ვითიბი ბანკი ბორჯღალოსნების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ხელშეკრულება, რომელსაც 13 ივნისს მოეწერა ხელი ერთ წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს.

‘ბორჯღალოსნების’ გარდა, ვითიბი ბანკი საერთაშორისო ტურნირის ‘IRB თბილისის თასი 2014’ -ის სპონსორიც გახდა. ტურნირი  14-22 ივნისს ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ, საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები, მზარდი იტალიის ნაკრები (A ნაკრები) და არგენტინელი იაგუარები (A ნაკრები).

IRB თბილისის თასი 2014 – რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით იმართება

ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა

„სიამაყით გვსურს ავღნიშნოთ, რომ დღეიდან  ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორები გავხდით.  საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად უკვე ვახორციელებთ პირველ პროექტს, კონკრეტულად ეს არის ‘IRB თბილისის თასი 2014’-ი, რომლის გენერალური სპონსორებიც ვართ. ამ ტურნირზეც და მომავალშიც წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და დარწმუნებული ვართ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა

„ქართული სარაგბო თემის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ვი თი ბი ბანკს, რომელთანაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი დიდ სასპონსორო ხელშეკრულებას, რომლის ნაწილს წარმოადგენს IRB თბილისის თასი 2014-ის გენერალური სპონსორობა. ეს შესანიშნავია მაგალითია ბიზნესისთვის და კერძო სექტორისათვის და ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა მოვუწოდოთ კერძო სექტორს მეტი ყურადღება გამოიჩინოს სპორტის და მათ შორის რაგბის მიმართ.“

ტურნირი 14, 18 და 22 ივნისსავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩტარდებაათითო სათამაშო დღეს ორორი მატჩი გაიმართებარომლებიც შესაბამისად 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე გაყიდვაშია, თითო სათამაშო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

Rugby.Ge

შაბათს IRB თბილისის თასი 2014-ის პირველი რაუნდის მატჩები გაიმართება

ამ შაბათს სტარტს იღებს თბილისის თასის 2014 წლის გათამაშება. 14 ივნისიდან საქართველო, ესპანეთი, მზარდი იტალია და არგენტინის იაგუარები თბილისის თასის მოსაპოვებლად ასპარეზობას ავჭალის სარაგბო სტადიონზე შეუდგებიან.

აღნიშნული ტურნირი, რომელიც რაგბის საერთაშორისო საბჭოს, მეორე დონის ქვეყნებისათვის შეჯიბრების ოდენობის მომატების გეგმის ნაწილს წარმოადგენს, სამ სამატჩო დღეს გაიმართება (14, 18 და 22 ივნისი). ყოველ სამატჩო დღეს ორი შეხვედრა ჩატარდება, რომლებიც შესაბამისად 17 და 19 საათზე დაიწყება. ტურნირის პირველ მატჩში, ევროპის ერთა თასის ძველი მეტოქეები, საქართველო და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. მატჩის შედეგი გუნდების საერთაშორისო რეიტინგზე იმოქმედებს.

IRB თბილისის თასი – რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ დაარსებული ტურნირი, რომლის გენერალური სპონსორია ვი თი ბი ბანკი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონაწილე ქვეყნების სანაკრებო განვითარებისათვის და საქართველოში რაგბის პოპულარობის გაზრდისათვის. საქართველო ტურნირს მეორედ მასპინძლობს, მას შემდეგ რაც შარშან, პირველი გათამაშება წარმატებულად გაიმართა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო თხუთმეტეულმა გაიმარჯვა.

ტურნირის პირველი პრესკონფერენცია

ფოტოები >>>

დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონის მედია ოთახში მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები ტურნირის პირველი პრესკონფერენციის გასამართად შეიკრიბნენ.

2014 წლის IRB  თბილისის თასის პირველ რაუნდს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი გახსნის. გუნდები ერთმანეთს ბოლოს მადრიდში, ევროპის ერთა თასზე მარტში შეხვდნენ, სადაც ბორჯღალოსნებმა მასპინძლები 24:17 დაამარცხეს.

მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „რამოდენიმე ძირითადი მოთამაშე გვაკლია, მაგრამ ამით ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა, რაც ჩვენს გუნდში უფრო გაზრდის კონკურენციას. მიუხედავად ამისა გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეები გვყავ, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული თუ რას ველით მათგან. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩით კარგად დავიწყოთ ტურნირი. შაბათს ძალიან რთული თამაში გველის ”

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი ტურნირს, როგორც თავისი გუნდის გაზრდის საშუალებას განიხილავს: „ჩვენ მიზანს გუნდის განვითარება წარმოადგენს. წელს მსოფლიო თასზე ვერ მოვხვდით და ამიტომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდის გაზრდაზე ვაკეთებთ აქცენტს და ეს ტურნირი ამ მიზნისკენ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს, იტალიის და არგენტინის წინააღმდეგ თამაში. მოთამაშეები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ საქართველოს წინააღმდეგ, პირველ შეხვედრაში, რომელიც ძალიან დაძაბული იქნება.“

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა პაბლო ფეიხომ განაცხადა, რომ მასპინძლებთან მის გუნდს რთული მატჩი ელის: „ნამდვილად ურთულესი პირველი მატჩი გვექნება. აქ ჩვენი გუნდის განვითარებისათვის ჩამოვედით. 2015 წლის მსოფლიოზე ვერ მოვხვდით და ამიტომ 2019 წლის მსოფლიო თასს ვუმიზნებთ. საქართველოში ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ მამაცი და თავდაჯერებული გუნდით ჩამოვედით და საქართველოსთან დიდი ბრძოლა გვექნება. ურთულესი თამაში გველის, მაგრამ ტურნირზე ჩვენ მიზანს განვითარება წარმოადგენს.”

