“მანჩესტერ იუნაიტედი” “რეალის” ლიდერის შესაძენად 27 მილიონს ამზადებს

“წითელი ეშმაკები” სერხიო რამოსის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

ბრიტანული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” დაცვის ხაზის გამაგრებას სერხიო რამოსის ხარჯზე აპირებს, რომლის სანაცვლოდაც 27 მილიონ ევროს ჩამოდის.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდებიან, ესპანელი ვარსკვლავი ამ ზაფხულშივე შეუერთდება “ოლდ ტრაფორდს”.

გასულ სეზონში, რამოსმა ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ გაიტანა.

ვან გაალი დე ხეას ტრანსფერს ადასტურებს

მანჩესტერული გრანდი იწყებს მოლაპარაკებას მადრიდელებთან, იან ობლაკის ტრანსფერის თაობაზე.

საქმე დავიდ დე ხეას შემცვლელს ეხება. “წითელმა ეშმაკებმა” დაიწყეს ინტენსიურად დავიდ დე ხეას შემცვლელის ძებნას.

“მანკუნიანელთა” მთავარი ჰოლანდიელი მწვრთნელი, ლუის ვან გაალიც ადასტურებს დე ხეას გუნდიდან წასვლის სურვილს, მაგრამ ამბობს, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ იან ობლაკს დაიმატებენ.

როგორც ჩანს, “სამეფო გუნდის” თითოეული წევრი მათი მოსისხლე მტრის ბანაკის იმედზეა, გაუშვებენ თუ არა სლოვაკ მეკარეს ინგლისში.

ნავასმა არ იცის, დარჩება თუ არა კასილიასთან ერთად „რეალში“

მადრიდის „რეალის“ მეკარე კეილორ ნავასი დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა „სამეფო კლუბში“ კარიერას. კოსტა-რიკის ნაკრების წევრმა ამავდროულად იკერ კასილიასის თემაზე საუბარი არ ისურვა.

„კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მხოლოდ ღმერთმა იცის, დავრჩები თუ არა „რეალში“. იმედია, გუნდში შემადგენლობაში მოსახვედრად საბრძოლველად დარჩენა გამომივა. ის, რომ დღემდე ამ გუნდში უბრალოდ ვირიცხები, არ მაკმაყოფილებს ყველაფერი ისე არ განვითარებულა, როგორც მსურდა, მაგრამ ამ სიტუაციამ უფრო გამაძლიერა. რაც შეეხება კასილიასს, მის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვსაუბრობდე“, – ციტირებს კეილორს გამოცემა „მარკა“.

დანი ალვესი „კოპა ამერიკაზე“ დანილოს შესაცვლელად გამოიძახეს

მადრიდის „რეალის“ მცველი დანილო მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დროს გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

როგორც გაირკვა, დანილოს ადგილს „სელესაოს“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ მცველი დანი ალვესი დაიკავებს. ბრაზილიელთა თავკაცმა კარლოს დუნგამ კატალონიელთა მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანა.

იხილეთ ასევე: დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

მოურინიომ ის მიზეზი ახსნა, რომლის გამო „რეალი“ ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევდა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ მიზეზის შესახებ ისაუბრა, რომლის გამოც მადრიდის „რეალი“ პრემიერლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევდა.

„ჩემს „რეალს“ კუთხურის დროს თავდაცვა არ შეეძლო. გუნდს უამრავი გოლის გატანა და მეტოქის განადგურება გამოსდიოდა, მაგრამ კუთხურის დროს თავს ვერ იცავდა.

თუ ინგლისში კუთხურის დროს თავს ვერ იცავ, მეორე ლიგის გუნდთან სათასო მატჩსაც კი წააგებ.

ყველაფერი კონკრეტულ ლიგაში სათამაშო მანერაზეა დამოკიდებული. ჩემი „ინტერი“ იტალიაში და ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებული იყო, პრემიერლიგაში კი პრობლემები მასაც ექნებოდა“, – განაცხადა მოურინიომ.

Goal.com: დე ხეა “რეალის” ფეხბურთელია

თუ ბრიტანულ გამოცემა, Goal.Com-ს დავუჯერებთ, “რეალმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიაღწიეს შეთანხმებას, დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე.

პრესაში აქტიურად წერენ, რომ იკერ კასილიასი ზაფხულში “სამეფო გუნდს” დატოვებს, ამიტომ “თეთრებმა” ოფიციალური წინადადებით მიმართეს ესპანელ ახალგაზრდას.

წყაროს მტკიცებით, “რეალი” რამდენიმე დღეში დაადასტურებს ოფიციალურად ტრანსფერს და გარიგება 30 მილიონი ევრო დაჯდება.

ნახვამდის ლეგენდავ. კასილიასისა და “რეალის” გზები იყრება?

