ჩიჩარიტო, შესაძლოა, „ვოლფსბურგში“ გადავიდეს

26 წლის თავდამსხმელის ხავიერ ერნენდესის მადრიდის „რეალში“ წარუმატებელი მოღვაწეობა მის სხვა კლუბში გადასვლის შანსებს ზრდის.

ასე გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, მექსიკელის შეძენის დიდი სურვილი „ვოლფსბურეგის“ ხელმძღვანელობას აქვს. დიდი ალბათობით, ზადხულში ჩიჩარიტო „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება, რის შემდეგაც „წითელი ეშმაკები“ მის სხვა კლუბში გაშვებაზე იფიქრებენ.

მიმდინარე სეზონში პრიმერაში ერნანდესმა 13 მატჩი ჩაატარა, აქედან პირველი წუთებიდან მან მხოლოდ ერთი შეხვედრა დაიწყო. მისი მონაგარი ამჟამად სამ გოლსა და ერთ შედეგიან პასს შეადგენს.

“რეალმა” “პორტუს” ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის “რეალი” “პორტუს” მცველ დანილუს დაიმატებს.

აღნიშნულმა ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერმა 31,5 მილიონი ევრო შეადგინა. 23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბთან” ექვსწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ის “რეალს” ზაფხულში შეუერთდება.

დანილუმ მიმდინარე სეზონში “პორტუს” რიგებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

კოენტრაუს “მანჩესტერში” უნდა

მადრიდის “რეალის” მცველმა, ფაბიო კოენტრაუმ გუნდს მიანიშნა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა სურს.

“სამეფო გუნდის” პორტუგალიელ მცველს გუნდში სათამაშო დრო აღარ ეძლევა, ამიტომაც კრიშტიანუ რონალდუს თანამემამულე წინააღმდეგი არაა, ახალ კლუბში გადაბარგების.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კოენტრაუს შეძენის “მანჩესტერ იუნაიტედია”. პორტუგალიური პრესა იტყობინება, რომ ფაბიოსთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე კარგი ვარიანტი “მანკუნიანელებში” გადასვლა იქნება.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ “მანჩესტერში” თამაშზე უარს არ ვიტყოდი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში სასიამოვნოა. იმედი მაქვს, “რეალში” შანსი კვლავ მომეცემა, ყველაფერი სწრაფად არ ხდება, საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად დავამტკიცებ,”-განაცხადა კოენტრაუმ.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” 27 წლის მცველმა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.

“მან.სიტიმ” მორატას დაუმიზნა

“ქალაქელებს” გუნდის გაძლიერება “იუვენტუსის” თავდამსხმელით სურთ.

“მან.სიტი” ამ ზაფხულს შეტევის ხაზის განახლებას აპირებს. გუნდს დატოვებს ედინ ჯეკო და სტეფან იოვეტიჩი, რომელთა შემცვლელადაც სწორედ ალვარო მორატა მოიაზრება.

ინგლისური გუნდის გარდა, 22 წლის თავდამსხმელი შეიძლება “რეალმაც” დაიბრუნოს, რომელსაც ალვაროს ხელახლა შესყიდვისს უფლება აქვს. ერთი წლის შემდეგ, მორატა მადრიდულ გრანდში შეიძლება, 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს.

წყაროს თანახმად, ინგლისური გუნდი ესპანელ წინახაზელში 45 მილიონ ევროს იხდის. პელეგრინი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის გუნდში მიყვანა მათ პოპულარიზაციას და თამაშის ხარისხს გაზრდის.

მიმდინარე სეზონში, ალვარო მორატამ “ბებერი ქალბატონების” მაისურით სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ბეილი: „კრიტიკოსებს პასუხს არ გავცემ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა აღნიშნა, რომ კრიტიკოსთა წინაშე თავის მართლებას არ აპირებს.

„კრიტიკაზე პასუხის გაცემის საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩემი შესაძლებლობების შესახებ ვიცი. ფეხბურთში კარგი და ცუდი პერიოდი ყოველთვის არის. ამიტომაც, არ ვუსმენ, თუ რას ამბობენ ჩემ შესახებ. უბრალოდ, თამაშზე კონცენტრაციასა და სიამოვნების მიღებას ვცდილობ“, – განაცხადა უელსელმა.

პეპემ გაახანგრძლივა

პორტუგალიელი მცველი მადრიდის “რეალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა.

მხარეებმა ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკება მარტის დასაწყისში დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ მაშინ პატარა პრობლემებმა იჩინა თავი. ფეხბურთელს “რეალში” თამაში 2018 წლამდე სურდა, ხელმძღვანელები კი მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს, 2017 წლამდე სთავაზობდნენ.

