გვიჩვენებია. ფინალში გასვლით ნამდვილად არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ჩვენი მიზნები გაცილებით სხვა არის!

„დღევანდელ თამაშს რაც შეეხება განვმეორდები, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით რათმქაუნდა ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ბევრი შეცდომა დავუშვით. რომ დავაზუსტო – შეტევაში ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი. ისიც სათქმელია, რომ გაგვიჭირდა მსაჯთან ადაპტაცია, რამაც წარმოგვიქმნა პრობლემები. ასევე თამაშის დაწყებიდან მალევე ორმა მოთამაშემ, გიორგი მელიქიძემ და როლანდ კვაჭაძემ მიკრო ტრავმები მიიღეს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ კარგად არიან.

„მოწინააღმდეგის თამაშიც მინდა შევაქო. მათ ჰქონდათ ქულის აღების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ უფრო ბევრჯერ შევედით მათთან ქულების მოპოვების ზონაში საიდანაც სამწუხაროდ უქოლოდ გამოვედით. რამდენჯერმე ჩვენი სიჩქარის გამო ბურთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ბევრჯერაც ამოგვივარდა ბურთი.

„ფინალში კანადას ვეთამაშებით, საკმაოდ ორგანიზებულ და დისპლინირებულ გუნდს, რომლის ერთი-ერთი ძლიერი მხარე კარგი შერკინებაა. ტურნიზე უკვე გარკვეული დონით შევისწავლეთ მომავალი მოწინააღდეგე, ხოლო ახლა უფრო სკლუპუროზულად ვიზამთ ამას. ჩვენი ვიდეო ანალიტიკოსი, რომელმაც ტონგასა და კანადის მატჩი გადაიღო შესაბამის მასალას მოაზადებს და ხვალიდან აქტიურ შესწავალს შევუდგებით. ჩვენ მზადებას რაც შეეხება, გვინდა, რომ ორი სრული დღე აღდგენას დავუთმოთ, ვინაიდან ბოლო 10 დღის განმავლობაში ბიჭებმა სამი თამაში ითამაშეს. ყველა მოახერხებს მიკრო ტრავმების მოშუშებას და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან ფინალისთვის.

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა 2015

24 მაისი – ფინალური ეტაპის მატჩების განრიგი (საქართველოს დროით)“

მე-7 ადგილისთვის: პორტუგალია – ჰონკონგი, 14 საათი;

მე-5 ადგილისთვის: ფიჯი – ნამობია, 16 საათი;

მე-3 ადგილისთვის: ურუგვაი – ტონგა, 18 საათი;

ფინალი: საქართველო – კანადა, 20 საათი

საქართველო 19:11 პორტუგალია

 

საქართველო = 4 ქულა 

15 რატი შანიძე14 ანზორ სიჭინავა13 გიორგი კვესელაძე,12 სანდრო ილურიძე, 11 დავით გულიტაშვილი;10 რეზი ჯინჭველაშვილი9 ვასილ ლობჟანიძე /  

1 ბექა კაკაბაძე2 ბადრი ალხაზაშვილი^კაპგიორგი მელიქიძე (17 ნიკა სვიმონიშვილი 41) 4 ოთარ გიორგაძე5 როლანდ კვაჭაძე (18 მიხეილ ბაბუნაშვილი 5) 6 თორნიკე ბუბუტეიშვილი (19 გიორგი ცუცქირიძე 76) თორნიკე ზოიძე8 დავით პაპავაძე *

არ შესულან: 22 გიორგი ბაბუნაშვილი,  21 თემურ თუთბერიძე, 20 ბადრი ლიპარტელიანი / 16 გიორგი თედორაძე   

3ლ: გიორგაძე ჯინჭველაშვილი სიჭინავა; 2გ: ჯინჭველაშვილი

პორტუგალია = 0 ქულა 

15 აბეკასიშ, 14 სილვერიუ, 13 ვიდინია, 12 კაბრალ, 11 რიბეირუ; 10 კორდეირუაკინუ / 

1 ბრუნუ, ლუპი, მადალენუ; გრიხ, ლობატუ; მასედუ^კაპ7 ლურენსუ8 კარვალიუ

 *

16 სერუკა, 17 დინიშ, 18 _.ფერეირა, 19 =.ფერეირა, 20 ვაჟ, 21 ანტუნეშ, 22 დიაშ –

ლ: აბეკასიშ; 2ჯ: კორდეირუ აბეკასიშ

7:0(13) 14:0(30) 14:3(37) 14:8(40+1) / 19:8(66) 19:11(72) ბოლო (80+4)

