მანჩინი: „იაია ტურე „ინტერში“? გაგვიჭირდება“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის იაია ტურეს მილანურ კლუბში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ კარგი თამაშის დონისა და ნორმალური ხასიათის მქონე ფეხბურთელების შესაძენად მზად ვართ. ვნახოთ. რაც შეეხება ტურეს, საუბარია „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეზე. შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა რთული იქნება. ყველა ვარიანტს მათ მოსვლის შესაბამისად განვიხილავთ“, – ციტირებს მანჩინის „Football-Italia“.

მანჩინი: „იბრაჰიმოვიჩთან ერთად ყველაფრის მოგება შეიძლება“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პსჟ-ის თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლებლობები შეაფასა.

„იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას მატჩში საშუალოდ ერთი გოლის გატანა შეუძლია. ამ სპორტსმენთან ერთად ყველაფერის მოგებაა შესაძებელი. არ მიკვირს, რომ ის დღემდე თამაშობს. საუბარია იმ ფეხბურთელზე, რომელიც სეზონში 20-25 გოლს იტანს. ჩემპიონატი ზლატანს თითქმის ყველა გუნდთან მოუგია, მიმდინარე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების შანსიც აქვს“, – აცხადებს მანჩნი.

“არსენალის” ხელმძღვანელობა ვენგერის ჩამნაცვლებლად მანჩინის კანდიდატურას განიხილავს

იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის ცნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა არსენ ვენგერის ჩამნაცვლებლად რობერტო მანჩინის კანდიდატურას განიხილავს.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეები” დაიღალნენ ფრანგი სპეციალისტის არასახარბიელო ასპარეზობით და მის ჩანაცვლებას, სწორედ იმ სპეციალსიტით აპირებენ, რომელმაც 2012 წელს პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა.

მართალია, რომ “არსენალთან” არსენ ვენგერის კონტრაქტი 2017 წელს იწურება, ზეწოლა იმდენად დიდია, რომ 66 წლის სპეციალისტს შესაძლოა ნაადრევად წასვლა მოუწიოს, თუ პრემიერ ლიგას ვერც მე-12 ჯერზე ვერ მოიგებს.

მანჩინი: „წინ „ლესტერი!“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში „ლესტერს“ გულშემატკივრობს.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემი მთავარი ინგლისური კლუბია, თუმცა „ლესტერი“ მეორეა. ინგლისური ფეხბურთი მიყვარს. „სიტი“ პრემიერლიგას მიმდიანრე სეზონში ვერ მოიგებს, ამიტომ ჩემპიონი „ლესტერი“ უნდა გახდეს.

რანიერის მუშაობა მომწონს. ის კარგი მწვრთნელი და ადამიანია, რომელიც ამ წარმატებას იმსახურებს. იქიდან გამომდინარე, რომ „ლესტერში“ მითამაშია, მას ვგულშემატკივრობ.„მელიების“ შედეგებს თვალყურს ვადევნებ. წინ „ლესტერი!“ ინგლისური ფეხბურთი მომენატრარა.

პრემიერლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, თუმცა ახლა იტლიაში ვმუშოაბ“, – ციტირებს მანჩინის „Football-Italia“.

მანჩინი: „ინტერს“ მომავალ სეზონშიც ვუთავკაცებ“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, მილანურ კლუბს ის მომავალ სეზონშიც უთავკაცებს.

„ინტერს“ ვწვრთი და აქ მომავალ სეზონშიც ვიქნები, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.

სერია ა-ში დიდი ხნის განმავლობაში ვლიდერობიდით, შემდეგ კი უიღბლო სერია დადგა, მაგრამ ყოველთვის ლიდერთა შორის ვიყავით.

საჭიროა რწმენის შენარჩუნება. ვნახოთ, სეზონის ბოლოს გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს. იმედია, ყველა სირთულეს გავუმკლავდებით“, – ციტირებს მანჩინის „Football Italia“.

GdS: სეზონის დასრულების შემდეგ მანჩინი „ინტერს“ დატოვებს

„La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი სეზონის ბოლოს თავის პოსტს დატოვებას. გამოცემა იტყობინება, რომ მხარეებმა ერთმანეთს თავისი უკმაყოფილების შესახებ უამბეს და სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტენ.

სეზონის დაწყების წინ კლუბის ხელმძღვანელობის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო. არადა, „ნერაძურიმ“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ 27 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზე აღმოჩნდა. „ინტერმა“ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, რის გამო კლუბის პრეზიდენტი ერიკ ტოხირი იმედგაცრუებულია – სათქმელია, ზაფხულში ტრანსფერებზე მისი მხრიდან დიდი თანხები დაიხარჯა.

მოურინიო: “ინტერში” დაბრუნება შემიძლია”

პორტუგალიელმა სპეციალისტმა უიქენდის იტალიაში გატარებისა და “სან სიროზე” მილანური “ინტერის” თამაშის ყურების შემდგომ აღიარა, რომ თავისუფლად შეუძლია “ინტერის” მწვრთნელი გახდეს.

“ეს სახლში, ჩემს ოჯახში დაბრუნებას ჰგავს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ექვს წელზე მეტია რაც ეს ადგილი დავტოვე. ფეხბურთში ხომ ყველაზე კარგი ადამიანური ურთიერთობებია, ეს გამარჯვებასა და შედეგზე მეტია.

“შევძლებ თუ არა “ინტერში” დაბრუნებას? რატომაც არა. “ჩელსიში” დავბრუნდი, რატომ ვერ უნდა შევძლო “ინტერში” დაბრუნება?  თუმცა ახლა ყველაზე მეტად ის მინდა, რომ მანჩინისა და “ინტერის” პრეზიდენტს ყველაფერი კარგად წაუვიდეს.”

