ვან პერსი მოედანზე „სუონსისთან“ მატჩში დაბრუნდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, რომელმაც მცირე ტრავმის გამო „პრესტონთან“ გუშინდელი სათასო მატჩი გამოტოვა, „სუონსი სიტისთან“ ინგლისის პრემიერლიგის მოახლოებული ტურის შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი ფორვარდი ხსენებული შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს, რადგან „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი რადამელ ფალკაოს თამაშით ნაკლებად კმაყოფილია.

იხილეთ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ვან პერსიმ, შესაძლოა, “პრესტონთან” მატჩი გამოტოვოს

რობინ ვან პერსიმ ტრავმის გამო, შესაძლოა, ორშაბათას გასამართი ინგლისის თასი მეხუთე რაუნდის შეხვედრა გამოტოვოს, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “პრესტონს” დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩისთვის ჰოლანდიელი შემტევი ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება. მიმდინარე სეზონში 31 წლის ვან პერსიმ 25 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

კარაგერი: “ფალკაო-ვან პერსის დუეტი ვერ ამართლებს”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა “მანჩესესტერ იუნაიტედის” თავდასხმის ხაზი გააკრიტიკა.

“ყველა ამბობს, რომ “იუნაიტედს” ცენტრალური მცველი სჭირდება, თუმცა სტატისტიკურად გუნდს ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული.

“მანჩესტერ იუნაიტედს” პრობლემა სხვა პოზიციაზე აქვს. ფალკაო-ვან პერსის დუეტი ვერ ამართლებს. “წითელი ეშმაკების” შეტევას მობილურობა აკლია. “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დე ხეას უფრო ხშირად ჰქონდა ბურთი, ვიდრე თავდამსხმელებს”, – განაცხადა კარაგერმა “სქაი სპორტსის” ეთერში.

 

როსიცკიმ ვან პერსის დასცინა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ყოფილ თანაგუნდელ რობინ ვან პერსის დასცინა. ჩეხმა ფეხბურთელმა დღეს დილით სოციალურ ქსელში ქვემოთ მოცემული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ზედ წააწერა:

“LOL Robin van Persie”.

ალბათ, მიხვდით, რომ როსიცკიმ ვან პერსის “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნა შეახსენა.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა, რომელმაც “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა.

NOT MAN UTD

ვან პერსის მარცხენა ფეხით გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

რობინ ვან პერსის თავისი კარიერის განმავლობაში ამრცხენა ფეხით არაერთ ლამაზი გოლი გაუტანია. წარმოგიდგენთ ამ გოლებს შორის ხუთი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

„ჩარლტონი“ – „არსენალი“, 2006 წლის 30 სექტემბერი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ასტონ ვილა“ (მეორე გოლი), 2013 წლის 22 აპრილი

„არსენალი“ – „ბლექბერნი“, 2006 წლის 26 ნოემბერი

„არსენალი“ – „ევერტონი“, 2011 წლის 10 დეკემბერი

„ჩელსი„ – „არსენალი“, 2011 წლის 29 ოქტომბერი

რობინ ვან პერსიმ “ჰალ სიტის” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჰალ სიტის” შორის გამართულ შეხვედრაში რობინ ვან პერსიმ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

როგორ მოატყუა ალექს ფერგიუსონმა რობინ ვან პერსი

“არსენალიდან” წასვლის დროს რობინ ვან პერსის კარიერის გაგრძელება “იუვენტუსსა” და “მანჩსტერ სიტიში” შეეძლო, თუმცა არჩევანი “იუნაიტედზე” შეაჩერა.

“მანჩესტერ იუნაიტედში გადასლვა სერ ალექსის გამო გადავწყვიტე. მან მითხრა, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში აპირებს მუშაობას, თუმცა პოსტი მალევე დატოვა” – ამბობს ჰოლანდიელი.

თავად ფერგიუსონი საკუთარ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში წერს, რომ 2012 წელს ვან პერსი და კაგავა “მანჩესტერში” სწორედ იმ პირობით გადმოვიდოდნენ, რომ მათი მწვრთნელი გამოცდილი შოტლანდიელი სპეციალისტი იქნება. “წასვლის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი: რამდენიმე თქვენგანი “მანჩესტერში” ჩემთან სამუშაოდ გადმოხვედით. გეგონათ, რომ აქ დიდხანს დავრჩებოდი. იმედი მაქვს, იმედები არ გაგიცრუეთ” – იხსენებს “მიუნიტედის” ყოფილი მწვრთნელი.

ზაფხულში რობინ ვან პერსი თავისუფალი გენტი გახდება. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელი საუკეთესო შედეგებს ვერ აჩვენებს. Independent-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რობინი კლუბში კონტრაქტის დასრულებამდე დარჩება, საკმაოდ დიდ ბონუსსაც მიიღებს. თუმცა, მისი თამაშიდან გამომდონოარე, გასაგებია თუ რატომ სურს მანჩესტერულ კლუბს ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის მოძებნა.

ვან პერსი მექსიკასთან არ ითამაშებს

ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი რობინ ვან პერსი მექსიკის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფორვარდს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ჰოლანდიელთა სამწვრთნელო შტაბმა ლატვიასთან შეხვედრამდე ვან პერსის დასვენების საშუალება მისცა.

გუს ჰიდინკის შეგირდები მექსიკას 12 ნოემბერს უმასპინძლებენ, 16-ში კი ლატვიას მიიღებენ. მექსიკელებთან ჰოლანდიას არიენ რობენი უკაპიტნებს.

