ფერდინანდმა მაგუაირსა და ალდერვაირელდს შორის არჩევანი გააკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა “წითელი ეშმაკების” ორ სამიზნეს ჰარი მაგუაირსა და ტობი ალერვაირელდს შორის გააკეთა არჩევანი.

“ჰარი მაგუაირმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, მაგრამ პოტენციურ სამიზნეებს თუ ჩამოვწერ, ის ჩემს სიაში პირველი ნამდვილად არ იქნება. არჩევანს ალდერვაირელდზე გავაკეთებდი, რადგანაც ის ზედგამოჭრილია ჩვენი კლუბისთვის.

იქნება თუ არა მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში? დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება, რადგანაც თუ ასე მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სეზონი წარმატებული იყო და ტიტულები მოვიგეთ,” – აცხადებს ფერდინანდი Daily Mirror-თან საუბრისას.

ფერდინანდი: “შოკირებული ვარ, ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი”

რიო ფერდინანდმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ საკუთარი ემოციები ვერ დამალა და ინგლისური გრანდის ფეხბურთელები ღიად გააკრიტიკა.

“საშინელება იყო, ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი. მეგონა, რომ თვითდაჯერებულ ფეხბურთელებს ვიხილავდი, მათი ფსიქიკა კი ქაოტური იყო. ასეთ თამაშებში ცივი გონება უნდა გამოიყენო, მაგრამ ამავდროულად ფანებს სიმღერის მიზეზიც უნდა მისცე.

დიდი გუნდები არ ირჩევენ, თუ როდის თამაშობენ კარგად და როდის არა. ისინი ყოველთვის უმაღლეს ხარისხს აჩვენებენ. ეს მარცხი სრულიად ფეხბურთელების კისერზეა, ისე თამაშობდნენ, თითქოს ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

დამოკიდებულება საშინელი იყო. როცა სახლში თამაშობ შეტევაზე უნდა იფიქრო. რაც შეეხება სანჩესს, ის ჩრდილიც არ არის იმის, რაც ადრე იყო. მთლიანი სასტარტო თერთმეტეული საშინელი იყო – შოკირებული ვარ. იმედი მაქვს, ჟოზე გასახდელში მათ სათანადოდ ესაუბრა,” – აცხადებს რიო ფერდინანდი.

რიო ფერდინანდმა ჰარი კეინს შეაქო და რომელუ ლუკაკუ დააკნინა

ლონდონის “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ, რიო ფერდინანდმა რომელუ ლუკაკუ ჰარი კეინს შეადარა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია.

“ვფიქრობ, დღეს კეინმა ყველას დაუმტკიცა, თუ რატომაა ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი და ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი.

მან ნათლად დაჩაგრა “იუნაიტედის” მცველები. ფიზიკურად მან ყველას აჯობა და სხვა ფეხბურთელებსაც უხსნიდა სივრცეებს. კონტრასტი მასსა და ლუკაკუს შორის საკმაოდ ადვილი დასანახი იყო. განსხვავება დაუჯერებლად დიდი ჩანდა.

როდესაც ბურთი კეინს მისდიოდა, ის მას იწებებდა, ცენტრალურ მცველებს იწვევდა და ამით სხვებს თამაშის საშუალებას აძლევდა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ცხრა ნომერი,” – აცხადებს ფერდინანდი.

შეგახსენებთ, რომ კეინი პრმეიერ ლიგის ბომბარდირთა დავას 21 გატანილი გოლით ლიდერობს, ლუკაკუს ანგარიშზე კი 11 გოლია.

კარიკატურა: რიო ფერდინანდი რინგზე შედის

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლსიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ მას სურს პროფესიონალი ბოქსიორი გახდეს. რიოს ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ომარ მომანის აზრით, ფერდინანდი ასეთი ხერხებით შეეცდება მეტოქის დამარცხებას.

რიო ფერდინანდი: “მე-6 ადგილი? ცხრილი არასდროს ტყუის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა და BT Sport-ის ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა “წითელ ეშმაკთა” ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

“მე-6 ადგილი? ცხრილი არასდროს ტყუის, ცხრილი არის ზუსტი მანიშნებელი იმისა, თუ რა დონეზე თამაშობს გუნდი.