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, 19:00 საათზე მზარდი იტალია არგენტინის იაგუარებს დაუპირისპირდება. ბუქარესტში ერთა თასის შარშანდელ გათამაშებაში იტალიელებმა იაგუარები 26-6 დაამარცხეს, აქედან გამომდინარე არგენტინელები რევანშის აღებას ეცდებიან თბილისის თასის პირველი რაუნდის მეორე მატჩში.

იტალიელთა საკმაოდ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანმა ტომასო კასტელომ განაცხადა: „ჩვენ მოტივირებულები ჩამოვედით ტურნირზე და გვსურს კარგად ვითამაშოთ. იაგუარები ფიზიკურად ძლიერი და აგრესიული გუნდია, აქედან გამომდინარე პირველ მატჩში ფიზიკურ კომპონენტს ყურადღება უნდა მივაქციოთ და შესაბამისად მოვემზადოთ.”

იტალიელთა მწვრთნელმა, ანდრეა კავინატომ განაცხადა, რომ გუნდი ეროვნულ პირველობაში მოასპარეზე მოთამაშეებისგან შედგება, რომელთა უმეტესობა 23 წლისაა – “ამ გუნდთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, რათა გამოვავლინოთ ისინი, ვინც 2019 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზებს. შესაძლოა რამოდენიმე მოთამაშე გაისად ინგლისშიც ვიხილოთ.

არგენტინელთა მწვრთნელის, ბერნარდო ურდანეტას თქმით: „ჩვენ მოთამაშეებს ეძლევათ საშუალება, რომ ანახონ საერთაშორისო დონეზე თუ რის გაკეთება შეუძლიათ. ეს კარგი შეჯიბრია გუნდის განვითარებისთვის და ვეცდებით თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი.”

IRB თბილისის თასი 2014 მატჩების განრიგი

 

14 ივნისი, შაბათი

17:00 – აქართველო-ესპანეთი 
19:00 – მზარდი იტალია-არგენტინელი იაგუარები

18 ივნისი, ოთხშაბათი

17:00 – საქართველო-არგენტინელი იაგუარები 
19:00 – მზარდი იტალია-ესპანეთი

22 ივნისი, შაბათი

17:00 – საქართველო-მზარდი იტალია
19:00 – არგენტინელი იაგუარები-ესპანეთი

IRB თბილისის თასი 2014 – გუნდებმა ხვალინდელი რამზები დაასახელეს

ერთ დღეზე ნაკლები დრო რჩება 2014 წლის თბილისის თასის გათამაშების დაწყებამდე. ხვალიდან 14, 18 22 ივნისს საქართველო, ესპანეთი, მზარდი იტალია და არგენტინის იაგუარები ავჭალის სტადიონზე შეუდგებიან  ასპარეზობას.

ტურნირის პირველ რაუნდს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი გახსნის. მისი შედეგი გუნდების საერთაშორისო რეიტინგზე მოქმედებს. თამაში 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი ტურის მეორე მატჩში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მზარდი იტალია არგენტინის იაგუარებს შეეჯიბრება.

ფოტოები >>>

IRB თბილისის თასი 2014 – პირველი რაუნდის მატჩების რაზმები

დღეს ბორჯღალოსნებმა, ესპანეთმა, იტალიამ და არგენტინამ ავჭალის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშები გამართეს. დღის ბოლოს გუნდებმა პირველი რაუნდის რაზმები დაასახელეს.

14 ივნისი, 17:00

საქართველო

15 ბექა წიკლაური, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 რეზო გიგაური, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე

 

1 ზურაბ ჟვანია, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 დიმიტრი ბასილაია,

მარქაფა

16 სიმონ მაისურაძე, 17 გიორგი მჭედლიშვილი, 18 ლაშა ლომიძე, 19 გივი ბერიშვილი,

20 გიორგი როხვაძე,  21 ირაკლი ყიასაშვილი, 22 მურაზ გიორგაძე.

 

ესპანეთი

15 ხავიერ კარიონ, 14 ალბერტო დიას, 13 იგნასიო გუტიერეს-მიულერ, 12 დენიელ-როს სნი, 11 სერხიო ფერნანდეს;  10 მარიანო-ესეკიელ გარსია, 9 ფაკუნდო მუნიჯა

1 ფრანსისკო-ხავიერ სანს, 2 ხუან ანაია, 3 ხესუს მორენო; 4 ალეხანდრო ბლანკო, 5 ვიკტორ სანჩეს; 6 მანუელ მორა, 7 ადამ-რობერთ ნიუთონ, 8 ხაიმე ნავა (კაპ)

მარქაფა

16 გაბრიელ-აგუსტინ ორტის,17 რომენ აზენსი, 18 გიჯერმო ესპინოს, 19 ხოსე-ლუის დელ-ვაჯე,

22 პაბლო ფონტეს, 21 ალეხანდრო გუტიერეს-მიულერ, 20 ფრანსისკო კოპლეტ

 

