ილარამენდი ცალი ფეხით “ლივერპულელია”

“წითლებმა” პრაქტიკულად შეათანხმეს ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი.

გამოცემა Metro-ის ინფორმაციით, ბრენდან როჯერსი გუნდში ნახევარმცველს საჭიროებს და ასიერს სწორედ კლუბიდან წასული სტივენ ჯერარდის შემცვლელად ჰხედავს.

გასულ სეზონში, ილარამენდმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, თუმცა ნახევარზე მეტჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში. “სამეფო კლუბის” ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ნათლად განაცხადა, რომ 25 წლის ნახევარმცველს სასტარტო თერთმეტეულში არ განამწესებს და სათამაშო დროის საძებნელად სხვა კლუბს უნდა მიაშუროს.

ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ “ლივერპული” მზადაა ლუკას ლეივას ტრანსფერზე შეთავაზებები მიიღოს. როგორც ჩანს, გუნდს გადაწყვეტილი აქვს ბრაზილიელის ესპანელით ჩანაცვლება.

ლუის ენრიკე გაცხარებულია: “აქ რონალდუს არაფერი ესაქმება!”

გუშინ ცნობილი გახდა, 27 აგვისტოს, მონაკოში ვინ იბრძოლებს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის. ეს ფეხბურთელები არიან: ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი, ხოლო ამ გადაწყვეტილებამ “ბარსელონას” თავკაცი გააცხარა და განაცხადა, რომ ამ ტრიოში პორტუგალიელის ადგილი არ არის.

“ვფიქრობ, ნომინირებულ ფეხბურთელთა სიაში “ბარსელონას” შეტევის მთლიანი ხაზი უნდა დაესახელებინათ. ფაქტია, რომ პორტუგალიელზე უკეთესი სეზონი ნეიმარს ჰქონდა და მისი ამ სიაში შეყვანა სავსებით სამართლიანი იქნებოდა,”-განაცხადა ლუის ენრიკემ.

“შევ**ი “რეალს”! რა განაცხადა პიკემ სუპერთასის მოგების შემდეგ? (ვიდეო)

როგორც იცით, თბილისში გამართული სუპერთასის მოგების შემდეგ, “ბარსელონა” აღმართულ თასს მოედანზე აღნიშნავდა. კამერებმა კი საინტერესო კადრები დააფიქსირეს.

კერძოდ კი, ჟერარ პიკე კონკურენტ გუნდს, მადრიდის “რეალს” შეურაცხყოფას აყენებდა.

“შევ**ი რეალს”!

ესპანური პრესა: “რეალი” იბრაჰიმოვიჩს აუცილებლად დაიმატებს

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი მართლაც აპირებს კარიმ ბენზემას გაშვებას და გუნდის ახალ ცხრიანად ზლატან იბრაჰიმოვიჩს განიხილავს.

შვედ ფორვარდს მომენტების საუკეთესოდ რეალიზებაში ასაკი ვერ უშლის ხელს, ამიტომ იცი ევროპული გიგანტებისთვის კვლავას სასურველი შემტევია.

ზლატანი ბოლო წლებია ჩემპიონთა ლიგის მოგებას ლამობს, თუმცა “პსჟ”-სთან ერთად ამას ვერ ახერხებს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტი საკმაოდ ხმაურიან წინადადებას ამზადებს შვედისთვის, რომელიც არ ხმაურდება.

რამოსმა გაახანგრძლივა

“თეთრები” აგრძელებენ თანამშრომლობას ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველთან.

AS-ის ინფორმაციით, სერხიო რამოსი გუნდში 2020 წლამდე დარჩება.

ოფიციალურად, მხარეები ინფორმაციას ორშაბათს, 17 აგვისტოს გამოაცხადებენ.

მანამდე, რამოსს აქტიურად უკავშირებდნენ “მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგრამ ფლორენტინო პერესმა შეძლო გუნდში შეენარჩუნებინა გამოცდილი მოთამაშე, რომელიც “ბლანკოსის” ღირსებას 2005 წლიდან იცავს.

რონალდუ ვარჯიშს დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ მცირე ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

კრიშტიანუ რონალდუმ, ზურგის ტრავმის გამო სამი ამხანაგური მატჩი გამოტოვა. “ბაიერნთან”, “მილანთან” და “ვალერენგასთან”.

