რომან ფიფიამ, “ვიტალი დარასელიას სახელობის” “დინამოს” აკადემიას ესტუმრა (ფოტო)

დღეს რომან ფიფიამ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მწვრთნელებსა და თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი და წლის წარმატებული დასასრული მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ “დინამოს” აკადემიის გუნდებმა უპრეცედენტოდ წარმატებული სეზონი ჩაატარეს, იმარჯვეს რა საქართველოს პირველობის 7 ასაკობრივ ჩემპიონატში და ერთ მათგანში მეორე ადგილი დაიკავეს. ასევე 19 წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვა. ახალ წელს ფეხბურთელები სახლებში აღნიშნავენ, იანვრის შუა რიცხვებიდან კი ბაზაზე დაბრუნდებიან და მომავალი სეზონის სამზადისს შეუდგებიან. ასევე ცვლილებაა აკადემიის ხელმძღვანლის პოზიციაზე, არჩილ კეკელია ლევან გვანცელაძემ ჩაანაცვლა.

რომან ფიფია: “უაზრო ფულის ყრით დავიღალე!”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

“კარგა ხანია, საზოგადოება სიახლეებს ელოდება, რომელზეც მე ვისაუბრებ. ხუციშვილმა, ზუბხაიამ და ჯიშკარიანმა თანამდებობები დატოვეს. მე მათთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა მეგობრობა მეგობრობად რჩება, ეს გადაწყვეტილება კი უნდა მიმეღო.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატი უკვე დაწყებულია, იარაბეკი მის დასრულებამდე გუნდში დარჩება. რაც შეეხება ახალ სპორტულ დირექტორს, ის ლევან გაბრიჭიძე იქნება.

ახალ სპორტულ დირექტორს ვუთხარი, რომ მიზანი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება არ არის. ჩვენ გრძელვადიანი გეგმა გვჭირდება. ჩემპიონატის დონე უნდა გაიზარდოს, მინიმუმ ოთხი გუნდი უნდა იყოს შეძლებული.

მე დღეს რომ 10 მილიონად ფეხბურთელი ვიყიდო, ხვალ მათ საქართველოს ჩემპიონატში სად უნდა ითამაშონ? ქვეყანაში მხოლოდ ოთხი საფარი გვაქვს.

ჩვენი 19-წლამდელები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. მათ წარმატებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან პირველ გუნდის შევსებას ახალგაზრდებით ვაპირებთ.

ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ ველევი და სკრიბე დარჩებიან. ასევე, რჩება რენე, რომლის ტრანსფერიც არ შედგა. ამ საკითხზე სამწვრთნელო შტაბთან ვისაუბრეთ. დანარჩენების დატოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეკარეს დეკემბერში შევცვლით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსულ ლეგიონერებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ. ჩვენ თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დავისახეთ.

ქვილითაია? ის ტრავმირებული იყო. მას რომ ჩვენთან თამაშის სურვილი ჰქონოდა, ითამაშებდა. რაც შეეხება რენეს, ახალ წლამდე ის “დინამოში” რჩება, დანარჩენს კი მომავალში ვნახავთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდი ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ფეხბურთელების მონდომებას ვხედავდი, მათ კარგი შეკრება გაიარეს. მჯეროდა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგაზე მოვხვდებოდით.

მე უაზრო ფულის ყრით დავიღალე. ჩვენ გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც მთავარ გუნდში თამაშის საშუალება არ ეძლევათ. საქართველოს ჩემპიონობა მთავარი მიზანი არ უნდა იყოს. ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში იმისათვის არაფერი გაკეთებულა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ. ახლა სიტუაცია იცვლება, კარგი თაობა მოდის. როგორ ფიქრობთ, მსიამოვნებს მილიონების ხარჯვა?

