საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ღია ვარჯიშები (სურათები)

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების მატჩის წინ ორივე გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა.

თავდაპირველად, 15 საათსა და 30 წუთზე, ხვალინდელი მატჩისთვის რუსეთის ნაკრების მოთამაშეები მოემზადნენ:

რუსეთის ნაკრების ვარჯიში _8743966547

რუსეთის ნაკრების ვარჯიში _87439646

რუსეთის ნაკრების ვარჯიში _874646

რუსეთის ნაკრების ვარჯიში _874396

მოგვიანებით, 17:00 საათზე, მწვრთნელთა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, სავარჯიშოდ „ბორჯღალოსნებიც“ გავიდნენ:

საქართველოს ნაკრების ვარჯიში_957755656

საქართველოს ნაკრების ვარჯიში_957756

საქართველოს ნაკრების ვარჯიში_957789678

საქართველოს ნაკრების ვარჯიში_957789757

სუთიაშვილი: „ჩვენი მიზანი, ახალი მოთამაშეების არჩევაა“

რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ მატჩზე „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმაც ისაუბრა.

„მეტოქის დაცვითი და შემტევი თამაში შევისწავლეთ. როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მსოფლიო თასისთვის ახალი მოთამაშეების შემოწმებაა. გვინდა, რომ საბოლოოდ არჩეული სისტემით ვითამაშოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება თამაში. ჩემი აზრით, მატჩი ჩვენთვის კარგი ანგარიშით მორჩება“.

პერვუხინი: „ქართველების კარგი გაგებით მშურს“

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია შედგა. გთავაზობთ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ პერვუხინის კომენტარს.

„როგორი დამოკიდებულება გექნებოდათ გუნდის მიმართ, რომელიც წასაგებად ჩამოდის? რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები გვაქვს. მეტოქეს პატივს ვცემთ. საქართველოში ჩატარებულ მატჩებში წაგებების „ტრადიცია“ გვაქვს. ამ არც თუ ისე ოპტიმალური სტატისტიკის მიუხედავად, გვსურს, ხვალ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ქართველებისთვის ღირსეული მეტოქე გამოვდგეთ.

რაგბისადმი საქართველოში განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ამაზე თუნდაც ამ პრესკონფერენციაზე მოსული ჟურნალისტების რაოდენობაც მეტყველებს. ჩემი გუნდისთვის მთავარი არგუმენტი ის იქნება, რომ მოთამაშეთა 90%-ს 30 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით არასდროს უთამაშია. ეს თქვენი დიდი მიღწევაა და კარგი გაგებით მშურს, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებებს გისურვებთ. გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის სპორტის სამინისტროსთან ფულადი ბონუსების რაოდენობა გაწერილი გვაქვს. საუბარი დიდ თანხებზე საერთოდ არაა. რაგბზე რუსეთში ცოტა იხარჯება.

ჩვენი მიზანი ახალი გუნდის აშენებაა. ღმერთმა ქნას, თქვენთან ერთად იაპონიაში გავეგმზავროთ. შესაბამისად, ამ ციკლში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რაც ოპტიმალურ შემადგენლობაზეც გავლენას ახდენს.

რაც შეეხება გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებს, მათ საქართველოს წინააღმდეგ აქამდეც არ უთამაშიათ. ციკლის სხვა მატჩებში მათ მონაწილეობა მიიღეს. ისინი უკვე ასაკში არიან, ერთი 32 წლისაა, ხოლო მეორე – 34 წლის. ამიტომ, მათი თამაშის დიდი აუცილებლობა არც ყოფილა. ვალერისთან მე კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. შესაძლოა, უკვე შემდგომ ციკლში, ასაკის გამო, გრიგორისა და ვალერის გამოძახება აღარ მომიწიოს“.

საქართველო-რუსეთი, ბილეთების გაყიდვა დაიწყო

14 მარტს მესხის სტადიონზე ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში ქართველი ბორჯღალოსნები რუს დათვებს ურთიერთ შეხვედრების ისტორიაში მე-19-ჯერ ერკინებინ. მატჩი 17 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა დაიწყო

მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 8 მარტს 12 საათზე დაიწყო! დღეიდან ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება ყოველდღე.

სალაროების მუშაობის განრიგი

8 მარტი: 12-დან 18 საათამდე

ორშაბათიდან: 11-დან 19 საათის ჩათლით.

დარჩენის შემთხვევაში ბილეთები მატჩის დღესაც გაიყიდება.

ფასი 3 და 5 ლარი. ყველა ბილეთი დანომრილია.

1

2

Rugby.GE

საქართველო – რუსეთი, მე-19 რკენის ბილეთები

14 მარტს მესხის სტადიონზე ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში ქართველი ბორჯღალოსნები რუს დათვებს ურთიერთ შეხვედრების ისტორიაში მე-19-ჯერ ერკინებინ. მატჩი 17 საათზე დაიწყება.

 

ბილეთები

მატჩის ბილეთები 8 მარტიდან (კვირა) ყოველდღიურად, მხოლოდ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

8 მარტს სალაროები 12-დან 18 საათამდე იმაშუვებს, ხოლო ორშაბათიდან 11-დან 19 საათის ჩათლით.

