დღეს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას დაბადების დღეა. ის 36 წლის გახდა.
ამასთან დაკავშირებით ZEZO CARTOONS-ი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.
დღეს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას დაბადების დღეა. ის 36 წლის გახდა.
ამასთან დაკავშირებით ZEZO CARTOONS-ი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.
დღეს ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამის შესახებ მან Globo TV-ის ეთერში განაცხადა: “ჩემი აზრით, მოვიდა დრო, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ზუსტად არ ვიცი, გავხდები მწვრთნელი თუ სპორტული დირექტორი, მაგრამ წასვლას არსად ვაპირებ”, – აცხადებს რიკარდო კაკა. მან დაწვრილებით საკუთარი მომავლის შესახებ არ ისაუბრა, თუმცა პრესაში გავრცელბული ინფორმაციით ბრაზილიელს “მილანში” სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ.
კაკამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.
Father,
It was much more than I could ever imagined. Thank you! I’m now ready for the next journey. In Jesus name. Amem.Pai,
Foi muito mais do que eu pedi ou imaginei!Obrigado! Eis-me aqui para próxima jornada. Em nome de Jesus. Amém. pic.twitter.com/PofZBAV0BE— Kaka (@KAKA) December 17, 2017
“მამა, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. მადლობა! ახლა ახალი თავგადასვლისთვის მზად ვარ. იესოს სახელით. ამინ!” – წერს რიკარდო.
შეგახსენებთ, რომ კაკა სხვადასხვა დროს “მილანის”, მადრიდის “რეალის”, “სან პაულუსა” და “ორლანდო სიტის” შემადგენლობაში გამოდიოდა. ის ერთხელ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, ასევე წლების განმავლობაში იყო ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რიკარდო კაკამ პრესასთან “ბლანკოსის” თავისებურებებზე და მადრიდულ კლუბში თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“რეალში” უყვართ უკიდურესობები – ცუდი იქნება თუ კარგი, მადრიდელები ბოლომდე ცდილობენ პოზიციის დაცვას. ასე რომ, ისღა დაგრჩენია შეეგუო ამ რეჟიმს და იმას, რომ პრესა და ფანები განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ.
ის, რაც მე და ხამესს დაგვემართა, შესაძლოა, ნებისმიერ სხვას შეემთხვეს, სხვა კლუბშიც. ხამესს ფეხბურთის თამაში არ დავიწყნია. ის ახლაც ფანტასტიკური მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ფორმის დაბრუენბას შეძლებს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ “რეალში” თამაშით ფეხბურთელი იზრდება, უდიდეს გამოცდილებას იღებს. პირადად მე, ზრდასრულ მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოვყალიბდი,” – აცხადებს კაკა.
“ორლანდო სიტის” ვარსკვლავმა რიკარდო კაკამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საკმაოდ მნიშველოვან საკითხზე ისაუბრა.
ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს გადაწყვეტილი აქვს, რომ “ორლანდო სიტი” სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს. ამის შესახებ დღეს მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “როგორც ყველამ იცით კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს მიმთავრდება და მე მას აღარ გავახანგძლივებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს.” -განაცხადა რიკარდო კაკამ.
ჟურნალ 4-4-2-ის ვებ-გვერდზე “მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი განვლილ კარიერასა და ცხოვრებისეულ დეტალებზე საუბრობს.
მივხვდი, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიე…
“როდესაც “მილანში” გადავედი (“სან პაულოდან”, 21 წლის ასაკში), ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო. ბრაზილიაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ევროპის დიდ კლუბში მოხვედრაზე, “მილანი” ერთ-ერთი საუკეთესოა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც იტალიაში გადავედი, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი – “ოქროს ბიჭუნა”, როგორც მაშინ მეძახდნენ. ახლა კი ვეტერანი ვარ!”
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც…
“როცა 2002 წელს, ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. მართალია, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მხოლოდ ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ისიც ძალიან მიხაროდა, რომ იმ დიდებული გუნდის წევრი ვიყავი. რონალდო მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
საერთო ჯამში, ყველა დიდი გამარჯვება მაბედნიერებდა: კონფედერაციის თასის მოგება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება “მილანის” მაისურით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სულ სხვა რამ არის.”
დღე, როდესაც ფეხბურთმა გული მატკინა…
“2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ლივერპულის” წინააღმდეგ. როდესაც მატჩს სამბურთიანი სხვაობით იგებ, შეხვედრა შენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. პენალტებამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა. იმ საღამოს ეს ნამდვილად არ დაგვიმსახურებია.”
აქამდე არავისთვის მითქვამს, რომ…
“ჩემთვის, “მილანში” თამაში ყოველთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. ვგრძნობდი, რომ კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყავი. “მილანს” ბრწყინვალე ფანები ჰყავდა, რომლებიც უდიდეს სიყვარულს იჩენდნენ ჩემს მიმართ. ჩემს იმ დროინდელ თანაგუნდელებთან დღემდე ვმეგობრობ.”