დღეს მწვრთნელის შეცვლა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩვენ ამისათვის მოვემზადებით და სიახლეს მომავალში გაცნობებთ. უცხოელი იქნება თუ ქართველი ახალი მწვრთნელი, ეს გადაწყვეტილი არ მაქვს. თუმცა, ძალიან მინდა, რომ მწვრთნელი ქართველი იყოს.

ექვსი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ხალხი გამეხარებინა, ეს სულითა და გულით მსურდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ.

ახალ ხელმძღვანებლობას არ ვეუბნები იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ. მე ვამბობ, რომ დღეს ვერ დავხარჯავ იმდენ თანხას, რომ ხვალ პირდაპირ ჯგუფში მოვხვდეთ.

ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მინდა. მომდევნო ორ-სამ წელში უნდა შევქმნათ გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც “დინამოში” თამაში უხარიათ. გამოცდილმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ.

თუ მიზნის მისაღწევად ლეგიონერის დამატება საჭირო იქნება, დავიმატებთ სერიოზულ ფეხბურთელს. ოქრიაშვილი და კანკავა? ამ ფეხბურთელებს არ ეხებათ, თუმცა გვსურდა უცხოეთში მყოფი ქართველი ფეხბურთელების დამატება, რომლებმაც უარი გვითხრეს.

ჩემი და ლევან გაბრიჭიძის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მას დიდი ხანია ვიცნობ. ის ავსტრიაში მუშაობდა.”

რომან ფიფია: “ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ სამი მოთამაშე დარჩება”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეგიონერებზე იასაუბრა.

“ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ ველევი და სკრიბე დარჩებიან. ასევე, რჩება რენე, რომლის ტრანსფერიც არ შედგა. ამ საკითხზე სამწვრთნელო შტაბთან ვისაუბრეთ. დანარჩენების დატოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეკარეს დეკემბერში შევცვლით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსულ ლეგიონერებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ. ჩვენ თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დავისახეთ,” – განაცხადა ფიფიამ.

„დინამოს“ პრეზიდენტი სიჭინავას გადადგომას გამოეხმაურა

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან ზვიად სიჭინავას გადადგომას გამოეხმაურა.

„მადლობა მინდა გადავუხადო, ზვიად სიჭინავას გასული წლებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისას გასწია. თბილისში გამართული სუპერთასის წარმატებულად ჩატარება სწორედ ზვიად სიჭინავას სახელს უკავშირდება. გულწრფელად ვისურვებდი, რომ ამ ადამიანის შრომა და ამაგი დაუფასებელი არ დარჩენილიყოს. წარმატებას ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, – ციტირებს ფიფიას „დინამოს“ ოფიციალური გვერდი.

„დინამოს“ პრეზიდენტის კომენტარი პაპუნაშვილის „ვერდერში“ წასვლის შესახებ

მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ერთწლიანი იჯარით ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. ამასთან დაკავშრებით თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელიც „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„მსგავსი სახის ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. პაპუნაშვილის პრეცენდენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება – ეს უნდა იყოს სტიმული ნებისმიერი დინამოელისთვის და აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება.

ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი ბრემენის ვერდერზე შევაჩერეთ – მართალია, ფინანსურად ვერდერზე უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.

გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე“, – ნათქვამის განცხადებაში.

პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”

რომან ფიფიამ პირველი კომენტარი გააკეთა: “ეს ნორმალურია?!”

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, სადაც ორი მატჩის ჯამში “გაბალამ” “დინამოს” 3-2 სძლია.

დედაქალაქელთა დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, რომელიც მსჯაობით იყო უკმაყოფილო.

“ორივე მატჩში “დინამომ” კაცნაკლული ითამაშა. რა ვთქვა მეტი? ჩვენ იძულებული ვიყავით ათი კაცით გვეთამაშა. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?! ჟურნალისტებო, შეხედეთ ამ ფაქტს და გამოთქვით თქვენი აზრი. მე არ მსურს ახსნა განმარებების კეთება, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ჩემი ბიჭების გვერდით ვარ. ათ მოთამაშეს ყველა ადვილად დაამარცხებს.