მანჩინი: „იტალიის ნაკრებში ვიმუშავებდი“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში მუშაობის სურვილი გამოთქვა.

„იტალიის ნაკრებთან ვიმუშავებდი. ამ შესაძლებლობაზე უარს ვინ იტყოდა? ნათელია, რომ საკლუბო ფეხბურთში მოღვაწეობის შემდეგ სანაკრებო დონე საუკეთესო არჩევანია. ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნებოდა. ვფიქრობ, მომავალში ეს, შესაძლოა, მოხდეს“, – ციტირებს მანჩინის „ლა გაძეტა დელო სპორტი“.

„ნაპოლის“ თავკაცი: „ჰომოსექსუალები ფეხბურთში იყვნენ, არიან და იქნებიან“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი რობერტო მანჩინისთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ „ინტერთან“ მატჩში სარიმ მანჩინის მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენა, რის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციოა მიიღო.

„სხვა ტერმინის გამოყენება მსურდა. მინდოდა ის ადამიანი ამეღწერა, რომელიც რაღაც გამოხტომებით თავის გამოჩენას ცდილობს. ჰომოფობიური არაფერი მიგულისხმია. რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ მართალი არ ვიყავი.

ვინ ამბობს, რომ ფეხბურთში ჰომოსექსუალები არ არიან? ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან.

იმედია, ეს თემა ამოწურულია. „ნაპოლიში“ ამის შესახებ უვკე დავივიწყეთ“, – განაცხადა სარიმ.

“ნაპოლის” თავკაცი: “შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს. მატჩის შემდეგ მანჩინიმ სარი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა. “ინტერის” დამრიგებელს მოგვიანებით სარიმ უპასუხა.

“მოედანზე ასეთი ინციდენტები ხდება ხოლმე. მასწავლეს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან. სტრესის გამო შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს, თუმც გასახდელში მანჩინის ბოდიში მოვუხადე და ეს ამბავი იქვე უნდა დასრულებულიყო.

ახლა ჰომოფობიასა და სხვა მიუღებელ გამოვლინებებში მადანაშაულებენ. უბრალოდ ენაზე ეს სიტყვა მომადგა და იმიტომაც ვთქვი. მომდევნო ჯერზე მანჩინის დემოკრატად მოვიხსენიებ. გეი მეგობრებიც მყავს, ასე რომ ჰომოფობი არ ვარ. დამსჯიან თუ არა დისკვალიფიკაციით? რატომ უნდა დამსაჯონ? ეს ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. მანჩინიმ ბებერი არამზადა მიწოდა. გამოდის, რომ იგი მოხუცების მიმართ არის რასისტი? მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმც სინამდვილეში არც მახსოვს, რა ვუწოდე. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო, მაგრამ იმ წუთებში აღშფოთებული ვიყავი და ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი. მანჩინის წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ასეთი ფაქტები სპორტში ხდება. არ ვიცი, ასე რატომ ეწყინა.

ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა სტადიონზე უარესებიც გამიგონია. თუ ეს სიტყვა მართლაც გამოვიყენე, ლგბტ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, – მაურიციო სარის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ამ ინციდენტის გამო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

 

მანჩინიმ “ნაპოლის” თავკაცი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს.

“სარი რასისტია, ასეთი ხალხი საფეხბურთო სამყაროდან უნდა გაყარონ. სარეზერვო მსაჯთან იმის გარკვევას ვცდილობდი, თუ რატომ დაამატა ხუთი წუთი, რის შემდეგაც ჩემთან სარი მოვარდა და გეი (დაცულია ცენზურა – ავტ.) მიწოდა. თუ ნამდვილი კაცები მისნაირები არიან, მაშინ ვამაყობ იმით, როგორიც ვარ.

თამაშზე საუბარს არ ვაპირებ. 60 წლის კაცისგან ასეთი ქცევა ნამდვილად სამარცხვინოა. შემდეგ გასახდელში შევხვდი და ბოდიშიც მომიხადა, მაგრამ მე მინდა, რომ იგი გულწრფელად წუხდეს იმით, როგორც მოიქცა. ინგლისში ასეთებს სათადარიგოთა სკამთან ნამდვილად არ გააჩერებდნენ”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

 

მანჩინი: „ინტერმა“ „ნაპოლისთან“ წაგება არ დაიმსახურა“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩნიმ „ნაპოლისთან“ ანგარიშით 1:2 წაგებული მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, პირველი 15 წუთს თუ არ ჩავთვლით, ჩინებული მატჩი გვქონდა. დასაწყისში, გაშვებული გოლის შემდეგ, თამაში თანაბარი იყო, „ნაპოლის“ ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტია.

ნაგატომოს წითელი ბარათი აბსურდულია. ეს მსაჯის შეცდომაა, რადგან იაპონელმა პირველი ყვითელი მაშინ მიიღო, როდესაც კალეხონი სიმულირებდა.

იგუაინი ბრწყინვალე თავდამსხმელია, მას ნახევარი შანსი სჭირდება, რათა გოლი გაიტანოს. გუნდის კარგ შედეგს სწორედ ის განაპირობებს, ისევე, როგორც პეპე რეინა.

„ნაპოლისთან“ არათანაბარი შემადგენლობითაც მეტოქის კარს ვუტევდით. ეს რთული შეხვედრა იყო, რომელშიც წაგება არ დავიმსახურეთ“, – ციტირებს მანჩინის „Football Italia“.