ფეხბურთელი რომ არა, ვიქნებოდი…
“სასულიერო პირი. ყოველთვის რელიგიური ადამიანი ვიყავი. ამიტომაც მაცვია ხოლმე ფორმის შიგნით მაისური წარწერით “I belong to Jesus” და გატანილი გოლის შემდეგ თითებს ზეცისკენ ვიშვერ. ვცდილობ, ასე გამოვხატო ჩემი გრძნობები და ყველას ვაჩვენო, თუ ვის ეკუთვნის ჩემი გული.”
ჩემი ბავშვობის გმირები იყვნენ…
“ჩემი მშობლები. ისინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ, მე რომ მესწავლა და ბედნიერი ვყოფილიყავი. ისინი რომ არა, დღეს ნამდვილად არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ.”
ყველაზე ამაყი ვიყავი, როდესაც…
“კარლო ანჩელოტიმ მიშელ პლატინის შემადარა. ეს უდიდესი კომპლიმენტია, რომელიც ჩემთვის ვინმეს ოდესმე უთქვამს. პლატინი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. ძალიან მესიამოვნა, როდესაც მას შემადარეს.”
ერთი რამის შეცვლა რომ შემეძლოს თამაშში…
“2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიისთვის ასე არ უნდა დასრულებულიყო. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, მაშინ დავმარცხდით. ეს ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, ფინალში ბრაზილიისა და იტალიის ხილვა დიდებული რამ იქნებოდა!”
ჩემთვის ფეხბურთი არის…
“თამაში, რომელსაც ადამიანებისთვის დიდი სიამოვნება მოაქვს. ფეხბურთი საშუალებას მაძლევს, ვიყო ძლიერი და ამით სხვა ადამიანებს დახმარება გავუწიო.”
ჩემი თავის დახასიათება სამი სიტყვით…
“ერთგული, შრომისმოყვარე და მონდომებული. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს თვისებები გაგაჩნდეს. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ეგოისტი არ უნდა იყო და სხვებისთვისაც უნდა გაიღო რაღაც.”
მართალია, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა რიგს მიეკუთვნება, თუმცა მისი მუშაობის შედეგად საკმაოდ კრეატიული და ნიჭიერი ფეხბურთელები არაერთხელ დაჩაგრულან.
პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ბოლო ათწლეულში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. გთავაზობთ მათ სიას:
9. ხუან კუადრადო (“ჩელსი”/ 15 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
კუადრადო ლონდონში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა იტალიური “ფიორენტინადან”, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მოურინიოს გულის მოგება ვერ მოახერხა. ხუანი იძულებული გახდა “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ის არენდის წესით “იუვენტუსში” გადავიდა (იმავე ზაფხულს).
8. კევინ დე ბრუინი (“ჩელსი”/ 9 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
მოურინიომ “გენკიდან” 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი კევინ დე ბრუინი “ჩელსიში” თამაშის ღირსად არ ჩათვალა. პორტუგალიელის აზრით მას მომავალი არ ჰქონდა, ამიტომაც “არისტოკრატებმა” ის 9 მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგში” გაუშვეს, სადაც ბელგიელი ფეხბურთელი ვარსკვლავად იქცა.
7. რიკარდო კაკა (“რეალი”/ 87 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ბრაზილიელი რიკარდო კაკას შესაძლებლობებში ეჭვი მასთან თანამშრომლობის მეორე წლის დასაწყისში შეეპარა. მას შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.
6. პედრო ლეონი (“რეალი”/ 14 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
მოურინიო პედრო ლეონის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ერთხელ ჟოზემ პედროს ასეთი რამ უთხრა: “გუნდის თვითმფრინავი რომ განადგურდეს, რომელშიც შენ არ იმყოფებოდი, მაინც არ გათამაშებ მომდევნო კვირას.”
5. რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”/ 3 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
ბელგიელ ფორვარდსა და “ახალი დროგბას” სტატუსს შორის სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელი აღიმართა, რომელიც მას საერთოდ არ ენდობოდა. “ევერტონის” ამჟამინდელი ლიდერი მხოლოდ 3-ჯერ ათამასა ჟოზემ “ჩელსის” მაისურით.
4. ხუან მატა (“ჩელსი”/ 17 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობებიც ჟოზემ დაიწუნა ხუან მატა გახლავთ, რომელიც ახლაც მის გუნდში იმყოფება, ოღონდ “იუნაიტედში”. არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მატამ “ჩელსი” სწორედ “მანჩესტერში” გაცვალა, თუმცა ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა.
3. რიკარდო ქუარეშმა (“ინტერი”/ 32 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
ვინგერის შეტევითი პოტენციალი მოურინიოს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის უკან, “ჩელსიში” გაგზავნა.