ასევე, იყო ეპიზოდი, როდესაც გავიტანეთ გოლი და მსაჯმა გაგვიუქმა. ეჭვი მეპარება, ეს ხელით თამაში ყოფილიყო. გოლი “სუფთა” იყო. არ ვიცი მსაჯებზე რა ვთქვა, თავად შეაფასეთ,”-განაცხადა ფიფიამ.

„გაბალასთან“ მატჩის წინ „დინამოს“ პრეზიდენტის სპეციალური განცხადება

მოგეხსენებათ, დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე„ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და აზერბაიჯანული „გაბალა“ დაუპირისპირდებიან. ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სპეციალური მიმართვა მოამზადა, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„პირველ რიგში, ყველა „დინამოელის“ სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ – მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს – ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. გაბალა ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება – „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.

ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას – ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს – პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.

ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს „დინამო არენას“ და იმედია დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

დინამო თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გმადლობთ მხარდაჭერისთვის!

2014-15 წლების სეზონი ჩვენი კლუბისთვის დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ, პირველ რიგში, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დინამოს ყოველთვის ერთგულად მხარში ედგნენ გასვლით თუ საშინაო შეხვედრაზე. ასევე- კახი გოგიჩაიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც დინამო დავით ყიფიანის თასის ფინალამდე მიიყვანა, სადაც გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით სამტრედია დავამარცხეთ და ქვეყნის თასი ზედიზედ მესამედ მოვიპოვეთ.

მადლობას ვუხდით აკადემიის ასკობრივი გუნდებიდან დაწყებული პირველი გუნდით დამთავრებული კლუბის ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბის პერსონალსა და კლუბის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა თბილისელს, რომლებიც დინამოს მთელი განვლილი თვეები მხარში ედგნენ.

 

– კლუბის პრეზიდენტი, რომან ფიფია

FCDinamo.GE

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალური საიტის დახმარებით გულშემატკივრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა:

„ახალი წელი თავისთავად განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია სიახლის მოლოდინთან და იმედთან, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი 2015 წელი!

ყველა თაობის დინამოელს, დინამოს აკადემიის პატარებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებსა და პერსონალს, ვეტერანებს, ჩვენი საყვარელი გუნდის ფანებს, სხვადასხვა თაობის ერთგულ ქომაგებს და მთელ საქართველოს მინდა გისურვოთ წარმატებები, სურვილების ასრულება,სიხარული, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.
ბედნიერი შობა-ახალი წელი!“, – ნათქვამია განცხადებაში.

რომან ფიფია: “მოვიდა დრო, როდესაც ძირეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახდა”

დღეს, დინამო არენის მედია დარბაზში დინამო თბილისის პრესკონფერენცია გაიმართა. კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა და ახალი მთავარი მწვრთნელი, კახი გოგიჩაიშვილი წარადგინა.

“დინამოს” ხელმძღვანელოიბის და მიხალ ბილეკის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩეხმა სპეციალისტი თბილისური კლუბის მტავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მის ნაცვლად “დინამოს” დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი, კახი გოგიჩაიშვილი ჩაიბარებს, რომელსაც სულიკო დავითაშვილი დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ “დინამოს” 19-წლამდე გუნდის რურის თასზე ტრიუმფი სწორედ ამ სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით მოხდა.

თბილისური კლუბის შემადგენლობას დატოვებენ: გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით  კვირკველია, თორნიკე გორგიაშვილი, ოთარ მარცვალაძე, დავით ხურცილავა, რადეკ დოსოუდილი, რაფაელ გარსია, პატრიკ ვუო და რაფა ჯორდა.

შექმნილ ვითარებაზე “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

რომან ფიფია (დინამოს პრეზიდენტი): “მოვიდა დრო, როდესაც ძირეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახდა.

