რონალდო: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო იქნება და “რეალს” სწორედ მისი მსგავსი მოთამაშე სჭირდება”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ თანამემამულეზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარი სუპერმოთამაშეა. ალბათ, ის რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ჩემი აზრით, “რეალს” სწორედ საუკეთესოები სჭირდება. მე მილანის “ინტერში” ვთამაშობდი და არ ვგეგმავდი, მომავალი ხუთი წელი სადმე წავსულიყავი. თუმცა, საბოლოოდ, გამოჩნდა მადრიდის “რეალი”. მათი შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი იყო, რადგან  იქ თამაში ყველას სურს.”

“ნეიმარზე “ბლანკოსის” წარმომადგენლებისგან არაფერი გამიგია. მათ ის უნდა იფიქრონ და გააკეთონ, რაც სჭირდებათ. წელს კი, ესპანურ გრანდს რთული პერიოდი უდგას. მათ უნდა მოინდომონ და სეზონი წარმატებით დაასრულონ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდიან და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ტურნირი. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება,” – ამბობს რონალდო.

რონალდო: “ბარსელონა” ბრაზილიელებს ყოველთვის ცუდად ექცევა”

ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ბლაუგრანა” ბრაზილიელების მიმართ ყოველთვის უსამართლოა.

“სიმართლე გითხრათ, “რეალში” ყოფნისას გაცილებით უფრო ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონაში” ერთი დიდებული წელი გავატარე. საბოლოო ჯამში ჩემი “ბარსელონური” კარიერა ძალიან ცუდად დასრულდა, ისევე როგორც ნეიმარის.

“ბარსელონას” ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ბრაზილიელ ფეხბურთელებად:ნეიმართან, რომარიოსთან, რონალდინიოსთან და ჩემთანაც. ეს კლუბი თითოუელ ჩვენგანს ცუდად მოგვექცა საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რაც მისთვის გავაკეთეთ,” – აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იმყოფება კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო.

ნეიმარი: “2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მთელს ოჯახს რონალდოს ვარცხნილობა გვქონდა”

ბარზილიის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, თავისი ეროვნული ნაკრების ლიდერის, რონალდოს მსგავსად ჰქონდა ვარცხნილობა და ისე გულშემატკივრობდა ბრაზილიას.

“პირველი მოგონება ფეხბურთთან და ტელევიზორთან ორი წლის ასაკს უკავშირდება. მახსოვს, როგორ გაუტანა რომარიომ ჰოლანდიას გოლი. ასევე, მახსოვს იმ თამაშში ბებეტოს შესანიშნავი ასპარეზობა. ეს იყო პირველი, ხოლო მეორე 2002 წლიდან მახსოვს. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. მთლიან ტურნირს ვუყურე. ყველაფერი მახსოვს, მახსოვს რონალდო. მისი ვარცხნილობა მშვენიერი იყო. მე ის მქონდა.”

“მაშინ იმ ვარცხნილობას მთელი ჩემი ოჯახი ატარებდა. ფოტო? მე არ მაქვს, მაგრამ დედას ის აუცილებლად ექნება შენახული. ეს იყო იმის სიმბოლო, თუ როგორ ვგულშემატკივრობდით ნაკრებსა და კონკრეტულ ფეხბურთელს,” – აცხადებს ნეიმარი.

ხამესი რონალდუს პასუხობს: “ზოგჯერ, ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ, რაც სათქმელი არაა”

ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კრშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გუნდი დასუსტებულია. პორტუგალიელის თქმით, ამის მთავარი მიზეზი გუნდიდან პეპეს, ხამესისა და მორატას წასვლა იყო.

32 წლის შემტევის ამ განცხადებას მიუნხენის “ბაიერნში” ორწლიანი იჯარით მყოფი ხამეს როდრიგესი გამოეხმაურა.

