ედეგორმა „რეალის“ შემადგენლობაში პირველად ივარჯიშა (ვიდეო)

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა მარტინ ედეგორმა „ბლანკოსის“ რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის ტალანტი „სამეფო კლუბს“ 22 იანვარს შეუერთდა.

აქვე წარმოგიდგენთ მისი პირველი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს.

ანჩელოტი: „კრიშტიანუ რონალდუს ესმის, რომ შეცდომა დაუშვა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

„დისკვალიფიკაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდია. რონალდუ ორ მატჩს გამოტოვებს, თავისუფალ დროს კი დერბისთვის მომზადებაზე დახარჯავს. ამჟამად კრიშტიანუს ჯანმრთელობის პრობლოემები არ აქვს.

თავისი ქმედებისთვის რონალდუმ ბოდიში უკვე მოიხადა. მან შეცდომა დაუშვა, რაც კარგად გააცნობიერა. მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება“, – განაცხადა „ბლანკოსის“ თავკაცმა.

პეპეს მოედანზე დაბრუნების სავარაუდო პერიოდი ცნობილია

მადრიდის „რეალის“ მცველი პეპე ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩში მიიღო.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელი გამოსაჯანმრთელებელ კურსს წარმატები გადის და, დიდი ალბათობით, მოედანზე თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაბრუნდება. აქედან გამომდინარე, პეპე, შესაძლოა, „შალკესთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ითამაშოს, რომელიც 19 თებერვალს გაიმართება.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პეპემ 14 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გამოცდილმა მცველმა ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ზიდანი: “ბენზემა სეზონში 60 გოლს ვერასდროს ვერ გაიტანს”

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაიცვა, რომელსაც დაბალი შედეგიანობის გამო აკრიტიკებენ.

“კარიმმა აუცილებლად 10-ნომრიანი მაისური უნდა ჩაიცვას, რომ ყველა ბედნიერი იყოს? არ მესმის, რატომ არის მის მიმართ ამდენი პრეტენზია. შესაძლოა, ხალხს სურს, რომ კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, მანაც 60 გოლი გაიტანოს სეზონში, თუმცა ეს არასდროს არ მოხდება. ბენზემა უფრო მეტად ფლეიმეიქერია, რომელსაც ბურთის გათამაშებაში მონაწილეობა უყვარს და “რეალს” ეს უფრო უხდება”, – ზიდანის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

„რეალი“ დავიდ ლუისის შეძენაზე ფიქრობს

ევროპულ პრესაში მორიგი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

თუ გამოცემა „Express“-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მასალას დავუჯერებთ, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის დავიდ ლუისის შეძენას აპირებენ. წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, მადრიდული კლუბი პარიზელებს წინადადებით მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში ბრაზილიელი 2014 წლის ზაფხულში გადავიდა.

რონალდუს გაძევების მიუხედავად, „რეალი“ „კორდობასთან“ ფრეს გადაურჩა

„კორდობასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის გასვლითი მატჩი მადრიდის „რეალისთვის“ საკმაოდ რთული გამოდგა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. უკვე მესამე წუთზე სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რისთვისაც „რეალის“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ნაბილ გილასი მივიდა, რომელმაც შანსი გამოიყენა – 1:0.

სტუმრებმა ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრეს – ხამესმა კუთხურიდან ბურთი ჩააწოდა, გარეთ ბეილმა კი თავით ბურთი მეკარის მოედნისკენ ჩააწოდა, საიდანაც გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. 82-ე წუთზე მეტოქის ფეხში ჩარტყმისთვის კრიშტიანუ რონალდუმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ხუთ წუთში გუნდთა შემადგენლობა კვლავ გათანაბრდა. ბეილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ფედერიკო კარტაბიას ბურთი ხელზე მოხვდა, რისთვისაც მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თავად ბეილი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა.

ამრიგად, „რეალმა“ 48 ქულა დააგროვა და პრიმერას პირველ ადგილზე დარჩა.

რონალდუ საკლუბო კარიერაში მე-600 მატჩს ატარებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „კორდობასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩს პირველი წუთებიდან დაიწყებს. პორტუგალიელისთვის საკლუბო დონეზე ეს მე-600 მატჩი იქნება.

ცნობისთვის, „კორდობა“ – „რეალის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული შეხვედრისთვის „რეალის“ ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კროოსი, ხედირა, ხამეს როდრიგესი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ

ისკო უახლოეს მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო „კორდობასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს.

ესპანელმა „ხეტაფესთან“ ბოლო მატჩში კუნთების ტრავმა მიიღო.

სავარაუდოდ, „კორდობასთან“ შეხვედრაში ისკოს ადგილს ასიერ ილიარამენდი ან სამი ხედირა დაიკავებს.

„რეალი“ ილიარამენდის ზამთარში არ გაუშვებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბი ნახევარმცველ ასიერ ილიარამენდის გაშვებას არ გეგმავს.

„ახლა ტრანსფერზე არ ვფიქრობთ. დიახ, ილიარამენდის საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისსადმი ნდობა დავკარგე.

ჩვენ მოტივირებული გუნდი უნდა გვყავდეს. ბევრისთვის ასიერის მოტიაცია, შესაძლოა, მაგალითიც კი იყოს. მისი მოედანზე გამოყვანა, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შემიძლია“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

გუტი: „ბენზემა სუსტია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ ქარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ბენზემა სუსტია. სეზონი მან ცუდად დაიწყო, თუმცა, იმედია, იგი იმ დონეზე ითამაშებს, რა დონეზეც 2014 წლის ბოლოს ითამაშა.

ქარიმი ნამდვილი ცენტრფორვარდი არაა, თუმცა მას კრიშტიანუ რონალდუსი კარგად ესმის. იგი მეტ გოლს უნდა იტანდეს.

„ცხრიანები“ ყოველთვის ინდივიდუალური თამაშითაც გამოირჩევიან, რაც მომწონს. თუ ერთი თვის განმავლობაში იგი კარგად ვერ ითამაშებს, კრიტიკას თავიდან ვერ აიცილებს“, – დარწმუნებულია მადრიდელთა ექს-ნახევარმცველი.

სერხიო რამოსმა მაიკლ ჯექსონის ტატუ გაიკეთა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი ტატუ აქვს – ესპანელის სხეულზე მისი ახლობლების ინიციალების, წარწერების, ჩინური იეროგლიფების, „სევილიას“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ანტონიო ოუერტას ტატუს და სხვადასხვა სიმბოლოს პოვნა ადვილია.

გუშინ რამოსმა ახალი ტატუ გაიკეთა, რომელზეც „პოპის მეფე“ მაიკლ ჯექსონია ასახული:

Ramos tattoo

ედეგორმა „რეალის“ წინადადება მიიღო

„სტრემსგოდსერისა“ და ნორვეგიის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი მარტინ ედეგორი მადრიდის „რეალის“ წინადადებას დათანხმდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ გამოცემა AS-ი წერს, წყაროს ინფორმაციით, კლუბების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლოეს დროში შეხვდებიან და ტრანსფერის დეტალებს დაწვრილებით განიხილავენ.

სავარაუდოდ, ედეგორი ჯერ „რეალის“ მეორე გუნდში ითამაშებს, რომელსაც ამჟამად ზინედინ ზიდანი თავკაცობს.

აქამდე ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ შესაძლო ტრანსფერი „სამეფო კლუბს“ ოთხი მილიონი ევრო დაუჯდებოდა.