პირველ ივნისს საფრანგეთისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი შედგა. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-1. მატჩი პრესასთან იტალიელთა თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, შეაფასა.
” ამ მატჩისგან დიდ გამოცდილებას მივიღებთ. არავის უყვარს წაგება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2-1-ზე ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. იტალიასა და საფრანგეთს შორის დიდი განსვავებაა ამ ეტაპისთვის.
ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი დებიუტანტთა თამაში იყო, მათ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.
დღესდღეობით საფრანგეთის ნაკრები ნამდვილად გვჯობნის. ბევრი უნდა ვიმუშავოთ და ვისწავლოთ, რომ მათ დავეწიოთ. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში მათ დონეს მივუახლოვდებით, ან გავუსწრებთ,” – აცხადებს მანჩინი.