“როგორც მე, ასევე მორატასა და პეპეს რთული პერიოდი ჰქონდათ და გუნდი ამიტომ დატოვეს. რონალდუს განცხადება? ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობ, რაც არ უნდა თქვა. მადრიდის “რეალს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ ამ სეზონშიც სასურველი მიზნების მიღწევა ჩვეულებრივად შეუძლიათ. ეს ძალიან მასიური გუნდია. მას აქვს ძალა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი შემოატრიალოს და თავის სასიკეთოდ დაასრულოს. მადრიდში ბევრი მეგობარი დავტოვე. მათ ხშირად ვეკონტაქტები. ასევე, როცა დრო მაქვს, “რეალის” თამაშსაც ვუყურებ,” – აცხადებს კოლუმბიელი.

 

პეპ გვარდიოლა: “გაბრიელ ჟესუსი ეტო’ოს მაგონებს”

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი შესანიშნავ ფორმაშია. ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის ათ თამაშში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

“ქალაქელთა” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ოცი წლის ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ის ეტო’ს მაგონებს. ეს მაშინ ჩანს, როცა პრესინგს ვთამაშობთ და გაბრიელი ამას ისე აკეთებს, როგორც ვერავინ გუნდში. ხოლო, საჯარიმოში კი ის ყოველთვის გამტანია. ბედნიერებაა, როცა ასეთი ფორვარდი გყავს – იგი შანსების უმეტესობას იყენებს. ვფიქრობ, ის ბურთით ზედმეტად ბევრს დარბის. როცა ამას მოუკლებს, გაბრიელი ძალიან დამესგავსება თავის თანამემამულეს, რონალდოს,” – აცხადებს პეპი.

რონალდო: “რეალს” კრიშტიანუ და ბენზემა ჰყავს, ახალი შემტევი არ სჭირდება”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდო მადრიდის “რეალის” ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გადმოსახედიდან ამ მომენტში “რეალს” ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება.

“რეალი” ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ჰყავთ და ბენზემაც, ახალი ცხრიანი სულაც არ სჭირდებათ.

“რეალმა” ბოლო წლებში ყველას აჩვენა, თუ რა შეუძლია. გასულ წლებშიც ხშირი იყო მსგავსი სიტუაციები, მაგრამ ისინი მაინც იგებდნენტიტულებს. იმედი მაქვს, რომ კარგ გზას მალე დაუბრუნდებიან,” – აცხადებს ბრაზილიელი ლეგენდა.

როგორც იცით, ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ “რეალი” არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ლა ლიგაში ჩატარებული პირველი სამი საშინაო მატჩიდან გუნდმა ვერცერთის მოგება ვერ შეძლო.

კაპელო: “კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რონალდოსთან მუშაობა გამიჭირდა”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ის ფეხბურთელი დაასახელა, ვისი მწვრთნელობაც ყველაზე მეტად გაუჭირდა კარიერის განმავლობაში.

“რომელი ფეხბურთელი იყო ყველაზე რთული სამწვრთნელი? ახლა ყველა კასანოზე იფიქრებთ. ანტონიო ახალგაზრდა იყო, მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ მინდორს მიღმა სიგიჟეებს აკეთებდა.

სინამდვილეში ჩემთვის ყველაზე რთული სამწვრთნელი ის ფეხბურთელი იყო, ვისაც ჩემს მოთამაშეებს შორის საუკეთესოდ მივიჩნევ – ბრაზილიელი რონალდო. გეტყვით, რატომაც ვთვლი ასე.

ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და 96 კილოგრამს იწონიდა, მოკრივესავით გამოიყურებოდა. ვკითხე, რამდენს იწონიდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მან მიპასუხა, რომ მაშინ 84 კილოგრამი იყო. მე ვთხოვე, რომ 88 კილოგრამამდე დაეკლო.

სამწუხაროდ, რონალდო ძალას არაფერს ატანდა და მხოლოდ 94 კილოგრამამდე დაიკლო. რუდ ვან ნისტელროისთან წყვილში სამჯერ დავაყენე და სამივე მატჩი მარცხით დავასრულეთ”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო რონალდოს მადრიდის “რეალში” 2006-2007 წლების სეზონში თავკაცობდა. მაშინ “სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ისკო: “მეორე ტაიმში სეზონის საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ”

“რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა ჩემპიონთა ლგიის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ფინალში დიდ გუნდს ვეთამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმში სეზონის საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც მივიღეთ. არ არსებობს “რეალზე” ძლიერი გუნდი. ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც მსოფლიოში არის საუკეთესო!”

