იკერ კასილიასის აგენტი, სანტოს მარკესი სენსაციურ განცხადებას აკეთებს.
ლეგენდარული მეკარის აგენტი ფლორენტინო პერესზე გაცხარებულია და ამბობს, რომ “რეალი” ბიზნესის წყაროდ აქვს გადაქცეული.
“სულ მალე, რონალდოს “რეალის” დატოვებისკენ მოუწოდებენ. ერთ დღეს, პერესი, კრიშტიანოს ჰკითხავს რატომ აქვს “რეალის” გარდა სხვა გუნდთან ურთიერთობა, ან მაგდაგვარ სისულელეს და გუნდის დატოვებას მოსთხოვს”.
“იკერ არასდროს სურდა დაეტოვებინა “რეალი”, ეს ტყუილია. კასილიასის წასვლის მიზეზი ერთია და ის ფლორენტინო პერესია,”-განაცხადა მარკესმა.