ევროპული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

ტელეარხ TVE-ის ინფორმაციით, იკერმა “ხეტაფესთან” ბოლო ოფიციალური მატჩი ჩაატარა. უახლოეს მომავალში, “სამეფო გუნდი” მის განთავისუფლებას გამოაცხადებს.

როგორც ჩანს, კონფლიქტი მხარეებს შორის ხელფასის თაობაზე წარმოიქმნა. იკერი წელიწადში 14 მილიონს იღებდა, ხოლო “რეალი” აღარ აპირებს ამდენის გადახდას.

ინფორმაციას SER Deportivos ჟურნალისტი, დავიდ ალონსოც ადასტურებს, რომელსაც ლეგენდარულ მეკარესთან ახლო ურთიერთობა აქვს.

ამ ეტაპზე, იკერ კასილიასს კარიერის გაგრძელების ვარიანტი “ფენერბაჰჩეში” და ინგლისურ რამდენიმე კლუბში აქვს. “გალაქტიკოსი” კი პირველ მეკარედ დავიდ დე ხეას აიყვანს.

ხედირა: „რეალი“ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩა“

ნახევარმცველმა სამი ხედირამ, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, აღიარა, რომ „სამეფო კლუბთან“ დაშორება მისთვის ადვილი არ ყოფილა.

„რეალის“ დატოვება ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რაც საიდუმლო არაა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადვილია, როდესაც გადაწყვეტილებას მხოლოდ შენ იღებ. „რეალიდან“ წასვლა რთული იყო, ყველაფერმა ემოციურად ჩაიარა. მოგატყუებდით, თუ საპირისპიროს გეტყოდით. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ „რეალში“ თამაში მომწონდა.

გამიხარდება, თუ „რეალში“ ყველა კვლავ ნამდვილ „მადრიდისტად“ ჩამთვლის. ხუთი წლის განმავლობაში ამ კლუბში მთელ ძალებს ვხარჯავდი. იმედია, ხალხი ჩემს სამუშაოს დააფასებს. „რეალი“ ჩემს გულში სამუდამოდ რჩება“, – განაცხადა ხედირამ.

“რეალისა” და “ლივერპულის” ლეგენდები ერთმანეთის წინააღმდეგ

მადრიდის “რეალისა” და “ლივერპულის” ვეტერანი ფეხბურთელები საქველმოქმედო მატჩს გამართავენ.

შეხვედრა 14 ივლისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

“რეალის” მხრიდან ითამაშებენ: კლარენს ზეედორფი, ზინედინ ზიდანი, რობერტო კარლოსი, ფერნანდო მორიენტესი, ემილიო ბუტრაგენიო, კლოდ მაკელელე, კრისტიან კარამბუ, ფრანსისკო ბუიო, პედრო კონტრერასი, მიჩელ სალგადო, ფრანსისკო პავონი, ფერნანდო სანსი, მანუელ სანჩისი, სანტიაგო სოლარი, ხოსე ამავისკა, ედვინ კონგო, რობერტო როხასი, ხესუს ველასკო, ივან პერესი, რაფა კორტესი.

“ლივერპულის” მხრიდან ითამაშებენ: ჯეიმი კარაგერი, ლუის გარსია, რობი ფაულერი, სტივ მაკმანამანი, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, მაიკლ ოუეინი და სხვები.

 

ოფიციალურად: ხედირა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, სამი ხედირას გაფორმება დაადასტურა.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის შემდგარი პირადი დეტალები არ ხმაურდება. არაა ცნობილი ტრანსფერის ფასიც.

გერმანელმა შუახაზელმა იტალიელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს “რეალმა” ხედირა “შტუტგარტიდან” დაიმატა და სამი “სამეფო გუნდის” ღირსებას ხუთი წელიწადი იცავდა.

კრიშტიანუ რონალდუს დედა აეროპორტში დააკავეს

დოლორეს ავეირო, მადრიდის “რეალის” შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს დედა დღეს დილით მადრიდის აეროპორტში დააკავეს.

61 წლის მოხუცის დაპატიმრების მიზეზი ის არის, რომ ქალბატონი ნაღდი ანგარიშსწორებით 55 ათასი ევროს გადატანას ცდილობდა. ესპანური კანონები ერთ ფიზიკურ პირს მხოლოდ 10,000 ევროს გადატანის უფლებას აძლევს.

რონალდუს დედას 45 ათასი ევრო ჩამოართვეს და ისე გაუშვეს პორტუგალიაში. დოლორეს ავეიროს ეს ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ აუხსნის, როგორ ჰქონდა ხელზე ამდენი.

დი მარიას “რეალში” დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანხელ დი მარიას მადრიდის “რეალში” დაბრუნება სურს.

ტელეკომპანია La Sexta-ს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს “სამეფო კლუბში” დაბრუნების შესაძლებლობის გარკვევა სთხოვა, თუმცა “რეალის” წარმომადგენელმა დი მარიას აცნობა, რომ გუნდს იგი აღარ სჭირდება.

გასულ სეზონში ანხელ დი მარიამ 27 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.