“ბაიერნის” მშვენიერი კონტრ-შეტევა და რობენის გოლი

გერმანიის ბუნდესლიგაში “ბაიერნსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ მატჩში არიენ რობენმა მეტოქის კარში გოლი სწრაფი კონტრ-შეტევის შემდეგ გაიტანა.

რობენი: “არგენტინას გერმანიასთან შანსი არ აქვს”

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა არიენ რობენა ნახევარფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებს ტურნირის ფინალში გერმანიის ძლევის შანსი არ აქვს.

“კოსტა-რიკასთან დავამტკიცეთ, რომ პენალტების სერია მხოლოდ იღბალზე არ არის დამოკიდებული. კარგად ვითამაშეთ და წარამტებასაც მივაღწიეთ. არგენტინასთან სამწუხაროდ ცოტა არ გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ გულდაწყვეტილი ვარ, ჩემი გუნდით ვამაყობ. დარწმუნებული ვარ ჩემპიონი გერმანია გახდება. არგენტინელებს არანაირი შანსი არ აქვთ” – განაცხადა რობენმა.

რობენმა ტრიბუნაზე მყოფი თავისი ატირებული შვილის დამშვიდება სცადა

როგორც იცით, 9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, არგენტინის ნაკრებმა ჰოლანდიას პენალტები სერიაში სძლია.

პენალტების სერიის დასრულების შემდეგ, არიენ რობენი ტრიბუნასთან მივიდა, სადაც მან თავისი შვილის დაწყნარება სცადა.

1

2

სნეიდერი: “რობენი ჰოლანდიელი მესია”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი არიენ რობენი ჰოლანდიელი მესია.

“არგენტინის ნაკრებს მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი, ნამდვილი ჩემპიონი – ლიონელ მესი ჰყავს, მაგრამ ჩვენც გვყავს ჩვენი მესი და ის არიენ რობენია. რობენი ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა”, – ამბობს სნეიდერი.

როცა გუნდში რობენია…

5 ივლისს, ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გასამართი დამატებითი ტაიმების წინ, არიენ რობენმა ლიდერობა იკისრა.

გაბრაზებულ მექსიკელ გულშემატკივარს ვან პერსი რობენში აერია

როგორც იცით, 30 ივნისს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კი ევროპელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მოგეხსენებათ, მატჩში ბოლო გოლი ჰოლანდიელებმა ბოლო წუთებზე თერთმეტმეტრიანის საშუალებით გაიტანეს. პენალტის მოპოვება კი არიენ რობენმა შეძლო.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აყენებს შეურაწყოფას მექსიკელი გულშემატკივარი რობინ ვან პერსი. როგორც ჩანს, მას ვან პერსი არიენ რობენში აერია.

არიენ რობენი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გახდა

2013 წლის სექტემბერში, ფიფამ მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ლონდონის “არსენალის” მოთამაშე თეო უოლკოტი დაასახელა. ინგლისელმა შემტევმა მოედანზე 35.7 კმ/სთ განავითარა.

პარასკევს, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში არიენ რობენმა გოლის გატანამდე 37 კმ/სთ განავითარა, სერხიო რამოსმა კი 30.6 კმ/სთ.

რობენი: “ჩემი გუნდით ვამაყობ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი აცხადებს, რომ ის თავისი გუნდით ამაყობს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ჰოლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

“ძალიან გახარებულები ვართ. ჩემი გუნდით ვამაყობ. ასეთმა ახალგაზრდულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს დამაჯერებლად მოუგო. იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებულად ვიასპარეზებთ”, – ამბობს რობენი.

რობენი: “რეალის” დატოვება, ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი არიენ რობენი აცხადებს, რომ მისი საუკეთესო გადაწყვეტილება მადრიდის “რეალის” დატოვება იყო.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი “სამეფო კლუბში” 2007 წელს, ლონდონის “ჩელსიდან გადავიდა, ხოლო მადრიდელთა რიგები 2009 წელს დატოვა და “ბაიერნს” მიაშურა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

“ცხოვრებაში, ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, მადრიდის “რეალის” დატოვება იყო”, – ამბობს რობენი.

ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ევროაპაში

ესპანურმა გამოცემა Mundodeportivo-მ ევროპის ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა.

10. ალექსის სანჩესი – 30,1 კმ/სთ

10

9. არიენ რობენი – 30,4 კმ/სთ

9

8. ფრანკ რიბერი – 30,7 კმ/სთ

8

7. უეინ რუნი – 31,2 კმ/სთ

7

6. ლიონელ მესი – 32,5 კმ/სთ

6

5. ტეო ულკოტი – 32,7 კმ/სთ

5

4. კრიშტიანო რონალდუ – 33,6 კმ/სთ

4

3. აარონ ლენონი – 33,8 კმ/სთ

3

2. გარეტ ბეილი – 34,7 კმ/სთ

2

1. ანტონიო ვალენსია – 35,1 კმ/სთ

1

რობენი: “კმაყოფილები ვართ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი აცხადებს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ნათამაშები ფრით კმაყოფილია.

“შეიძლება, ითქვას, რომ კმაყოფილები ვართ, რადგან “ოლდ ტრაფორდზე” ნათამაშები ფრე, კარგი შედეგია. როცა სტუმრად გოლი გაგაქვს, ეს უპირატესობას გმატებს. ცხადია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელი გუნდი გავა ნახევარფინალში. მიუნხენშიც რთულ თამაშს ველით”, – ამბობს რობენი.

რობენი ფრანგებთან ვერ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი არიან რობენი სავარაუდოდ საფრანგეთის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატცში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც მან ბუნდესლიგის 23-ე ტურში, “შალკესთან” გამართულ დაპირისპირებაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ რობენმა აღნიშნულ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა.

“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ასეთ მატჩში მივიღე ტრავმა. ტკივილს ვგრძნობ და ალბათ გარისკვა არ ღირს” – განაცხადა ჰოლანდიელმა.