2. რიკარდო ქუარეშმა (“ჩელსი”/ 19 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
იტალიურ კლუბებში თავის წარმოჩენის შემდეგ, სალაჰმა აბრამოვიჩიც მოხიბლა, თუმცა არა მოურინიო – პორტუგალიელი ეგვიპტელ ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა. მსგავსად კუადრადოსა, კლუბი მანაც მალევე დატოვა.
1. ჰენრიკ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”/ 5 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)
ჰენრიკ მხითარიანის საქმე ბურუსით არის მოცული. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაიწუნა ჟოზემ სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა. თუმცა ფაქტია, რომ ის სათადარიგოთა სკამს ძალიან მიეჩვია.
მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთელი, რიკარდო კაკა თვლის, რომ “ბლანკოსის” ლიდერი, კრიშტიანო რონალდო ფანებისგან მეტ პატივისცემას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი “რეალს” 2009 წელს შეუერთდა, რისთვისაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 80 მილიონი ფუნტი მიიღო. მას შემდეგ რონალდომ 338 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 354 გოლის გატანა მოახერხა ‘თეთრი’ მაისურით.
Cadena Cope-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ბრაზილიელმა განაცხადა: “კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია, არამარტო მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ იმისდა მიხედვითაც, რაც მან კლუბისთვის გააკეთა.
ზოგჯერ ფანები მას უსტვენენ. უკეთესი იქნება თუ ისინი მისდამი მეტ პატივისცემას გამოიჩენენ. ის ამას ნამდვილად იმსახურებს.იმედი მაქვს, რომ ის მადრიდში დარჩება. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.”
MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა კაკამ, რომლის გუნდი ჩემპიონატის პლეიოფში ვერ მოხვდა, თავისუფალი დროით ტკბება და სხვადასხვა სპორტის სახეობის მატჩებს ესწრება. ასე, დღეს კაკა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის პირველ მატჩს დაესწრო, რომელშიც „ორლანდო მეჯიკმა“ „ვაშინგოტონ უიზარდსთან“ ერთი ქულით 87:88 წააგო.
დღეს ღამით ბრაზილიელი ფეხბურთელის კაკას პირადმა მდივანმა დაადასტურა, რომ მოთამაშე თავის მეუღლეს კაროლინას დაშორდა.
კაროლინასთან ერთად კაკამ ცხრა წლის განმავლობაში იცხოვრა. დაქორწინებამდე მომავალ მეუღლეს რიკარდო ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა.
რამდენიმე ბრაზილიური გამოცემის ცნობით, კაკას მეუღლესთან დაშორების მიზეზი „მის ბრაზილია 2013“-თან რომანია, რომლის შესახებაც ცნობილი აგვისტოში გახდა.
“ორლანდო სიტის” ბრაზილიელი შემტევი, რომელიც იჯარის წესით “სან პაულოში” თამაშობს, აცხადებს, რომ ის სელესაოს ღირსეული მოთამაშეა, მას დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც შეიძლება ხუთ გზის მსოფლიოს ჩემპიონმა გამოიყენოს.
“მე მესმის, რომ გუნდში წამყვანი ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ახლაც შემიძლია ბრაზილიის ნაკრებს დავეხმარო. მე ვიბრძოლე, რის შემდეგადაც ნაკრებში კიდევ ერთხელ მოვხვდი. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. შანსი მომეცა და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.”–განაცხადა ბრაზილიელთა ლეგენდამ.
დუნგამ კაკა არგენტინისა და იაპონიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მხანაგურ მატჩში გამოიძახა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ, “სან-პაულოს” ნახევარმცველი, რიკარდო კაკა ნაკრებში გამოიძახა ამხანაგური მატჩებისათვის, არგენტინისა და იაპონიის წინააღმდეგ.
ნაკრებში მან შეცვალა “კრუზეიროს” ნახევარმცველი რიკარდო გოულარტა, რომელსაც ტრამვა აწუხებს.
ბოლოს 32 წლის ფეხბურთელმა ნაკრების ფორმა 2013 წლის მარტში მოირგო, ამხანაგურ მატჩში რუსეთის წინააღმდეგ.
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ, ნეიმარსა და კაკას სტიმული მისცა.
“ნეიმარი ტექნიკურად ძლიერია. ის ბრაზილიელთა და ასევე მსოფლიოს ეტალონია. ლოგიკურია რომ მას უყვარს კონკურენცია და გამარჯვება. იგი ყოველთვის მოტივირებულია და მზადაა ჩემი მოთხოვნები შეასრულოს. ამ კომპონენტში ის რომარიოს გავს.
“თუ კაკა განაგრძობს იგივე სულისკვეთებით თამაშს “სან-პაულუში” როგორც ახლა, მე მას აუცილებლად გამოვიძახებ, ის გამოცდილი ფეხბურთელია, მას უყვარს მისი საქმე” – განაცხადა დუნგამ.