რონალდუმ და ბეილმა ვარჯიშზე “იფინტავეს”

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ფინტებს აკეთებენ ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუ და გარეტ ბეილი.

სერხიო ბუსკეტსმა რონალდუს “მტირალა ბავში” უწოდა

მადრიდის “რეალთან” გამართულ შეხვედრაში, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუს “მტირალა ბავშვი” უწოდა.

მესიმ რონალდუს დასცინა

როგორც იცით, 26 ოქტომბერს გამართულ “ელ კლასიკოში”, კატალონიიის “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მეორე გოლის შემდეგ, როცა მადრიდელებს თამაში ცენტრიდან უნდა განეახლებინათ, რონალდუმ მსაჯთან დავა დაიწყო, რასაც როგორც ჩანს, ლიონელ მესი ირონიულად უყურებდა.

დანი ალვეშმა რონალდუს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

26 ოქტომბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, კატალონიელთა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა მადრიდელთა თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდუს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ანჩელოტი: “დროა, რონალდუმ ოქროს ბურთი მოიგოს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ დროა, “სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთი მოიგოს.

“მართალია, კრიშტიანოს კონკურენცია რიბერისთან და მესისთან უწევს, მაგრამ დროა, მან ოქროს ბურთი მოიგოს. სიმართლე გითხრათ, რონალდუს დიდმა პროფესიონალიზმა გამაკვირვა. ის ძალიან სერიოზულია და ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს”, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

კარლო ანჩელოტიმ მესუთ იოზილის გუნდიდან წასვლაზეც ისაუბრა.

“მისი წასვლა, უფრო ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. მერჩივნა, იოზილის ნაცვლად, დი მარია გამომეყენებინა. შესაძლოა, ის მესუთის დონის მოთამაშე ჯერ არ არის, მაგრამ ანხელო, თავისი უნარებითა და თვისებებით გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ბეილის მოსვლის შემდეგ, ვფიქრობ, დი მარია იოზილზე მეტად გვჭირდებოდა”, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

დიტო ჭიჭინაძე

რონალდო: “მესი მარადონას მირჩევნია”

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდო აცხადებს, რომ მას ლიონელ მესი დიეგო მარადონას ურჩევნია. ასევე, ბრაზილიელის თქმით, ის “სელესაოში” მესისა და კრიშტიანო რონალდუს დიდი სიამოვნებით იხილავდა.

“სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ჩემი მეგობარია, ლიონელ მესი მარადონას მირჩევნია. რაც შეეხება რონალდუსა და მესის, მათ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ორივე მათგანი დიდებულია”, – ამბობს რონალდო.

მოდრიჩი: “რონალდუ ფენომენია”

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდუ ფენომენია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს “სამეფო კლუბში” ჩატარებულ 208 მატჩში, 212 გოლი აქვს გატანილი.

“ძალიან მსიამოვნებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი თანაგუნდელია. როცა გუნდში რონალდუ გყავს, შეუძლებელი აღარაფერია. ჩემი აზრით, კრიშტიანო ფენომენია. იმედი მაქვს, მასთან ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ”, – ამბობს მოდრიჩი.

რონალდუმ საცვლების გამოშვება დაიწყო

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ახალი საქმე წამოიწყო. 28 წლის ფეხბურთელმა სპეციალურად ბიჭებისათვის საცვლებისა და შარვლების გამოშვება დაიწყო.

რონალდუ უსეინ ბოლტის წინააღმდეგ

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი, 100 და 200 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდსმენი უსეინ ბოლტი რომ ფეხბურთის და კრისტიანო რონალდუს დიდი გულშემატკივარია არახალია.

გადაწვყვიტეთ თქვენი ყურადღება Youtube-ს ერთ ვიდეოზე გაგვემახვილებინა, რომელშიც უსეინ ბოლტის სარეკორდო გარბენი (100 მეტრი 9.58 წამში, ბერლინი, 2009 წ.) და 2012 წლის 3 დეკემბერს გამართული მადრიდული დერბის (რეალი-ატლეტიკო) ერთი ფრაგმენტია შესული, სადაც რონალდუ საკუთარი კარიდან მეტოქის მეკარის საჯარიმომდე მანძილს 10 წამში ფარავს.

საინტერესოა თავად Youtube-ზევე განთავსებული ერთი კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგვეჩვენოს, რონალდუსა და ბოლტის ამ გარბენების შედარებას აზრი მართლაც აქვს, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მიმდინარეობს შეხვედრის 77-ე წუთი, როცა პორტუგალიელს 8-9 კმ უკვე ნარბენი აქვს და წესით საკმაოდ დაღლილი უნდა იყოს.

2. რონალდუ ბალახიან საფარზე დარბის, რაც ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მყარ ზედაპირზე.

3. რონალდუ ბოლტისგან განსხვავებით “სწორ ხაზს” არ მიჰყვება, რაც “დროს აკარგვინებს”

რონალდუს გოლი ჯარიმიდან “ელჩესთან” გამართულ შეხვედრაში

როგორც იცით, ესპანეთის პრიმერა დივიზონის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ელჩემ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში, ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანო რონალდუმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.