მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფინია აცხადებს, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთს მისი თანაგუნდელი, ფრანკ რიბერი იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, რიბერიმ ბავარიულ კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, ფრანგ ნახევარმცველს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაში მესი და რონალდუ შეეცილება.
“რა თქმა უნდა, ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს. ფრანკმა “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოიგო, ამრიგად ვფიქრობ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ის გახდება”, – ამბობს რიბერი.