14 ივნისი, 19:00

მზარდი იტალია

15 დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14 სიმონე რაგუზი, 13 ჯულიო ბიზენი, 12 ტომაზო კასტელო^კაპ,  11 მიკელე ვიზენტინ; 10 ედოარდო პადოვანი, 9 ჯეიმზ ამბროზინი /

1 ანდრეა ლოვოტი, 2 ორნელ ჯეგა, 3 ლორენცო რომანო; 4 მატეო ფერო, 5 ფილიპო ჯეროზა; 6 ნიკოლა ბელარდო, 7 ემილიანო კაფინი, 8 გაბრიელე ჩეკინელი *

მარქაფა

16 ჯოვანი სკალვი, 17 ლუკა სკარსინი; 18 იაკოპო სარტო, 19 მაკსიმე მბანდა-მატა, 22 ალეკს მორსელინო, 21მარჩელო ვიოლი , 20 ენრიკო ბაკინ

 

არგენტინის იაგუარები

15 გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14 ფაკუნდო ვარეა, 13 ხუან-იგნასიო ვრექს, 12 ხუან-პავლო სოსინო, 11 რამირო მოჟანო; 10 სებასტიან პოეტ, 9 მარკოს ვოჟინი /

1 სანტიაგო გარსია-ვოტა, 2 ტომას ვარავაჟე, 3 დამიან არიას; 4 მარტინ ჩიაპესონი, 5 ლუკას პონსე; 6 ლუკას მაგვაიერ, 7 ფაკუნდო ისა, 8 ლისანდრო აუალი^კაპ *

მარქაფა

16 ნაუელ ლოვო, 17 ფაკუნდო ვოშ, 18 გასტონ კორტეს; 19 ფრანკო ვალდონი, 22 მატიას მასერა, 21 ფელიპე ესკურა, 20 ლაუტარო კასადო

Rugby.GE

ტურნირამდე რამოდენიმე დღით ადრე ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს

სამი დღე რჩება IRB თბილისის თასის წლევანდელი გათამაშების სტარტამდე. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ავჭალის სარაგბო სტადიონზე 14, 18 და 22 ივნისს გაიმართება. ყოველ სამატჩო დღეს ორი შეხვედრა გაიმართება, რომლებიც 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასიც 5 ლარს შეადგენს, 9 ივნისს დაიწყო და მათი შეძენა ყოველდღიურად რაგბის კავშირში არის შესაძლებელი. სამატჩო დღეებში ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებშჳ გაიყიდება.

პირველი ღია ვარჯიში

დღეს ბორჯღალოსნებმა ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს შევარდენზე. ვარჯიში 10 საათზე დაიწყო. გაჭიმვებისა და მოთელვების შემდეგ, გუნდი ორ ნაწილად გაიყო. უკანახაზელები მოედნის ერთ ნახევარზე მაიქლ ბრედლის ხელმძღვანელობით ემზადებოდა, ხოლო მორკინალებს დიდიე ბესი ავარჯიშებდა. ნახევარი საათის შემდეგ გუნდი გაერთიანდა, ორად გაიყო და მორიგეობით იმეორებდა დერეფნისა და შერკინების შემდეგ განსახორციელებელ კომბინაციებს. სულ ბოლოს კი, ორად გაყოფილმა გუნდებმა კომბინაციები წინააღმდეგებობის ფონზე დახვეწეს.

ვარჯიშის ფოტოები >>>

მოწინააღმდეგე გუნდებიდან მზარდი იტალია და არგენტინელი იაგუარები უკვე თბილისში არიან, ხოლო ესპანეთის ეროვნული გუნდი ხვალ გამთენიისას ჩამოდის. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პრემიალური ქულათა დარიცხვის სისტემა მოქმედებს, ანუ მოგებული 4 ქულას იღებს, ფრე 2-ად ფასობს, 7 და ნაკლები ქულით მარცხი და ოთხი და მეტი ლელოს გატანა კი, 1 პრემიალური ქულაა.

კომენტარები

შალვა მამუკაშვილი: “მომავალი შეხვედრებისთვის კვირიდან ინტენსიურად ვემზადებით. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ამ ტურნირზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს ექნებათ. პირველი მატჩი ესპანეთთან გვაქვს, რომელსაც ერთა თასზე ყოველ წელს ვეთამაშებით და ის ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. ეს თამაში სარეიტინგოა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. მთლიანობაში, მოწინააღმდეგეებს თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი გუნდი არგენტინას ეყოლება”.

დავით კაჭარავა: “თბილისის თასს საქართველოში რაგბის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბევრ ახალგაზრდას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა და ამით ეროვნული გუნდის კანდიდატთა რიცხვი გაიზრდება. ვეცდებით, რომ ტაქტიკური სვლები კიდევ უფრო დავხვეწოთ და ისინი უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში სათანადოდ გამოვიყენოთ. ამ ტურნირზე მნიშვნელოვანია, რომ თამაში დავალაგოთ. მართალია ტურნირის მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაზეა ორიენტირებული და ვეცდებით, რომ ივნისში სამივე შეხვედრა მოვიგოთ. მოწინააღმდეგეებს თუ შევხედავთ, ვფიქრობ მაყურებელი გაშლილ, სანახაობრივ თამაშებს იხილავს”.

უფრო დაძაბულ და საინტერესო, მეორე მატჩში კვლავ სტუმრებმა გაიმარჯვეს

მატჩის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა. საქართველოს ნაკრები 14:10-ს იგებდა. არბიტრმა  მოედნის ცენტრთან ახლოს ქართველი მორაგბეები დააჯარიმა.

