საფრანგეთში, “ბიარიცისა” და “ბეზიეს” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართული მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მორაგბეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. საქმე გუნდური ჩხუბის დაწყებამდე მივიდა, მოთამაშეები მოედანსაც გაცდნენ, სადაც მათ ტრიბუნაზე მყოფი რამდენიმე გულშემატკივარი შეუერთდა.
ჭდე: რაგბი
კარლენ ასიეშვილის ლელო საფრანგეთის TOP 14-ში (ვიდეო)
16 აპრილს, საფრანგეთის TOP 14-ში კარლენს ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” საკუთარ მოედანზე “ოიონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 31:13 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ასიეშვილი იყო, რომელმაც შეხვედრის პირველი ლელოს დადება მოახერხა – მან თავი მე-19 წუთზე გამოიჩნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი 48-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ასიეშვილმა მიმდინარე სეზონში ლელო მეორედ გაიტანა.
თამაზ მჭედლიძის მორიგი ლელო საფრანგეთის TOP 14-ში (ვიდეო)
2 აპრილს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-20 ტურში “აჟენმა” საკუთარ მოედანზე “პო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 26:33 დამარცხდა.
“აჟენის” ძირითად შემადგენლობაში იყო თამაზ მჭედლიძე, რომელმაც მე-9 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო დადო. ასევე, მასპინძელთა რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა 22 წლის გიორგი თეთრაშვილი.
საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული ოცი ტურის შემდეგ, “აჟენი” გასავარდ ზონაში იმყოფება და ცხრილში ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს.
მამუკა გორგოძე კარიერას “ტულონში” დაასრულებს?
დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას “ტულონში” დაასრულებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგული პრესა ხშირად წერდა იმის შესახებ, რომ მამუკას გადაბირება “რასინგს” სურდა. თუმცა, La Provence-ს ცნობით, 31 წლის მოთამაშემ “ტულონთან” კონტრაქტი სამი წლით გაახანგძლივა და კლუბში 2020 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე “ტულონში” 2014 წელს “მონპელიედან” გადავიდა.
თამაზ მჭედლიძის შესანიშნავი ლელო “მონპელიესთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)
26 მარტს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-19 ტურში, “აჟენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და ანგარიშით 21:45 დამარცხდა.
შეხვედრაში მონწილეობა ორმა ქართველმა მიიღო. “მონპელიეს” რიგებში მე-40 წუთზე მოედანზე მიხეილ ნარიაშვილი გამოჩნდა, ხოლო 63-ე წუთზე თამაშში “აჟენის” მორაგბე, თამაზ მჭედლიძე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მჭედლიძემ 75-ე წუთზე შესანიშნავი ლელოს დადებაც მოახერხა.
საქართველო — ესპანეთი: მატჩის ბილეთები გაყიდვაშია
ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს სარაგბო ნაკრები ესპანეთს მიიღებს. შეხვედრა 27 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთები ინტერნეტის საშუალებით რეალიზაციაში 18 თებერვლიდან ჩაეშვა. 22 თებერვალს კი ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც გამოიტანეს. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებშიც. ფასი 3 და 5 ლარია.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე.
რიჩი მაკქოუ: “საქართველოს ნაკრებმა ჩემზე დიდი შთაბეჭილება მოახდინა”
ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა, რიჩი მაკქოუმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა და “ბორჯღალოსნებთან” მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული შეხვედრა გაიხსენა.
“საქართველოს ნაკრებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ გუნდში ყველა დიდი ბიჭი იყო. მათი უმეტესობა ახლა ევროპულ კლუბებში თამაშობს. ნამდვილად რთული მატჩი გამოდგა. ქართველების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე დაცვაში თამაში იყო – მათი გარღვევა ძალიან რთული იყო. თუმცა, ზოგჯერ საქართველოს ნაკრები შეტევაში თავის შანსს ვერ იყენებდა.
მატჩის დაწყებამდე, ვფიქრობდით, რომ სავარაუდოდ, მოედანს გამარჯვებულები ჩვენ დავტოვებდით, მაგრამ მოგება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების ყველა მორაგბე ძალიან მაღალი დონისაა. მათ იციან, როგორ ითამაშონ რაგბი, ისინი პროფესიონალები არიან. ჩემი აზრით, თუ საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მიეცემა, ისინი კიდევ უფრო მოუმატებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველა თანაგუნდელის მსგავსად, ძალიან დაღლილი ვიყავი და კუნთები მტკიოდა”, – ციტირებს მაკქოუს სიტყვებს rugbyonline.ru.
მამუკა გორგოძე “ტულონთან” კონტრაქტს ახანგძლივებს
L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ, დიდი შანსია, “ტულონთან” კონტრაქტი გაახანგძლივოს.
შეგახსენებთ, რომ მამუკას “ტულონთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. ბოლო თვეებში, ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ 31 წლის მორაგბის გადაბირება “რასინგ 92”-ს სურდა, რომელიც მას უფრო დიდ ხელფასს დაჰპირდა.
ამჟამად, გორგოძესა და “ტულონის” ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, “გორგოძილა” კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგძლივებს.
ვიტო კოლელიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კლერმონის” მორაგბე ვიტო კოლელიშვილს 24-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, ევროპის თასზე, “კლერმონი” უელსურ “ოსპრეიზს” ესტუმრა და ანგარიშით 13:21 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა მორაგბემ მსაჯს ხელი ჰკრა, შემდეგ კი ალან ვინ ჯონსთან თამაშის წესები დაარღვია.
ვებ-გვერდ rugbyrama.fr-ს ცნობით, დიდი ალბათობით, ვიტო კოლელიშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
დავით კაჭარავამ “ნიუკასლ ფალკონზს” ორი ლელო დაუდო (ვიდეო)
16 იანვარს, ჩელენჯ თასზე, რუსულმა “ენისეიმ”, რომლის ღირსებასაც დავით კაჭარავა იღებს, საკუთარ მოედანზე ინგლისური “ნიუკასლ ფალკონზი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 24:7 დაამარცხა.
“ენისეის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ მორაგბეს. დავით კაჭარავამ 28-ე და 42-ე წუთებზე ორი ლელოს დადება მოახერხა.
იხილეთ კაჭარავას ლელობი (1:08 და 1:31):
რა გაუკეთა ვიტო კოლელიშვილმა უელსელ მორაგბეს (ვიდეო)
15 იანვარს, ევროპის ჩემპიონთა თასზე, უელსურმა “ოსპრეიზმა” საკუთარ მოედანზე ფრანგული “კლერმონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 21:13 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა მორაგბემ, ვიტო კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა. ახლა კი, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ რა გაუკეთა ქართველმა მორაგბემ უელსელ ალან ვინ ჯონსს.
ვიტო კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა (ვიდეო)
15 იანვარს, ევროპის თასზე, უელსურმა “ოსპრეიზმა” საკუთარ მოედანზე “კლერმონი” მიიღო.
ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო ვიტო კოლელიშვილი. ქართველმა მორაგბემ, მოულოდნელად, 25-ე წუთზე მსაჯს ხელი ჰკრა, რისთვისაც მას ყვითელი ბარათი უჩვენეს.