დარჩენის შემთხვევაში ბილეთები მატჩის დღესაც გაიყიდება.

ფასი 3 და 5 ლარიყველა ბილეთი დანომრილია.

2 3

ურთიერთ შეხვედრები საქართველო 16-1 რუსეთი (1 ფრე)

ბორჯღალოსნებისა და დათვების მეტოქეობა სათავეს 1993 წლიდან იღებს.

პირველი რკენა სოპოტში (პოლონეთი) 9:15 წავაგეთ,
მას აქეთ კი ორი ათეული წელი გავიდა და უკვე 16-ჯერ ვძლიეთ ჩრდილოელი მეზობელი.

პირველი, ისტორიული გამარჯვება 29:20 ეროვნულ სტადიონზე მოვიპოვეთ 1996 წელს.

მეტი რეზონანსი მოჰყვა 1998 წლის შებმას ნაწვიმარ მოედანზე,
როცა ულელოოდ, ჯარიმებით 12:6 ვიმარჯვეთ და
რუსეთი მსოფლიო თასის შესარჩევს გამოვთიშეთ.

2001 წელს 25:23 მოვიგეთ პირველივე გასვლა ქარიან კრასნოდარში,

2002 წელს კი, ეროვნულზევე, საარაკო ჯახში 17:13 ვიმარჯვეთ და
მსოფლიო თასზე პირველად გავედით.

საეტაპო იყო 2004 წლის გამარჯვებაც, როცა განახლებულმა გუნდმა მესხზე 9:3 ივარგა.

მას აქეთ ჩვენი უპირატესობა აშკარა გახდა –
ბოლო ათ შეყრაზე ლელოთა ბალანსია 41/7, ჯამური ანგარიში კი 307:115

რუსეთის მონაგარი ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში ერთ-ნიშნა რიცხვია,
საქართველოს მორიგი ათი გამარჯვებიდან კი გამოსაყოფია:

2006 წლის რბევა ეროვნულზე 46:19
2008 წლის ციმბირული თოვლაობა 18:12

ლაშქრობანი მარიუპოლში 29:21 (2009) და თრაბზონში 36:8 (2010)
დათვების უსიტყვო კაპიტულაცია ვაკეში 46:0 (2012)

სულ 18 სამეზობლო რკენის ბალანსია 16-1 (1 ფრე) საქართველოს სასარგებლოდ;
ქულები 443:224, ლელოები 49/13

მატჩის პრომო >>>

Rugby.GE

მალთაყვიდან მარტყოფამდე

საქართველოს XXV ჩემპიონატის XV ტურში ჯიქმა და არმაზმა სტუმრად რომ იმარჯვეს, პლეი’ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

უმაღლესი ლიგის “დაფარვის ზონა” მალთაყვიდან მარტყოფამდე განივრცო – თამაშები ოთხ სტადიონზე მოეწყო.

კლუბებს აკლდნენ ესპანეთში მყოფი ბორჯღალოსნები, მაგრამ მოულოდნელობანი მაგას რომ მივაწეროთ, სწორი არ იქნება – უბრალოდ, დონე იმდენად თანაბარია, რომ რვა მოწინავე გუნდიდან ნებისმიერს შეუძლია სხვისი ძლევა.

მალთაყვაში ჯიქმა ბათუმს პირველი ტაიმის ბოლოს 10 ქულით გაუსწრო და კიდეც გაიმარჯვა * 20:16

თამაშის მაგ ეტაპზევე დაწინაურდა არმაზი რუსთავში და ბოლომდე ივარგა * 16:15

მარტყოფში აია არა-სრულ საათს 13:0 უგებდა ლელოს, მაგრამ კვაჭი ორი სინბინის გამო წითლით რომ გაუძევეს, ბოლო ორი წლის ჩემპიონმა იძალა * 20:13

ბოლომდე იბრძოლეს ცხრილის ფსკერზე დაძირულებმა:

თიბიესი 14 ქულამდეც წამოეწია ლოკომოტივს, ვისმა ორმა ბექმაც (წიკლაური კალანდაძე) 5 ლელოს 5 გარდასახვა დაურთო * 45:19, არმიამ კი ლამის დაბევებული ბონუსი დააკარგვინა ყოჩებს * 27:15 ლიდერის სასარგებლოდ.

ხუთ მატჩში სულ გაიცა 5 ბარათი და გავიდა 22 ლელო, რითაც საშუალო მაჩვენებელმა კიდევ იმატა და 3.67 გახდა (275 / 75)

სხვაფრივ, ფინიშამდე სამი ტურით ადრე ყოჩები 9 ქულით უსწრებენ ლელოსა და ბათუმს, მეექვსე ადგილზე მყოფი ხარები კი 7 ქულით – ჯიქს.