მატჩის ფოტოები >>>

მან შეცვლაზე შესული თორნიკე ცერცვაძე სინბინში გაუშვა. ინგლისელებმა ბურთი საჯარიმოდან აუტში გადაიტანეს, დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, მის დაძვრას კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მერე მთელი გუნდი მოლში ჩადგა და ლელოში შეაღწია. მართალია, გარდასახვა ვერ გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მინიმალური სხვაობით მაინც სტუმრებს დარჩათ – 15:14.

მზარდი საქართველოს ნაკრები ინგლისის საგრაფოებთან მეორე მატჩში სრულიად სახეცვლილი წარდგა.

ჩვენი გუნდი მეტოქეს ყოველი გოჯი მიწისთვის თავდაუზოგავად ებრძოდა და, როგორც უკვე ვთქვით, მატჩის მიწურულამდე იგებდა კიდეც. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ძირითადი შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. მთლიანად შეიცვალა პირველი ხაზი. უფრო ზუსტად, ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ისინი დააყენა, ვინც პირველ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო.

მარქაფიდან ძირითადში გადაინაცვლა მეორეხაზელმა სანდრო ქოიავამ, მესამე ხაზში კი “ლელოს” ლიდერი გიორგი ჭყოიძე გამოჩნდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშეს საბა ნიკოლავამ და გიორგი ჯიმშელაძემ. მათი ადგილი უკანა ხაზში, შესაბამისად, ბექა წიკლაურმა და გიგა გაგოშვილმა დაიკავეს.

ანგარიში, ისევე, როგორც პირველ მატჩში, ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს. საკმაოდ ხანგრძლივი იერიში, რომელშიც ძირითადად მორკინალები მონაწილეობდნენ, შერკინების კვაჭმა დავით ხიდეშელმა ლელოთი დაასრულა. ფულბეკმა ბექა წიკლაურმა გარდასახვა ვერ გაიტანა – 5:0.

ეს ანგარიში უცვლელად 21-ე წუთამდე შენარჩუნდა. ინგლისელების ფაზა-ფაზა შეტევებს ჩვენი მორაგბეები საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ამუხრუჭებდნენ. თუმცა ერთ-ერთი იერიშისას ინგლისელებმა ხაზი მაინც გაჭრეს და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანეს. ცხადია, არც გარდასახვა გასჭირვებიათ – 7:5.

ეს იყო მზარდი საქართველოს ერთადერთი სერიოზული შეცდომა დაცვაში მატჩის პირველ ნახევარში. სხვა სალელოვე მომენტი სტუმართა გუნდს არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ გაძლიერებულ დაცვასთან ერთად, შესანიშნავად ირჯებოდა დერეფანში ლაშა ლომიძე, თუმცა ხარვეზები ამ კომპონენტშიც იყო.

ერთი სიტყვით, პირველ ნახევარში ბურთის ფლობაში ჩვენს გუნდს უპირატესობა ჰქონდა. 32-ე წუთზე წიკლაურმა საჯარიმოთი მზარდი საქართველო წინ გაიყვანა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოვიგეთ – 8:7.

შესვენების შემდეგ, 47-ე წუთზე ისევ წიკლაურმა იყოჩაღა – საჯარიმო ახლო მანძილიდან გაიტანა და ოთხი ქულით დავწინაურდით – 11:7.

მთავარი მოვლენები მატჩის დასკვნით ათ წუთში განვითარდა. 71-ე წუთზე ინგლისელებმა საჯარიმოთივე ისევ მინიმუმამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა ორ წუთში მზარდი საქართველოს გარემარბმა მურაზ გიორგაძემ 50-მეტრიანი ინდივიდუალური რეიდი განახორციელა, მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზამდე მიაღწია, სადაც ბოჭვისას ინგლისელებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს თამაშის წესი. წიკლაურმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა – 14:10.

მერე კი მოხდა ის, რაზეც დასაწყისშივე გიამბეთ. ჩვენს გუნდს ეს თამაში უნდა მოეგო, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე

ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მთავარი მწვრთნელი:

„პირველი მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ბევრ რამეს შევცვლიდით. მიხარია, რომ ბიჭებმა გამიმართლეს. ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვიყავით და ბევრი შეცდომა გვქონდა. შევძელით, ხარვეზები სამ დღეში მინიმუმამდე დაგვეყვანა. მოგებამდე ცოტა დაგვაკლდა.

„ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 21 წელია. თავიანთი კარიერის დასაწყისში ასეთი დონის გუნდთან თამაში მათ არასდროს დაავიწყდებათ. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა სრულიად განსხვავებული თამაში აჩვენა. ამ გუნდის არსებობის მთავარი მიზანი მორაგბეების გაზრდა, მათთვის გამოცდილების მიცემაა. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ.

„თბილისის თასზე შესაძლოა ამ გუნდიდან მინიმუმ სამი მორაგბე მოხვდეს. გააჩნია, ეროვნულ ნაკრებში რა პოზიციაზე სჭირდებათ მოთამაშეები”.

