რეინა: “არა მგონია, ჰარტი იტალიაში პრობლემებს წააწყდეს”

“ნაპოლის” მეკარე პეპე რეინა თვლის, რომ ჯო ჰარტს იტალიის სერია A-ში თამაში არ გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ინგლისელი კიპერი “ტორინოში” გაასხვისა.

“ჰარტის წინააღმდეგ მითამაშია და კარგად ვიცი, რაოდენ ძლიერი მეკარეა, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. არა მგონია, იგი იტალიაში პრობლემებს წააწყდეს. უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

ზოგიერთი ამბობს, რომ ჰარტი ფეხით ცუდად თამაშობს, მაგრამ ეს ასე არ არის. იგი სწრაფიც არის და ზუსტ პასებსაც აკეთებს”, – ციტირებს რეინას სიტყვებს Football Italia.

“ნაპოლი” “ბაიერნის” მეკარე სურს

“ნაპოლის” ხელმძღავნელობა მოლაპარაკებებს მიუნხენის “ბაიერნის” მეკარესთან, პეპე რეინასთან მართავს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის რეინა იტალიური კლუბის ღირსებას ადრეც იცავდა, მიმდინარე სეზონის წინ კი “ბაიერნში” გადავიდა, სადაც მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა.

Sky Italia -ს ცნობით, რეინას იტალიელები 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

პეპე რეინას მაკრატელა “ბაიერნის” ვარჯიშზე (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელმა მეკარემ, პეპე რეინამ ბავარიელთა ერთ-ერთ ვარჯიშზე ორიგინალურად თამაში გადაწყვიტა.

“ინტერი” ჩეხის ან რეინას გადაბირებაზე ფიქრობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანის “ინტერი” პეპე რეინას ან პეტერ ჩეხის გადაბირებაზე იფიქრებს. ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მილაური კლუბის რიგებს სამირ ჰანდანოვიჩი დატოვებს. სლოვენიელი კიპერის კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კი ის ჯერჯერობით არ ფიქრობს. ამიტომ, მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის.

რეინა და პიზარო მიულერისა და ლამის წინააღმდეგ

მიუხნენის “ბაიენრნის” ფეხბურთელებმა სახალისო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.

პეპე რეინას ფინტი “ლივერპულის” ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ფინტს აკეთებს “ლივერპულის” ვარჯიშზე პეპე რეინა.

რეინა: “ყოველთვის მეგობრული გუნდი გვყავს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი პეპე რეინა აცხადებს, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ყოველთვის მეგობრული გუნდი ყავს.

“ესპანეთის ნაკრებში ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო და კვლავაც იქნება. ამრიგად, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. დამიჯერეთ, გამარჯვება ძალიან გვსურდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ახლა ვეღარაფერს შევცვლით. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა პატივისცემა დაიმსახურა. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში გავიმარჯვებთ”, – ამბობს რეინა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები “ვიქტორია სეკრეტის” მაღაზიაში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ამერიკის შეერთებულ შტატებში, “ვიქტორია სეკრეტის” მაღაზიაში დააფიქსირეს.

“ნაპოლი” რეინას სამწლიანს შესთავაზებს

იტალიური “ნაპოლი” საკუტარი მეკარის, პეპე რეინას შესყიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ რეინას სატრანსფერო უფლებები “ლივერპულს” ეკუთვნის, ხოლო ნეაპოლში ესპანელი მეკარე იჯარის წესით ასპარეზობს.

იტალიური პრესის ცნობით, რეინას რამდენიმე ესპანური ვარიანტიც აქვს, თუმცა თავად ფეხბურთელიც “ნაპოლის” ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მას სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, რეინას სატსანფერო ფასი 5,2 მილიონი ევრო ინქება.

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე მსოფლიო ფეხბურთში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთში ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგში

10. სალვატორე სირიგუ – 2.6 მილიონი

9. უგო ლორისი – 3 მილიონი

8. დავიდ დე ხეა – 3.64 მილიონი

7. პეპე რეინა – 4.2 მილიონი

6. ჯო ჰარტი – 4.68 მილიონი

5. ვიქტორ ვალდესი – 5 მილიონი

4. პეტრ ჩეხი – 5.2 მილიონი

3. ჯანლუიჯი ბუფონი – 5.5 მილიონი

2. მანუელ ნოიერი – 5.6 მილიონი

1. იკერ კასილასი – 6.3 მილიონი

რეინა: “ნაპოლის” “რომასთან” გათანაბრება კვალვაც შეუძლია”

იტალიური “ნაპოლის” მეკარე პეპე რეინა აცხადებს, რომ მის გუნდს “რომასთან” გათანაბრების შანსი კვლავაც გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილს “იუვენტუსი” იკავებს, რომელსაც რვა ქულით “რომა” ჩამორჩება. რაც შეეხება “ნაპოლის”, ბენიტესის შეგირდები მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და “ჯალოროსისთან” ცხრა ქულა აშორებთ.

“რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურია დარჩენილი და კვლავაც გვაქვს იმის შანსი, რომ “რომას” გავუთანაბრდეთ”, – ამბობს რეინა.

პეპე რეინას ჩინებული სეივი “პორტოსთან” მატჩში

13 მარტს, ევროპის ლიგაზე, “პორტოსა” და “ნაპოლის” შორის გამართულ მატჩში (1:0), პეპე რეინამ ჩინებული სეივი განახორციელა.