XV ტური

ბათუმი$ 16:20 ჯიქი
ლ: ჯიმშელაძე; გ 3ჯ: კობახიძე –
2ლ: გაბროშვილი მამრიკიშვილი; 2გ: ხარაზიშვილი; 2ჯ: ნინიძე ხარაზიშვილი
რეფ გვირჯიშვილი (რსთ) @ 28/02 მალთაყვა (100)
0:3(3) 3:3(13) 3:6(37) 3:13(39) /
10:13(53) 10:20(62) 13:20(77) 16:20(80+)

თიბიეს 19:45 ლოკომოტივი$
ლ: ღამბაშიძე; გ 4ჯ: მჭედლიშვილი –
7ლ: ფ.გასვიანი (1 6) წიკლაური (2 4 7) კალანდაძე (3 5) 5გ: კალანდაძე 4, წიკლაური
რეფ ამაშუკელი (თბ) @ 28/02 ავჭალა (500)
0:7(11) 3:7(13) 3:14(23) 3:21(35) 3:28(38) 10:28(40+) /
13:28(44) 16:28(56) 16:33(59) 19:33(64) 19:38(68) 19:45(77)

ლელო 20:13 აია$
2ლ: ლომთაძე კაჭარავა; 2გ 2ჯ: ყიასაშვილი სბ ქოიავა –
ლ: [საჯ] გ 2ჯ: ჯინჭველაშვილი სბ წბ მატკავა
რეფ დაგლას (ირლ) @ 28/02 მარტყოფი (150)

0:3(2) 0:6(5) სბ(25ლ) 0:13(29) სბ(38ა) /
წბ(55ა) 3:13(59) 10:13(67) 17:13(72) 20:13(80)

არმია 15:27 ყოჩები
2ლ: ჯიმუხაძე ტუჩაშვილი; გ ჯ: მეკოკიშვილი –
3ლ: გეგენავა (1 2) ხარშილაძე; 3გ 2ჯ: სოხაძე
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ 1/03 ავჭალა (700)
0:7(4) 0:10(26) 0:17(37) 3:17(40) /
3:20(46) 3:27(49) 8:27(62) 15:27(77)

ხარები$ 15:16 არმაზი
2ლ: ცხადაძე მელიქიძე; გ ჯ: მელიქიშვილი სბ თაგაური –
ლ: მისრიაშვილი; გ ა: კიკნაძე; 2ჯ: ნიკოლავა კიკნაძე 
წბ ბუკია
რეფ თევზაძე (თბ) @ 1/03 რუსთავი (300)
3:0(6) 3:3(14) 3:10(40+) /
8:10(47) 8:13(49ა) 8:16(53სბ) 15:16(76)
 წბ(80+ა)

ქულა

165 თემურ სოხაძე (ყოჩ; 128 ბახვა კობახიძე (ბთმ; 113 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 102 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 99 ბექა წიკლაური (ლოკ; 98 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 90 რეზი ჯინჭველაშვილი (აია; 72 უჩა მჭედლიშვილი (თბს; 59დიტო კალანდაძე (ლოკ; 54 საბა ნიკოლავა (ამზ; 51 ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 47 დავით კიკნაძე (ამზ; 44 რატი ნუცუბიძე (არმ)

ლელო

9  ირაკლი გეგენავა (ყოჩ)

8  ლევან თხელიძე (ბთმ)

7  გიორგი ლომთაძე (ლელ)

6  გიორგი ფრუიძე (აია, ბექა წიკლაური (ლოკ)

5  ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, გელა შალამბერიძე (აია)

4  გიორგი ბებიაშვილი (ხარ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, დიტო კალანდაძე (ლოკიოსებ კიკვაძე (აია, ოთარ მინაშვილი (ამზ, ჟორა მღებრიშვილი (ხარგიორგი სოსელია (ამზ)

3  ლაშა აზალაძე (ბთმ, მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩ, ფარნავაზ გასვიანი (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, ლექსო გუგავა (ლელ, გიორგი მელიქიძე (ხარ, გიორგი მისრიაშვილი (ამზ, სანდრო ნიჟარაძე (ლელ, მიხეილ რატიაშვილი (აია, ზვიად ღამბარაშვილი (ხარ, ირაკლი ყიასაშვილი (ლელ, გიორგი ხარშილაძე (ყოჩ)

2  გიორგი აბრამიძე (აია, არჩილ ალიქაძე (ბთმ, ბადრი ალხაზაშვილი (ლელ, ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი აფციაური (აია, ბესო ბარბაქაძე (ამზ, ვანო გაბროშვილი (ჯიქ, რატი გარუჩავა (ყოჩ, გიორგი გოგოლაძე (არმ, არჩილ დავითაძე (ბთმ, ლევან დარასელია (არმ, გიორგი თხილაიშვილი (ბთმ, გიორგი კაჭარავა (ლელ, ჯაბა კიკვიძე (ყოჩ, ბაჩო კოლელიშვილი (ლელ, დავით ლოსაბერიძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელ, ბექა მამრიკიშვილი (ჯიქ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ, ლექსო მელიქიშვილი (ხარ, გიორგი ნათელაშვილი (ხარ, დავით პაპავაძე (ჯიქ, თემურ სოხაძე (ყოჩ, გიორგი ტალახაძე (ლელ, გიორგი ტორაძე’უმც (აია, არსენ ტრაპაიძე (ჯიქ, ალეკო ტუჩაშვილი (არმ, ლაშა ფოფხაძე (ლოკ, სანდრო ქოიავა (ლელ, გიორგი შკინინი (ლოკ, ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩ, ზურაბ ძნელაძე (ლოკ, მიხეილ წიკლაური (ხარ, დავით ხიდეშელი (ყოჩ, ზურაბ ხორბალაძე (ლელ, ვაჟა ხუციშვილი (ხარ, კოტე ჯიმუხაძე (არმ, გიორგი ჯიმშელაძე (ბთმ, რეზი ჯინჭველაშვილი (აია)

Rugby.GE

ესპანეთი 13 საქართველო 26

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანეთი მადრიდში 26:13 დაამარცხა და რადგან რუმინეთი რუსეთთან დამარცხდა (13:16), სატურნირო ცხრილში კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა.