სანდრო ქოიავა, მზარდი საქართველოს მეორეხაზელი:

„უწინარესად, მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებიც ჩვენთან თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ცხადია, ამ თამაშებით კმაყოფილი ვარ, რადგან უდიდესი გამოცდილება მივიღე. მეორე მატჩში ვიბრძოლეთ, ქართული ხასიათი გამოვავლინეთ, მაგრამ მაინც მოგვიგეს.“

ჯეიმზ შენაჰანი, საგრაფოების ნაკრების მწვრთნელი:

„წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ბევრად უფრო დაძაბული ბრძოლა გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში. ხაზის გაჭრა ძალიან გვიჭირდა. ჩვენც საკმაოდ ხშირად მოგვიწია მათი იერიშების მოგერიება. ვფიქრობ, კარგი ტურნე გამოგვივიდა.

„თბილისი შესანიშნავი ქალაქია. ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა. თქვენს გუნდთან თამაშიც
ძალიან სასარგებლოა. ვფიქრობ, ურთიერთობის გაგრძელება ძალიან კარგი იქნება”.

ბენ ჰილტონი, საგრაფოების ნაკრების კაპიტანი:

„ქართველებმა ძლიერი, აგრესიული დაცვა დაგვახვედრეს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის ამ კომპონენტში ძალიან სწრაფად შეძლეს ხარვეზების აღმოფხვრა.

„საგულისხმოა, რომ 25-ქულიანი წაგების შემდეგ თითქმის მოგვიგეს. ეს ნიშნავს, რომ მწვრთნელებმა სწორად იმუშავეს და მოთამაშეებმაც მათი დავალება ზუსტად შეასრულეს”.

Rugby.GE

IRB თბილისის თასი 2014 – ბორჯღალოსნები შეკრებაზე და ღია ვარჯიში

  • IRB თბილისის თასი 2014 ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია
  • ბილეთები იყიდება
  • ბორჯღალოსნების საშეკრებო რაზმი
  • პირველი ღია ვარჯიში

ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირის, IRB თბილისის თასი 2014-ის, გახსნამდე ოთხი დღე რჩება. საქართველო, ესპანეთი, მზარდი იტალია და არგენტინის იაგუარები 14, 18 და 22 ივნისს ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მატჩები 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება.

ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია

საქართველოს ნაკრების მატჩების ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით იწარმოებს – 14 ივნისს საქართველო-ესპანეთის მატჩს მე-2 არხი აჩვენებს, ხოლო 18 და 22 ივნისს, შესაბამისად: საქართველო-იაგუარების და საქართველო-მზარდი იტალიის მატჩებს კი, პირველი არხი შემოგვთავაზებს. IRB თბილისის თასის ყველა მატჩის ნახვა ინტერნეტ სტრიმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც იწარმოებს რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე –irb.com >>>

ბილეთები იყიდება

IRB თბილისის თასი 2014-ის თარიღების დაანონსების დღიდან ქართული რაგბის უკლებლივ ყველა ქომაგს აიტერესებდა ბილეთები როდიდან გაიყიდებოდა. ბილეთებიგაყიდვა 9 ივნისიდან დაიწყო. ბილეთები ყოველდღიურად საქართველოს რაგბისკავშირშიხოლო სამატჩო დღეებში, 14; 18; 22 ივნისსავჭალის რაგბისსტადიონის სალაროებში. ყველა ბილეთი დანომრილია.

აქვე გვინდა განვაცხადოთრომ საქართველოს რაგბის კავშირსგადამყიდველთა წინააღმდეგ სამწუხაროდ არანაირი ბერკეტი გააჩნიააქედანგამომდინარე ქომაგებს მოვუწოდებთ დროულად იზრუნონ ბილეთებისშეძენაზე. 

ბორჯღალოსნების შეკრება და პირველი ღია ვარჯიში

ბორჯღალოსნებმა შეკრება 9 ივნისს შევარდენზე დაიწყეს. მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 29 მორაგბეა. ბორჯღალოსნების სატურნირო განაცხადში გიორგი მჭედლიშვილსა და ლაშა ლომიძეს ვიხილავთ, რომელთაც აქამდე ნაკრებში თითო-თითო მატჩი გაუმართიათ. რაზმში ასევე ვიხილავთ მურაზ გიორგაძეს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უასპარეზია. შეკრებაზე ასევე იმყოფებიან რეზი ჯინჭველაშვილი და გურამ კავთიძე.

ხვალ, 11 ივნისს ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ტურნირის პირველ  ღია ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიში დილის 10:00 საათზე დაიწყება. ვარჯიშზე ფოტო და ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება პირველი 15 წუთის განმავლობაში.

Rugby,GE

უქმეებზე საქართველოს შვიდკაცამ და შვიდქალამ რიგიანად იასპარეზეს ევროპულ არენაზე

ქალებმა მეოთხე, ხოლო ვაჟებმა მეექვსე ადგილი დაიკავეს 12-გუნდა ტურნირებში

შეჯიბრი ორივეგან ახალი, ოლიმპიური ფორმულით მოეწყო: 12 მონაწილე შაბათისთვის დაიყო სამ 4-გუნდა პულად, კვირას კი რვა უკეთესმა თასისთვის გააგრძელა ბრძოლა. ამით უკეთეს გუნდებს ერთი თამაშით, შვიდიდან ექვსამდე შეუმცირდათ სატურნირო დატვირთვა და პულური სტადიის კუდიც – ბოლო რაუნდი, მეორე დილით აღარ გადავიდა.

