“ბორჯღალოსნების” მოლი ნამიბიასთან გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

7 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ბრწყინვალე მოლით საკმაოდ დიდი მანძილი დაფარეს.

Huge driving maul by Georgia

ყველაზე გრძელი მოლი ამ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების შესრულებით#rwc2015გთხოვთ გაიზიაროთ!უყურეთ HD ხარისხში

Posted by Georgia Rugby on Thursday, 8 October 2015

„გარდიანმა“ გორგოძე სუპერმენად მოიხსენია

ნამიბიასთან გუშინდელი მატჩის წინ, რომელიც ქართველებმა ანგარიშით 17:16 მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს, ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე სუპერმენად მოიხსენია.

„მსოფლიო თასის ორი სუპერმენი ჟაკ ბურგერი და მამუკა გორგოძე დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდება. ორივე მათგანი 1/2 ფინალში დამარცხდა, მაგრამ ორივე ძალიან ამაყია“, – წერს „გარდიანი“.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე ახალ ზელანდიასთან მატჩში წაგების მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

როგორ გააცილეს დავით ზირაქაშვილი ნაკრებიდან (ვიდეო)

მსოფლიოს თასზე საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (17:16) შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა ჰაერში აიტაცეს დავით ზირაქიშვილი, რომელმაც 32 წლის ასაკში 53-ე და უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა.

“რა თქმა უნდა, მოიკითხეს ნათესაობა” (ვიდეო)

7 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში მორაგბეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

რატომ გამოვიდა დავით ზირაქაშვილი მოედანზე პირველი?

7 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს შორის მატჩის დაწყების წინ მოედანზე პირველი დავით ზირაქაშვილი გამოვიდა.

როგორც ცნობილი გახდა, ქართველმა მორაგბემ “ბორჯღალოსანთან” მასიურით ბოლო, 53-ე შეხვედრა ჩაატარა.

თამაზ მჭედლიძე: “დაუდეთ იმ კაცს ეს ფოტო”

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში საქართველოს ნაკრების მორაგბის გიორგი ბეგაძის ორი ფოტო ვრცელდება. ერთ ფოტოზე ის ჯარისკაცის ფორმით ჩანს, მეორეზე კი რაგბის ბურთთან ერთადაა.

ამ სურათს ძალიან დიდი გამოხმაურება და ბევრი მოწონება მოჰყვა, თუმცა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ასეთი რამ დაწერა: “მეტისმეტად ნუ აქებთ და გმირებადაც ნუ რაცხავთ. ეს გმირებისთვის შეურაწყოფაა.”

ამ კომენტარს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი თამაზ მჭედლიძე გამოეხმაურა:

cats

12107096_531829353635838_4713053807734893382_n

მსაჯი შოტლანდიელ მორაგბეს: “თუ სიმულიანტობა გსურს, ორ კვირაში დაბრუნდი” (ვიდეო)

3 ოქტომბერს, ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 34:16 დაამარცხა.

“სენტ-ჯეიმს პარკზე” მიმდინარე შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, მთავარ არბიტრ ნაიჯელ ოუენსს შოტლანდიელი მორაგბის საქციელი არ მოეწონა და მას საინტერესო რამ უთხრა.

“წესების დარღვევა არ ყოფილა. თუ სიმულიანტობა გსურს, აქ ორ კვირაში დაბრუნდი და ითამაშე (ამ სტადიონზე ფეხბურთის მატჩი უნდა ჩატარდეს – ავტ.).”

რა თქვა ინგლისელმა კომენტატორმა მამუკა გორგოძეზე

2 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მამუკა გორგოძე გახდა.

ქართველი მორაგბის საუკეთესოდ დასახელება ცოტათი მოულოდნელიც კი იყო, რაზეც თავად გორგოძეს საინტერესო რეაქცია ჰქონდა.

ინგლისელმა კომენტატორმა კი გორგოძეზე ასეთი რამ თქვა: “He might be a toughest man in the world of rugby today, but he has a smile that will melt an iceberg.” (“შესაძლოა, დღეს, რაგბის სამყაროში ის ყველაზე მკაცრი კაცი იყოს, თუმცა მისი ღიმილი აისბერგს დაადნობს.”)

არგენტინელმა მორაგბეებმა გამარჯვება მარადონასთან ერთად აღნიშნეს (ფოტოები, ვიდეო)

მსოფლიოს თასზე არგენტინისა და ტონგას სარაგბო ნაკრებებს შორის ლესტერში გამართულ მატჩს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო.

მარადონა საკუთარი ქვეყნის გუნდს აქტიურად ქომაგობდა. “პუმამ” მეტოქე ანგარიშით 45:16 დაამარცხა, მარადონამ კი არგენტინელ მორაგბეებთან ერთად გამარჯვება გასახდელში აღნიშნა.

Diego Maradona celebrating in the locker room with the Pumas

Posted by Rugby Banter Page on 2015 წლის 4 ოქტომბერი, კვირა

ლაშა მალაღურაძე ზელანდიელი მორაგბის წინააღმდეგ (ვიდეო)

2 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახალ ზელანდიასა და საქართველოს ნაკრებს შორის გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში ლაშა მალაღურაძემ ბრწყინვალედ იმოქმედა.

საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიასთან ისტორიული ლელო დადო (ვიდეო)

2 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახალ ზელანდიასა და საქართველოს ნაკრებს შორის გამართულ მატჩში ბექა წიკალურმა ზელანდიელებს ლელო დაუდო.

ქართველი მორაგბეები ზელანდიელთა ჰაკას მიმდინარეობისას (ვიდეო)

2 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის მატჩის დაწყების წინ, ზელანდიელებმა, ტრადიციულად, ჰაკა შეასრულეს.