მატჩის ფოტოები >>>

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ესპანეთის ორჯერ დაწინაურდა, ჯერ ჯარიმით და მერე ლელოთი, მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით და გარდასახვით ორივეჯერ აღადგინა წინასწორობა – ლელო ზურაბ ჟვანიამ მიითვალა. მერე სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს – 13:13.

ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში 13 ქულის აღება ისევ მოახერხეს, თანაც თავად ქულა აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 26:13 იმარჯვეს. ჩვენების უპირატესობა ორი ჯარიმით კვირიკაშვილმა გაზარდა, მერე ესპანეთმა გაიბრძოლა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და სულ ბოლოს დავით კაჭარავას ლელოთი და კვირიკაშვილის გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

მეორე ტაიმში დაძაბულობამ პიკს რომ მიაღწია რეფერიმ ერთი ესპანელი და ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა – გიორგი ნემსაძე და ლევანდათუნაშვილი.

 

(მატჩის ვრცელ მიმოხილვას ორშაბათს შემოგთავაზებთ)

 

საქართველო 26:13 ესპანეთი

საქართველო = 4 ქულა

15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა (22ალექსანდრე ხუციშვილი 73); 10 ლაშა ხმალაძე (23 გიორგი აფციაური 76), ვაჟა ხუციშვილი (21 ვასილ ლობჟანიძე 59) / მიხეილ ნარიაშვილი (17 კახა ასიეშვილი 59), ზურაბ ჟვანია (16 სიმონ მაისურაძე 45), ლევან ჩილაჩავა (18 ანტონ ფეიქრიშვილი 59); გიორგი ნემსაძე სბ 58, კოტე მიქაუტაძე (19 ლევან დათუნაშვილი 63 სბ65); გიორგი თხილაიშვილი, შალვა სუთიაშვილი^კაპლაშა ლომიძე (2გიორგი ჩხაიძე) – 2ლ: ჟვანიაკაჭარავა; 2გ 4ჯ: კვირიკაშვილი

ესპანეთი = 0 ქულა

15 ბრედლი ლინქ’ლეითერ, 14 ხულენ გოია (_ 59), 13 მარკოს პოხი, 12 ტიბო ვიზენსანგ, 11 სერხი ობანელ; 10 დენ სნი (22 პაბლო ფონტეს 40+ – /, ?), გიომ რუე / ფრანკ ლაბე (16 ლორენცო ორტის 71), ბენიატ აუსკი, ხესუს მორენო (ორტის 20-31, 18 ფერნანდო ლოპეს 57); დავიდ გონსალეს, ხესუს რეკვერდა^კაპგოტიე ჟიბუენ, 7იგნასიო ვილიანუევა (20 ხავიერ დე’ხუან 57 სბ 63), ხაიმე ნავა  * არ შესულან (?): 23 პაბლო ფეიხო, 21 ანხელ ლოპეს / 17 ხუან ანაია, 19 მანუელ მორა – ლ: გოია; გ 2ჯ: ლინქ’ლეითერ

მსაჯები

რეფერი ალეკს რუის;  კიდეებზე: ვენსან ბლასკო / სედრიკ კლავ;
კომისარი ივ ბრესი (სფრ)

შაბ 28/02 2015 @ მადრიდი, უნივერსიტეტი (ათასი) 19.00 საქ

0:3(2) 3:3(12) 3:10(26) 10:10(29) 13:10(35) 13:13(38) /
16:13(56) სბ(58ს) 19:13(64სბ) სბ(65ს) 26:13(80)

Rugby.GE

ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში

საქართველოში 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ‘მსოფლიო რაგბის’ (რაგბის მსოფლიო კავშირი, ყოფილი ირბ) საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი.

ვიზიტის ფარგლებში მარკ იგანმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებთან. მხარეები შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, დაიგეგმა აუდიენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან.

შეხვედრებისას განიხილებოდა 2017 წელს საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამართვის საკითხები. ვიზიტისას, მარკ იგანმა თბილისსა და ქუთაისში დაათვალიერა საქართველოს რაგბის კავშირის ინფრასტრუქტურა.

ვიზიტთან და საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს, 27 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის შეკითხვებს ლევან ყიფიანმა, ირაკლი დოლაბერიძემ, გიორგი ნიჟარაძემ და მარკ იგანმა უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირის სამასპინძლოდ სატენდერო განაცხადი უკვე შეიტანა.

ლევან ყიფიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

„გვესტუმრა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რაგბის დიდი მეგობარი – ‘მსოფლიო რაგბის’ საშეჯიბრო დ მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკ იგანი, რომელიც საქართველოში იმ კომისიის ფარგლებში იმყოფება, რომელიც მართავს მსოფლიო რაგბის 20-წლამდე ჩემპიონატს. ეს არის ძალიან საინტერესო და მასშტაბური ტურნირი, რომლის მასპინძლობა საქართველოს რაგბის კავშირმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ქვეყანამ ერთად განვიძრახეთ.