არა-სტაბილურად

ვაჟები ევროპის “გრან პრის” ოთხიდან პირველ ეტაპზე, ლიონში (საფრანგეთი) თამაშობდნენ. კახა ალანიას, პალიკო ჯიმშელაძის, ზაზა ლეჟავასა და ნონო ანდღულაძის შეგირდებმა, რომელთა ბარემ ნახევარი გამოცდილი ბორჯღალოსანი იყო, ერთობ არა-სტაბილურად გალიეს გზა: ყოველ გამარჯვებას მარცხი მოაყოლეს.

პულში იტალია 24:12 ვძლიეთ, საფრანგეთთან 7:26 წავაგეთ და ბოლოს, თედო ზიბზიბაძისა და ზურაბ ძნელაძის ლელოებით, წაგებული თამაში შემოვუბრუნეთ გერმანიას 24:21, რითაც მეორე ადგილზე, ხოლო ჯამში -მეექვსე ნომრად დავაფინიშეთ.

თასის მეოთხედფინალის მიწურულს ბიძინა სამხარაძემ კიდეზე დაალელოვა ბელგია, რის გამოც გარდასახვა ვერ გავიტანეთ 12:14 და სინზე (V – VIII ადგილები) დავეშვით.

სინის ნახევარფინალში დიტო კალანდაძის ეფექტური ლელოთი 19:12 დავამარცხეთ ინგლისი, ფინალში კი შოტლანდიას თუმც ლელოებით არ ჩამოვრჩით 3/3, კარში რიგიანად ვერ ვურტყით 15:21 და VI ადგილს დავჯერდით.

შვიდკაცას შემდეგი ეტაპი სამ კვირაში (28-29/06) მოსკოვში ელის, დანარჩენი ორი ტურნირი (მანჩესთერი, ბუქარესტი) კი სექტემბერშია.

გარჯის შედეგი

თუ შვიდკაცას 1988 წლიდან ვთამაშობთ, ქალთა გუნდი 2006 წელსღა შეიქმნა. შარშან ჩვენმა მანდილოსნებმა “ა” (მეორე) ჯგუფში IX ადგილი დაიჭირეს, ამჯერად კი ბერგენში (ნორვეგია) ექვსიდან სამი თამაში მოიგეს და ხუთი საფეხურით მაღლა აინაცვლეს.

შვიდქალის გაშუქება შვიდკაცაზე უკეთ იყო ორგანიზებული – სთრიმი ორი დღის განმავლობაში ერთხელაც არ შეფერხებულა. ჩვენმა გოგოებმა პულში 17:5 ძლიეს პოლონეთი, ბოლოსკენ 5:12 წააგეს ჩეხეთთან და 39:0გაანადგურეს დანია. რაკი სამ მოწინავეს ორ-ორი მოგება დაუგროვდა, შედარდა სხვაობები და პირველი ადგილი საქართველოს მოენიჭა.

თასის მეოთხედფინალში 14:10 ვაჯობეთ მოლდოვას და პირველად შევედით ოთხეულში, მაგრამ შემდეგ 5:34 წავაგეთ მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან და თანაბარ ბრძოლაში 5:12 რუმინეთთან.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ჯაბა მალაღურაძის, ია ხურცილავასა და გიორგი მაისურაძის გარჯამ შედეგი გამოიღო – საქართველოს შვიდქალა ევროპაში უკვე მეთექვსმეტეა (XVI)

Rugby.Ge

IRB თბილისის თასი 2014 – ბილეთები 9 ივნისიდან გაიყიდება

  • ბილეთების გაყიდვა 9 ივნისიდან
  • რაგბის კავშირში ყოველდღე 12:00-18:00
  • სამატჩო დღეს ავჭალის სტადიონზე
  • ფასი 5ლარი

შვიდ დღეში სტარტს იღებს ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი – IRB თბილისის თასი. ტურნირის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები, მზარდი იტალია (A ნაკრები) და არგენტინელი იაგუარები (A ნაკრები) მიიღებენ მონაწილეობას. 2014 წლის თბილისის თასის გენერალური სპონსორი და წარმომდგენია ‘ვი თი ბი ბანკი’ , რომლის ვიცე-პრეზიდენტმაგიორგი ბარკალაიამ განაცხადა: „სიამაყით გვსურს ავღნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტის სახების მხარადაჭერის შესაძლებლობა მოგვეცა.  წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“

ტურნირი 14, 18 და 22 ივნისს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. თითო სათამაშო დღეს ორ-ორი მატჩი გაიმართება, რომლებიც შესაბამისად 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. თითო სათამაშო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

ბილეთები 9 ივნისიდან გაიყიდება

IRB თბილისის თასი 2014-ის თარიღების დაანონსების დღიდან ქართული რაგბის უკლებლივ ყველა ქომაგს აიტერესებდა ბილეთები როდიდან გაიყიდებოდა. ბილეთები გაყიდვაში ორშაბათიდან, 9 ივნისიდან გამოვა. ბილეთები საქართველოს რაგბის კავშირში ყოველდღიურად 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიყიდებახოლო სამატჩო დღეებში, 14; 18; 22 ივნისს, ავჭალის რაგბის სტადიონის სალაროებში. ყველა ბილეთი დანომრილია.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს გადამყიდველთა წინააღმდეგ სამწუხაროდ არანაირი ბერკეტი გააჩნია, აქედან გამომდინარე ქომაგებს მოვუწოდებთ დროულად იზრუნონ ბილეთების შეძენაზე. 

