იურგენ კლოპმა სადიო მანეს შემცვლელი იპოვა

Daily Star-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ზამთარში სადიო მანეს ჩანაცვლებას აპირებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამო, მერსესაიდელებს ერთ თვეზე მეტი ხნის მანძილზე დააკლდება.

წყაროს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა თვალი “რენის” 24 წლის შემტევს, პოლ-ჟორჟ ნტეპს დაადგა, რომელსაც კლუბთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ასე რომ, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს ისღა დარჩენიათ, შესაფერისი წინადადების მიღებისთანავე გაყიდონ ფრანგი თავდამსხმელი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრის გადაბირებით “ლივერპულთან” ერთად “არსენალი”, “საუთჰემპტონი” და “უოტფორდიცაა” დაინტერესებული.

წლევანდელ სეზონში ნტეპმა, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე ეხერხება თამაში, ცხრაჯერ მოირგო “რენის” მაისური და 3 ასისტიც ჩაიწერა აქტივში.

დემბელე: “მინდა, “ბარსელონაში” ვითამაშო!”

დორტმუნდის “ბორუსიას” ამომავალმა ვარსკვლავმა, ოსმან დემბელემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ის გუნდი დაასახელა, რომელშიც მოავალში თამაში სურს.

“ძალიან მომწონს “ბორუსია” და, ზოგადად, ეს ქალაქი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი მაქვს, რათა განვვითარდე და მაღალი დონის მოთამაშედ ვიქცე.”

“ჯერ არსად წავსლას არ ავპირებ. თუმცა, მინდა, რომ, როცა გერმანიას დავტოვებ, “ბარსელონაში” გავაგრძელო კარიერა,” – განაცხადა დემბელემ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის სპორტსმენი გასულ ზაფხულზე “რენიდან” გადავიდა დორმტუნდულ გუნდში, რომლის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა.

 

“ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სპეციალური ფორმით ითამაშებს

“ნიცა” ლიგა 1-ის პირველ ტურში სპეციალური ფორმით ითამაშებს, რომელზეც იმ 85 ადამიანის სახელი იქნება დაწერილი, რომლებიც 14 ივლისის ტერაქტს ემსხვერპლნენ.

შეგახსენებთ, რომ ბასტილიის აღების დღეს, ტერორისტმა სატვირთო მანქანით გადაუარა ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან აქტივისტებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არც “ნიცას” და არც მათი მეტოქის, “რენის” მაისურზე არ იქნება დატანილი მათი მთავარი სპონსორის ლოგო.

გარდა ამისა, კლუბები აუქციონის ჩატარებასაც გეგმავენ. შემოსული ფულით, ისინი ტერაქტის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

photo0650

“რენის” ფორვარდს, დემბელეს კარიერის გაგრძელება გერმანიაში სურს

ფრანგული “რენის” ფორვარდი, უსმან დემბელ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიაში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC Sport გვატყობინებს.

წყაროს ცნობით, ფრანგები 18 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ. დემბელესადმი ინტერესი უკვე გამოთქვა რამოდენიმე ესპანურმა და ინგლისურმა ტოპ-კლუბმა.

თუმცა, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება დორტმუნდის “ბორუსიაში” სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე გამოიწერა “ბორუსიას” ოფიციალური გვერდი “ტვიტერზე”.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ლიგა 1-ის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, 6 შემთხვევაში კი თანაგუნდელს გაუკეთა საგოლე გადაცემა.

ჰატემ ბენ არფას სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

4 იანვარს, საფრანგეთის თასზე, “ნიცამ” საკუთარ მოედანზე “რენი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრის 76-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმველმა ჰატემ ბენ არფამ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა.

ჯაბა კანკავა მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

28 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე “რენი” მიიღო.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა კანკავა, რომელიც მეორე ნახევარში მოედნიდან გააძევეს. ქართველმა ფეხბურთელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო. პირველად ის მსაჯმა 35-ე წუთზე გააფრთხილა, მეორედ კი 65-ე წუთზე.

ჯაბა კანკავას ფინტი “რენთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

28 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “რეიმსსა” და “რენს” შორის გამართულ მატჩში, ჯაბა კანკავამ ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ფინტი გააკეთა, მეტოქემ კი მასთან თამაშის წესები დაარღვია.

გურკუფი “რენში” გადავიდა

ფრანგი ნახევარმცველი იოან გურკუფი კარიერას “რენში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ იოან გურკუფმა პროფესიონალური კარიერა სწორედ “რენში” დაიწყო. უკანასკნელად იგი “ლიონის” ღირსებას იცავდა.

 

გურკუფი „რენში“ დაბრუნდა

ნახევარმცველმა იოან გურკუფმა „რენთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, კლუბი ახალწვეულს სამშაბათს წარადგენს.

სათქმელია, რომ უცნობია, გაიარა თუ არა ნახევარმცველმა კლუბში სამედიცინო შემოწმება. ერთი ინფორმაციით, მან შემოწმების გავლა შეძლო, თუმცა მეორე ვარაუდი საპირისპიროა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტრავმის გამო ფეხბურთელი უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.

ცნობისთვის, გურკუფი „რენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. ზაფხულში მას „ლიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც მხარეებმა არ გაახანგრძლივეს.

„პარმას“ მცველი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს

მცველი პედრუ მენდეში ფრანგული „რენის“ ფეხბურთელი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა „L’Équipe“ იტყობინება.

განვლილ სეზონში ფებხურთელმა „პარმაში“ ითამაშა, თუმცა კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ახალი სამუშაო ადგილის ძებნა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ „პარმა“ გაკოტრდა, რის შედეგად შემდეგ სეზონში სამოყვარულო ლიგაში, იტალიის სერია D-ში ითამაშებს.

ლორისის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრებში “რენის” მეკარე გამოიძახეს

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მეკარე უგო ლორისი დამდეგ სანაკრებო მატჩებს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს. ფრანგი კიპერი ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:3) დაშავდა.

საფრანგეთის ნაკრებში ლორისის ნაცვლად “რენის” 27 წლის მეკარე ბენუა კოსტილი გამოიძახეს, რომელსაც მანამდე “მამალთა” რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგები ამხანაგურად ბრაზილიელებს (26 მარტი, პარიზი) და დანიელებს (29 მარტი, სენტ-ეტიენი) გაეჯიბრებიან.

 

რა გაუკეთა “მარსელის” ფეხბურთელმა “რენის” მოთამაშეს? (ვიდეო)

7 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში “რენმა” საკუთარ მოედანე მარსელის “ოლიმპიკი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრის 84-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან “მარსელის” ნახევარმცველი მარიო ლემინა გააძევა.