„ამისათვის აუცილებელია იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც ეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას – მოსაწესრიგებელია სათამაშო და მოსამზადებელია სავარჯიშო მოედნები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის მერიასთან. თუ საქართველო მოიპოვებს ტურნირის მასწპინძლობის უფლებას, ქუთაისი ერთერთი ჯგუფის მასპინძელი ქალაქი იქნება.

„სპორტის სამინისტრომ ბატონ იგანს მივიცით გარანტიები იმისა, რომ მოხდება ამ ინფრასტრუქტურის შესაბამისი მომზადება და მინდა გაცნობოთ, რომ უკვე შეირჩა საამისო ტერიტორიები.

„ტურნირის ორგანიზების კუთხით უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ‘მსოფლიო რაგბთან’. უკვე შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლობის პერსპექტივა ძალიან დიდია. უახლოეს ხანში შეიკრიბება მსოფლიო რაგბის შესაბამისი საბჭო, სადაც გადაწყდება ეს საკითხი.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„მე არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მინჯნაზე ვდგავართ. შეგახსენებთ, რომ ამ მასშტაბის შეჯიბრი სპორტის სათამაშო სახეობაში საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

„მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემპიონატს მსოფლიო მასშტაბით ყავს მილიარდ ნახევრიანი აუდიტორია. მონაწილეობს მსოფლიოს ელიტური ნაკრებები და გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ მივიღოთ. თუ ‘მსოფლიო რაგბი’ გადაწყვეტს და მოგვცემს მასპინძლობის უფლებას, ეს იქნება მძლავრი ბიძგი ძალიან ბევრი რამის მიმართ საქართველოში – შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა და უამრავი ტურისტი ჩამოვა.

„მოკლედ, რომ ვთქვათ ეს ყველაფერი არის მხოლოდ პოზიტივის მომტანი. აქედან გამომდინარე, მე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ყველაფერს, როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე ქართული სპორტისთვის ზოგადად. მითუმეტეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩვენ ამ ინფრასტრუქტურას განვიხილავთ, როგორც ტურნირის შემდეგ საზიაროს ფეხბურთთან, იმიტომ რომ ფეხბურთსაც ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს.

„ძალიან მიხარია ასევე, რომ ბატონ მარკ იგანს გუშინ დავუსაბუთეთ საბოლოოდ რატომ უნდა იყოს ტურნირის ერთი ქვე-ჯგუფი ქუთაისში. ქუთაისურმა რაგბმა ეს ნამდევილად დაიმსახურა და გარდა ამისა ქუთაისისთვის, როგორც ქალაქის განვითარებისთვის ეს დიდი და პოზიტიური სტიმული იქნება.

„მთავრობამ ‘მსოფლიო რაგბს’ მისცა გარანტია იმისა, რომ საქართველოს მხრიდან ყველა გაწერილი ვალდებულება ზედმიწევნით შესრულდება. გაცნობებთ, რომ დღეს დასკვნითი შეხვედრა გვექნება საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. ამ შეხვედრაზე ეს ყველაფერი მთავრობის სახელით გაცხადდება. სამშაბათამდე, საქართველოს მთავრობა ოფიციალური წერილით დაუდასტურებს ზემოაღნიშნულს ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტს და ამის შემდეგ, ოთხშაბათსა და ხუთსაბათს, ბატონი იგანი კომისიის ორგ-სხდომაზე გააკეთებს მოხსენებას, სადაც შემუშავებულ იქნება რეკომენდაცია, ხოლო ოფიციალური გადაწყვეტილება უკვე მაისში იქნება მიღებული. თუმცა მერწმუნეთ, რომ რეკომენდაცია პრაქტიკულად გადაწყვეტილებას ნიშნავს.

„ასე, რომ დაველოდოთ და სანთლებიც დავანთოთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი რამ შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთან ჩემპიონატი არა ელიტურ სარაგბო ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.

მარკ იგანის განცხადებით, საქართველოს ძალზე რეალური შანსი აქვს მასპინძლობის უფლების მოპოვებისა, რადგან მთავრობის და ასევე საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მხრიდან მიღებულია გარანტიები ახალი სარაგბო ინფრასტუქტურის შექმნის და ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების თაობაზე. ‘მსოფლიოს რაგბის’ მაღალჩინოსნის თქმით, ქუთაისის სარაგბო ინფრასტრუქტურამ, რომლის მსგავსი მას ბოლო წლებში სხვა არცერთ ქვეყანაში არ უნახავს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ასეთი ბაზის პირველი დონის სარაგბო ქვეყნებსაც შეშურდებოდათო, დასძინა მან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ მარკ იგანი დუბლინში, “მსოფლიო რაგბის” შტაბ-ბინაში დაგემილ ორგ-საბჭოზე მომავალ კვირას იმსჯელებს, სადაც საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ტურნირის მასპინძლობაზე ოფციალურ გარანტიებს წარუდგენს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი “მსოფლიო რაგბი” მიმდინარე წლის მაისში მიიღებს.