ყველაფერი რეგულარულ შედეგებზეა დამოკიდებული. მოწინავე პოზიციებზე გასასვლელად რამდენიმე მატჩი ზედიზედ უნდა მოიგო, რაც “იუნაიტედს” ჯერ არ გაუკეთებია.

რაც შეეხება “ჩელსის”, ვფიქრობ, რომ მათი სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა იღბლიანობის დამსახურება არაა. ისინი პირველ ადგილზე არიან, “ჩელსი” ლიგის საუკეთესო გუნდია,” – აცხადებს რიო.

ფერდინანდი: “მანჩესტერს” აქვს იმის შანსი, რომ სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის პირველ ოთხ გუნდს შორის იყოს”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო ცხრა შეხვედრიდან ცხრავე მოიგო. გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რაც, როგორც შედეგში, ასევე თამაშის ხარისხში გამოიხატება.

“წითელი ეშმაკების” ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა “მანჩესტერის” წარმატებულ სვლაზე ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელიც გამოარჩია.

“მახარებს გუნდის ასეთი აღმასვლა. ფანებს სწორედ ასეთი “მანჩესტერი” უყვართ.”

“მინდა, აღვნიშნო მაიკლ კერიკის როლი. ვფიქრობ, იგი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს თამაშობს წარმატებაში. თვალი ადვილად შეამჩნევს, თუ რამდენად კარგად და ტექნიკურად ეპყრობა იგი ბურთს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერიკი დაცვაშიც შესანიშნავია. იგი ამ მხრივ პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს. როცა, მაიკლი საყრდენის პიზიციაზე დგას, მცველები და მეკარე გაცილებით უფრო მშვიდად არიან.”

“ამ წარმატებული სერიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც გუნდმა ზაფხულში შეიძინა. პოგბა, იბრაჰიმოვიჩი და მხითარიანი – ეს სპორტსმენები, უდაოდ, მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან.”

 

“ბუნებრივია, რომ მოურინიოს გარკვეული დრო დასჭირდა გუნდის გზაზე დასაყენებლად. ვფიქრობ, ამ ფორმაციის “მანჩესტერის” წარმატება მხოლოდ დროის საქმეა. უეჭველია, რომ “წითელ ეშმაკებს” აქვთ დიდი შანსი, პრემიერ ლიგა პირველ ოთხეულში დაამთავრონ,” – განაცხადა რიომ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (4 იანვარი)

მათე ცინცაძე შეცინის “პოგონის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მათე ცინცაძე 2017 წლიდან პოლონური “პოგონის” ღირსებას დაიცავს,რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში ამჟამად 26 ქულით მე-7 ადგილზეა.

გოგიტა გოგატიშვილი მინსკის “დინამოს” ღირსებას დაიცავს

2017 წელს, ვალერიან გვილიას გარდა, ბელარუსის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს: ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხური “განძასარის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გოგიტა გოგატიშვილი ამიერიდან მინსკის “დინამოში” ითამაშებს.

პატრის ევრა “მანჩესტერ იუნაიტედში” ბრუნდება?

დღეს, პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდში 35 წლის ფრანგი მცველის, პატრის ევრას დაბრუნება განიზრახეს, რასაც რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა: “ნუთუ მართალია, რასაც მედია ავრცელებს? უკან ბრუნდები? დამელაპარაკე!”

8

“მიდლსბრომ” რუდი ჟესტედეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ბრიტანული “მიდლსბროს” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა რუდი ჟესტედეს ტრანსფერი, რომელიც აქამდე ქვედა დივიზიონში მყოფი “ასტონ ვილას” ღირსებას იცავდა.

ჩინელებმა ევერ ბანეგას დაუმიზნეს

მილანური “ინტერის” ფლეიმეიკერი, ევერ ბანეგა ჩინური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. TMW-ს ცნობით, “შანხაი სიპგ” მზადაა, 25.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ.

“ვესტ ჰემს” დეფო ნებისმიერ ფასად სურს

ბრიტანული, საკმაოდ გავლენიანი გამოცემის, Sky Sports-ის ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ჟერმეინ დეფოს გადაბირება “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელთა მთავარი მიზანია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. მისი ცნობით, “ჩაქუჩები” ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რაც დეფოს გასაფორმებლად იქნება საჭირო.