AS-ის ცნობით, მოლაპარაკება შედგა. კეპლერ პეპე “სამეფო გუნდში” 2018 წლამდე იასპარეზებს.

32 წლის პეპემ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 19 მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიტანა.

დღის სატრანსფერო სიახლეები

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ

“ტოტენჰემი” სერხი რობერტოს გადაბირებას ეცდება

„ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროში „ბარსელონას“ ნახევარმცველი, სერხი რობერტო მოხვდა. თუმცა, კატალონიელებს ამ ეტაპზე მოთამაშესთან განშორება არ სურთ.

ჩეხი “არსენალში” გადავა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე, პეტრ ჩეხი, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ „არსენალში“ გადაბარგდეს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის ოჯახს ლონდონში სურს დარჩენა.

ლიორენტე “იუვენტუსს” ტოვებს

იტალიური პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფერნანდო ლიორენტემ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ დატოვოს. ფოვარდის გადაბირებით „ვალენსია“, „სევილია“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულები.

“ბარსელონა” “ოსასუნას” მეკარეს გადაიბირებს

„ბარსელონა“ „ოსასუნადან“ 18 წლის მეკარეს, იოკინ ესკიეტას გადაიბირებს. ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

კასილიასი “რეალს” ტოვებს?

მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა, შესაძლოა, კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოიცვალოს. მის შეცვლელად კი მადრიდში კვლავ დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

“რეალის” სამ ფანს კლუბის საშინაო მატჩებზე დასწრება აუკრძალეს

მადრიდის “რეალის” სამი ფანი სამი ათასი ევროთი დააჯარიმეს და მათ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში კლუბის საშინაო მატჩებზე დასწრება აუკრძალეს.

ამ სასჯელის მიზეზი “რეალის” ფეხბურთელებზე თავდასხმა გახდა. ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “ბარსელონასთან” დამარცხების (1:2) შემდეგ “სამეფო კლუბის” გულშემატკივართა ჯგუფმა ბაზასთან ახლოს ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ავტომობილებს თავს დაესხა.

მანამდე “რეალის” ხელმძღვანელობამ ერთ-ერთ დამნაშავე ფანს კლუბის წევრობა შეუჩერა.

 

მორატა: „როდესაც ვნერვიულობდი, პირველი, ვინც მაწყნარებდა, კრიშტიანუ რონალდუ იყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ტურინის „იუვენტუსის“ ამჟამინდელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ჟოზე მოურინიოს შანსის მციემისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოურინიოს არჩევანის გაკეთება სხვა ფეხბურთელის სასარგებლოდაც შეეძლო, მაგრამ ის მაინც მენდო. ამიტომაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მადლიერი ვიქნები.

კრიშტიანუ რონალდუ თავის დამკვირდებაში ძალიან დამეხმარა. როდესაც ვნერვიულობდი, კრიშტიანუ პირველი იყო, ვინც მაწყნარდებდა“, – განაცხადა მორატამ.

მორატა: “ბევრი თვლიდა, რომ ნაკრებში შანსი არ მქონდა”

“იუვენტუსის” ნახევარმცველი, ალვარო მორატა მოხარულია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით.

“მოხარული ვარ, რომ ნაკრებში დამსახურებისამებრ მოვხვდი, მიუხედავად სხვა ქვეყანაში გადასვლისა. მადრიდიდან პრაქტიკის უქონლობის გამო წამოვედი. ვგრძნობდი, იქ დარჩენის შემთხვევაში, ადგილს ნაკრებშიც დავკარგავდი”.

“მსურს ფურია როხასთან ერთად წარმატების მიღწევა, აქ სწორედ ამიტომ მოვიდვარ,”-განაცხადა მორატამ.

ამას გარდა, ალვარომ არ განმარტა, თუ რატომ არ აძლევდა ანჩელოტი შანსს.

“ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა. გოლების გატანა დავიწყე და უცებ, სკამზე აღვმოვჩნდი. ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ ექმნებათ. ანჩელოტისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს”.

ზიდანი „ბაიერნის“ სტრუქტურაში იქნება

მადრიდის „რეალის“ დუბლების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიუნხენში გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, იქ ზიზუ მიუნხენის „ბაიერნის“ სტრუქტურაში იქნება და ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის მეთოდს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ ზიდანთან ერთად მსგავს პრაქტიკას მისი თანამემამულეები ვილი სანიოლი და კლოდ მაკელელეც მიიღებენ.

ხამესმა ვარჯიში დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა სამშაბათს ვარჯიში დაიწყო. კოლუმბიელმა თანაგუნდელებთან ერთად საერთო ჯგუფშიც ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესი თავის გუნდს თებერვლიდან ვერ ეხმარება – ხამესმა ფეხის ერთ-ერთი ძვალი მოიტეხა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდელებს აპრილიდან დაეხმარება.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი