35 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, რომელიც ამ დრომდე უკლუბოდ არის, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.
“კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ და ჯანმრთელობის მხრივაც კარგად ვარ. კარიერის გაგრძელების გარკვეულ ვარიანტებს განვიხილავ”, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს TodoMercadoweb-ი.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო სექტემბრის შემდეგ კლუბის გარეშეა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და “ფლუმინენსემ” შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.