რონალდუ მოედანზე 7 წლის სირიელ დევნილთან ერთად გამოვიდა (სურათები)

„გრანადასთან“ განვლილ შეხვედრაზე მადრიდის „რეალის“ ლდიერი კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე 7 წლის სირიელ დევნილთან ზიედ მოჰსენთან ერთად გამოვიდა.

1

2

როდის გამოჯანმრთელდება ბეილი?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის გამოჯანმრთელების თაობაზე აქამდე არაერთი ვარაუდი გამოთქმულა. უელსელმა ფეხბურთელმა ტრავმა დონეცკის „შახტართან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მიიღო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 4:0 მოიგო.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი წერს, ბეილი მოედანზე, სავარაუდოდ, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში დაბრუნდება.

ცნობისთვის, მადრიდული დერბი ოთხ ოქტომბერს გაიმართება.

ისკო: „შეტევაში ეფექტურები ვართ“

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ისკომ დონეცკის „შახტართან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„აქ თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ჩინებული გუნდი გვყავს. „რეალში“ ას მატჩზე მეტი ჩავატარე, რაც უკვე კარგი შედეგია, რომელიც საამაყოა.

შეტევაში ეფექტურად ვთამაშობთ და ბოლო მატჩებში გოლებს არ ვუშვებთ. სულ უფრო და უფრო უკეთესი ფეხბურთის ჩვენება გამომგვდის. ერთადერთი ნეგატიური მომენტი გარეთ ბეილის ტრავმაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სერიოზული არაფერია და მოედანზე ის მალე დაბრუნდება“, – განაცხადა ისკომ.

ბენიტესი: „შახტართან“ ადვილი თამაში არ გვქონია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დონეცკის „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი შეაფასა.

„ეს რთული მატჩი იყო, რადგან მეტოქის შემადგენლობაში ნიჭიერი და სახიფათო მოთამაშეები გამოდიან. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ადვილად მოვიგეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ შეტევაში რეალურ ძალას წარმოვადგენთ და ამავდროულად გოლებს არ ვუშვებთ, რაც ძალიან მახარებს. ნეგატივიც არის – დღეს ბეილმა, რამოსმა და ვარანმა ტრავმები მიიღეს“, – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური საიტი.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით იბრაჰიმოვიჩს გაუსწო (ვიდეო)

დონეცკის „შახტარის“ კარში გატანილი გოლი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელისთვის ქარიმ ბენზემასთვის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 43-ე გამოდგა.

სათქმელია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში გოლების ეს რაოდენობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც დაიკავა.

ამრიგად, ორი ეს მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეცხრე პოზიციას იკავებს.

იხილეთ ბენზემას გოლი:

რონალდუს „რეალიდან“ წასვლა სურდა

როგორც „El Confidencial“-ი იტყობინება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს გუნდის დატოვება შეეძლო.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება პორტუგალიელს კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიტყვების გამო შეეძლო. „შენ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ძველებურად ვეღარ ატყუებ. ამას უმაღლეს დონეზე უნდა აკეთებდა“, – უთხრა რონალდუს პერესმა.

როგორც წყარო წერს, რონალდუმ თავის აგენტს ახალი კლუბის მოძებნა სთხოვა. პორტუგალიელი პერესის სიტყვების შემდეგ ძალიან უკმაყოფილო დარჩა, თუმცა საბოლოოდ მაინც დარჩენა ამჯობინა.

ბენიტესი: „შახტარი“ „რეალისთვის“ სახიფათო მეტოქეა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დონეცკის „შახტართან“ უეფას ჩემპიონთა ლგიის პრიველი ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„შახტარი აკრგი გუნდია. ჩვენ ადვილ ჯგუფში არ მოვხვედრილვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, მგონია, რომ ჩვენი მეტოქე დიდებული კლუბია, რომელსაც ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. ვიცით, რომ ამ გუნდშ ფეხბურთელები ძალიან აკრგად ვითარდებიან. ასე რომ, „რეალისთვის“ „შახტარი“ მართლაც რთული მეტოქა.

არც კი ვიცი, დონეცკელები რომელ ესპანურ კლუბს შევადარო. შესაძლოა, „გალათასარაისთან“ პარალელის გავლება გამოვიდეს. თურქული კლუბი ასევე ჩნებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

რონალდუმ კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი შეასრულა

როგორც მოგახსენეთ, „ესპანიოლთან“ ანგარიშით 6:0 მოგებულ მატჩში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ხუთი გოლი გაიტანა.

პირველი სამი გოლი პორტუგალიელმა შეხვედრის მე-20 წუთისთვის გაიტანა, რითაც კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიფორმა.

ცნობისთვის, წინა მაჩვენებელი რონალდუმ მიმდინარე წლის მაისში დაამყარა, როდესაც „ხეტაფესთან“ სამი გოლი 34 წუთში გაიტანა.

„რეალმა“ „ესპანიოლი“ რონალდუს ხუთი გოლით გაანადგურა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურში მადრიდის „რეალი“ გასვლაზე „ესპანიოლს“ შეხვდა და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში რონალდუმ მეტოქეს 5 გოლი გაუტანა, 1 გოლიც თავის ანგარიშზე ქარიმ ბენზემამ ჩაიწერა. ამ გამარჯვებით „რეალი“ მინიმუმ ხვალამდე შვიდი ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება „ესპანიოლს“, კატალონიელები სამი ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

„ესპანიოლი“ – „რეალი“ – 0:6

გოლები: რონალდუ 7′, 17′ (პენ.), 20′, 61′, 81′, ბენზემა 28′

გაფრთხილებები: გონსალესი 16′, კანიანი 66′ – ბენზემა 36′, კოვაჩიჩ 69′

არბელოა ბენიტესით კმაყოფილია

მადრიდის „რეალის“ მცველმა ალვარო არბელოამ გუნდის მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„რაფა მშრომელი და მომთხოვნი მწვრთნელია. მან ჩვენთან მუშაობა კარგად დაიწყო. შესაძლოა, ჩემი კარიერა სწორედ მისი წყალობით იყოს განვითარებული. მან „ლივერპულში“ შანსი მომცა, რის შემდეგაც ნაკრებში და „რეალში“ მოვხვდი“, – აცხადებს არბელოა.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა ჟურნალისტებს „რეალის“ დონის კლუბში თამაშის შესახებაც უამბო.

„ასეთი დონის კლუბში თამაში რთულია, აქ დიდი მოთხოვნებია. ყოველთვის ყველა ტურნირის მოგებაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა არბელოამ.

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის მეკარემ კურიოზული ავტოგოლი გაუშვა

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის მეკარემ “სევილიას” ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კურიოზული ავტოგოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ავტოგოლი 21-ე წამზე გავიდა, თუმცა თანაკლუბელებმა მეკარეს გაკრიტიკების ნაცვლად მხარი დაუჭირეს.

 

ვარანი: „მოურინიომ წიხლი ჩამარტყა“

მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებს ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილების შესახებ უამბო. ფეხბურთელის თქმით, ვარჯიშზე მან პორტუგალიელისგან ბოლომდე დახარჯვა ისწავლა.

„რეალში“ ჩემს მეორე წელს მოურინიომ წიხლი ჩამარტყა, რადგან იმას ვერ ვაკეთებდი, რასაც ის ჩემგან ითხოვდა. მან მითხრა, რომ ვარჯიშებზე ბევრს არ დავრბივარ. ვიცოდი, ის მართალი იყო. ბოლომდე ნამდვილად არ ვიხარჯებოდი. მოურინიოს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ის ყოველთვის პირდაპირია“, – განაცხადა ფრანგმა.