პეპე: „მოურინიო არ მენატრება“

მადრიდის „რეალის“ მცველმა პეპემ განაცხადა, რომ მას კარლო ანჩელოტის თავკაცობით მუშაობა მოსწონს და ჟოზე მოურინიო არ ენატრება.

„მოურინიო არ მენატრება. ეს სხვა ეპოქა იყო, რომელიც დსასრულდა. ვერ ვიტყვი, რომ ანჩელოტი მკაცრი არ არის. ის ორიგინალურ ვარჯიშებს წარმოგვიდგენს და ჩვენგან ბევრს ითხოვს. მოურინიოსთან შედარებით, მისი მუშაობა უფრო ინტენსიურია“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

დუდეკი: „შვილის დაბადების შემდეგ კასილიასი ცუდ ფორმაში ჩადგა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ ეჟი დუდეკმა იკერ კასილიასის არც ისე კარგ ფორმაში ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.

„კასილიასს რუთლი პერიოდი ჰქონდა – ის მამა გახდა. ყოველი მოთამაშე ცხოვრებაში ერთხელ მამა ხდება, რაც კონცენტრაციაზე მოქმედებს. მთელი ყურადღების გადატანა შვილზეა საჭირო, რაც ყველანაირ მაჩვენებელზე მაღლა დგას. თუმცა, კასილიასმა მოითმინა და კვლავ ისეთი გახდა, როგორიც აქამდე იყო“, – განაცხადა დუდეკმა.

ჰუნტელაარი: „მეტის მიღწევა შეგვეძლო“

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის თავდამსხმელის კლას იან ჰუნტელაარის აზრით, მის გუნდს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ რაუნდში მეტის მიღწევა შეეძლო.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის ხარისხით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეტის მღწევა შეგვეძლო. გოლებს საკმაოდ ადვილად ვუშვებდით, შესვენებაზე უპირატესობით უნდა გავსულიყავიტ. დღეს მეტოქეს თავი კომფორტულად ნამდვილად არ უგრძვნია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

მოდრიჩი: „ეს წაგება უფრო ძლიერ გუნდად გაგვხდის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „შალკესთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შეაჯამა.

„გამართლებას არ ვაპირებ. ჩვენ იმ დონეზე უნდა დავრუნდეთ, რომელზეც სეზონი დავიწყეთ. „რეალს“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ვფიქრობ, შემდეგ მატჩში უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით.

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ვფიქრობ, ეს მატჩი უფრო ძლიერ გუნდად გაგვხდის“, – განაცხადა ხორვატმა შუახაზელმა.

დი მატეო: „ცოტა არ გაგვიმართლა“

„შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ „რეალთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ამ დაპირისპირებაში ცოტა არ გაგვიმართლა: ორივე მატჩში ბურთი ძელს გავარტყით. რონალდუმ პირველ შეხვედრაში ბევრი რამ გაარკვია.

თუმცა, „რეალს“ პრობლემები მაინც შევუქმენით. მეტოქისთვის ეს მძიმე თამაში გამოდგა. მარცხის მიუხედავად, ანჩელოტი ჩემთვის კვლავ ტოპ მწვრთნელია“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 41 მილიონად გადავა?

როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი ექსპრესი“ იუწყება, მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილოთ. ფრანგის სანაცვლოდ „წითელი ეშმაკები“ 41 მილიონი ევროს გადახდას აპირებემ.

ვარანი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი იმედისმომცემი მცველია, თუმცა კონკურენციის გამო იგი მადრიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.

მანჩესტერელთა გარდა, რაფაელის შეძენა ლონდონის „ჩელსისაც“ შეუძლია, რომელსაც ამჟამად მისი ყოფილი მწვრთნელი ჯოზე მოურინიო თავკაცობს. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს მანჩესტერულ კლუბში თამაში ურჩევნია.

კასილიასს ჩემპიონთა ლიგის მოგება წელსაც სურს

მადრიდის „რეალის“ მეკარემ იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ მეორედ რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთებას მაინც შევეცდებით. ბერლინში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

გამარჯვება გვწყურია, რამაც, შესაძლოა, ბევრი რამ გადაწყვიტოს. ჩვენ უკეთესი გუნდი გავხდით. თუ „ბერნაბეუზე“ დაუამრცხებლები ვიქნებით, შორს გავალთ“, – განაცხადა მადრიდელთა კარის დარაჯმა.

ანჩელოტი: „ედეგორი „შალკესთან“, ალბათ, ვერ ითამაშებს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მარტინ ედეგორი, „შალკესთან“, დიდი ალბათობით, არ ითამაშებს.

„ვარჯიშზე ის თავს ყოველთვის იჩენს. ითამაშებს თუ არა ის „შალკესთან“? არამგონია, რადგან ცოტა ხნის წინ მოდრიჩი გამოგვიჯანმრთელდა“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „შალკეს“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურიე ტაპის განმეორებით მატჩი ათ მარტს შედგება.

“რეალს” 113 წელი შეუსრულდა

დღეს მადრიდის “რეალს” 113 წელი შეუსრულდა.

1902 წლის 6 მარტი მადრიდული კლუბის დაარსების ოფიციალურ თარიღად ითვლება. ამ 113 წლის განმავლობაში “რეალი” მსოფლიო ფეხბურთის ყველა ასპექტში ლიდერი გახდა და ფიფას მიერ XX საუკუნის საუკეთესო კლუბადაც დასახელდა.