Rugby.GE

მზარდი საქართველო V ინგლისის საგრაფოები XV – მეორე მატჩი

მზარდი საქართველოს ნაკრები ხვალ ორ მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას გამართვას ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან. მატჩი კვლავ რუსთავის სარაგბო მოედანზე გაიმართება, რომელიც18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს და მისი შეძენა სტადიონზეა შესაძლებელი.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც 4 ივნისს გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით 48:23 დასრულდა. თამაშის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრების რიგებში პირველი ლელოს ავტორმა,რეზი ჯინჭველაშვილმა ტრავმა მიიღო – მან ადრინდელის მსგავსად, კოჭი დაიზიანა. მალევე ტრავმის გამო გიორგი ჯიმშელაძემ დატოვა მოედანი, ხოლო მოგვიანებით კი საბა ნიკოლავამ.

რაზმში რამოდენიმე ცვლილებაა

აღნიშნული ტრავმების გამო, მზარდი საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ორ მოთამაშეს უხმო შეკრებაზე – ხვალინდელ მატჩში ფულ ბეკის პოზიციაზე თბილისის ლოკომოტივისა და ეროვნული ნაკრების 15 ნომერი – ბექა წიკლაური გაირჯება; მარქაფაში კი, არმიელ გიორგი ზაქაშვილსვიხილავთ, რომელიც ტრავმირებული ნიკა პატარაიას ნაცვლად იქნება, რომელმაც წინა შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო. მზარდი საქართველოს შერკინებას გიორგი ჭყოიძე შეკრავს. მიღებული ზიანი სერიოზული არ გამოდგა  რეზი ჯინჭველაშვილისათვის და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და ამიტომ ხვალ მას მარქაფაში 21 ნომრით ვიხილავთ. მის ნაცვლად მატჩს მგეზავის პოზიციაზე მამუკა ნინიძე დაიწყებს.

ვარჯიშის ფოტოები >>>

8 ივნისი, 18:00 საათი – რუსთავის სარაგბო სტადიონი

მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა XV წინააღმდეგ II მატჩი

ქართული რაზმი

შერკინება

1. თორნიკე ლომიძე, 2. დავით ხიდეშელი, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. ლაშა ლომიძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი მჭედლიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გიორგი ჭყოიძე

ღერძი

9. ალექსანდრე მინდიაშვილი, 10. მამუკა ნინიძე

ხაზი

11. მურაზ გიორგაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 14. ლევან გოგოლაშვილი, 15. ბექა წიკლაური

მარქაფა

16. გიორგი ლომთაძე, 17. გიორგი ზაქაშვილი, 18. გურამ კავთიძე, 19. ბაჩუკი გუჯარაიძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. რეზი ჯინჭველაშვილი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. მიხეილ გაჩეჩილაძე

Rugby.Ge

ლიონის შვიდკაცა 7-8 ივნისი

“საქართველოს შვიდკაცა” ევროპის გრან პრის გათამაშების პირველ ეტაპზე, ლიონის ტურნირზე საასპარეზოდ მიემგზავრება.

ტურნირის ვებ გვერდი: http://www.lyonseven.fr/index.php

ტურნირის განრიგი: http://www.lyonseven.fr/competition.php#rencontre

აქ 12 გუნდი სამ ჯგუფშია განაწილებული. ჩვენი ნაკრები “ბ” ჯგუფში საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის გუნდებთან მოხვდა. “საქართველოს შვიდკაცას” თავკაცმა კახა ალანიამ საბრძოლო შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების რამდენიმე მორაგბე შეიყვანა: ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი და მერაბ შარიქაძე. ტურნირის ფავორიტები ინგლისი, უელსი და პორტუგალა არიან.

ზაზა ლეჟავა, საქართველოს შვიდკაცის დაცვის მწვრთნელი:

„ორიოდ კვირის წინ ამსტერდამში მოსამზადებელ ტურნირში ვიასპარეზეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ. ამის გათვალისწინებით, თავდაჯერებულები მივდივართ ლიონში. გუნდს, სამი-ოთხი მოთამაშის გარდა, თითქმის არ ვცვლით და ეს ცვლილებებიც ტრავმებით არის გამოწვეული.

„გუნდში დიდი კონკურენციაა. ბიჭები მონდომებით ირჯებიან, ყველა ცდილობს, ყველას უნდა მოხვედრა და ყველა მოტივირებულია. მოგეხსენებათ, რომ პირველი ტურნირი ყოველთის მნიშვნელოვანია – თუ კარგად დავიქოქებით, შესაბამისად კარგად გავაგრძელებთ. ჩვენ ეხლა შედეგი გვჭირდება – ამ ტურნირში ხუთეულში მოხვედრა კარგ შედეგად ჩაგვეთვლება. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გრან-პრის მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი. დანარჩენ მიზნებზე კი, მოდით, ლიონიდან დაბრუნების შემდეგ ვისაუბროთ.“

საქართველოს შვიდკაცა

1. ლაშა მალაღურაძე,

2. თედორე ზიბზიბაძე,

3. ბაჩო კოლელიშვილი,

4. დავით კაჭარავა,

5. შავლეგ მახარაშვილი,

6. ზურაბ ძნელაძე,

7. გიორგი ფრუიძე,

8. ალექსანდრე ხუციშვილი,

9. ბიძინა სამხარაძე,

10. მერაბ კვირიკაშვილი,

11. მერაბ შარიქაძე,

12. დიმიტრი კალანდაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე და ზაზა ლეჟავა

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი

ექიმი: ვახო წიკლაური

მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე

Rugby.Ge

მზარდი საქართველო ხვალ ღია ვარჯიშს მართავს

გუშინდელი მატჩის შემდეგ, მზარდი საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს დღეს  განტვირთვის დღე ჰქონდათ. ხვალიდან გუნდები 8 ივნისის მატჩისათვის მზადებას შეუდგებიან.