Rugby.GE

ესპანეთი-საქართველო, ბორჯღალოსნების შემადგენლობა

დღეს ბორჯღალოსნები კატალონიურ შეკრებას დაასრულებენ და მადრიდისკენ აიღებენ გეზს. შაბთს, 28 თებერვალს ჩვენი ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

გამგზავრებამდე, მატჩამდე 48 საათით ადრე, ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა. რაზეც მილტონ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ისინი რუმინეთის შემდეგ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიგვაჩნია, რასაც გუნდი თავიდან ბოლომდე ითავისებს. მიმაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვანახოთ”

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, III ტური: ესპანეთი-საქართველო 28/02/15, 19:00, მადრიდი

ბოჯღალოსნების შემადგენლობა:

cats

cats

Rugby.GE

ხიბლი თანაბრად

საქართველოს XXV ჩემპიონატის XIV ტური ამ შაბათ–კვირასაა.

ორი თამაში ავჭალაში მოეწყობა (14.00), თითო კი – რუსთავში (14.00), ფოთსა  (15.00) და ქუთაისში (16.00)

საქმე ისე აეწყო, რომ ზედა ხუთეულის წევრები ქვედასას ეთამაშებიან, რის გამოც ყველა მატჩს ხიბლი თანაბრადა სდევს.

XIV ტური

cats

წინა, XIII ტურში 23 ლელო რომ დაიდო, ორმა გამარჯვებულმა პრემიაც მიითვალა.

პროგრამა სამ დღედ გაიწელა.

პარასკევს, მეორე ადგილზე მყოფი ბათუმი შინ 10 ქულით ჩამორჩა მდევარ რუსთავს, მაგრამ ტაიმთა შესაყარზე ორი ლელო შეიტანა შერკინებით, 14:10 იმარჯვა და ხარებს ცხრილში 8 ქულით უსწრებს.

შაბათს, აია ავჭალაში ჩავიდა და შინ წაგებისთვის დამაჯერებელი რევანში 41:20 აიღო ლოკომოტივთან – ქუთაისელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში სამი ლელოთი გაუსწრეს რკინიგზელებს, მაგრამ მატჩის მიწურულს პრემია სათუო რომ გაუხდათ, უმალვე შეიტანეს კიდევ ერთი ლელო.

შაბათსვე, შევარდენზე, არმიამ ვერაფერი გაუტანა ჯიქს, თავად კი ორ-ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაუშვა და 0:20 დამარცხდა.

კვირას, ავჭალაში, ლიდერი ყოჩები პირველი ტაიმის შუაში 1 ქულით აგებდა აუტსაიდერ თიბიესთან, მაგრამ მაინც 6 ლელო გაიტანა, პრემიით 43:6 იმარჯვა და ფინიშამდე 5 ტურით ადრე ბათუმს 10 ქულით (ორ-ნახევარი მოგებით) უსწრებს.

ტური კვირას, შევარდენზე დასრულდა. ლელომ პირველი ტაიმი 17 ქულით მოუგო არმაზს და პრემიის ასაღებად ერთი ლელოღა ჭირდებოდა, მაგრამ ეგ ლელო თამაშის ბოლოს არმაზმა გაიტანა 22:10

სულ ხუთ მატჩში 7 სინბინი აღინუსხა, ჩემპიონატის საშუალო ლელოიანობამ კი ოდნავ იმატა – 3.49 გახდა (227 / 65)

XIII ტური

ბათუმი 14:10 ხარები$
2ლ: კელენჯერიძე თხელიძე; 2გ: კობახიძე სბ გაგოშვილი –
ლ: თეგეთაშვილი; გ ჯ: მელიქიშვილი
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ 6/02
 ანგისა (200)
0:7(11) სბ(19ბ) 0:10(27) 7:10(39) /
14:10(
53)

ლოკომოტივი 20:41 აია$
2ლ: წიკლაური ბეკოშვილი; 2გ: კალანდაძე წიკლაური; 2ჯ: კალანდაძე –
5ლ: კიკვაძე მატკავა დ.ლოსაბერიძე აბრამიძე შალამბერიძე;  2გ: ჯინჭველაშვილი სინაურიძე; 4ჯ: ჯინჭველაშვილი
რეფ ამაშუკელი (თბ) @ 7/02 ავჭალა (800)

0:3(4) 0:8(8) 7:8(12) 7:11(14) 7:14(18) 10:14(20) 13:14(22) 13:19(27) 13:22(33) 13:29(37) 
13:34(42) 20:34(73) 20:41(74)
 

არმია 0:20 ჯიქი

სბ ჯიმუხაძე –
2ლ: ტრაპაიძე სვანიძე; 2გ: ნინიძე ხარაზიშვილი; 2ჯ: ნინიძე
რეფ იმბუშ (ირლ) @ 7/02 შევარდენი (300)

სბ(4ა) 0:3(10) /
0:10(43) 0:13(58) 0:20(67)

 