1920 წლის 29 ივნისს მეფე ალფონსოს მიერ “რეალს” “სამეფო კლუბის” სტატუსი მიენიჭა.

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეათედ მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია; აქედან ზედიზედ ხუთჯერ იქნა თასი მოგებული. ამ წარმატების განმეორება დღემდე ვერავინ ვერ შეძლო. “ბლანკოსმა” ორჯერ დაისაკუთრა უეფას თასი, ასევე ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი, 2014 წელს გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. “სამეფო კლუბი” ესპანეთის მასშტაბითაც საუკეთესოა — 32-ჯერ აქვს ქვეყნის ჩემპიონატი მოგებული, 19-ჯერ დაისაკუთრა ესპანეთის თასი.

 

სქოულზი: „არსენალში“ გადასვლის შემდეგ იოზილს ტიტულების მოგების შანსები დაეკარგა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „არსენალში“ მესუთ იოზილის ტიტულების მოგების შენსები შეაფასა.

„წინა წლებში ვიეირას, ანრის, ფაბრეგასისა და ვან პერსის სახით, „არსენალიდან“ ამბიციური ფეხბურთელები მიდიოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია.

ვფიქრობ, იოზილმა „არსენალში“ გადასვლის უფრო ადვილი ვარიანტის მოძებნა გადაწყვიტა. მესუთის ნიჭში ეჭვი არაფერის ეპარებოდა, თუმცა ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი მოედანზე მხოლოდ იმიტომ დარბის, რათა ეს დაფარულ მანძილად ჩაეთვალოს.

მას ლიდერი სჭირდება, რომელიც მოტივაციას მისცემს. „რეალში“ მესუთს ტიტულების მოგება შეეძლო, „არსენალში“ კი ეს ვერ გამოუვა“, – განაცხადა სქოულზმა.

“რეალი” დანილოში 30 მილიონ ევროს ჩამოდის

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” პორტუგალიური “პორტუს” მცველ დანილოს გადასაბირებლად იბრძვის.

ორ კლუბს შორის, ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებათა პროცესმა საკმაოდ წინ წაიწია და როგორც პორტუგალიური წყაროები ირწმუნებიან, თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა თანხმობა მადრიდში გადაბარგებაზე.

მართალია, “პორტუ” დანილოს ტრანსფერს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ “რეალი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

საინტერესოა, რომ 2012 წელს “პორტუმ” ბრაზილიელი ფეხბურთელი “სანტოსისგან” 13 მილიონ ევროდ შეიძინა.

აქვე დავამატებთ, რომ დანილოს მიმართ ინტერესს “რეალის” გარდა, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ავლენენ.

დღის დებატი: მესი თუ რონალდუ?

უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის „ბარსელონას“ რიგებში დებიუტი შედგა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო მას მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ადარებს. ამის შესახებ Team Talk-ის ორმა ექსპარტმა მეტ სტიდმა და მარკ ჰოლმსმა ისაუბრეს.

Lionel Messi

მეტ სტიდი: „ორივე ამ მოთამაშის შედარებისას, ობიექტური დასკვნის გამოტანა საკმაოდ რთულია და, დიდი ალბათობით, იგი მხოლოდ პირად სიმპატიებზეა დამოკიდებული. როგორც მესი, ისე რონალდუ, დღეს, მსოფლიოს ფეხბურთი ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რაც მოგებული ტიტულებიდან და მიღწეული რეკორდებიდან გამომდინარე, ლოგიკურია.

ერთ მხვრივ, გვყავს ლიონელ მესი, რომელსაც ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული და თავისი ტექნიკით მას ნოკაუტში ნებისმიერი დაცვის დატოვების უნარი აქვს.

სხვა მხვრივ, რონალდუ ფიზიკურად მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელია და წარმატებას იგი სწორედ ამის წყალობით აღწევს. პორტუგალიელს თავისი მაქსიმუმის საჩვენებლად უამრავი ვარჯიში სჭირდება, მაშინ, როდესაც მესის კარგად თამაში ცუდ ფორმაში ყოფნის შემთხვევაშიც შეუძლია.

დღევანდელი „ბარსელონას“ თამაში მესიზე პირდაპირაა დამოკიდებული. ამას იგი ყოვეწლიურად ამტკიცებს. თუმცა, ვაღიაროთ, გასულ სეზონთან შედარებით, ლეო წელს უკეთესად გამოიყურება. შარშან მას მცირე ჩავარდნა ჰქონდა, წელს კი თავისი თამაში სწორედ გუნდური ფეხბურთის დახმარებით გამოასწორა, რაშიც თავისი წვლილი ნეიმარმაც შეიტანა“.

Cristiano Ronaldo

მარკ ჰოლმსი: „მეტი აბსოლიტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესოს არჩევისას ყოველთვის პირად სიმპატიებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს მოთამაშე იმდენად კარგი და წარმატებულია, რომ ამ დებატებს ბოლომდე ვერანაირი სტატისტიკა მიიყვანს.

ასეა თუ ისე, პირადად ჩემთვის, რონალდუ უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშებდა მესი სხვა ლიგაში, მაგრამ რონალდუმ აქამდეც დაამტიცა, რომ წარმატების მიღწევა ესპანეთის გარეთაც შეუძლია. მისი დრიბლინგი და დაცვაში პარტნიორების დახმარების უნარი, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესოა.

როგორც არგენტინაში, ასევე კატალონიაში, ლეოს ძალიან აფასებენ. თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში მის გვერდით თითქმის არავის დაყენება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ოდესმე მინახავს“.