პროგნოზისტთა კონკურსი („იუვენტუსი“ – „რეალი“)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 39-ე საკონკურსო კვირის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: „იუვენტუსი“ – „რეალი“

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

პეპე მორატასთან შეხვედრას ელის

მადრიდის „რეალის“ მცველი პეპე ტურინის „იუვენტუსთან“ დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადება.

„ტევესი ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ის ყოველი ბურთისთვის იბრძვის. კარლოსი ნამდვილი მებრძოლია. ჩინებულია, რომ ასეთი დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში გვიწევს.

„იუვენტუსის“ თავდასხმას ასევე ლიორენტე და მორატაც ჰყავს. მიხარია, რომ ალვაროს კვლავ შევხვდები. „რეალი“ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა პორტუგალიელმა მცველმა.

რა დაემართა პეპეს, როცა ორიგინალურად თამაშს ცდილობდა (ვიდეო)

“ბორუსიამ” ხედირას დაუმიზნა

დორტმუნდის “ბორუსიას” მორიგი სატრანსფერო სამიზნე “რეალის” გერმანელი ნახევარმცველია.

ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი აგენტი ხდება. 28 წლის ნახევარმცველით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “პსჟ”, “ვოლფსბურგი” და “რომა” ინტერესდებიან. სიას “შავ-ყვითლებიც” დაემატნენ.

ხედირათი გუნდის ახალი თავკაცი, ტომას ტუხელი პირადად ინტერესდება, რომელსაც ილკაი გუნდოგანის შემცვლელად მიიჩნევს.

ბენზემა „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბემზემამ „იუვენტუსთან“ უეფას ჩემპოიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი იმ მოთამაშეებს შორის მოხვდა, რომლებიც კარლო ანჩელოტიმ ტურინში არ წაიყვანა.

„იუვესთან“ გასვლით შეხვედრისთვის „ბლანკოსის“ სრული განაცხადი ასე გამოიყურება: კასილიასი, ნავასი, პაჩეკო, ვარანი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, კარვახალი, არბელოა, მარსელო, ნაჩო, კროოსი, ხამესი, ბეილი, ლუკასი, ისკო, ილიარამენდი, რონალდუ, ხესე და ჩიჩარიტო.

ვიდალი: „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში თავისი გუნდის მეტოქე მადრიდის „რეალი“ შეაფასა.

„ბერნაბეუზე“ თამაშზე ფიქრისაც კი საოცარი გრძნობა მეუფლება. დიახ, ვიცი,. რომ „რეალის“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენ ფინალში გასვლა გვსურს. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა.

სკუდეტო? მის მოგებას სეზონის ბოლოს აღვნიშნავთ. მაშინ ბევრი თავისუფალი დრო გვექნება“, – განაცხადა ჩილელმა.

 

მარკიზიო: „სკუდეტოს მოგება „რეალთან“ ძალიან დაგვეხმარება“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კმაყოფილია, რომ მისმა გუნდმა სკუდეტო ჯერ კიდევ მადრიდის „რეალთან“ 1/2 ფინალური ეტაპის ორმატჩიანი დუელის წინ მოიპოვა.

„ამ გამარჯვებამ მე და ჩემს გუნდს ჩინებული ემოციები გვაჩუქა. სკუდეტოს მოგება ადვილი არაა, ჩვენ კი ამის გაკეთება ზედიზედ მეოთხედ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ის, რომ ნახევარფინალში უკვე საჩემპიონო ტიტულის მოგების შემდეგ ვითამაშებთ, ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა მარკიზიომ.

უნაი ემერი: „რეალთან“ მატჩის ფრედ დასრულება შეგვეძლო“

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მადრიდის „რეალთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

„იქედან გამომდინარე, რომ თამაშში ორი გაშვებული გოლის შემდეგ დავბრუნდით, შედეგით კმაყოფილი ვარ. „რეალს“ ბევრი მუშაობა მოუწია, მატჩის ფრედ დასრულებასაც შევძლებდით. სამწუხაროდ, ეს ვერ გამოგვივიდა, რაშიც ვერავის დავადანაშაულებ. დღეს სტადიონზე ჩინებული ატმოსფერო იყო.