თიბიეს 6:43 ყოჩები$

2ჯ: ჯინაშვილი სბ ორაგველიძე –
6ლ: გეგენავა გარუჩავა (2 5) გოგოლაშვილი აფციაური ჩხიკვაძე; 5გ ჯ: სოხაძე სბ გოგიშვილი მახარაშვილი
რეფ გვირჯიშვილი (რსთ) 
8/02 ავჭალა (500)
0:5(4) 3:5(10) 6:5(22) სბ(27ყ) 6:12(36) 6:19(40+3) /
6:22(43) 6:29(49) სბ-სბ(60) 6:36(66) 6:43(79)

 

ლელო 22:10 არმაზი

3ლ: ზაალიშვილი ქოიავა ნიჟარაძე; 2გ ჯ: ყიასაშვილი სბ მძინარიშვილი-
2ლ: ბარბაქაძე მისრიაშვილი სბ გიგაური
რეფ თევზაძე @ 8/02 შევარდენი (300)

3:0(13) 10:0(24) სბ(26ა) 10:5(31) 15:5(35) 22:5(40) /
22:10(
72სბ)

cats

 

ქულა

150  თემურ სოხაძე (ყოჩ; 107 ბახვა კობახიძე (ბთმ; 103 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 88 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 80 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 72 ბექა წიკლაური (ლოკ; 70 რეზი ჯინჭველაშვილი (აია; 55 უჩა მჭედლიშვილი (თბს; 51 ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 49 საბა ნიკოლავა (ამზ; 44 რატი ნუცუბიძე (არმ)

ლელო

8  ლევან თხელიძე (ბთმ)

7  ირაკლი გეგენავა (ყოჩ)

5  ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, გიორგი ლომთაძე (ლელ)

4  გიორგი ბიწაძე (ლოკ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, იოსებ კიკვაძე (აია, ოთარ მინაშვილი (ამზ, გიორგი სოსელია (ამზ, გელა შალამბერიძე (აია)

3  ლაშა აზალაძე (ბთმ, მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩ, თორნიკე გოგლიძე (თბს, ლექსო გუგავა (ლელ, ჟორა მღებრიშვილი (ხარ, სანდრო ნიჟარაძე (ლელ, მიხეილ რატიაშვილი (აია, გიორგი ფრუიძე (აია, ირაკლი ყიასაშვილი (ლელ)

2  არჩილ ალიქაძე (ბთმ, ბადრი ალხაზაშვილი (ლელ, ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი აფციაური (აია, ბესო ბარბაქაძე (ამზ, გიორგი ბებიაშვილი (ხარ, რატი გარუჩავა (ყოჩ, გიორგი გოგოლაძე (არმ, არჩილ დავითაძე (ბთმ,ლევან დარასელია (არმ, გიორგი თხილაიშვილი (ბთმ, ჯაბა კიკვიძე (ყოჩ, ბაჩო კოლელიშვილი (ლელ, დავით ლოსაბერიძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ, გიორგი მელიქიძე (ხარ, გიორგიმისრიაშვილი (ამზ, გიორგი ნათელაშვილი (ხარ, დავით პაპავაძე (ჯიქ, თემურ სოხაძე (ყოჩ, გიორგი ტალახაძე (ლელ, გიორგი ტორაძე’უმც (აია, არსენ ტრაპაიძე (ჯიქ, ლაშა ფოფხაძე (ლოკ, გიორგი შკინინი (ლოკ, ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩ, ზურაბ ძნელაძე (ლოკ, მიხეილ წიკლაური (ხარ, გიორგი ხარშილაძე (ყოჩ, დავით ხიდეშელი (ყოჩ, ზურაბ ხორბალაძე (ლელ, ვაჟა ხუციშვილი (ხარ, რეზი ჯინჭველაშვილი (აია)

Rugby.GE

ესპანეთი – საქართველო, საინფორმაციო განახლებები

კვირა–ნახევარში, 28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთს მადრიდში ესტუმრება. მატჩი უნივერსიტეტის სტადიონზე თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნებმა პირველი ორი მატჩი მოიგეს, მაგრამ გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი რუმინეთს დაუთმეს ერთი ქულით, რადგან მუხებმა ესპანეთი ბონუსით დაამარცხეს.

რაზმის განახლებები

ჩვენი ნაკრები კვირას ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც მატჩამდე 5-დღიან შეკრებას გაივლის. სამწვრთნელო შტაბმა რაზმში დამატებით ორ მოთამაშეს უხმო: სიმონ მაისურაძე და ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმირებულების – შალვა მამუკაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად გამოიძახეს. გარდა ამისა, რაზმში უხმეს ვაჟა ხუციშვილსაც, რომელმაც პირველი ორი შეხვედრა ფეხის კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

“სწორედ ტრავმის გამო ვერ მოხერხდა თავიდან ხუციშვილის გამოძახება, რამაც ვასილ ლობჟანიძის საქმეში ნახვის შესაძლებლობა მოგვცა. მოგეხსენებათ, ვაჟამ კარგად ითამაშა იაპონიის წინააღმდეგ და ამჯერად კიდევ ერთი შანსი ეძლევა თავის გამოსაჩენად. ესპანეთის მატჩის შემდეგ ფაქტიურად სამივე 9 ნომერი ნანახი გვეყოლება და მეტ-ნაკლებად შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ რომელ ორს დავუძახებთ გათამაშების ბოლო ორ შეხვედრაში“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

გასვლაზე რთულ მეტოქესთან

“ესპანეთთან ყოველთვის რთულია თამაში. ჩემი მწვრთნელობის დროს აგერ უკვე ორჯერ ვესტუმრეთ და როგორც გახსოვთ, პირველი შეხვედრა დავთმეთ, ბოლო ჩასვლაზე კი მხოლოდ მეორე ტაიმში შევძელით გამარჯვების მოპოვება. აქედან გამომდინარე, მადრიდში ადვილი თამაში არ გველის. მიუხედავად ყველაფრისა, მათ უნდა ვაჯობოთ. ასეთ მოწინააღმდეგესთან აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უნარები და თუ ამას შევასრულებთ, ანგარიში თავისთავად გაიზრდება.