კახა გოგიჩაიშვილი არის ნამდვილი დინამოელი. ჩვენ შეიძლება ცოტა გვიან, მაგრამ ვუბრუნდებით იმ ტრადიციებს, ღირებულებებს, რასაც უნდა ატარებდეს ფეხბურთელი და მწვრთნელი. დავგეგმეთ გრძელვადიანი პროექტი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, რომ „აქტობესთან“ ასე არ გვეთამაშა. გუნდს ქართულ რეალობასთან შედარებით შესანიშნავი პირობები ჰქონდა შექმნილი.

პირადად ჩემი მოთმინება ამოიწურა. გადავიწყვე, რომ  გავაახალგაზრდავო გუნდი. „დინამოში“ დარჩებიან მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვინც „დინამოსთვის“ დადებენ სულს და გულს. ჩემთვის ამდენი ხანი ლოდინი ადვილი არ არის. ძალიან მინდა თქვენთან ერთად რაც შეიძლება მალე მივაღწიო წარმატებას.

ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი ფული დაიხარჯა. ბიჭები, ვინც იყვნენ „დინამოში“ პროფესიონალები არიან, მაგრამ მათ საკუთარი მოღვაწეობა სხვაგან უნდა გააგრძელონ. „დინამოში“ ყველაზე ნიჭიერმა ახალგაზრდებმა უნდა იასპარეზონ.

კახას თავკაცობით ჩვენმა ახალგაზრდებმა გერმანიაში უმნიშვნელოვანესი თასი მოიპოვეს. ასეთი სულისკვეთებით და ჟინით მთავარ გუნდს რომ ეთამაშა, დღეს არსებული შედეგი არ გვექნებოდა.

ჩემი მოსვლის დროს „დინამოში“ სრული კატასტროფა იყო. გავეცანი ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას და პირველ რიგში აკადემიის გახსნა გადავწყვიტე, საიდანაც მთავარი გუნდი მიიღებს შევსებას. ჩვენი ახალგაზდული გუნდი პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე მომავალ წელსაც იასპარეზებს.

მომავალში ჩვენი კონტრაქტები, ხელფასები და ბონუსები იქნება საჯარო. ფეხბურთელების უმრავლესობას არაადეკვატური ხელფასები ჰქოდნათ. 10 ათასობით იღებდნენ და ამის სანაცვლოდ არაფერს აკეთებდნენ.

ლეგიონერებიდან მხოლოდ ჩისკო დარჩა. ადამიანი, რომელიც არავისზე ნაკლები „დინამოელი“ არ არის დღეს. ის კახას და ჩვენს ახალგაზრდებსაც დაეხმარება.

გუნდი ირაკლი ვაშაკიძემაც დატოვა. ახლო მომავალში ჩვენ ამ პოზიციის შევსებას არ ვაპირებთ. ტრასნფერებს უშუალოდ მთავარი მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

აქცენტს ქართველ მოთამაშეეებზე გავაკეთებთ. ლეგიონერის მოყვანის შემთხვევაში ის იქნება 21-23 წლის ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე. ახალგაზრდებს დრო უნდა მივცეთ. ამდენი ფულის გადახდა ყელშია ამოსული, როდესაც შედეგი არ არის. სხვა გზა უბრალოდ აღარ გვაქვს.

შესაძლოა, „დინამოს“ ისტორიაში ეს ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილება იყოს. ბევრი ფეხბურთელი, ვინც დაგვტოვა, ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. მათი კონტრაქტები ჩვენს შორის მოლაპარაკების საგანი იქნება. ვფიქრობ, ფინანსური თვალსაზრისით  „დინამო“ უფრო მეტს დაკარგავს.

ამ პირობებში, როდესაც უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი, გაურკვეველ პირობებში ითამაშებს, სჯობს შანსი ახალგაზრდებს მიეცეთ. “დინამო” დაბალი ხელფასების და მაღალი პრემიების სისტემაზე გადავა.