“ყველა თანაგუნდელს, მწვრთნელსა და ფანებს ვულოცავ დღევანდელ ტრიუმფს!” – აცხადებს ისკო.

რონალდო: “ოქროს ბურთს კრიშტიანოს მივცემდი”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ განაცხადა, რომ წელს ოქროს ბურთის მოგებას მადრიდის “რეალის” შემტევი, კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს.

“წელს, “ოქროს ბურთის” გამარჯვებულად კრიშტიანო რონალდუს ავირჩევდი. ბოლო ორი წელია, კრიშტიანო გამორჩეულია. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბრწყინვალედ თამაშობდა, ახლა კი ფინალშია”, – უთხრა რონალდომ Fox Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2016-17 წლების სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში 45 გოლი გაიტანა.

ზეედორფი: “რონალდო საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია”

მადრიდის “რეალის”, “ინტერისა” და “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა, გულშემატკივართათვის ძალზედ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი – ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც ზეედორფს ოდესმე უთამაშია?

“რონალდო – ის სრულიად სხვა პლანეტიდან იყო. მე ის ჰოლანდიაში ვნახე, როდესაც არაფერი აწუხებდა და შეეძლო, 3 000 კილომეტრი ერთ საათში დაეფარა.

მას მაშინ უფრო ხშირად მაშინ ვხვდებოდი, როცა სხეული სრულად აღარ ემორჩილებოდა. თუმცა, ასეთ დროსაც კი, მას შეეძლო 10-ჯერ უფრო სწრაფად აღექვა სიტუაცია.

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც ასეა, თუ ფიზიკური კონდინციები ხელს არ გიწყობს, მხოლოდ ნიჭით წარმატების მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა ზეედორფმა.

რონალდო: “გეტყვით, რატომ დავტოვე თავის დროზე “ბარსელონა”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ 1997 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც “ბარსელონადან” მილანის “ინტერში” გადაბარგება მოუწია.

“კატალონიურ გუნდში მშვენიერი პერიოდი მქონდა, მაგრამ “ბარსელონას” დატოვება ჩემი ბრალი არ ყოფილა. სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შევთანხმდით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა და ადვოკატმა დაასკვნეს, რომ ჩვენი შეთანხმება აბსურდული იყო. გუნდი მზად იყო, ნებისმიერ კლუბში გავეყიდე, რომელიც ჩემს გამოსასყიდ თანხას — 29 მილიონ დოლარს გადაიხდიდა.

“ბარსელონაში” დღემდე ხდება საეჭვო გარიგებები. ამის კარგი მაგალითია ნეიმარის კონტრაქტთან დაკავშირებული სკანდალი. მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საქმეში ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ამ ამბის გამო ვიღაცას მძიმე საზღაური ელის”, – განაცხადა რონალდომ ESPN-ის ეთერში.

Ronaldo

რონალდო: “ვიმედოვნებ, “რეალი” სამივე ტიტულის მოგებას შეძლებს”

7 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “გრანადა”, ანგარიშით, 5-0 დაამარცხა და წაუგებელ შეხვედრათა სერია 39-მდე გაზარდა.

მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ მისი მეოთხე ოქროს ბურთი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. დაპირისპირებას ესწრებოდნენ ლუიშ ფიგუ და რონალდო. ამ უკანასნელმა ბერნაბეუზე დადგმული სპექატკლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანის ბიჭები ყველა ტიტულის მოგებას მოახერხებენ.

“ზიდანმა შესანიშნავი კოლექტივი შემოიკრიბა, რომელსაც საოცრად უძღვება. იგი გუნდს შესაფერის სტილში ათამაშებს. “ზიზუ” კარგი მოტივატორია, რაც ფეხბურთელების ასპარეზობაზე ყოველთვის აისახება.”

“ძალაინ დიდი პატივია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთის წარდგენაზე  ვიყავი მოწვეული. იგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. რონალდუ აუცილებლად იბრძოლებს მეხუთე ოქროს ბურთისთვის,” – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.