ოთხ 20/05 ლისაბონი, ჟამორ 20.00 საქ

Rugby.GE

7-ქალა ნანსიდან ამსტერდამში

ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 7-ქალა ვარჯიშს ნანსში აგრძლებს, სადაც წინა უქმეებზე ‘სტანისლას სევენსზე’ მე-9 ადგილი დაიკავეს. შეკრებაზე გოგონები, მორიგი ტურნირისთვის ემზადებიან და ყოველდღიურად ორი საკონტროლო ვარჯიში უწევთ.

სპორტული კვირა 22 მაისს დასრულდება და შაბათ-კვირას 7-ქალა ‘ამსტერდამ სევენსის’ ციებ-ცხელებაში ჩაერთვება, სადაც მათთან ერთად ქართული 7-კაცაც იასპარეზებს.

წინ ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონია, რომლის გათამაშებაც კაუნასში (ლიტვა)13 და 14 ივნისს გაიამრთება.

7-ქალას შემადგენლობა ‘ამსტერდამ სევენსის’ ტურნირზე:

ანა პოღოსიანი

ნინო ელოშვილი

ბელა გოგსაძე

ანა ანდღულაძე

ნათია ცინცქილაძე

ქრისტინე გვაზავა

ანა კვაჭაძე

სალომე საღარაძე

სალომე მაკასარაშვილი

თათია ბეიტრიშვილი

ნინო ტაბატაძე

ქეთევან მოდებაძე

სამწვრთნელო შტაბი:

ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი

გიორგი მაისურაძე – ფიზ.მომზადება

ილია ლათიბაშვილი – ექიმი

ია ხურცილავა – მენეჯერი

Rugby.GE

20წ ალაფა 2015, სამატჩო რაზმი პორტუგალიის წინააღმდეგ

ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის  ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 24 საათი რჩება. ხვალინდელი მატჩებით ფინალისტები გამოვლინდებიან. ჩვენი ნაკრები 9 ქულით „ა“ ჯგუფს ლიდერობს, ხოლო „ბ“ ჯგუფში 10 ქულით ტონგაა პირველ ადგილზე.

სატურნირო მდგომარეობა

მესამე ტური

წინ ტურნირის მესამე ტურია, რომელშიც 20-წლამდელები მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, 20 მაისს, ჟამორის სტადიონზე გაიმართება და ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

პორტუგალიელებმა ასპარეზობის პირველ ტურში ფიჯისთან 19:34, ხოლო  შემდეგ ურუგვაისთან 26:37 დათმეს შეხვედრები და შესაბამისად ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ. ამ ორმა წაგებამ მოწინააღმდეგეზე მცდარი წარმოდგენა არ უნდა შეგვიქმნას, ვინაიდან საკუთარ კედლებში მასპინძლებს თამაშის მოსაგებად დიდი მოტივაცია ექნებათ. ბოლოს გუნდები ერთმანეთს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში შეხვდენენ, რომელშიც უმცროსმა ბოღჯღალოსნებმა 44:14 აჯობეს მოწინააღმდეგეს.

მატჩის სთრიმი ხვალ ამ ბმულზე განთავსდება >>> 

24 საათით ადრე

მატჩამდე ერთი დღით ადრე, უმცროს ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა. ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი, კვაჭი ბადრი ალხაზიშვილი; ფულბეკის ფოზიციაზე ილია მაისურაძე რათი შანიძეს ენდო; ტურნირზე ასევე პირველად ვიხილავთ მესამე ხაზელ თორნიკე ზოიძეს; წინა მატჩებისგან განსხვავებით ძირითადში ითამაშებენ ბურჯი ბექა კაკაბაძე, მეორე ხაზელი როლანდ კვაჭაძე და შუამარბი გიორგი კვესელაძე

