“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ “ჩეზენასთან” დამთავრებული ფრეს(1:1) შემდეგ, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.
“პირველ ნახევარში ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით, რითაც ჩვენმა მეტოქემ ისარგებლა. ისინი შესანიშნავად გადაადგილდებოდნენ. ჩვენ კი, არ ვმოქმედებდით ისე აგრესიულად, როგორც საჭირო იყო,”-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
“მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფი გოლი გავიტანეთ, მეტოქეზე ზეწოლა გახშირდა. ამის მიუხედავად, თამაშით კმაყოფილი არ ვარ”.
“ამჟამად, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ სეზონი მესამე პოზიციაზე დავასრულოთ. “ჩეზენას” დამარცხების შემთხვევაში, მართლაც ჩინებული შანსი გვექნებოდა, მაგრამ ფრემ ჩვენი მდგომარეობა ძალიან დაამძიმა,”-შეაჯამა მანჩინიმ.
27-ე ტურის შემდეგ, 37 ქულით “ინტერი” გათამაშების მეშვიდე საფეხურზე იმყოფება.