შემდეგ ტურში „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენს უშუალო კონკურენტ „ვალენსიას“ შეხვდება. საკუთარ თავს სხვისი უიღბლობით ვაწყნარებ. ჩემპიონატში წინ კიდევ სამი მატჩი გველის, რომელშიც მეოთხე ადგილზე გასვლას შევეცდებიოთ“, – ციტირებს ემერის „Defensa Central“-ი.

კროოსმა „რეალის“ შემადგენლობაში საიუბილეო მატჩი ჩაატარა

„სევილიასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ანგარიშით 3:2 მოგებული მატჩი ნახევარმცველ ტონი კროოსისთვის მადრიდის „რეალის“ მაისურით 50-ე გახდა.

ამჟამად ტონის ანგარიშზე პრიმერაში 33 მატჩი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 შეხვედრაა. გარდა ამისა, კროოსმა ესპანეთის თასზე, სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯამში ექვსჯერ ითამაშა და მონაწილეობა უეფას სუპერთასშიც მიიღო. მადრიდულ კლუბში გერმანელის მონაგარი ორ გოლსა და თხუთმეტ შედეგიან გადაცემას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ 2014 წელს შეუერთდა. არაოფიციალური ინფორმაციით, „რეალმა“ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

ანჩელოტის ჩემპიონობის სჯერა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონობის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

„არამგონია, რომ უნაი ემერი რამით დაგვეხმარა – პირიქით. მისმა გუნდმა სოლიდურად ითამაშა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

იმედი ბოლოს კვდება. ბოლომდე გვჯერა, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონები გავხდებით“, – განაცხადა „რეალის“ დამრიგებელმა.

ვარანი: „პოგბა „იუვენტუსს“ დააკლდება“

მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა და ტურინულ კლუბთან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მოახლოებულ დუელსაც შეეხო.

„პოგბა ჩინებული მოთამაშეა, „იუვენტუსს“ ის დააკლდება. თუმცა, პირადად მე, მასთან თამაშს ვისურვებდი.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მაღალი დონის დაპირისპირებაა, აქ იოლი გასეირნება არავის ელის. ამის მიუხედავად, ფინალში გასასვლელად ბევრს ვიშრომებთ.

არამგონია, „იუვენტუსს“ „ბარსელონაასთან“ ან „ბაიერნთან“ თამაში უფრო გაუადვილდეს. ტურინირის ამ სტადიაზე მცირე დეტალებიც კი დიდ როლს ასრულებენ“, – განაცხადავარანმა.

ჩაბი ალონსო: „იმედია, „ბაიერნი“ „რეალზე“ ძლიერი აღმოჩნდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „ჩელსის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს შეადარა.

„მოურინიო და გვარდიოლა სხვადასხმა ტიპის ადამიანები არიან. ორივეს თავისი სტილის სამუშაო აქვს. ისინი ჩინებული ლიდერები არიან. გამიმართლა, რომ მუშაობა ორივესთან მოვასწარი.

წესით, ფინალში გასვლის შემთხვევაში, „რეალს“ უნდა შევხვდეთ. ეს კლუბი ძალიან მიყვარს, თუმცა, იმედია, ყველაზე ძლიერი „ბაიერნი“ აღმოჩნდება“, – განაცხადა ალონსომ.

ჩაბი ალონსო და დანტე ჯარიმების ოსტატებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

“რეალის” განაცხადი “სევილიასთან” მატჩისთვის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მოიშუშა ტრავმა და “სევილიასთან” სათამაშოდ მზადაა.

კარლო ანჩელოტიმ შეადგინა ოცკაციანი განაცხადი, რომლებიც “სანჩეს პისხუანზე” სათამაშოდ წავლენ.

მეკარეები: კასილასი, ნავასი და პაჩეკო;

მცველები: ვარანი, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, მარსელო, კარვახალი, არბელოა და ნაჩო;

ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, ბეილი, ლუკას სილვა, ისკო და ილარამენდი;

თავდამსხმელები: რონალდუ, ჩიჩარიტო და ხესე.