მოსალოდნელი ტრანსფერები (04.01.2017)

ფერდინანდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ „სტოკ სიტისთან“ მარცხი არ უკვირს

„სტოკ სიტისთან“ მატჩის მიმდინარეობისას, რომელიც „მანჩესტერ იუანიტედმა“ ანგარიშით 0:2 წააგო, „წითელი ეშმაკების“ ექს-მცველმა რიო ფერდინანდმა ლუი ვან გაალის გუნდის თამაშთან დაკავშირებით თავისი აზრი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოთქვა.

„გაკვირვებულიც არ ვარ. ამიტომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამო გული კიდევ უფრო შემტკივა. ბიჭებო, გამოფხიზლდით“, – დაწერა ფერდინანდმა.

ფერდინანდი: „ამ „მანჩესტერისგან“ ლამაზ ფეხბურთს არ ელოდოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რიო ფერდინანდი ეჭვობს, რომ გუნდი მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის მოსაგებად ბრძლას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ მანჩესტერელები სატურნირო ცხრილშ მეორე ადგილს იკავებენ.

„ისინი ოთხეულში შევლენ, მაგრამ არამგონია, ტიტულისთვის ბრძოლა შეძლონ.

გუნდის ამჟამინდელი ფილოსოფია ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ახლა „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქცენტს ბურთს კონტროლზე აკეთებს.

გულშემატკივრები ასეთი თამაშის ყურებას უნდა შეეჩვიონ. ამ გუნდისგან ლამაზი და შემტევი ფეხბურთის ხილვის იმედი არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა რიომ.

ფერდინანდი: „მანჩესტერ იუნაიტედს“, შეუძლია, პრემიერლიგის მოგება დაივიწყოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ დავიდ დე ხეას გაყიდვის შემთხვევაში, „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლას ვერ მოახერხებენ.

„თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დე ხეას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაკარგავს, მაშინ პრემიერლიგისა და სხვა ტურნირების მოგების დავიწყება შეუძლია. კლუბმა დავიდს წასვლის საშუალება არ უნდა მისცეს. თანხა, რომელსაც „იუნაიტედი“ მიიღებს, ტიტულებს ვერ აანაზღაურებს“, – თვლის რიო.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში დე ხეა გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

რიო ფერდინანდმა კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, 36 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ლონდონის “ქუინს პარკ რეინჯერსში” გაატარა, რომელიც ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

“18-წლიანი კარიერის შემდეგ მივხვდი, რომ ახლა კარგი დროა, თავი დავანებო იმ თამაშს, რომელიც ასე მიყვარს.
12 წლის ასაკში, როდესაც პეკემის უბანში ბურთს დავდევდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვობის საოცნებო გუნდ “ვესტ ჰემში” ვითამაშებდი, ვუკაპიტნებდი “ლიდს იუნაიტედს”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას, დავუბრუნდებოდი ჩემს პირველ მწვრთნელ ჰარი რედნაპს “ქუინს პარკში”
ვამაყობ ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 81 მატჩით. ეს არის ის მოგონება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება”, – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს BT Sport-ი.

ფერდინანდმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული 12-წლიანი კარიერის განმავლობაში ექვსჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ ფეხბურთის ასოციაციის თასი, სამჯერ ლიგის თასი, მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას სუპერთასი, გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

 

5 ფეხბურთელი, რომელთაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ავტოგოლი აქვთ გატანილი

უცხოურმა სტატისტიკურმა პორტალმა Soccernet გამოაქვეყნა იმ ხუთი ფეხბურთელის სია, რომელთაც საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყველაზე მეტჯერ აქვს გოლი საკუთარ კარში გატანილი.

5. ფილ იაგიელკა – 6 ავტოგოლი

JAGIELKA

4. რიო ფერდინანდი – 6 ავტოგოლი

RIO

3. ვეს ბრაუნი – 6 ავტოგოლი

wES

2. ჯეიმი კარაგერი – 7 ავტოგოლი – “ტოტენჰემთან”(2), “ჰალ სიტისთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “ბლექბერნთან”, “ვესტ ჰემთან”, “საუთჰემპტონთან”.

JAMIE

1. რიჩარდ დანი – 12 ავტოგოლი

RICHARD