ვან პერსის 2017 წლამდე გაუხანგრძლივებენ?

“მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს ჰოლანდიელი ფორვარდის, რობინ ვან პერსისთვის ახალი ორწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას.

31 წლის ჰოლანდიელს ჯერ–ჯერობით თავი არაფრით გამოუჩენია. ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მის ანგარიშზე მხოლოდ სამი გოლია. უკვე დიდი ხანია რაც, მის შესაძლო წასვლაზე იწერება. ჰოლანდიელის შეძენას: “გალათასარაი”, “ფენერბახჩე” და ფეხბურთელის ყოფილი კლუბი “არსენალი” შეეცდებიან. თუმცა “წითელი ეშმაკების” მწვრთნელის ლუი ვან გაალის გეგმებში ჰოლანდიელი მაინცც შედის.

ვან პერსის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან სეზონის დასასრულს იწურება. მიუხედავად წესისა, რომლის თანახმადაც 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს ხშირად მხოლოდ 12 თვიან კონტრაქტს სთავაზობენ, ვან პერსის ორწლიანი კონტრაქტი ელის.–წერს ბრიტანული გამოცემა Daily Star.

კონტრაქტის დეტალებში ერთადერთი პრობლემა შეიძლება მხოლოდ მოთამაშის ხელფასი გახდეს. ცნობილია, რომ “იუნაიტედი” მზად არის ფეხბურთელის შესანარჩუნებლად რობინს კვირაში 200 ათასი ფუნტი გადაუხადოს.

ვან პერსი: ”ეს სამ ქულაზე მეტს ნიშნავს”

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, ”ვეს ჰემთან” გამარჯვებაზე (2-1) ისაუბრა.

”ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება, სამ ქულაზე მეტს ნიშნავს. ეს გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. გულშემატკივრი გვენდობა, რაც ჩვენთბის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და გვამხნევებდნენ, რამაც დამატებითი მოტივაცია შეგვმატა.”

”ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმი კი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, ამას წითელი ბარათიც დაემატა და გუნდი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე ნახევარი სანერვიულო აღმოჩნდა, შეტევაში დიდი ძალებით ვეღარ გადავდიოდით და ანგარიშის შენარჩუნებაზე მოგვიწია თამაში. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად შევასრულეთ, ვიბრძოლეთ და სამართლიანად გავიმარჯვეთ.”

შესვენებამდე, გოლის გაშვება არასასიამოვნო იყო. ეს ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სტიმულია და გამონაკლისი არც ”ვესტ ჰემი” იყო. მეორე ტაიმი მძიმედ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქულები არ დაგვეკარგა.” – განაცხადა ვან პერსიმ.

ვან პერსი: “ჰიდინკი მწვრთნელი არ არის”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. გუს ჰიდინკის გუნდი ჩეხეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში ჩეხმა ნახევარმცველმა ბორჟეკ დოჩკალმა 21-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე ჰოლანდიელმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა ვაცლავ პილარჟმა გაიტანა და ჩეხეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.

“ჰიდინკი მწვრთნელი არ არის. დამამცირებელი მარცხი ვიწვნიეთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიფიქრე, რომ მოგება შეგვეძლო. დაწინაურების რამდენიმე შანსიც გვქონდა, თუმცა ბოლო წუთზე გოლი აქეთ გავუშვით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა “დე ტელეგრააფი”.

ეს შეხვედრა გუს ჰიდინკისთვის ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი იყო. 67 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოზიციაზე ლუი ვან გაალი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკი “ნარინჯისფერთა” მთავარ გუნდს 1994–1998 წლებშიც თავკაცობდა.

ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, შინ გამართავს. ჰიდინკის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს მიღებს, რომელიც თავის მხრივ, ლატვიის ეროვნულ გუნდს უგოლოდ დაშორდა.

 

რობინს ნისტელროი ეხმარებოდა

რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ მას რუუდ ვან ნისტელროი ეხმარებოდა გოლების გატანაში.

ვან პერსი რუუდთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა გუუს ჰიდინკის დროს, რომელმაც რუუდი თავდამსხმელების მწვრთნელად აიყვანა.

“წითელი ეშმაკების” რიგებში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუუდმა 219 შეხვედრაში 150 გოლი გაიტანა და იგი ჰოლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელისთვის, რობინ ვან პერსისთვის მისაბაძი მაგალითი გახლდათ.

“თუ კი მსოლფიოში მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს რაიმე მასწავლოს, ეს რუუდისა და პატრიკ კლუივერტის კალიბრის მოთამაშეები არიან.” – განაცხადა 31 წლის ვან პერსიმ, რომელსაც 48 გოლი აქვს გატანილი “იუნაიტედის” რიგებში.

“რუუდი მომენტის დასრულების ხელოვნებას ფლობს.”

“ჰოლანდიის ნაკრებში პარასკევს ღამით იტალიის წინააღმდეგ შანსი ვერ გამოვიყენე. ვიდეო განმეორებაში მან მაჩვენა, რომ ჩემი მხრები ზუსტად გოლისკენ არ იყო მიმართული როცა საჯარიმოს კუთხეში ბურთი მივიღე.”

“ის სიკვდილამდე მართალი იყო. ბურთი იმას აკეთებდა, რასაც ჩემი სხეული კარნახობდა.”

“შემდეგში ამ დეტალს ყურადღებას მივაქცევ.”

წყარო: მანჩსეტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/