“ესპანეთის ნაკრებს ტრადიციულად ძლიერი ხაზის მოთამაშეები ჰყავს. ამავდროულად ჩვენმა ხაზმაც გააუმჯობესა თამაში, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი ამ ასპექტში – განსაკუთრებით ის ბოლო პასები, რომლებსაც ლელო უნდა მოჰყვეს. საბედნიეროდ, გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ეს სისტემა კარგად ესმით.

“გერმანიასთან გამართულმა თამაშმა გვანახა, თუ რამდენად კარგად შეგვეძლო კონტრ–შეტევის განხორციელება. პორტუგალიასთანაც ვუტევდით, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოგვდიოდა. მწვრთნელები განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას და ვეცდებით, რომ ბოლო ფაზაში გუნდმა უკეთესად ითამაშოს.”

ტრავმირებული მოთამაშეები

პორტუგალიასთან შალვა მამუკაშვილმა მუხლი დაიზიანა. მას წუხელ მენისკის ოპერაცია გაუკეთეს და ვარჯიშის დაწყება სავარაუდოდ ორ–სამ თვეში შეეძლება.

სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, რაგბი ევროპის წლევანდელი გათამაშების დარჩენილ თამაშებში ნაკრებს სავარაუდოდ ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი და მამუკა გორგოძე დაუბრუნდებიან, ხოლო ჯაბა ბრეგვაძე, ვიტო კოლელიშვილი, თედორე ზიბზიბაძე, დავით ხინჩაგიშვილი და ვახტანგ მაისურაძე ტურნირის ბოლომდე ვეღარ მოახერხებენ გუნდის დახმარებას.

Rugby.GE

‘საქართველო-პორტუგალია’ მატჩამდე 24 საათით ადრე

14 თებერვალს ბორჯღალოსნები წლის პირველ საშინაო მატჩში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17:00 საათზე მესხის სტადიონზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში გალერეა 1>>> გალერეა 2>>>

პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის ვარჯიში გალერეა >>>

მატჩამდე 24 საათით ადრე გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგ, სტადიონის მედია ცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიამრთა.

ჟუაო ლუის პინტო (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) „ხვალ ძლიერ მოწინააღმდეგესთან საკმაოდ რთული მატჩი გველის. ნაკრებთან, რომელსაც ძლიერი შერკინება ჰყავს. ამ კომპონენტში ჩვენ შედარებით მოვიკოჭლებთ. მიუხედავად ამისა ჩვენ მიზანს მაინც ქართული შერკინების შეჩერება და ძალის დაპირისპირება წარმაოდგენს.“

ვასკო უვა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი) „დავეთანხმები მწვრთნელს, რომ ხვალ ნამდვილა იოლი მატჩი არ გველის. ვეთამაშებით გათამაშების ლიდერს, რომელმაც წინა კვირას საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა გერმანიის ნაკრები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ვითამაშოთ და ვეცადოთ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. ეს უკვე ჩემი მე-6 სტუმრობაა საქართველოში და ამ პერიოდში, როგორც გამარჯვებისთისაც მიმიღწევია ასევე წამიგია თამაშები.“

შალვა სუთიაშვილი „პორტუგალიის წინააღმდეგ მეც ბევრჯერ მითამაშია, საკმაოდ რთული გუნდია, უხეში მოწინააღმდეგეა, რომელიც კარგაგ იცავს თავს. გარდა ამისა, ისინი სწრაფ რაგბს თამაშობენ რადგან ბევრი შვიდკაცას მოთამაშე ყავთ. რუმინეთთან წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მოთამაშე დაემატათ და საკმაოდ გაძიერდნენ. ჩენისმხრივ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ, ვანახოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და რათქმქაუნდა ვასიამოვნოთ ჩვენი გულშემატკივარი.“

მილტონ ჰეიგი „პორტუგალიას კარგი და ძლიერი გუნდი ყავს. ისინი სწრაფები, აგრესიულები და მებრძოლები არიან. მე ვფიქრობ, რომ ხვალე საინტერესო მატჩი იქნება.“

კონფერენციის ბოლოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს ძირითად შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე თუ რამდენად მოხერხდება მსოფლიო თასამდე გუნდის ოპტიმალურ ფორმაში მოყვანა. რაზეც მილტონ ჰეგიმა უპასუხა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების გარდა წინ კიდევ ერთი ტურნირია – თბილისის თასი, რომელზეც ყველა მოთამაშეს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. ამის გათვალსწინებით წლის მთავარი შერკინებისათვის საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში იქნება.