კახის 2-3 წელი აქვს დრო, მაგრამ მან აუცილებლად უნდა მანახოს პროგრესი მეც და გულშემატკივრებსაც. ყველაფერი მისი სამწვრთნელო შტაბის ხელშია. ჩვენ მას ყველანაირად გვერდში დავუდგებით.

გულახდილად შემლიძია გითხრათ, რომ ერთ მომენტში სიტუაცია ხელიდან გამექცა, რამაც დღევანდელ შედეგამდე მოგვიყვანა. პირველივე წელს საუბარი იყო გუნდის შენების სულ სხვა პრინციპებზე. აქცენტი თავიდანვე ახალგაზდა, პერსპექტიულ მოთამაშებზე უდნა გაგვეკეთებინა.

ჩვენ მზად ვართ „დინამოში“ ვხარჯოთ 10-15 მილიონი, თუ გვეყოლება 2-3 კონკურენტი. თუმცა რეალობა ისეთია, რომ გუდების უმრავლესობა 500 000 ლარით ასპარეზობენ. ვფიქრობ, საქართველოში დადგება დრო, როდესაც 4 გუნდი მაინც იქნება მაღალბიუჯეტიანი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბიუჯეტი მომავალ ჩემპიონატში ყველაზე დიდი იქნება.”

კახი გოგიჩაიშვილი (დინამოს მთავარი მწვრთნელი): “მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ვაცნობიერებ პასუხისმგენბლობას და ამისთვის მზად ვარ.

ჩვენ მოგვიწევს ახალი გუნდის შენება, სადაც აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნება გაკეთებული. გუნდში ლეგიონერებიდან მხოლოდ ჩისკო რჩება.

მიზანი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი გუნდის შექნაა. გულშემატკივარს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ისეთ გუნდს, რომელიც კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს. გუნდში იქნება ყველა ის ფეხბურთელი ვინც უკეთესად იქნება მომზადებული.

პირველ ეტაპზე ძალიან რთული სამუშაო გველის. მთავარი მიზანი ჩემპიონატში წარამტებით გამოსვლაა, რომლის სტარტამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ამ მოკლე ხანში ფორსირებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ გუნდი საჭირო კონდიციამდე მივიდეს. მთავარი პრობლემა, ალბათ, შეთამაშება იქნება.

ახალგაზრდებს აუცილებლად სჭირდებათ 3-4 გამოცდილი ფეხბურთელი. მაგალითად ჩისკო და რამდენიმე გამოცდილი ქართველი მოთამაშე. ერთად მათ წარმატებით ასპარეზობის კარგი შანსი აქვთ”.

თბილისის “დინამო” უმაღლეს ლიგას 10 აგვისტოს, “სამტრედიასთან” საშინაო მატჩით დაიწყებს.

IMG_2650IMG_2705IMG_2748IMG_2770IMG_2822IMG_2844IMG_2864

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

რომან ფიფიას საახალწლო მილოცვა

დინამოს ფეხბურთელებს, ვეტერანებს, ყველა თაობის დინამოელს, ჩვენი კლუბის აკადემიის პატარებს, მათ მშობლებს,  მწვრთნელებსა და  პერსონალს, საწვრთნელი ბაზის, აკადემიის და დინამო არენის ყველა თანამშრომელს, ჩვენი საყვარელი გუნდის ფანებს, სხვადასხვა თაობის ერთგულ ქომაგს, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ.

2014 წელი  წარმატებების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის!

fcdinamo.ge

საზეიმო საღამო “დინამოს” აკადემიაში

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში მცხოვრებ მოზარდებს და მომუშავე პერსონალს ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ და კლუბის მენეჯმენტმა დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. დინამო TV საზეიმო საღამოს ვიედოკოლაჟს გთავაზობთ.

BKF_4445

BKF_1272

BKF_1274

BKF_1279

BKF_1298

BKF_1317

FCDinamo.GE