მაგრად დღეს, პორტუგალიელმა სრული დატვირთვით დაიწყო მომზადება. პორტუგალიელი გასული კვირის მანძილზე მსუბუქი დატვირთვის ვარჯიშობდა.

ამდენად, რონალდუ მომდევნო სამშაბათს შეძლებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “გალათასარაის” წინააღმდეგ თამაშს, ტროფეი ბერნაბეუს თასზე.

“რეალში” 1 ნომერი გათავისუფლდა!

მადრიდის “რეალმა” კეილორ ნავასს პირველი ნომერი ჩამოართვა.

ეს იმის მანიშნელებია, რომ ფლორენტინო პერესი ვიღაცას ამ ნომერს უნახავს და დიდი ალბათობით, ის დავიდ დე ხეაა.

დავიდ დე ხეას ტრანსფერის ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პრესის ვარაუდით, ის მადრიდელებს 25 მილიონი დაუჯდათ.

ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „მარსელში“ სამუშაოდ საფრანგეთში დაბრუნებას არ აპირებს.

სეზონის წინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი გუნდის კანდიდატთა შორის იყო, თუმცა რაფაელ ბენტიესის დანიშვნის შემდეგ მან დუბლებში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსას გათავისუფლების შემდეგ „მარსელს“ იურგენ კლოპის, კარლო ანჩელოტისა და ფაბიო კაპელოს დონის სპეციალისტებს უკავშირებენ.

ითამაშებს თუ არა რონალდუ პრიმერას პირველ ტურში?

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ლა ლიგაში პირველი თამაშის წინ გამოჯანმრთელებას მხოლოდ ბენზემა და პეპე ვერ მოახერხებენ. დანარჩენებს მხოლოდ მცირე პრობლემები აქვთ. საერთო სურათი დადებითია. თუ ფეხბურთელი ჩემპიონატში არ თამაშობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ტრავმა აქვს, თუმცა იგივეს ამხანაგურ მატჩზე ვერ ვიტყოდი.

რონალდუ? პრობლემა მასაც ჰქონდა და ამჟამად ის სამედიცინო შტაბთან ერთად ცალკე მუშაობს. კრიშტიანუ შემდეგ კვირას გამოჯანმრთლედება და „სპორტინგთან“ ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზად იქნება“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

“რეალი” და “დეპორტივო ალავესი” პაჩეკოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

მეკარე ფერნანდო პაჩეკო კარიერას “დეპორტივო ალავესში” გააგრძელებს.

“თეთრების” ოფიციალურმა საიტმა 23 წლის მეკარის გუნდის შეცვლა დაადასტურა.

თანხა გასაჯაროებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, “რეალს” პაჩეკოს გამოსყიდვა შეუძლია.

პირველ გუნდში მადრიდელმა კიპერმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ისიც ესპანეთს თასზე.

დარჩება თუ არა კოენტრაუ „რეალში“?

მადრიდის „რეალის“ მცველს ფაბიუ კოენტრაუს კლუბში დარჩენა და ძირითად შემადგენლბოში მოსახვედრად ბრძოლა სურს, რის შესახებაც გამოცემა „მარკა“ წერს. „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, თავის მხვრივ, პორტუგალიელზე ფსონს დებს და მისი სახით კონკურენტუნარიან ფეხბურთელს ხედავს, რომელიც მარსელოს მოდუნების საშუალებას არ მისცემს, რისი დახმარებითაც დაცვის მარცხენა ფლანგი ძლიერი იქნება.

ამჟამად კოენტრაუს ფიზიკური მდგომარეობა არც ისე კარგია, რამეთუ ფეხბურთელმა თეძოს ტრავმის გამო წიანსასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა.

წყარო ასევე იმის შესახებ წერს, რომ „რეალს“ პორტუგალიელი მცველის თაობაზე წინადადებები არც მიუღია.

ბენზემა მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თავის გუნდს მინიუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

როგორც გამოცემა „მარკა“ წერს, ფორვარდმა „მილანთან“ ამხანაგური მატჩის დროს თეძოს ტრავმა მიიღო.

ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო ტურში „რეალი“ გასვლაზე ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდება. მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება.