14 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალსა” და “დეპორტივოს” შორის გამართულ მატჩში კრიშტიანო რონალდუმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა.
ჭდე: რონალდუ
რონალდუმ მარსელოს თავის სტილში დაუყვირა (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დაუყვირა თავის სტილში კრიშტიანო რონალდუმ მარსელოს.
კრიშტიანო რონალდუს ცეკვა “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ (ვიდეო)
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ 7 თებერვალს, “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ წვეულება მოაწყო, სადაც თავისი დაბადების დღე აღნიშნა.
რონალდუს კიდევ ერთი დისკვლაფიკაცია ელის? (ვიდეო)
7 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ მიარტყა კრიშტიანო რონალდუმ იდაყვი ბურთის მომწოდებელ ბიჭს. Sky Sports-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, პორტუგალიელი ამ საქციელის გამო დასაჯონ.
მადრიდის “რეალი” ხედირასა და ხამეს როდრიგესს აჯარიმებს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ორი ფეხბურთელის – ხამეს როდრიგესისა და სამი ხედირას დაჯარიმებას აპირებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 7 თებერვალს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ დაბადების დღე აღნიშნა, რომელსაც “სამეფო კლუბის” ბევრი ფეხბურთელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ტრავმირებულები – სამი ხედირა, ხამეს როდრიგესი და ლუკა მოდრიჩი.
Cuatro-ს ცნობით, ტრავმირებული ფეხბურთელები ექიმების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წვეულებაზე მაინც წავიდნენ. ლუკა მოდრიჩმა, ამის გამო, ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ამიტომ დიდი ალბათობით, მას არ დააჯარიმებენ.
კრიშტიანო რონალდუ იკერ კასილასი შეცდომამ გააბრაზა (ვიდეო)
7 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ტიაგომ გახსნა, რომლის დარტყმულიც იკერ კასილასმა ვერ მოიგერია. ამ მომენტში “სამეფო კლუბის” კარის დარაჯმა შეცდომა დაუშვა, რამაც კრიშტიანო რონალდუ გააბრაზა.
როგორ მღერის კრიშტიანო რონალდუ თავის დაბადების დღეზე (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მღერის მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ 5 თებერვალს, თავისი დაბადების დღისათვის მიძღვნილ წვეულებაზე.
კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტის წინააღმდეგ (ვიდეო)
მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკომ” “რეალი” გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
TV3-ის ჟურნალისტმა სებას გუიმმა რონალდუს კითხვა “კორდობას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე დაუსვა, რამაც ფეხბურთელი გააბრაზა.
სებას გუიმი: რა თქვით მაშინ, როცა “კორდობასთან” გამართულ მატჩში გაგაძევეს და ხელი მკერდზე დაიდეთ?
კრიშტიანო რონალდუ: თქვენ დღევანდელ მატჩზე უნდა მესაუბროთ თუ მატჩზე, რომელიც სამი თვის წინ გაიმართ?
სებას გუიმი: მე მინდა, ვიცოდე, რა თქვით…
კრიშტიანო რონალდუ: რა გინდათ, რომ გითხრათ? თქვენ რომ ჭკვიანი ჟურნალისტი იყოთ, კითხვას დღევანდელ მატჩზე დამისვამდით.
კრიშტიანო რონალდუ: თქვენ უინტელექტო ჟურნალისტი ბრძანდებით.
კრიშტიანო რონალდუს პირველი კომენტარი “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ
მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ, “სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ მისი გუნდი “ატლეტიკოზე” ძლიერია.
“რეალი” “ატლეტიკოზე” ძლიერია, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დაგვემტკიცებინა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ლა ლიგას ჩვენ მოვიგებთ. დღევანდელი მარცხი უნდა დავივიწყოთ, ამიერიდან “რეალმა” ასეთი დიდი ანგარიშით აღარ უნდა წააგოს”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal.Com-ი.
კარლო ანჩელოტი კრიშტიანო რონალდუს აჯავრებს (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს კარლო ანჩელოტი კრიტიანო რონალდუს გაჯავრებას.
5 კლუბი, რომელიც ზაფხულში პოლ პოგბასთვის იბრძოლებს
50 ევრო, რონალდუს გაძევება და რუმინელი ფეხბურთელის აუხდენელი ოცნება
“კორდობას” საუკეთესო პერიოდი გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო, ახლა კი გუნდის გულშემატკივრებს პრიმერაში ყოფნაც აბედნიერებს. “კორდობას” ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ხელმძღავნელებიც მაქსიმალურად ცდილობენ თანხის დაზოგვას. ეკონომია ეკიპირებასაც შეეხო. “კორდობას” ხელმძღვანელები იმ მოთამაშეებს, ვინც მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან მაისურებს ცვლის, 50 ევროთი აჯარიმებს.
20 დეკემბერს “კორდობას” რუმინელმა ლეგიონერმა ფლორინ ანდონემ მაისური ლუის სუარესს გაუცვალა. “სუარესმა მაისური მხოლოდ ჩემი ფორმის სანაცვლოდ გამიცვალა. ამან ძალიან გამახარა და 50 ევროზე არც მიფიქრია” – იხსენებს ანდონე.
რუმინელმა ტოპ ფეხბურთელის მაისურის მოპოვებაზე “რეალთან” შეხვედრამდეც ისაუბრა.
“ვიცი, რომ რონალდუსთან მაისურის გაცვლის შემთხვევაში 50 ევროს გადახდა კვლავ მომიწევს. მაგრამ, ეს საკითხი არ მაღელვებს. სხვა საქმეა, რომ მსგავსი სურვილი მხოლოდ მე არ მაქვს” – განაცხადა ანდონემ.
თუმცა, რუმინელის ოცნება ვერ ასრულდა. მატჩის 82-ე წუთზე კრიშტიანუმ ედიმართან კონფლიქტის გამო წითელი ბართი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
საინტერესოა, რომ “კორდობა” ერთადერთი ევროპული კლუბი არ არის, სადაც ფეხბურთელები მაისურის გაცვლისთვის ისჯებიან. ცოტა ხნის წინ “კემბრიჯის” მწვრთნელმა რიჩარდ მანიმ თავისი მოთამაშეები გააფრთხილა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის შემდეგ მეტოქესთან ფორმის გაცვლის შემთხვევაში მათ კლუბის ბიუჯეტში 40 გირვანქის გადახდა მოუწევთ.
“ჩვენ ფორმის მხოლოდ ორი კომპელქტი გვაქვს და იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მოთამაშეებმა ეკიპირების ნაწილი სხვა გუნდების მოთამაშეებს მისცენ. ჩვენ პრემიელიგაში არ ვართ, სადაც მაისურებს შესვენების დროსაც კი ცვლიან.”