“ფორბსმა” 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2019 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ “ფორბსის” სიას პირველად ლიდერობს ლიონელ მესი, რომელმაც წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მართალია ასეულის ლიდერები ფეხბურთელები არიან, მაგრამ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (35) კალათბურთს ჰყავს. ასეულში ამერიკული ფეხბურთის 19, ბეიზბოლის 15 და ფეხბურთის 12 მოთამაშე მოხვდა.

“ფორბსმა” სია 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე მიღებული ხელფასის, საპრიზო თანხებისა და ბონუსების მაჩვენებლით შეადგინა. ასევე, სპორტსმენების გამომუშავებულ თანხებში სპონსორებისაგან მიღებული შემოსავლებიც იგულისხმება.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული:

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 127 მილიონი დოლარი
2. კრიშტიანო რონალდუ (ფეხბურთი) – 109 მილიონი დოლარი
3. ნეიმარი (ფეხბურთი) – 105 მილიონი დოლარი
4. კანელო ალვარესი (კრივი) – 94 მილიონი დოლარი
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 93.4 მილიონი დოლარი
6. რუსელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.5 მილიონი დოლარი
7. აარონ როჯერი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.3 მილიონი დოლარი
8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 89 მილიონი დოლარი
9. სტეფ კარი (კალათბურთი) – 79.8 მილიონი დოლარი
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 65.4 მილიონი დოლარი

ასეულის სანახავად ეწვიეთ “ფორბსის” ოფიციალურ ვებ-გვერდს

კარიკატურა: რონალდუ თანაგუნდელებს “მაკრატელა” გოლის გატანას ასწავლის

მადრიდის “რეალის” უკვე ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ ტურინის “იუვენტუსის” კარში გატანილი “მაკრატელა” უეფას წლის გოლის ნომინაციაშია წარდგენილი.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

კიელინი: “ვფიქრობდი, რომ რონალდუს “იუვენტუსში” გადმოსვლა შეუძლებელი იყო”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს იტალიურ კლუბში გადასვლა შესაძლებლად არ მიაჩნდა.

“ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, “არა, გამორიცხულია.” ერთი დღის შემდეგ, გავიფიქრე, რომ ეს შესაძლებელი იყო. ჩვენს მწვრთნელთან და დირექტორთან ერთად რეალობად იქცა… “იუვენტუსი” იზრდება. წლიდამ წლამე ვვითარდებით. ჩვენ გვჭირდებოდა კრიშტიანუ. მონდომებულები ვართ, რომ ამასთან ერთად ვიმუშაოთ. გუნდის ყველა წევრი, ფეხბურთელები, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა მოწდინებულია იმას, რომ რონალდუსთან ერთად მივაღწიოთ წარმატებას. ვიმედოვნებ, ჩენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,” – ამბობს კიელინი.

ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს “რეალიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლა ესპანეთის სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება.

“რონალდუს წასვლა სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება. იტალიაში არსებული ახალი რეგულაციების შედეგად, ის ამ ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე – ესპანეთში. “რეალი” რთულ სიტუაციაში ჩავარდა. ცხადია, მისი წასვლას სხვა ბევრი მიზეზიც აქვს, მაგრამ საგადასახადო სისტემა ნამდვილად დიდი პრობლემაა”, – უთხრა ტებასმა “მუნდო დეპორტივოს”.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო ესპანეთში პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა, ის ერთხელ სასამართლოს წინაშეც წარსდგა.

მოურინიო: “რონალდუს “რეალიდან” წასვლის შემდეგ, პრემიერ ლიგა საუკეთესო ტურნირია”

ჟოზე მოურინიო კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას გამოეხმაურა.

“პრემიერ ლიგა არის საუკეთესო ჩემპიონატი, სადაც თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები. ახლა შეგიძლიათ, იხილოთ, სამი განზომილება: ხალხი უყურებს იტალიის პირველობას რონალდუს გამო, პრემიერ ლიგას, იმიტომ, რომ ის ყველაზე კარგია და – ლა ლიგას, მესის გამო. ვულოცავ “იუვენტუსს” ამ ტრანსფერს, რადგან ეს ძალიან წაადგებათ, პირველ რიგში, საფეხბურთო თვალსაზრისით; ასევე: რეკლამირებასა და მარკეტინგში,” – ამბობს ჟოზე.

კრიშტიანუ რონალდუ ტურინში ჩაფრინდა (ვიდეო + ფოტო)

კრიშტიანუ რონალდუ ტურინშია. ამ ფაქტის ამსახველ ფოტოს “იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს, წარწერით: “ნახეთ, ვინ ჩამოვიდა ახლახანს კასელეში (ტურინის პროვინცია, ავტ.). კეთილი იყოს შენი ფეხი, კრიშტიანუ!”

