კრიშტიანო რონალდუ სუპერ გოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

16 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, “კრუს ასულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:4), კრიშტიანო რონალდუმ მეტოქის კარის დალაშქვრა ორიგინალურად სცადა.

„რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში უპრობლემოდ გავიდა (ვიდეო)

მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მექსიკური „კრუს ასული“ უპრობლემოდ დაამარცხა. კარლო ანჩელოტის მოთამაშეებმა მეტოქეს ანგარიშით 4:0 მოუგეს.

მე-15 წუთზე ანგარიში სერხიო რამოსმა გახსნა. 11 წუთში მადრიდელთა უპირატესობა ორამდე ქარიმ ბენზემამ გაზარდა. 50-ე წუთისთვის „ბლანკოსი“ უკვე ანგარიშით 3:0-ს იგებდა, მესამე გოლი თავის ანგარიშზე გარეთ ბეილმა ჩაიწერა, წერტილი კი ისკომ დასვა, რომელმაც თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში 0:2 იყო, იკერ კასილიასმა პენალტი მოიგერია.

„კრუს ასული“ – „რეალი“ 0:4
გოლები: რამოსი 15′, ბენზემა 36′, ბეილი 50′, ისკო 72′

„კრუს ასული“: კორონალ ფლორესი, როდრიგესი, დომინგესი, პინტო; ტორადო, ბერნარდელო; როხასი (ვალადესი 76′), ფორმიკა, ხიმენესი (ფაბიანი 65′); პავონე (ბარერა 65′)

„რეალი“: კასილიასი; კარვახალი, პეპე, რამოსი (ვარანი 64′), მარსელი; ბეილი, ილიარამენდი, კროოსი (ხედირა 73′), ისკო (ხესე 76′); ბენზემა, რონალდუ

გაფრთხილება: რამოსი

ბენზემა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „France Football“-მა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

Benzema

გამოკითხვაში მეორე ადგილი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ბენზემას თანაგუნდელი რაფაელ ვარანი აღმოჩნდა.

ესპანეთს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 26 წლის ფორვარდმა 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ზიდანმა თავისი ოცნების გუნდი დაასახელა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა თანამედროვე მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი შეადგინა.

თუ რამდენიმე კვირის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ოცნების გუნდში კრიშტიანუ რონალდუსთვის ადგილი ვერ მოიძებნა, ზიდანის გუნდში, როგორც იბრა, ასევე რონი მოხვდნენ. ჯამში, ზიზუმ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში „რეალის“ რვა ფეხბურთელი შეიყვანა.

მეკარეები: კასილიასი (მადრიდის „რეალი“)

მცველები: დანი ალვესი („ბარსელონა“), მარსელო (მადრიდის „რეალი“), სერხიო რამოსი (მადრიდის „რეალი“), პეპე (მადრიდის „რეალი)

საყრდენი ნახევარმცველები: მოდრიჩი (მადრიდის „რეალი“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“)

გარემარბები: ლიონელ მესი („ბარსელონა“), კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის „რეალი“)

თავდამსხმელები: ბენზემა (მადრიდის „რეალი“), იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი“)

„რეალი“ აზარისა და სტერლინგის გამო ბეილს „მანჩესტერ იუნაიტედში“ სარეკორდო ფასად გაუშვებს?

წელიწადნახევრის წინ გარეთ ბეილის სარეკორდო ფასად (85 მილიონ ევროდ) შეძენის შემდეგ მადრიდის „რეალმა“, შესაძლოა, უელსელი მოთამაშე გაუშვას.

როგორც „Daily Star“-ი იტყობინება, გარეთის ნაცვლად „ბლანკოსს“ „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარისა და „ლივერპულის“ მოთამაშის რახიმ სტერლინგის შეძენა სურს.

„ტოტენჰემის“ ყოფილი ნახევარმცველის შეძენის ყველაზე დიდი სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს, რომელიც ჯერ კიდევ დევიდ მოიესის პერიოდში გარეთის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტის გადახისთვის მზად იყო.

აღსანიშნავია, რომ „რეალის“ რიგებში გატარებულ პერიოდში, უელსელმა 25 გოლი გაიტანა. ამავდროულად, აზარის მაჩვენებელი იმავე პერიოდში 23 გოლს შეადგენს, ხოლო სტერლინგმა მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.

მადრიდელები რაბატში ჩაფრინდნენ

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მაროკოს დედაქალაქში ჩაფრინდნენ.