 

სამატჩო რაზმი

უკანა ხაზი [ბექები]

15

რატი შანიძე  

ლელო სარასენს

14

ანზორ სიჭინავა  

აკადემია

13

გიორგი კვესელაძე  

იუნკერები

12

სანდრო ილურიძე  

აკადემია

11

დავით გულიტაშვილი

ხარები

10

რეზი ჯინჭველაშვილი  

აია

9

ვასილ ლობჟანიძე  

არმაზი

ერკინება [ფორვარდები]

1

ბექა კაკაბაძე  

კლერმონ [სფრ]

2

ბადრი ალხაზაშვილი^კაპ

ლელო სარასენს

3

გიორგი მელიქიძე  

ხარები

4

ოთარ გიორგაძე  

აია

5

როლანდ კვაჭაძე  

ორიაკ [სფრ]

6

თორნიკე ბუბუტეიშვილი  

ლელო სარასენს

7

თორნიკე ზოიძე  

კლერმონ [სფრ]

8

დავით პაპავაძე  

ჯიქი

მარქაფა [სათადარიგოები]

22

გიორგი ბაბუნაშვილი  

აია

21

თემურ თუთბერიძე  

აია

20

ბადრი ლიპარტელიანი  

არმაზი

16

გიორგი თედორაძე  

თიბიეს

17

ნიკა სვიმონიშვილი  

ლელო სარასენს

18

მიხეილ ბაბუნაშვილი  

ტარბ [სფრ]

19

გიორგი ცუცქირიძე  

ბრივ [სფრ]

 

 

სამწვრთნელო შტაბი

ილია მაისურაძე – მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია – მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი – მწვრთნელი, გაგა გურეშიძე – მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია – ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი – ფიზ. მომზადების მწვრთნელი,ვახტანგ წიკლაური – ექიმი, ირაკლი შაორშიძე – ფიზიო, ლიამ რობინსონი– ფიზიო,დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლიხუნდაძე – მენეჯერები

 

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო 46:12 ურუგვაი

16 მაისი საქართველო 30:13 ფიჯი

20 მაისი საქართველოპორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

Rugby.GE

20წ ალაფა, უმცროსი ბორჯღალოსნები ლისაბონში შშმ პირებს დაუმეგობრდნენ

 

ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მეორე ტურში ფიჯისთან ჩატარებული მძიმე და დაძაბული მატჩის მეორე დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ნუნო ბელმარის ცერებრალური დამბლით დავაადებულთა ცენტრს ესტუმრნენ.

ჩვენმა ბიჭებმა ცენტრის ბინადრებთან ერთად ორი საათის განმავლობაში ადგილობრივ ტყე-პარკში ისეირნეს, აჩუქეს ბურთები და ძალიან თბილის საღამო გაატარეს.
ფოტოები >>>
მესამე ტურისთვის

წინ ტურნირის მესამე ტურია, რომელშიც ჩვენი 20-წლამდელები მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 მაისს, ჟამორის სტადიონზე გაიმართება და ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება. საბედნიეროდ ჩვენი ბიჭები მომავალ თამაშს უტრავმოდ ხვდებიან.

საქართველო ორი მოგებით „ა“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. პორტუგალიელებმა ასპარეზობის პირველ ტურში ფიჯისთან 19:34, ხოლო  შემდეგ ურუგვაისთან 26:37 დათმეს შეხვედრები და შესაბამისად ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. მაგრამ ამან მოწინააღმდეგეზე მცდარი წარმოდგენა არ უნდა შეგვიქმნას, ვინაიდან საკუთარ კედლებში ორი წაგების შემდეგ მასპინძლებს თამაშის მოსაგებად დიდი მოტივაცია ექნებათ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს გუნდები ერთმანეთს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში შეხვდენენ, რომელშიც უმცროსმა ბოღჯღალოსნებმა 44:14 აჯობეს მოწინააღმდეგეს.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო 46:12 ურუგვაი

16 მაისი საქართველო 30:13 ფიჯი

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

სატურნირო მდგომარეობა >>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/standings

Rugby.GE