 

 

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ იტალიურ გრანდთან ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ის ერთ სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს.

 

დელ ბოსკე რონალდუს “რეალიდან” წასვლას გამოეხმაურა

ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კრიშტიანუ რონალდუს მიერ მადრიდის “რეალის” დატოვებაზე ისაუბრა.

“რონალდუმ საკუთარი კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის “რეალს” დაუთმო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. არც მიყვარს ასეთ რამეებზე საუბარი. ეს ხომ უეჭელია. მან მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა. ადრე თუ გვიან, ის უნდა წასულიყო. ფეხბურთში ერთი მიდის, მეორე მოდის,” – ამბობს დონ ვისენტე.

გიგზი: “რონალდუ “იუვენტუსში” ამიტომ წავიდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა კრიშტიანუ რონალდუს ტუნირის “იუვენტუსში”  გადასვლაზე ისაუბრა.

“კრიშტიანუს ძალიან სურს, რომ მესის აჯობოს. მას აქვს არგუმენტი, რომ ინგლისში, ესპანეთში და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მიაღწია წარმატებებს. ახლა კი სურს, თქვას: “იმავეს იტალიაშიც გავაკეთებ.” რონალდუს მომავალში უფრო მყარი არგუმენტი ექნება, რატომ სჯობია ის მესის. გქონდეს შენს CV-ში “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი” და “იუვენტუსი”, ეს რაღაც განსაკუთრებულია. თუმცა, რონალდუს წინ დიდი გამოწვევები ელის,” – ამბობს უელსელი.

კარიკატურა: რონალდუ “იუვენტუსში?!

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. ამაზე სხვადასხვა გამოცემამ დაწერა.

ომარ მომანი პორტუგალიელის ტრასნფერზე კარიკატურას გვთავაზობს.

 

ფერნანდუ სანტუში: “ვიმედოვნებ, რონალდუ კიდევ ერთ დიდ მატჩს ჩაატარებს”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში პორტუგალია მოროკოს დაუპირისპირდება. ევროპელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიმედოვნებ, კრიშტიანუ ისევ იმავე დონეზე ითამაშებს და კიდევ ერთ დიდ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენ შეგვიძლია ისეთი კარგი გუნდის დამარცხება, როგორიც მოროკოა. თუმცა, მარტო არავინ იგებს. ევროპის ჩემპიონები ვართ. პორტუგალიის მთავარი მიზანია, გააგრძელოს იმის კეთება, რამაც აქამდე მოგვიყვანა: დიდი ვალდებულების გრძნობა მინდორზე გასვლის დროს და მეტოქის პატივისცემა. გზა, რომლითაც გამარჯვებები მოვიპოვეთ, სწორედ ადამიანურობასა და ოპონენტის დაფასებას უკავშირდება. აუცილებელია, ვიყოთ კონკურენტუნარიანნი, ვიბრძოლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. თუმცა, კლასი საჭიროა, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ხვალ, მთავარი მიზანი, თავიდანვე გოლის გატანა იქნება. ფოკუსირებულნი ვართ მხოლოდ გამარჯვებაზე,” – ამბობს პორტუგალიელთა დამრიგებელი.

კასილასი: “პატარა შეცდომის გამო, დე ხეა ქარიშხალში არ უნდა მოვაქციოთ”

დავიდ დე ხეამ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, პორტუგალიის წინააღმდეგ შეცდმა დაუშვა: მან კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გოლი გაუვიდა.

აღნიშნულ მომენტზე “ფურია როხას” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა ისაუბრა.

“პატარა შეცდომის გამო, მისი ქარშხლაში მოქცევა არ შეიძლება. კრიშტიანუ მარცხენა ფეხით იდეალურად ურტყამს. მან სწრაფად დაარტყა და ბურთმა, შესაძლოა მიმართულებაც კი შეიცვალა. რონალდუმ საოცარი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,” – ამბობს კასილასი.

რა გააკეთა სერხიო რამოსმა იქამდე, სანამ რონალდუ პენალტს დაარტყამდა? (ვიდეო)

15 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე კრიშტიანო რონალდუმ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. იქამდე, სანამ პორტუგალიელი დაარტყამდა, მისმა თანაკლუბელმა სერხიო რამოსმა დე ხეას თვალებით ანიშნა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდა რონალდუ. რამოსმა კუთხე ვერ გამოიცნო, მეკარემ კი ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.