ანჩელოტის შეგირდები ორშაბათ საღამაოს  ,,მოულაი ჰასანის” სტადიონზე ივარჯიშებენ. 16 დეკემბერს ,,თეთრები” ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ.
,,რეალი” ,,კრუზ აზულის” დაუპირისპირდება.

ფოტომასალა
ვიდეომასალა

პრიმერადივიზიონში ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად პეპე ჯარიმდება

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი პეპე ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კოლეგებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არღვევს თამაშის წესებს. გაზეთ “მარკას” თანახმად, ლა ლიგის XV ტურის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ ხისტი ხასიათით გამოირჩევა, მხოლოდ ხუთჯერ ჰყავთ დაჯარიმებული.

პეპეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ყვითელი ბარათი ამ დრომდე არ აქვს მიღებული, როცა მის თანაგუნდელ სერხიო რამოსს თამაშის წესი ოცჯერ დაურღვევია და ხუთჯერ გაფრთხილებაც მიუღია.

ცნობისთვის, პეპეს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

მარსელომ „ტატუმასტერად“ მუშაობა დაიწყო (ვიდეო)

მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს ახალი და მისთვის საინტერესო სამსახური უპოვია.

მადრიდელები ვერც ,,ალმერიამ” შეაჩერა

მადრიდის ,,რეალი” კვლავ განაგრძობს წაუგებელ სერიას. ამჯერად, მათ სტუმრად ,,ალმერიას” განადგურება მოახერხეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ,,ალმერიას” ფეხბურთელებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ,,თეთრებს”. თამაში ანგარიში ისკომ გახსნა. გოლის გატანიდან 5 წუთში ,,ალმერიამ” ვერზას გოლით უპასუხა. პირველ ნახევარში საბოლოო შედეგი ბეილმა დასვა (1-2, 42 წუთზე).

სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მეორე ტაიმში ვერზას მიერ გაცუდებული პენალტი და კრისტიანო რონალდოს დუბლი იხილა. საბოლოო შედეგი პორტუგალიელმა მატჩში 88-ე წუთზე დააფიქსირა.

დუნგა: „მარსელოს თამაშის სტილი ნაკრებს არ უხდება“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ახსნა, თუ რატომ აღარ იძახებს მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს.

„რამდენჯერ შეუერთდა მარსელო შეტევას მსოფლიო ჩემპიონატის დროს? ოცჯერ. ამავდროულად მას ვერც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ეს მარსელოს პრობლემაა არაა, უბრალოდ, მსოფლიოს ტრენდი ასეთია. ჩვენ ეფექტურად უნდა ვთამაშობდეთ“, – განაცხადა დუნგამ.

ცნობისთვის, ბოლოს მარსელო ნაკრებში სექტემბერში ამხანაგურ მატჩზე გამოიძახეს, თუმცა მოედანზე იგი არ გასულა.

ისკო: ,,ახალ პოზიციაზე თამაში ძალიან მომწონს”

მადრიდის ,,რეალი” წარმატებით განაგრძობს მოგებათა სერიას. როგორც იცით, ტრავმის გამო გუნდს სამი ხედირა და ლუკა მოდრიჩი ვერ ეხმარებიან. ისკომ მადრიდისტებს მათი მოედანზე არ ჰყოფნა არ აგრძნობინა. მართალაც, უახლოესი მატჩებში ფეხბურთელი კარგად გამოიყურება.

,,გუნდში პრობლემები მაინც არის. კონკრეტულად ეს პრობლემები ნახევარდაცვის ხაზს ეხება, მაგრამ ანჩელოტის სწორი გადაწყვეტილების ხარჯზე გუნდი მაინც წარმატებით ასპარეზობს. ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში ძალიან მომწონს. მსურს, გუნდს დავეხმარო რითიც შევძლებ.

,,ჩემპიონთა ლიგის’ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ისკომ თამაშზეც გააკეთა კომენტარი. ,,ძალიან გახარებული ვარ ,,ლუდოგორეცთან” მიღწეული გამარჯვებით. გუნდი მოგებების სერიას განაგრძობს,” –  განაცხადა ისკომ.

მადრიდის ”რეალმა” ფრანკ რაიკაარდის რეკორდი დაამხო. მათ ზედიზედ 19-ჯერ მოახრხეს თამაში გამარჯვების მოპოვება. ,,მადრიდისტები” სტატისტიკის გაუმჯობესებას ,,ალმერიასთან” შეეცდებიან.

კრიშტიანო რონალდუს ვარჯიშზეც გააქვს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს კრიშტიანო რონალდუ მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე.