მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „იუვენტუსთან“ წაგებული სერია შეაფასა.
„ჩვენი დიდებული გულშემატკივრებისთვის მიმართვა გვაქვს. შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით! მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას ვუხდით. ისინი ბოლომდე გვქომაგობდნენ. მოსაგებად ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდით, თუმცა ეს ვერ გამოგვივიდა“, – ციტირებს კარვახალს უეფა-ს ოფიციალური საიტი.
„ანგარიშის გათანაბრების შემდეგ „იუვემ“ თავისუფალი ზონები ჩაკეტა. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროა, რომ ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიღმა დავრჩით“, – დაასრულა „ბლანკოსის“ მოთამაშემ.