ხვალ ღია ვარჯიშია

6 ივნისს მზარდი საქართველოს ნაკრები, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიში 17:00 საათზე დაიწყება, რომელზე დასწრებაც ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის შეუზღუდავია.

ინგლისელ და ჭაბუკ ქართველ მორაგბეთა ერთობლივი ვარჯიში

ფოტოები >>>

დღეს, ინგლისის საგრაფოთა ნაკრების მოთამაშეები, კიკეთში იაკობ გოგებაშვილის სკოლის რაგბის კლუბ იუნკერებს ესტუმრნენ, სადაც კლუბის 15 და16 წლის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშეს. სახალისო ვარჯიშის შემდეგ ინგლისელები და იუნკერები ორ შერეულ გუნდათ გაიყვნენ და ‘თაჩ-რაგბი’ ითამაშეს.

8 ივნისს მეორე რკენაა

შეგახსენებთ, რომ 2 მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოტა ნაკრებებს შორის 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება რაგბის კავშირსა და რუსთავის სტადიონზე. 7 და 8 ივნისს ბილეთები მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.

Rugby.GE

გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში 6 ნომერზე ითამაშებს

7 ივნისს ქეიპთაუნში მსოფლიოს თხუტმეტეული სამხრეთი აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

პლანეტის რჩეულის სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიქ მალეტმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

მალეტმა მსოფლიოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ბორჯღალოსნების ლიდერი მამუკაგორგოძე შეიყვანა. ის ამჯერად მღლეტელის (აფრიკულად #6) პოზიციაზე ითამაშებს. ერთი კვირის წინ, “ბარბაროსებისა” და ინგლისის დაპირისპირებისას, გორგოძე შერკინების შემკვრელი (#8) გახლდათ.

PLANETRUGBY.COM-მა დღევანდელ, წინა-სამატჩო წარდგენაში აღნიშნა, რომ მამუკა ევროპაში აღიარებულია ერთ ერთ უძლიერეს მორაგბედ და რომ მსოფლიო ნაკრებში ის მთავარი ფიგურა იქნება, ვინც ბოკეს დიდ ფიზიკურ ძალას გაუმკვალდება. სტატიაში მამუკა გორგოძეს სურათს საინტერესო დასათაურება აქვს: „უფრო მაგარი, ვიდრე ლურსმნებით სავსე ტომარა“
აღსანიშნავია, რომ მალეტმა 15-ეულში ხუთი სამხრეთაფრიკელი დააყენა. ესენი არიან: ქრეიგ ბერდენი, რორი ქოქოთი, ჟანდრე კრიერი, ალისთერ ჰარგრივზი და ვეინანდ ულიფიე. ამათგან ორი მეორეხაზელია. ისინი ვეტერანებს – ვიკტორ მეტფილდსა და ბაკის ბოთას დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს ნაკრებს უკაპიტნებს ავსტრალიელი მგეზავი მეთ გიტო, რომელიც ახლახან “ტულონის” შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი და “ჰაინეკენის თასის” მფლობელი გახდა.

სამხრეთი აფრიკის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მეორეხაზელების, ბაკის ბოთასა და ვიკტორ მეტფილდის დაბრუნებაა. მათ ეროვნულ გუნდში 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ აღარ უთამაშიათ. მეტიც, თუ ბოთა ფრანგულ ტულონში განაგრძობდა კარიერას, მეტფილდს რაგბის თამაშისთვის თავი დანებებული ჰქონდა და წლეულსღა განაახლა.

შაბათს ეიპაუნში საინტერესო და ძალიან მაღალი დონის მატჩი გველის. იგი საქართველის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

სთრიმი შემდეგ ბმულებზე დაიდება:

http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.feed2all.eu/type/rugby.html

http://www.sportcategory.com/c-11.html

http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html

 

აფრიკა – მსოფლიო

აფრ: ვ.ლე’რუ ჰენდრიკს პიტერსენ ფ.სტეინ ჰაბანა <10-9> მ.სტეინ პინარ / მთავარირა ბ.დიუ’პლესი ი.დიუ’პლესი; ბ.ბოთა მეტფილდ ^კაპ; ლოუ ალბერც ფერმიულენ * მვოვო ხუსენ დიუ’პრე / ბრიც სტენკამპ კნ.უსტჰეიზენ; ფლ.ფან’დერ’მერვე ბერგერ

მსო: ო’ქონორ მიჩელ რეინჯერ ულიფიე გიარ <10-9> გიტო^კაპ ქოქოთ / ტაუმალოლო ბერდენ ჰეიმან; კრიერ ჰარგრივზ; გორგოძე ს.არმითიჯ ვილსონ * ბ.სთენლი ტრენ-დიუკ ქოუან / ჰორ ფერეირა სილიე; ტეკორი ლაპონდრი

რეფ ქლენზი (ირლ) @ ქეიპთაუნ, ნუველანდს 19.00

Rugby.GE