მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელსაც გუშინ 43 წელი შეუსრულდა, განაცხადა, რომ “სამეფო კლუბის” ჩაბარებაზე უარს არ იტყოდა, თუმცა ჯერ ეს ადრეა.
“რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ კარლო ანჩელოტიმ დაგვტოვა, თუმცა ასეთია დიდი კლუბის კანონი: თუ ვერ იგებ ტიტულებს, გათავისუფლებენ.
ნაწყენი ვარ თუ არა იმით, რომ ახალ მწვრთნელად მე არ ამირჩიეს? ჩემი აზრით, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. შემოთავაზება რომ ყოფილიყო, უარს არ ვიტყოდი, რადგან პროფესიონალი ვარ და ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი”, – ზიდანის კომენტარი “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.